მირზა თურმანიძე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია შუახევის მუნიციპალიტეტში. ამ პარტიაში გაწევრიანებამდე, ის 2004 წლიდან უჩამბის თემის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, 2006 წელს კი შუახევის საკრებულოს წევრი გახდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. პარალელურად საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა მაკარაძის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. 2008 წლიდან გამგებლის მოადგილე, შემდეგ კი გამგებლის მოვალეობას ასრულებდა. 2011 წელს აჭარის მთავრობის აპარატში მუშაობდა. 2012 წლის …
Author Archives: ლელა დუმბაძე
ბათუმში დიდი რაოდენობით სუბოქსინი და ჰეროინი ამოიღეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარი – 1981 წელს დაბადებული მ.ქ. და 1989 წელს დაბადებული უ.ი. ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში დააკავეს. დაკავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან. „სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 300 აბი და 64,886 გრამი ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, უ.ი.-ს ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს, მეტამფეტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი …
Continue reading “ბათუმში დიდი რაოდენობით სუბოქსინი და ჰეროინი ამოიღეს”
ენმ-ს მერობის კანდიდატი შუახევში: ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად არ გვეცალა
ომარ მეგრელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შუახევის მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ომარ მეგრელიძე 2006-2011 წლებში შუახევის გამგებელი იყო, მანამდე კი გამგებლის მოადგილე. რას მიაღწია თავისი გამგებლობის პერიოდში და რას პირდება ის ამომრჩეველს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში? ამ თემაზე მერობის კანდიდატი „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ომარ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან? მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა …
Continue reading “ენმ-ს მერობის კანდიდატი შუახევში: ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად არ გვეცალა”
„პოლიტიკა და დემოკრატია“: აუცილებელი საკითხავი – წიგნის პრეზენტაცია ბათუმში
დღეს 3 ოქტომბერს, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD) და „ბათუმის დემოკრატიის სკოლა“ წიგნის პრეზენტაციას გამართავს. წიგნის სახელწოდებაა – „პოლიტიკა და დემოკრატია: აუცილებელი საკითხავი II“-ის პრეზენტაციას გამართავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოცემა აერთიანებს აღიარებული, გავლენიანი მოაზროვნეების ტექსტების ქართულ თარგმანებს. „ესეები სხვადასხვა დროს ტიტულოვან საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნდა და დღემდე განსაზღვრავენ დებატებს საერთაშორისო პოლიტიკასა და დემოკრატიაზე“. პრეზენტაცია გაიმართება „ბათუმის …
Continue reading “„პოლიტიკა და დემოკრატია“: აუცილებელი საკითხავი – წიგნის პრეზენტაცია ბათუმში”
შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით
ბუნდოვანი, არაგანჭვრეტადი და საფრთხის შემცველი – ასე აფასებენ საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობები საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც რელიგიის თავისუფლებასაც შეეხება. მათი შეფასებით, წარმოდგენილი კრიტერიუმები თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეებს შეიცავს. მათ აქვთ კითხვები, თუმცა ვერ იღებენ პასუხებს. რელიგიური უმცირესობები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში არაერთხელ გახდნენ რწმენის გამოხატვის შეზღუდვისა და შეუწყნარებლობის მსხვერპლი, პოლიტიკური პროცესების მიღმა რჩებიან. …
ქობულეთის გამგებელი: მდინარე აჭყვის გადმოსვლის საშიშროება არსებობს
ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში მდინარე აჭყვის კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროება არსებობს. გამგებლის თქმით, საფრთხე ექმნება გელაურის, ლესელიძის და გურამიშვილის დასახლებას. ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მდინარე აჭყვა უკვე გადმოსულია კალაპოტიდან და გზის მონაკვეთია დატბორილი. „მდინარე უკვე გადმოსულია და დატბორილია ე.წ. ვილარის დასახლება. არის საფრთხე მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის, ამიტომ …
Continue reading “ქობულეთის გამგებელი: მდინარე აჭყვის გადმოსვლის საშიშროება არსებობს”
შუახევის სასამართლომ სხეფის სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დააჯარიმა
შუახევის მუნიციაპალიტეტის სოფელ სხეფის მასწავლებელი მარინა დარჩიძე, რომელმაც ფეისბუკის გვერდზე „ქართული ოცნების“ დროშიანი პირველკლასელების ფოტო გამოაქვეყნა, დღეს, 2 ოქტომბერს, შუახევის მაგისტრი სასამართლოს მოსამართლემ დავით გელაშვილმა ათასი ლარით დააჯარიმა. პედაგოგს ბრალი ედებოდა საარჩევნო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიის გამართვას იმ ადგილებში, სადაც კანონით აკრძალულია. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, შუახევის 82-ე საოლქო კომისიას არასამთავრობო …
Continue reading “შუახევის სასამართლომ სხეფის სკოლის მასწავლებელი 1000 ლარით დააჯარიმა”
ქობულეთის გამგებელი: დამეწყრილ გზებს წვიმის გამო ვერ ვწმენდთ
ქობულეთის გამგაბლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ ალამბარში, რის გამოც რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩახერგილია. გამგებელი ამბობს, რომ გზის გაწმენდა ამ დროისთვის არ ხერხდება. „როგორც გეოლოგებმა მითხრეს, აზრი არ აქვს სამუშაოების დაწყებას, რადგან სანამ წვიმა არ შეწყდება, სამუშაოების დაწყება საშიშია“-ამბობს გამგებელი. მისი თქმით, რვა ოჯახს, რომელიც ამ დროისთვის უგზოდაა დარჩენილი, საფრთხე …
Continue reading “ქობულეთის გამგებელი: დამეწყრილ გზებს წვიმის გამო ვერ ვწმენდთ”
ავარია მახუნცეთში – დაშავდა ორი ადამიანი
ქედაში, მახუნცეთთან ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სამი ავტომობილი გახდა. გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის მიხედვით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმის მერობის კანდიდატი: ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს დეკორატიული ქოთნებით
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს ბათუმის მერობის კანდიდატებთან. დღეს, 2 ოქტომბერს, პირველი შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან, პეტრე ზამბახიძესთან გაიმართა. კანდიდატმა მოკლედ ისაუბრა საარჩევნო პროგრამის დეტალებზე, შემდეგ კი კითხვებს უპასუხა. პირველი კითხვა ქალაქში პარკინგის პრობლემასთან და უსახურ მშენებლობებთან დაკავშირებით დაისვა. მერობის კანდიდატის თქმით, აშენებულ უსახურ შენობებს უკვე ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან ძალადობრივი მექანიზმები მიუღებელია: …
Continue reading “ბათუმის მერობის კანდიდატი: ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს დეკორატიული ქოთნებით”
სოფლის ტურიზმის ფესტივალი ევროპის მოედანზე
ბათუმში 6-7 ოქტომბერს, სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი: „სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ“. ოფიციალური ინფორმაციით, ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, …
Continue reading “სოფლის ტურიზმის ფესტივალი ევროპის მოედანზე”
„პატრიოტთა ალიანსის“ შუახევის მერობის კანდიდატი: ეკლესიამ ნაკლები უნდა იფიქროს გამდიდრებაზე
რევაზ ზოიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტში. იგი ამბობს, რომ 27 წელია შუახევში აღარ ცხოვრობს. რატომ გადაწყვიტა მერობა და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას? მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ბატონო რევაზ, როდის მოხვედით პოლიტიკაში და რატომ გინდათ გახდეთ მერი? „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გავხდი ერთი თვის წინ, მანამდე პოლიტიკაში არ ვიყავი. …
ბათუმში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით დღეს, 30 სექტემბერს, 15 წუთის წინ, ბათუმში იუსტიციის სახლის მიმდებარედ „ალიანს პალასის“ მშენებლობაზე ხარაჩო ჩამოიშალა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით არიან გადაყვანილი საავადმყოფოში, თუმცა როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვეუბნებიან, მუშების მდგომარეობა კრიტიკული არ არის. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით მიმდინარებს რაც მშენებლობის …
Continue reading “ბათუმში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა”
ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში
რატომ სჭირდება ევროინტეგრაცია საქართველოს როგორც რუსეთის და თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანას? რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს ქვეყანა და როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ როგორც მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში, ასევე დასავლეთთან? ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა. 30 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ ამავე თემაზე წაიკითხა საჯარო ლექცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის სკოლაში. ორი ძლიერი ქვეყანა, – …
Continue reading “ლაშა ბაქრაძე: ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა ხდება მეზობელ ქვეყნებში”
„შერატონში“ საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს
დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო ,„შერატონში“, ციტრუსის II-ე საერთაშორისო ბიზნესფორუმი – „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა. ბიზნესფორუმის მიზანი ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა. საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობს. იმპორტიორებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო …
Continue reading “„შერატონში“ საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს”
ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ
დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლიბიის სამხრეთ სანაპიროზე დაკავებულ ტანკერ Rex 30-ზე მყოფი ქართველი მეზღვაურის რომან კაკალაძის ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებაში დახმარება მოსთხოვეს. „ჩვენ ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას, რომ გააქტიურდნენ და დაეხმარონ ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებაში. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, იმყოფებიან განსაცდელში …
Continue reading “ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ”
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით ვერ დგინდება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, რამ გამოიწვია ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტოქსიკაცია, ჯერჯერობით უცნობია. მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევებით ინტოქსიკაციის მიზეზები არ დგინდება. „ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს სისხლში მომხდარ ცვლილებებს. მოსწავლეების მდგომარეობა კი არ იყო განსაკუთრებულად მძიმე, ყველა ბავშვი ადეკვატური იყო, არ ჰქონდათ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. მხოლოდ გულის რევის შეგრძნება ჰქონდათ და რამდენიმეს ჰქონდა ღებინება. …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით ვერ დგინდება”
როგორ ცხოვრობენ სომხები ბათუმში
ბათუმში სომხური დიასპორა ყველაზე მრავალრიცხოვანია. ამ ქალაქში დაახლოებით რვა ათასამდე სომეხი ცხოვრობს. მულტიკულტურული ქალაქის ნიშა ბათუმმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დამდეგს მოიპოვა, როცა ბათუმის პორტმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა და ქალაქიც ეთნიკურად უფრო მრავალფეროვანი გახდა. ბათუმში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში და კულტურულ ცხოვრებაში. სომხურ თემს ბათუმის საკრებულოში ხმოსნებიც ჰყავდა. ცნობილი სომეხი კომერსანტი და …
ქობულეთის მეორე სკოლიდან 12 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მადონა გოგიტიძის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის 12 მეშვიდეკლასელი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსწავლეები ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. „ბავშვებს გადასხმა უკეთდებათ, ანალიზები აუღეს და შემდეგ გახდება ალბათ ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზი,“- ამბობს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბარში. მადონა გოგიტიძის თქმით, მეშვიდე კლასში 12-მა მოსწავლემ თავი შეუძლოდ მესამე გაკვეთილის შემდეგ იგრძნო. …
Continue reading “ქობულეთის მეორე სკოლიდან 12 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს”
სამეცნიერო პიკნიკი ბათუმის ბულვარში
ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] თანაორგანიზატორობით „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართება. სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში ჩატარდება. ბსუ-ს ინფორმაციით, ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 20 კარავი დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს. წარმოდგენილი ორგანიზაციები საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქტიულ …
ამერიკელი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა ბათუმში
29 სექტემბერს, 16:00 საათზე, ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკაში, „ამერიკულ კუთხეში“ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის ნამუშევრები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ცხოვრება. ფოტოები ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული კურტისის ფოტოების ასლებია. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
როგორია კულტურული ცხოვრება რეგიონებში – ლაშა ბაქრაძის დისკუსია ბათუმში
როგორია კულტურული ცხოვრება რეგიონებში, რა მდგომარეობაშია ადგილობრივი კულტურული ობიექტები, რატომ უნდა გაამახვილონ ამ თემებზე ყურადღება პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორია ევროპული ქვეყნების გამოცდილება და რა შეიძლება გააკეთონ ადგილობრივმა მთავრობებმა სიტუაციის გამოსასწორებლად? – ამ თემაზე ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, 29 სექტემბერს 17:00 საათზე, საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის ფარგლებში ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე დისკუსიას გამართავს. ამავე თემაზე შეხვედრები ბათუმის …
Continue reading “როგორია კულტურული ცხოვრება რეგიონებში – ლაშა ბაქრაძის დისკუსია ბათუმში”
12 დამეწყრილი ოჯახი მეზობლებთან გადაიყვანეს
ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამეწყრელ სოფლებში გზები გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული არ არის. „გეოლოგების ჯგუფი სწავლობს დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას, სულ 20 ოჯახია შესასწავლი, აქედან, 12 ოჯახის მდგომარეობა მძიმეა, 6 ოჯახი კი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი“- ეუბნებიან „ბათუმელებს“ პრესამსახურში. ოფიციალური ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები ამ დროისთვის მეზობლებთან არიან, „მოგვიანებით კი ალბათ ქირით გადავიყვანთ, დაველოდებით სტიქიის …
Continue reading “12 დამეწყრილი ოჯახი მეზობლებთან გადაიყვანეს”
რუსთაველის უნივერსიტეტში გიორგი კეკელიძე და თამთა მელაშვილი სტუდენტებს შეხვდებიან
დღეს 25 სექტემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველ საათზე უნივერსიტეტის ფოიეში დაგეგმილია შეხვედრა ორ ქართველ მწერალთან, გიორგი კეკელიძესა და თამთა მელაშვილთან. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. ოფიციალური ინფორმაციით, წელს რუსთაველის უნივერსიტეტმა 1241 პირველკურსელი მიიღო. აქედან სასწავლო გრანტი 87-მა სტუდენტმა აიღო, ხოლო ათ უფასო საგანმანათლებლო პროგრამაზე 423 სტუდენტი ისწავლის. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს …
Continue reading “რუსთაველის უნივერსიტეტში გიორგი კეკელიძე და თამთა მელაშვილი სტუდენტებს შეხვდებიან”
რამდენი პირველკლასელი მიიღეს ბათუმის საჯარო სკოლებმა
2017 სასწავლო წლისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში 2 431 პირველკლასელი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 258-ით ნაკლებია. ბათუმის საჯარო სკოლებიდან ყველაზე ნაკლები, 16-16 პირველკლასელი მიიღო 23-ე და 27-ე საჯარო სკოლებმა, 21 პირველკლასელი ჰყავს ბათუმის 31-ე საჯარო სკოლას, ხოლო 25 პირველკლასელი მე-13 საჯარო სკოლას. დანარჩენ სკოლებში პირველკლასელთა საშუალო რაოდენობა 25-იდან 80 მოსწავლემდე მერყეობს. პირველკლასელთა რაოდენობის მიხედვით, წელს …
Continue reading “რამდენი პირველკლასელი მიიღეს ბათუმის საჯარო სკოლებმა”
სამი გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან ცერნში
ბათუმიდან ფიზიკის სამი მასწავლებელი ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (ცერნი) ერთკვირიან სასწავლო კურსს გაივლის. პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩნენ. ერთ-ერთი გამარჯვებული, ვენერა აბუსელიძე, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ფიზიკის პედაგოგია. საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტს პედაგოგიურ მიღწევებთან ერთად უნდა წარმოედგინა ერთი ჩატარებული გაკვეთილის პრეზენტაცია. „გარდა ამისა, ძალიან კარგად უნდა იცოდე ცერნის ისტორია, ბირთვული კვლევები, ძალიან კარგად …
Continue reading “სამი გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან ცერნში”
ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს
ბათუმის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ინასარაძის ქუჩების სკვერებში არსებული ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე, მერიას შს სამინისტროსთვის არ მიუმართავს. შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან, განცხადებით ამის თაობაზე უწყებისთვის არავის მიუმართავს. ბათუმის მერიაში კი დასძენენ, რომ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართვას სამართალდამცველებისთვის არც აპირებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, …
შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო
მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ფრიდონ ხალვაშის 322 ნომერში და ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში დამონტაჟებული ადაპტირებული ატრაქციონები თვითნებურად აიღო. მერია ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს. „სამწუხაროდ, მერიაში შემოვიდა მოთხოვნა აღნიშნული ატრაქციონების აღებასთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან კი დაფიქსირდა შშმ ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები. მსგავსი ტიპის მოთხოვნა …
Continue reading “შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო”
რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ
ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სკოლის ბუფეტი არ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც მინისტრის ბრძანებით სკოლაში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა, სკოლები ცომეული პროდუქტების ამარა დარჩა ან საერთოდ არაფერი იყიდება. პირველი სკოლის დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, დირექცია ბუფეტის ფართობზე აუქციონს აცხადებს. „დოკუმენტაცია უკვე მზადაა და აუქციონი მალე გამოცხადდება“. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მოიჯარემ სკოლაში უნდა შემოიტანოს? …
Continue reading “რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ”
მშვიდობის საერთაშორისო დღეს ბათუმში ქუჩას მოხატავენ
ხუთშაბათს, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმში დილის ათი საათიდან 12 საათამდე, მხატვარი ირაკლი ადეიშვილი ზვიად გამსახურდიას ქუჩას მოხატავს. ხოლო „ტოლერანტობის კლუბის“ წევრები კი მოხატავენ სანაგვე ურნას აბაშიძის ქუჩაზე. პროექტი – „საქართველო ჩვენი სამშობლოა; ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რვა თვეში აჭარას 1 021 996 ტურისტი ესტუმრა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას, ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით, 1 021 996 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. „აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს“-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში. ამავე წყაროს ცნობით, ვიზიტორების სიმრავლის მხრივ ყველაზე გამორჩეული ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომელსაც მარტო ივნის-აგვისტოში 160 259 ვიზიტორი …
Continue reading “აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რვა თვეში აჭარას 1 021 996 ტურისტი ესტუმრა”
ბათუმში შუახნის კაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, მაზნიაშვილისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში, შუახნის მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა. „მამაკაცს მხრის მარჯვენა ნაწილში და თავზე აქვს დაზიანებები მიღებული, სასაწრაფო დახმარების ბრიგადამ ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. გადაყვანის დროს მამაკაცი კონტაქტური იყო“. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. სასწრაფოს ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლებია.
ხანძარი საცხოვრებელ სახლში
სამაშველო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. „ადგილზე მუშაობდა ოთხი ბრიგადა, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“. ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის თქმით, ხანძარი დაახლოებით დილის ცხრა საათისთვის გაჩნდა. საცხოვრებელ სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობს. „სახლი ღაღაიშვილების ოჯახს ეკუთვნის. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჩვენთვის უცნობია, ალბათ გამოძიება დაადგენს. სახლი მთლიანად დაიწვა, ამიტომ საცხოვრებლად გამოუსადეგია. ჩვენ ვიმსჯელებთ კომისიაზე …
ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, მირდატ ქამადაძემ დღეს, 18 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურს იყენებს და მან გარკვეული მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაც მოითხოვა. „2017 წლის 12 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. აქციაში ჩართული იყო მთელი ადმინისტრაციული რესურსი. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის …
Continue reading “ენმ: მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის იყენებს”
პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით გაკვეთილზე
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, მარინა დარჩიძე თავის ფეისბუქგვერდზე პირველკლასელთა ფოტოს აქვეყნებს, სადაც ბავშვებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ ხელში. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან. გარდა ამისა, საარჩევნო პერიოდში ეს მიიჩნევა წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევად. „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის, მადონა ბერიძის განმარტებით, „სასწავლო პროცესში დროშების გამოფენით სკოლის პოლიტიკური აქტივობა წარმოჩნდა, რითაც დაირღვა …
Continue reading “პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით გაკვეთილზე”
„ბათუმის ბულვარმა“ 32 პირი 500 ლარით დააჯარიმა
„ბათუმის ბულვარის“ მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო სივრცეების თვითნებური შეზღუდვის გამო, 32 პირი 500 ლარით დაჯარიმდა. ბულვარის დანაგვიანებისთვის 1000 ლარით დაჯარიმდა „პიერ ბათუმიც“. ველობილიკს მიღმა ველოსიპედით მოძრაობისთვის კი 50-ზე მეტი პირია დაჯარიმებული. აღნიშნული წესის დარღვევისთვის 20 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. ბულვარის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია კერძო პირების მიერ ბულვარის დანაგვიანების შემთხვევებიც. ბოლო პერიოდში ამ …
Continue reading “„ბათუმის ბულვარმა“ 32 პირი 500 ლარით დააჯარიმა”