მთავარი,სიახლეები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი: რვა თვეში აჭარას 1 021 996 ტურისტი ესტუმრა

18.09.2017
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი:  რვა თვეში აჭარას 1 021 996 ტურისტი ესტუმრა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში აჭარას, ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით,  1 021 996 უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა. „აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს“-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ამავე წყაროს ცნობით,  ვიზიტორების სიმრავლის მხრივ ყველაზე  გამორჩეული ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომელსაც მარტო ივნის-აგვისტოში 160 259 ვიზიტორი ეწვია, „რაც გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტია“. რვა 8 თვის მონაცემებით კი, ბოტანიკურ ბაღს 198 259 ვიზიტორი ესტუმრა.

ვიზიტორების რაოდენობით გამოირჩევა  დელფინარიუმიც, რომელსაც ზაფხულის განმავლობაში 143 885 ტურისტი ეწვია.  ხოლო რვა თვის განმავლობაში  დელფინების შოუ 158 894-მა ვიზიტორმა ნახა.  „სტატისტიკურ მონაცემებში არ არიან შეყვანილი ბავშვები, შშმ პირები და დელფინებთან ცურვის მსურველები.

ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ზაფხულთან შედარებით 22%-ით მეტი ვიზიტორი ჰყავდა გონიო-აფსაროსის ციხესაც, ივნის-აგვისტოში  ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 49 886 ვიზიტორი გაეცნო.

მეტი მომხმარებელი ჰყავდა ბათუმის საბაგიროსაც. „ივნის-აგვისტოში, საბაგიროს სერვისით 19%-ით მეტმა 190 343-მა ვიზიტორმა ისარგებლა. იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი საბაგიროს 214 602 (+12%) ვიზიტორი ესტუმრა“.

მტირალას ეროვნულ პარკს  28 047 (+20%) ვიზიტორი ეწვია.  რვა თვის განმავლობაში კი  მტირალას პარკი სულ 35 571-მა ტურისტმა მოინახულა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: