კონკურსი სტუდენტებისთვის სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

დღეს, 23 თებერვალს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით, მართავს ყოველწლიურ სტუდენტურ კონკურსს „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“. კონკურსი 2012 წლიდან იმართება და 2017 წელს ის განხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის“. კონკურსის ფარგლებში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისსა და …

რუსთაველის უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა სამეცნიერო გრანტი მოიპოვა

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხმა პროფესორმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვა. ფონდმა დააფინანსა ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების პროფესორების: მამია ფაღავას, მალხაზ ჩოხარაძის, შოთა მამულაძისა და მაია ვანიძის სამეცნიერო პროექტები. ბსუ-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, შოთა მამულაძე „ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე“ იმუშავებს, მამია ფაღავას ხელმძღვანელობით სამეცნიერო პროექტი „ტაო“ (ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა) განხორციელდება,  მალხაზ …

საქართველოში ანტისტიგმა მოძრაობა იწყება

„დაინახე ყველაფერი“ – ასე ქვია ანტისტიგმა მოძრაობას, რომელიც ევროკავშირის, იუნისეფის, USAID-ის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იმართება. კამპანიის მიზანია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლა. „წამოწყება მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“. პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციათა …

რატომ ჩუქნის გამწვანების უფროსის ოჯახის კომპანია მერიას ხეებს

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ქალაქში ნაჩუქარ ხეებს რგავს. სამსახურის უფროსის, ლევან ჭანუყვაძის თქმით, ხე-მცენარეები მერიას შპს „აგრო დეკორ სერვისმა“ გადასცა. „16 ხე-მცენარე – ტუია და ტირიფი „აგრო დეკორ სერვისმა“ გადმოგვცა. ეს არ არის ჩვეულებრივი ტირიფები, ხვიარა ტოტები აქვს, ადგილზე გამოყვანილი მცენარეებია, ოღონდ სელექციაა უცხოური. ხე-მცენარეები ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებზე, მაღლივი კორპუსის …

სამინისტრომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები და წესი დაამტკიცა

საქართველოს განათლების სამინისტრომ 2017 წლის სკოლის საატესტატო გამოცდების პროგრამები დაამტკიცა. პროგრამები დამტკიცდა შემდეგ საგნებში: მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში, გეოგრაფიასა და ქიმიაში. სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები და გამოცდების ჩატარების წესი შეგიძლიათ იხილოთ აქ.         

ხანძრის შედეგად დაშავებული პირები თბილისში გადაიყვანეს

22 თებერვალს, გვიან ღამით, ბათუმში, ღამის კლუბ ,არენაში“  გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, ორი ქალი და ერთი მამაკაცი კი სხეულის მძიმე დამწვრობებით მოათავსეს საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული პირები, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე …

აუდიტორია #115-ის საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში

ხვალ, 22 თებერვალს, აუდიტორია #115 საკონსტიტუციო სასამართლოში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში არსებულ საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესს ასაჩივრებს, რომელიც აუდიტორია #115-ის აზრით დისკრიმინაციულია და ყველა სტუდენტს არ აძლევს საუნივერსიტეტო მართვის პროცესში თანაბარი ჩართულობის საშუალებას. აუდიტორია #115-ის წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, საფაკულტეტო საბჭოში არჩევის წესი დისკრიმინაციულია იმიტომ, რომ უნივერსიტეტის მართვის პროცესში ჩართულობის უფლება აქვს ყველა სტუდენტს თანაბრად, …

ვისთვის ყიდულობს განათლების სამინისტრო წიგნებს

აჭარის განათლების სამინისტრო 40 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს წიგნებში, რომლებიც ხუთი მუნიციპალიტეტის – ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს საჯარო სკოლებს გადაეცემა. სულ ათი სკოლაა შერჩეული. სკოლის ბიბლიოთეკებისთვის  ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, საბავშვო, საყმაწვილო, შემეცნებითი ხასიათის, ლექსიკონებსა და სხვა სახის ლიტერატურას ტენდერით შეისყიდიან. სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიღება 2017 წლის 21 თებერვლიდან იწყება და 23 …

როგორ გადაკვეთა სარფის გამშვები პუნქტი ჩემოდანში მყოფმა ქალმა

დღეს, 21 თებერვალს, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ტანსაცმლის ჩემოდანში ჩამჯდარი ცდილობდა.  ქალი თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ჩემოდანში. ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. როგორ მოახერხა საქართველოს მოქალაქემ ქართული საბაჟო პუნქტის გავლა? ამ კითხვაზე შემოსავლების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  შემთხვევა ტრეფიკინგს უკავშირდება, „ამიტომ კომენტარი …

სასამართლომ შაჰინის სკოლის სარჩელი არ დააკმაყოფილა – სკოლა დაიხურა

დღეს, 20 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის საჩივარი ავტორიზაციის საბჭოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ შაჰინის სკოლა ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს. სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ისინი სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა საქმის მეორე ინსტანციაში განხილვამდე სკოლაში სასწავლო პროცესი ვეღარ აღდგება და მოსწავლეებს სხვა სკოლებში გადასვლა მოუწევთ. შაჰინის …

ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დაზიანებული ფრესკები [ფოტო]

ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფრესკების ნაწილი დაზიანებულია. ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დღემდე უყურადღებოდაა დატოვებული. დაზიანებული ფრესკების შესახებ „ბათუმელები“ ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში წერდა. „იმ შემთხვევაში, თუ  რესტავრაცია დროულად არ მოხდება, ფრესკები კიდევ უფრო დაზიანდება, მისი რესტავრაცია უფრო დიდ ხარჯებსაც მოითხოვს, ხოლო რესტავრაციის გარეშე ტაძარში კედლის მხატვრობა წაიშლება“. საპატრიარქოს დაფინანსებისა და ახალი ტაძრების მშენებლობის ზრდის …

გლობალური ფონდი ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას ამცირებს

დღეს, 20 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია გლობალური ფონდის დაფინანსებით ტარდება და მასში პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და საფრანგეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის სლოგანია – „ზიანის შემცირება მუშაობს, – დააფინანსეთ!“. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, გლობალური ფონდი უკვე წლებია საქართველოში აივ-ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამებს აფინანსებს. ფონდის დაფინანსება 2020 წლის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა …

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ქუჩის განათების ბოძი დააზიანა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის ახალი პროექტები

ბათუმის მუსიკალური ცენტრი ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. ესენია – „დებიუტი“, „საუბრები ოპერაზე“ და „ავსტრიულ-ქართული პროექტი“. ბათუმის მუსიკალური ცენტრის პრესსპიკერის, სალომე ცეცხლაძის განმარტებით, პროექტები საოპერო ჟანრის უკეთ განვითარებას ითვალისწინებს. „სიახლეა ის, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა საოპერო ჟანრს და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც „დებიუტის“ ფარგლებში აქტიურად იქნებიან ჩართული ამ პროცესში. სტუდენტებს შეუძლიათ ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ …

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერ აქციაზე ოთხი ადამიანი მივიდა

დღეს, 18 თებერვალს, 15:00 საათზე, ბათუმის საკათედრო ტაძრის წინ დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა აქციაზე მხოლოდ ოთხი ადამიანი მივიდა. აქციის ორგანიზატორი ლია მგელაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელებით გაავრცელა და გამოხმაურებაც მოჰყვა, თუმცა ტაძრის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა, მათ შორის ერთი მუსლიმი. „მეც სოციალური ქსელიდან გავიგე, რომ …

დავით ჯაყელი სერიალსა და სცენაზე

„დიდი ხანი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რა პროფესიაში ვიყავი. თეატრში მუშაობის ალბათ მეექვსე წელს მივხვდი, რომ სცენაზე უნდა დავრჩენილიყავი“, – ამბობს დათო ჯაყელი. პოპულარული ქართული სერიალების – „ხელოვნური სუნთქვისა“ და „ჩემი ცოლის დაქალების“ შემდეგ, მსახიობი გასტროლებისთვის ემზადება. ბათუმის „ახალი სცენა“ პოლონეთსა და ლიტვაში ორი სპექტაკლით მიდის. დავით ჯაყელმა თეატრის გასტროლებსა და თავის შემოქმედებით ცხოვრებაზე „ბათუმელებთან“ ისაუბრა. …

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესული ცვლილებების დეტალები

რა შეიცვალა რეალურად მასწავლებლის პროფესიული და კარიერული განვითარების სქემაში, ვინ რა აქტივობებით ადასტურებს პროფესიულ კომპეტენციას, როდის მიიღებენ პედაგოგები ვიდეო ინსტრუქციებს და რა ელით უსტატუსო მასწავლებლებს სკოლაში? ახალი სქემის დეტალებზე „ბათუმელებთან“ მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის ექსპერტ კონსულტანტი, მანანა რატიანი საუბრობს. ქალბატონო მანანა, ახალი ცვლილებებით, რომელიც პედაგოგთა კარიერული და პროფესიული წინსვლის სქემაში შევიდა, რა არსებითი ცვლილებებია …

შაჰინის სკოლის ორი მოსწავლე ფლორიდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისწავლის

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ორი მე-12 კლასელი აშშ-ი, ფლორიდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისწავლის. ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. სკოლის დირექტორის ელგუჯა დავითაძის ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელებმა, ადემ კახაძემ და ილია გოგიტიძემ უნივერსიტეტისგან ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია დღეს, 16 თებერვალს მიიღეს. „ამ მოსწავლეებს გაგზავნილი ჰქონდათ დოკუმენტაცია და ახლა მიიღეს თანხმობა უნივერსიტეტისგან. ორივე მოსწავლემ მიიღო სასწავლო გრანტი, ერთმა 19 ათასი დოლარი, მეორე …

კონკურსი რეწვის სახელოსნოების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების სამინისტრო 2017 წლიდან ტრადიციული რეწვის სახელოსნოების დაფინანსებას აპირებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის წესით  შეირჩევა ხუთი სახელოსნო აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, გარდა ბათუმისა. პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს არანაკლებ ხუთი ტრენინგი კონკურსით წესით შერჩეული სახელოსნოების ოსტატებისთვის, რომლებმაც არანაკლებ 25 შეგირდს მომზადებენ. სწავლების ხანგრძლივობა საშუალოდ 45 სასწავლო საათია. ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეული თითოეული სახელოსნო 4 100 ლარით …

PHR-ი ბავშვის ცემის ფაქტზე: საბავშვო ბაღი ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო უნდა დაჯარიმდეს

ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში 5 წლის ბავშვის მშობლის მიერ ცემის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის  იურისტის ანა არგანაშვილის თქმით, 2016 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საბავშვო ბაღს უზუსტებს და ავალდებულებს, რომ ყველა ძალადობის შემთხვევა, იქნება ეს ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური თუ უგულებელყოფა მშობლის მხრიდან, ბაღმა უნდა შეატყობინოს სოციალურ სამსახურს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს …

მანდატურმა 5 წლის შვილს მშობლებისა და ბავშვების თანდასწრებით სცემა

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში ერთ-ერთმა მშობელმა 5 წლის ბავშვს აღსაზრდელებისა და მასწავლებლების თვალწინ სცემა. ბავშვის ცემის მიზეზი, როგორც საბავშვო ბაღში აგვიხსნეს, ერთ-ერთ მშობელთან დაპირისპირება იყო. „ბათუმელებთან“ ბაღში მომხდარ ინციდენტს საბავშვო ბაღის მეთოდისტი დოდო ლაღაძეც ადასტურებს. „არც ისეთი უსაშველო კონფლიქტი იყო, რომ თქვენც გაგეგოთ, დედამ საკუთარ შვილს თმები მოქაჩა, პატარა წაარტყა და ისე …

განათლების სამინისტრომ სკოლებს საგაზაფხულო დასვენების დღეები განუსაზღვრა

საქართველოს განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს დასვენების დღეები განუსაზღვრა. ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე იქნება,  საგაზაფხულო არდადეგები – 8 მარტიდან 15 მარტამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგები  – 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სიახლეა ის, რომ სკოლებს საგაზაფხულო არდადეგები დაემატა, რაც წინა წლებში არ იყო. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო …

რატომ ჩამოაჭრეს პედაგოგებს ხელფასი

შუახევის, სოფელ უჩამბის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი ფატი თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიანი რეგიონის მასწავლებლებს, ოქტომბრის და ნოემბრის თვეში ხელფასები ჩამოაჭრეს. სკოლის დირექციაში აცხადებენ, რომ ხელფასების ჩამოჭრის მიზეზი განათლების სამინისტროს მიერ დაშვებული შეცდომა იყო. „სექტემბრის თვეში ხელფასზე ავიღეთ 35-პროცენტიანი დანამატი, როგორც მაღალმთიან რეგიონში მომუშავე პედაგოგებმა, ოქტომბერში კი მხოლოდ განაკვეთზე დაგვირიცხეს 140 ლარი. ეს, ბუნებრივია, წინასთან შედარებით ბევრად …

საკრებულოს წევრი: „800 ათას ლარად გარემონტებული შენობა ისევ სარემონტოა“

ქობულეთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ ფიჭვნარში არსებული საბავშვო ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზეც ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი დაიხარჯა, ისევ გასარემონტებელია. მისი თქმით,  შენობა ქობულეთის გამგეობამ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა, თუმცა კედლებზე ბათქაში დაზიანებულია, ეზო კი მოწესრიგებული არ არის. „ფიჭვნარში არსებული საბავშვო ბაღი ჯერ გახსნილი არ არის და უკვე ხარვეზები გამოიკვეთა. გაწეული რემონტი …

სამაგისტრო და სასტიპენდიო პროგრამა საფრანგეთში და უნგრეთში სასწავლებლად

განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა – „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ და „სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2017-2018“ გამოაცხადა. „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე შეძლებს საფრანგეთში, როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას. სასტიპენდიო პროგრამა უნგრეთში, როგორც ცენტრის განცხადებაში წერია,  მიზნად ისახავს 50 …

საზოგადოების პროტესტი ბარათაშვილის 24-ში დანგრეულ ისტორიულ სახლთან

ამ წუთებში ბათუმში, ბარათაშვილის 24 ნომერში, ისტორიული შენობის დემონტაჟის გამო საზოგადოება „ბათომის“ წევრები და სხვა პირები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქალაქის მერისგან, გიორგი ერმაკოვისგან ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვენ ისტორიული სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით. „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორია ქალაქის არჩეული მერის პოლიტიკა,  კულტურული მემკვიდრეობისa და ისტორიული ძეგლების დაცვის კუთხით. ტერიტორიის ურბანული განვითარების კუთხით, ძველი ბათუმის ისტორიული არქიტექტურისა …

სასამართლომ უმაღლესი საბჭოს წევრს პასუხისმგებლობა არ დააკისრა

დღეს, 13 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ელგუჯა ბაგრატიონისა და ქობულეთის საკრებულოს წევრის ბონდო თედორაძის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების საკითხზე იმსჯელა. სასამართლომ ელგუჯა ბაგრატიონს პასუხისმგებლობა არ დააკისრა, ბონდო თედორაძე კი გააფრთხილაა. ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე პოლიციამ 6 თებერვალს ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის გადაკეტვის დროს დააკავა და მათ ადმინისტრაციული წესით პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას …

ტრენინგები ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში

ბათუმის 12 საჯარო სკოლის 36  მასწავლებელი ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებაში ტრენინგებს გაივლის. პროექტში სამოქალაქო განათლების, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის პედაგოგები არიან ჩართული. პროექტში ჩართული არიან ასევე პედაგოგები კახეთიდანაც. პროგრამა ორწლიანია და 2018 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება. პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის საელჩოს დაფინანსებით და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პირველ ეტაპზე სამოქალაქო განათლებისა და  …

ავტორიზაციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა საბჭო დატოვა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელმა, განათლების სპეციალისტმა, შალვა ტაბატაძემ, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს წევრიცაა, საბჭო დატოვა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს.  შალვა ტაბატაძე საბჭოს დატოვების მიზეზად შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ასახელებს. „შაჰინის სკოლა-ლიცეუმში დღეს სწავლის პროცესი შეჩერდა. შაჰინის სკოლის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით დუმილს ვინარჩუნებდი, მიუხედავად ჟურნალისტების თუ სხვათა თხოვნისა კომენტარი …

განათლების სამინისტროს კონკურსი სტუდენტების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს. დაფინანსება გამოცხადდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2016 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. სამინისტროში განცხადებების მიღების ვადა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლითაა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური …

აქციის მონაწილე მშობლებს განათლების მინისტრი და მთავრობის აპარატის უფროსი შეხვდნენ

„მთავრობის აპარატის უფროსსა და აჭარის განათლების მინისტრს, ინგა შამილიშვილს შევხვდით. შევთანხმდით, რომ სამართლებრივად, სასამართლოს გზით გადაწყდება ეს ყველაფერი. ისინი ამბობენ, რომ მთავრობა ვერ ჩაერევა ამ საკითხის გადაწყვეტაში, თუმცა შევთანხმდით, ჩვენთან ექნებათ კომუნიკაცია,“-გვეუბნება საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ-ერთი მშობელი, შორენა აბულაძე. კიდევ ერთი მშობელი, რომელიც მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, ირაკლი ბერიძეა.  როგორც იგი ამბობს, აჭარის მთავრობიდან ნაწილობრივ მხარდაჭერას გრძნობს. …

„დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – შაჰინის სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქცია ბათუმში

„შაჰინი, შაჰინი, დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა“ – ამ სიტყვებით სკანდირებენ შაჰინის სკოლის მოსწავლეები აჭარის მთავრობის სახლის წინ. ისინი ამ წუთებში აჭარის მთავრობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ მშობლებთან ერთად და მოითხოვენ სკოლაში სასწავლო პროცესი აღდგეს. „ამ სკოლაში სწავლობს ჩემი შვილი და ვაპროტესტებ, რომ მას სწავლის უფლება წაართვეს. თუკი სასამართლო არ მიიღებს ამ სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენის გადაწყვეტილებას, …

ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

დღეს, 13 თებერვალს, ბათუმში შაჰინის სკოლა-ლიცეუმმა სასწავლო პროცესი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეაჩერა. თუმცა, სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია საბჭოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და სარჩელის სასამართლოში შეტანას რამდენიმე საათში გეგმავს. „ამ ეტაპისთვის ჩვენ ოფიციალურად აღარ გვაქვს სწავლის გაგრძელების უფლება. სარჩელი დღეს შეგვაქვს  თბილისის საქალაქო სასამართლოში, მშობლები სკოლაში არიან მოსული და ბავშვების ნაწილიც მოვიდა, თუმცა სასწავლო პროცესი აღარ მიმდინარეობს. …

ჩაღლარის ქართული სკოლები – ვინ იქნება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის შემდეგ

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ, შესაძლებელია საქართველოში არსებული იმ ოთხი სკოლა-ლიცეუმების ავტორიზაციის შეჩერების საკითხიც დადგეს  დღის წესრიგში, რომლებიც ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში არიან მოქცეულები.  ამ სკოლებს შორის არის ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმიც. ამ სკოლათაგან ზოგიერთს ავტორიზაციის ვადა მიმდინარე წელს უმთავრდება და ახალი ავტორიზაციის მისაღებად განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ისევ …

ზრდასრულებს განათლების მიღების მეორე შანსი 2018 წლიდან ექნებათ

საქართველოს განათლების სამინისტროს ახალი პროგრამა – „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“, რომელიც განათლების მინისტრმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. იმ პირებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს საბაზო განათლების მიღება, პროგრამა შესაძლებლობას აძლევს, როგორც არასრულწლოვნებს, ასევე ზრდასრულებსაც, რომ სპეციალური პროგრამების გავლის შემდეგ, საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღონ და სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში გააგრძელონ. რამდენია …

სასამართლომ შს სამინისტროს ბრძანება არაკონსტიტუციურად ცნო

დღეს, 9 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის ედიშერ გოდუაძის კონსტიტუციური სარჩელი და  არაკონსტიტუციურად ცნო პირის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში მუდმივად შენახვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში. სასამართლოს აზრით, ხსენებული რეგულირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა …

Exit mobile version