ბათუმში პოლიცია დაკარგულ ქალს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლამდე ასაკის ქალს ეძებენ. „შეტყობინება შემოვიდა გუშინ და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები,“ – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, აჭარის რომელი მუნიციპალიტეტიდან შევიდა შეტყობინება.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა: მინისტრის განცხადება დისკრიმინაციული და საფრთხის შემცველია

ფსიქოლოგ მაია ცირამუას შეფასებით, საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გამონათქვამი – „მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები“, დისკრიმინაციულია და გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ფსიქოლოგის აზრით, როცა სკოლებში ბულინგის მაჩვენებელი ისედაც მაღალია, მინისტრი მსგავსი ტერმინებით არ უნდა საუბრობდეს. „ნამდვილად დისკრიმინაციულია მინისტრის გამონათქვამი და ძალიან მაღალი რისკია იმის, რომ თუნდაც ამ გამონათქვამმა გაზარდოს ბულინგის შემთხვევების რაოდენობა სკოლებში, რადგან ასეთი …

რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი პრორექტორი ჰყავს

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი პრორექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე  გუშინ, 6 თებერვალს,  ამავე უნივერსიტეტის  ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სირაძე დაინიშნა. პრორექტორის აზრით, მასზე არჩევანი  გამოცდილების გამო შეაჩერეს. „მაქვს 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება. უნივერსიტეტს, განათლების სფეროს ძალიან კარგად ვიცნობ, ალბათ ჩათვალეს, რომ შევძლებდი იმის გაკეთებას, რაც უნივერსიტეტის კეთილდღეობას მოემსახურება“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“. თამარ სირაძის აზრით, მთავარი …

კონკურსი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” ქვეპროგრამის ფარგლებში საჯარო ლექციების დასაფინანსებლად   კონკურსის პირველი  ეტაპი  გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  საბუთები განათლების სამინისტროში, 16 იანვრიდან  28 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც 2017  წლის  პირველი  მაისიდან  26 ივნისის  ჩათვლით ჩატარდება. სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო ლექციები სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის …

რა ნიშნით დანიშნეს ეთერ ჯორთმენაძე უმაღლეს საბჭოში

ეთერ ჯორთმენაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატში დანიშნეს. თვითმმართველობის არჩევნების დროს ის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წევრია. სოციალურ ქსელებში ეთერ ჯორთმენაძე ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ცალკეული წევრების კრიტიკით და ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ქებით გამოირჩევა. ვისი რეკომენდაციით დაინიშნა ის ფრაქციაში და რა არის მისი ფუნქცია? ამ თემაზე …

ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელი სასამართლომ განსახილველად მიიღო

დღეს, 6 თებერვალს, საკონსტიტუციო სასამართლომ 23 თვის შემდეგ, არსებითად განსახილველად მიიღო  „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის“, „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის“, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“, „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია საქართველოში“ და „სახარების რწმენის ეკლესიის“  სარჩელი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც სადავოდ ხდიან იმ წესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ …

რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი უცხოეთში ისწავლის

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი,  ერასმუს+  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება. გაცვლით პროგრამაში სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტიდან შეირჩა, რომლებიც იტალიის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლიტვისა და პოლონეთის   ურნივერსიტეტებში ერთ სემესტრს გაივლიან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკომისიის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად  სტუდენტებმა სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაირეს, რომელიც  ინგლისური ენის ტესტირებას, აკადემიურ მოსწრებასა და გასაუბრებას მოიცავდა. ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა …

ავტორიზაციის საბჭოს წევრი შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმებაზე

ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაციას უჩერებენ, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი სკოლის ადმინისტრაციას ჯერ არ მიუღია. შაჰინის სკოლის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს დასკვნას არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.„ბათუმელები“ აკრედიტაციის საბჭოს ერთ-ერთ წევრს, რეზო აფხაზავას ესაუბრა იმ მიზეზებზე, რის საფუძველზეც საბჭომ სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბატონო რეზო, რა გახდა მიზეზი, რომ შუა სასწავლო წელს სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეთ? …

მტვერი, გოგირდი და აზოტი – როგორი ჰაერია ბათუმში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, დეკემბერში, ატმოსფერული ჰაერის  დაბინძურების მონიტორინგი ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტზე წარმოებდა. განი­სა­ზღვრებოდა ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიე­რებების კონცენტრაციები: მტვე­რი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ასევე ნახშირჟანგი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, „ბათუმის ჰაერში მტვრის  ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაცია შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას აღემატებო­და 1.4-ჯერ,  ხოლო აზოტის დიოქსიდისა – 1.1-ჯერ.  გოგირდის დიოქსიდისა …

სკოლები საბჭოთა ინვენტარით და მოძველებული ლაბორატორიებით [ვიდეო]

მიუხედავად იმისა, რომ  ეროვნული სასწავლო პროგრამა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნებში ექსპერიმენტების ჩატარებას ავალდებულებს,  საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა,  მოძველებული  ლაბორატოერიები და ექსპერიმენტებისთვის საჭირო ქიმიური რეაქტივების უქონლობა, მოსწავლეებს პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს. როგორია სახელმწიფოს როლი ამ პრობლემის მოგვარებაში და რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი  21-ე საუკუნის საქართველოში; რას აკეთებს სახელმწიფო ახალგაზრდებში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციისთვის – …

ჰაერის დაბინძურება – რატომ დაჯარიმდა 456 ობიექტი

2017 წლიდან, საწარმოები ვალდებულნი არიან ჰაერში გაფრქვეულ  მავნე  ნივთიერებათა  რაოდენობრივი  მაჩვენებლები აღრიცხონ და შემდეგ ეს მონაცემები ელექტრონულად წარადგინონ ყოველი საანგარიშო წლის  ბოლოს. ვადების დარღვევის ან ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, საწარმოები დაჯარიმდებიან. მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახელმწიფო აღრიცხვის  ფორმების შევსება და წარდგენა,  გარემოსდაცვითი  ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხდება, ინფორმაციის უტყუარობაზე  კი სტაციონალური ობიექტები იქნებიან პასუხისმგებელნი. აჭარის გარემოს …

სახლის ჩამონგრევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, სახლის ჩამონგრევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი ადამიანის გადარჩენა კი სამაშველო ჯგუფმა შეძლო. „შეტყობინება დილის რვა საათზე შემოვიდა. ხუთი ადამიანი იყო მოყოლილი ნანგრევებში, ერთია დაღუპული,“-ამბობენ სამაშველო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი ახალაშენებული იყო. ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იმყოფება. ოჯახის ერთ-ერთი წევრი 36 კვირის …

სახლის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

შს სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, სოფელ ფერიაში საცხოვრებელი სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა . ადგილზე იმყოფებოდა სამაშველო ჯგუფი. მათი ინფორმაციით, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი სახლში მარტო იყო, მეულე და შვილები სტუმრად იმყოფებოდნენ. „სახლი ძველია, ავარიულ მდგომარეობაში,“ – ამბობენ სამაშველო სამსახურში. როგორც ხელვაჩაურის გამგეობის პრესსამსახურში განაცხადეს, „სახლის სახურავი, სავარაუდოდ, დიდთოვლობის შედეგად ჩამოინგრა“. შსს-ს ინფორმაციით, …

ბათუმში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ახლახანს ბათუმში, ინასარიძის 14 ნომერში, ორი გარდაცვლილი პირი იპოვეს. “ერთი დღის გარდაცვლილებს არ ჰგავდნენ”, – უთხრეს “ბათუმელებს” სასწრაფოში. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი დედა-შვილია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ენმ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მთავრობამ ბინები უნდა უყიდოს

„ნაციონალური მოძრაობის“  და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებით, მთავრობამ  იმ 12 ოჯახს, რომლებსაც  თამარის დასახლებაში გუშინ ხანძრის შედეგად სახლები დაეწვათ, ბინები უნდა შეუსყიდოს. „2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ბიუჯეტის პროექტში ჩადებული იყო 25-მილიონიანი ფონდი და როცა ჩვენ დავსვით კითხვები, რისთვის იყო განკუთვნილი ეს თანხები, გვითხრეს, რომ საგანგებო შემთხვევებისთვის. ამიტომ, მოვუწოდეთ აჭარის მთავრობას, რომ …

სკოლებში შესაძლოა სწავლა შეწყდეს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში შესაძლოა სწავლა შეწყდეს, რადგან მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია. „ჩვენ თითოეულ სკოლაში ვრეკავთ და ვამოწმებთ ინფორმაციას. ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილი არც ერთ სკოლაში არ არის, თუმცა ძალიან დაბალია მოსწავლეთა სწრებადობა. ჩვენ არ ვიცით რა იქნება ბათუმის შემთხვევაში, რადგან ორცვლიანი სკოლები გვაქვს. ამიტომ, დღის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას. იქნება თუ არა ხვალ …

ბულვარში ხეებს თოვლისგან წმენდენ

„ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ბათუმის ბულვარში ხეები თოვლისგან იწმინდება. „ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია ტექნიკური ზედამხედველობისა და აგრონომიული სამსახურის მობილური ჯგუფები“- აცხადებენ ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებში ბულვარის 60-მდე თანამშრომელია ჩართული: „გაწმენდითი სამუშაოები თოვის ინტენსივობის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება“.

დარჩებიან თუ არა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმები უხელფასოდ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ 6 თვით მუშაობას შეაჩერებს [შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100% წილის მფობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა]. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, საავადმყოფოს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სამედიცინო პერსონალი ინფორმირებული არ იყო. დარჩება თუ არა დასაქმებული პერსონალი  ხელფასის გარეშე და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებს საავადმყოფოს დირექტორი?  …

სიმფონიური მუსიკის საღამო ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში

დღეს, 27 იანვარს, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში სიმფონიური მუსიკის საღამო გაიმართება.  პროგრამაში წარმოდგენილია ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონი“ (ზაფხული); კარლ მარია ფონ ვებერის  – უვერტიურა ოპერიდან „ობერონი“ და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის – 36-ე სიმფონია (C –dur).  კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ჭვანის ბიბლიოთეკას 400 წიგნი გადასცეს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოციალური კამპანიის – „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში, სოფელ ჭვანის ბიბლიოთეკას 400-მდე წიგნი გადასცა. ბსუ-ს ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, სოფლის ბიბლიოთეკა უნივესრიტეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში ჩაერთვება. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქცია – „გაიღე წიგნი“’ გრძელდება. ღია ბიბლიოთეკაში წიგნების შეგროვება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგროვებული ლიტერატურა ხულოს, ქედის, ქობულეთის და ხელვაჩაურის სოფლების ბიბლიოთეკებს გადაეცემა. უნივერსიტეტის …

აჭარის განათლების სამინისტროს გრანტები სტუდენტებისთვის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს ჩარიცხულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს.  სამინისტროში განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა 2017 წლის 13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ: 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო …

ახალი სპორტული კომპლექსი 23 000 კვ/მ ტერიტორიაზე აშენდება

ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომპლექსი 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდება. 16 000 კვ.მეტრ შენობაში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექციები – სპორტული ტანვარჯიში;  მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი;  ბ/რ ჭიდაობის დარბაზი;  თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი;  სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში გასახდელები, საპირფარეშოები, დამხმარე და …

რა მოხდა კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესზე

კინტრიშის ხეობაში მშენებარე ჰესთან მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. ჰესის მშენებელ კომპანიაში თქვეს, რომ ჰესის გვირაბთან კლდე ჩამოინგრა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და სოფელ ჭახათის რწმუნებულის თქმით კი, ჩამოინგრა გვირაბის ნაწილი. შემთხვევა 2016 წლის დეკემბერში მოხდა. ჰესის მშენებლობაზე კომპანია  „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი“ მუშაობს, რომლის დირექტორი პაატა ფხალაძე აცხადებს, რომ გეოლოგიური დასკვნების მიუხედავად, გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა …

ქობულეთის გამგებელი ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემას არ გამორიცხავს

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ხუცუბნის ცენტრალური გზის გარკვეული მონაკვეთის გაფართოება იგეგმება.  როგორც გამგეობაში აცხადებენ, გზის გაფართოება „უსაფრთხოების დაცვის მიზნით იგეგმება“, რადგან გზის ამ ნაწილში ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. გამგეობა გზის გაფართოებას ხეების მოჭრის ხარჯზე აპირებს. „ხუცუბნის მოსახლეობის მოთხოვნაა რომ გზა გაფართოებულიყო, თუმცა, ჩვენ დაველოდებით საგზაო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას“ – გვეუბნება ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუკი …

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი გია აბულაძის კრიტიკაზე

აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე, გია აბულაძის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებას მათ დებულება აძლევს. „თუ გადახედავთ ევროპულ გამოცდილებასაც, ვნახავთ როგორ მუშაობს იქ  დასაქმების ცენტრები. მათი ერთ-ერთი ფუნქციაა იზრუნონ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა სამუშაოს მაძიებლების დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდოს. ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ უმუშევრობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ ადამიანები ნაკლებად კონკურენტუნარიანი არიან …

სულხან ღლონტი უმაღლესი საბჭოს წევრის კრიტიკაზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატი აცხადებდა, რომ ტურიზმის დეპარტამენტი და დასაქმების სააგენტო დუბლირებულ პროგრამებში არაეფექტურად ხარჯავენ თანხას. სულხან ღლონტს მიაჩნია, რომ  ამ ტიპის განცხადებები უფრო გააზრებულად უნდა გაკეთდეს. „ტურიზმის სკოლის ძირითადი პრიორიტეტი არის ტურიზმის განვითარება მაღალმთიან აჭარაში.  იქ არსებობს  საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებსაც შეუძლიათ ავთენტურ გარემოში აჩვენონ …

მემედ აბაშიძის ქუჩაზე ტრანსფორმატორი იწვის [ფოტო]

ამ წუთებში მემედ აბაშიძის 25 ნომერში [მ. აბაშიძის და კ. გამსახურდიას ქუჩების კვეთა] ტრანსფორმატორი იწვის. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით,  სახანძრო ჯგუფი გასულია ადგილზე. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

უმაღლესი საბჭოს წევრი: ტურიზმის დეპარტამენტი და დასაქმების სააგენტო საბიუჯეტო თანხას არაეფექტურად ხარჯავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია აბულაძის განცხადებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საბიუჯეტო თანხას არაეფექტურად, დუბლირებულ პროგრამებში ხარჯავს. „ტურიზმის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა გამართა პრეზენტაცია, რომ უნდა გახსნას ტურიზმის სწავლების სკოლა, რაც არასწორია, რადგან პირველ რიგში,  საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა.  რაც შეეხება სპეციალობებს, აჭარაში არსებობს  ტურიზმის მიმართულების პროფესიული სასწავლებლები ბათუმსა და ქობულეთში, რომლებიც ცენტრალური …

„აფრენშენ“ – ახალი სპექტაკლი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

დღეს, 23 იანვარს, მხოლოდ ერთი დღით, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება არჩილ გოგუაძის სპექტაკლი „აფრენშენ“, რომელიც მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას ეძღვნება. სპექტაკლი საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. მსურველებმა ბილეთების შესაძენად, ბათუმის მუსიკალურ ცენტრს უნდა მიმართონ.  ცენტრის ინფორმაციით, „სპექტაკლი ახალი და ორიგინალურია“.

განათლების მინისტრის „ამოცანა“ პედაგოგებისთვის – ვინ უნდა დარჩეს სკოლაში

ალექსანდრე ჯეჯელავამ ბათუმში სკოლის პედაგოგებთან შეხვედრის დროს პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემაში შესატან ცვლილებებზე, კრედიტქულების დაგროვების სისტემასა და საგნობრივ გამოცდებზე ისაუბრა. მისი თქმით, პედაგოგი  ვალდებული აღარ იქნება ჩააბაროს გამოცდა, თუმცა მას  გამოცდაზე მიღებული ქულები კრედიტების დაგროვებაში დაეხმარება. შეხვედრაზე, რომელიც გუშინ, 21 იანვარს გაიმართა პედაგოგებსა და მინისტრს შორის, ასევე საუბარი შეეხო სკოლიდან მასწავლებლის გაშვების …

ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: თუ არ ეყვარებით მოსწავლეებს, აღარ იქნებით ამ თანამდებობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 21 იანვარს, ბათუმში საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრა ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. განათლების მინისტრი პედაგოგებს განვითარების სქემაში შეტანილ ცვლილებებსა და იმ სიახლეებზე ესაუბრა, რომელიც ახალი წლიდან დაინერგება. „ყველა ცვლილება, რომელიც განათლების სისტემაში შევა, იქნება პედაგოგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მინისტრის მონოლოგის …

რომელ სკოლებს დაეხმარება სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ დაგეგმვაში

განათლების სამინისტრო მცირეკონტინგენტიანი სკოლებიდან „თავისუფალი გაკვეთილების“  შესახებ იდეებს მიიღებს, შემდეგ დაამუშავებს და დააფინანსებს. კონკურენციაში კი მხოლოდ მაღალკონტინგენტიანი სკოლები იქნებიან, რომელსაც სამინისტრო უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებს. როდის იწყებს სამინისტრო „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტების ოფიციალურ მიღებას, ამ თემაზე  „ბათუმელებს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტის მენეჯერი ლალი კალანდაძე ესაუბრა. ქალბატონო ლალი, როგორც ვიცით მიმდინარეობს „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტების …

„კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ“ – ლექცია უნივერსიტეტში

ხვალ, 21 იანვარს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია #21-ში, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი პროექტის „კულტურული მემკვიდრეობა საფრთხის ქვეშ – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართვა“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად საჯარო ლექციას ჩაატარებს. პროექტი დაფინანსებულია შვედეთის ინსტიტუტის მიერ. „ლექციის ფარგლებში, მონაწილეთათვის მიმოხილული იქნება კედლის მხატვრობისა და ისტორიული შენობის დეკორატიული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაციის საკითხები – …

მერია გამწვანების ესკიზებს like-ებით შეარჩევს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პროექტების საჯარო განხილვას იწყებს. „პროექტების შემუშავება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოხდება“ – აცხადებენ მერიაში. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში  ეტაპობრივად წარმოდგენილი იქნება ქალაქში არსებული წრიულების ესკიზების რამდენიმე ვარიანტი. გამარჯვებული ესკიზი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება. ამ ეტაპისთვის, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ თამარ მეფის გზატკეცილზე,  – ,,ბათუმი …

იყენებენ თუ არა მერიის ფილებს ივანიშვილის ხეების გადასატანად – პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმში

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, პუშკინის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2017 წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის „ჭაობის დასახლებაში“ ერთდროულად რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც შეფერხებულია როგორც ავტომანქანების მოძრაობა, ასევე ფეხით გადაადგილება. პუშკინის ქუჩაზე არსებული მაღაზიებიდან, გასაყიდი საყოფაცხოვრებო  ნივთები  გადათხრილ ქუჩებშია გამოფენილი. მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ, პუშკინის ქუჩაზე არსებულ რკინაბეტონის ფილებს ასფალტის საფარი …

„პოზიტიური დისკრიმინაცია“ – რას ფიქრობენ დირექტორები სკოლების კატეგორიებად დაყოფაზე

როგორ გაიგეს სკოლის დირექტორებმა განათლების მინისტრის განცხადება საჯარო სკოლებისთვის „წამყვანის“ სტატუსის მინიჭებაზე და სჭირდებათ თუ არა სკოლებს „უფრო მეტი თავისუფლება“, რომელსაც მინისტრი „კარგად მუშაობის“ შემთხვევაში ჰპირდება?  გამოიწვევს თუ არა მინისტრის ინიციატივა სკოლების სტიგმატიზირებას და ხომ არ მოუწევთ სკოლებს პრესტიჟისთვის ბრძოლა, არაკონკურენტულ გარემოში?  მინისტრის განცხადებით  სკოლების კატეგორიებად დაყოფა „პოზიტიური დისკრიმინაცია“ იქნება. სკოლის დირექტორები ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივას …

Exit mobile version