„კონკიას“ თანამედროვე ვერსია ბრიტანელი რეჟისორებისგან ბათუმში

ბრიტანეთის საკონსულოს ინფორმაციით, 12 დეკემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში „კონკიას“ თანამედროვე ვერსია დაიდგმება. დადგმა ეკუთვნის ბრიტანელ რეჟისორს ქრესიდა ბრაუნის. პიესის ამ ვერსიაზე მუშაობდნენ ბრიტანელი ხელოვანები – სელი ქოქსონი და ადამ ფექსი. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ზღაპრის ვერსია  თანამედროვე ოჯახზე, სიყვარულზე, ახლებურად დანახულ მარადიულ  ღირებულებებზე. სპექტაკლში მაყურებელი თავად ხდება მონაწილე კონკიას თავს დატეხილი მწუხარების, …

რა კეთდება შშმ ბავშვების ადრეული განვითარებისთვის

თამარ უჩანეიშვილი ბავშვის ადრეული განვითარების სპეციალისტი და „საქართველოს პორტიჯის ასოციაციის“ თანამშრომელია.  ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობს. როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა შშმ ბავშვების ადრეული განვითარების მიმართულებით და როგორ უნდა ვიპოვოთ მათთან ურთიერთობისა თუ მუშაობისას დროს ოქროს შუალედი? თამარ უჩანეიშვილს „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა. ქალბატონო თამარ, რა პრობლემები გვხდება შშმ ბავშვების ადრეული განვითარების ეტაპებზე, …

ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია: ხილის ფესტივალი აღარ გაიმართება

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, 30 ნოემბერს დაგეგმილი ხილის ფესტივალი  ბათუმში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო აღარ გაიმართება. 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. „ბაღის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა იმ პირს და ორგანიზაციას, რომლებმაც აქტიური მზაობა გამოხატეს აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით,“-ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ავარია თამარის დასახლებაში

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, თამარის დასახლებაში. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ქალა-ტვინის დახურული ტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.

ბათუმელი გიორგი მელიქაძე უფსალას უნივერსიტეტში

ბათუმელი გიორგი მელიქაძე შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში, განათლების სოციოლოგიას სწავლობს.  გიორგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგისტრატურა კი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მიმართულებით დაასრულა. „ოთხჯერ მქონდა მცდელობა, ევროპულ უნივერსიტეტში რომ გამეგრძელებინა სწავლა, თუმცა სრული სტიპენდიის მოპოვება მხოლოდ წელს მოვახერხე. განათლების სოციოლოგიის მიმართულებით ნაკლები სპეციალისტი გვყავს, ამიტომ აქ მიღებული ცოდნა, ვფიქრობ, დამეხმარება …

„ლეოგრანდის“ მეპატრონის პირველი კომენტარი ხანძრის შემდეგ

ამ წუთებში სასტუმრო „ლეოგრანდის“  მეპატრონემ, ეროლ ავგორენიმ, სასტუმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „11 ადამიანი დავკარგეთ და მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ფაქტიდან გამომდინარე არ გვიძინია, მათ მწუხარებას ჩვენც ვიზიარებთ. დღეს არის გლოვის დღე და გარდაცვლილის ოჯახებს მოვინახულებთ სათითაოდ. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ოჯახებისთვის. მათთან ერთად ვიზიარებთ მწუხარებას. მადლობას …

27 ნოემბერი გლოვის დღეა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები“- აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა. 24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი …

დავით სერგეენკომ ხანძრის შედეგად დაშავებული პირები მოინახულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმში „ლეოგრანდში“  მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრის გარდა საავადმყოფოში მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს ამ დროისთვის დაშავებული ოთხი პაციენტი გადის. აქედან, ორი პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა „მედცენტრში“. …

ლეოგრანდში დაზარალებულის შვილი: მამაჩემი ამბობს, რომ კვამლი უცებ შევარდა ფიტნეს დარბაზში

24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“  გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. 21 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძრის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, გამოძიებას ჯერ ოფიციალური ვერსია არ გაუცხადებია. „ბათუმელები“ ერთ-ერთი დაზარალებული პირის შვილს, ნიკა კახიძეს ესაუბრა, რომელიც ხანძრის დროს მამის დასახმარებლად მივიდა სასტუმროში: „იმ დღეს მე და მამაჩემი სპაში ვაპირებდით ერთად წასვლას, თუმცა მე აღარ წავსულვარ. როცა …

პატარაძე „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით: კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა

დღეს, 25 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გუშინ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე დროა, ყველა ძალიან ვღელავთ, მძიმე წუთებია ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ჩვენი ქალაქელებისთვის და მინდა ყველას მივუსამძიმრო, მართლაც დიდი ტრაგედია. გამოძიება დაწყებულია, ახლახანს დავასრულე საუბაში შს სამინისტროს და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან, გავმართეთ სამუშაო შეხვედრა. არის ძალიან ბევრი …

„ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის გამო საქართველოს პატრიარქი ბათუმში ჩამოდის

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მდივნის, თამარ ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, თბილისიდან „წუთი-წუთზე უნდა გამოფრინდეს“. მისი ინფორმაციით, თვითმფრინავი 12 საათისთვის უნდა გამოფრენილიყო ბათუმში, თუმცა უამინდობის გამო, შესაძლოა დააგვიანოს. „როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრიარქი  პირველიდან ორის ნახევრამდე უნდა ჩამოფრინდეს ბათუმში და პირდაპირ  „ლეო-გრანდში“ მიბრძანდება“-ამბობს თამარ ჩხაიძე. სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი გუშინ 24 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც 11 …

ბათუმის ვიცე-მერი: ლეოგრანდს არაერთხელ მიეცა შენიშვნები და დაჯარიმდა კიდეც

11 ადამიანი გარდაიცვალა და 21 დაშავდა გუშინ, 25 ნოემბერს  სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ხანძრის შედეგად. ათი გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა, ერთი კი ირანის. ბათუმის ვიცე-მერის, თენგიზ პეტრიძის თქმით, სასტუმროში მყოფი პირები ქალაქის სხვადასხვა სასტუმროებშია გადანაწილებული. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 21 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, აქედან 13 პირი უკვე გაწერილია, რვა კი საავადმყოფოში რჩება.  „ლეოგრანდში“ იმყოფება ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ …

ლელა სურმანიძე: კომერციულ პროექტებში მერია ნაკლებად უნდა ჩაერთოს

რატომ არჩია მერიაში მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობას, როგორია მისი ხედვები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე და პროგრამებზე, – ბათუმის მერის ახალი მოადგილე ლელა სურმანიძე „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ქალბატონო ლელა, თქვენ ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყავით, მერიაშიც მერის მოადგილედ დაინიშნეთ. რა უპირატესობა აქვს თვითმმართველ ორგანოში მუშაობას?  უპირატესობა აქვს იმ მოსაზრებით, რომ ჩემთვის უფრო მეტი სამუშაო იქნება, რადგან დამემატა სხვა …

ბათუმის ნავსადგურში ფრანგული სამხედრო გემი „გეპრატი“ შემოვიდა

ბათუმში თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის მრავალფუნქციური ფრეგატი  „გეპრატი“  შემოვიდა. ბათუმის ნავსადგურში საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერიც ესწრებოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ხომალდის ბათუმის პორტში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ყვინთვის, ძებნა-გადარჩენის ცეცხლთან და წყალთან ბრძოლის ერთობლივი სწავლებები. ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის გაიმართება მეგობრული …

ტურიზმის ბრენდპლატფორმის შექმნა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბრენდპლატფორმაზე მუშაობს. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, ბრენდპლატფორმა გულისხმობს სარეკლამო ბაზრის შესწავლას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კვლევის შედეგების მიხედვით კი, სარეკლამო სტრატეგია დაიგეგმება. „იმისათვის, რომ სწორად მოხდეს ტურისტული პროდუქტის შეფუთვა და მიწოდება, ჯერ უნდა შეიქმნას ბრენდპლატფორმა. ჩვენ ვაგროვებთ 16 ქვეყნის შესახებ ინფორმაციას იქ, სადაც ხდება ჩვენი სარეკლმაო პროდუქტის გავრცელება, …

ოთხი გამარჯვებული და სამი ვაკანსია ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგად ოთხი ადამიანი დაასაქმეს, სამი ადგილი კი ისევ ვაკანტურია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე ანა დიასამიძე შეარჩიეს. კონკურსში ანას გარდა კიდევ სამი ადამიანი მონაწილეობდა. კონკურსის შედეგების მიხედვით, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში, განყოფილების მთავარი სპეციალისტი ადგილს ნათია ბერიძე დაიკავებს. ამ პოსტისთვისაც ოთხი კანდიდატი იბრძოდა. …

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ვიცე-მერად დაინიშნა

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ  მერის მოადგილე და ვიცე მერი წარადგინა. მერის მოადგილედ ლელა სურმანიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ვიცე-მერად კი ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე დაინიშნა. თენგიზ პეტრიძე ინფრასტრუქტურის სფეროს გაუწევს კურირებას, ლელა სურმანიძე კი ჯანდაცვას. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია ვინ დაიკავებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ სულიკო თებიძე აირჩიეს

დღეს 20 ნოემბერს, ბათუმის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სხდომა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ანზორ დევაძემ გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იყო დასახელებული. „ქართულმა ოცნებამ“ სულიკო თებიძის კანდიდატურა დაასახელა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო საკრებულოს ოპოზიციამ. სულიკო თებიძე „ქართულმა ოცნებამ“ თავმჯდომარედ  19 ხმით აირჩია.  მან თავმჯდომარის მოადგილეების პოსტზე, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლაშა …

ბარცხანაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი იპოვეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება  14:40 წუთზე მიიღეს. „ჩვენ როცა გავედით კარი უკვე გაღებული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, გარდაცვლილი ქალი დაახლოებით 24 წლის იქნება.  დაახლოებით 3-4 საათის გარდაცვლილია“-გვეუბებიან …

ნინო ინაიშვილი: უნდა დაისაჯოს კომპანია, რომელმაც ქვევრი გაანადგურა

ბათუმში,  თამარის დასახლებაში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ქვევრის განადგურებასთან დაკავშირებით არქეოლოგი, საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე, ნინო ინაიშვილი ამბობს: „საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ  სახელმწიფო იცავს კულტურულ მემკვიდრეობას და ყოველი მისი მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველა მოქალაქის ვალდებულება. თუ მოქალაქეა, კანონიც უნდა იცოდეს. მეორეა ის, რომ კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 600 ათას ლარად ჩაის პლანტაციას აშენებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს 20 ჰექტარზე ჩაის პლანტაციის გაშენებას აპირებს. აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განმარტებით, ჩაის გაშენება მსოფლიო ბაზარზე ჩაიზე მოთხოვნის ზრდის გამო გადაწყვიტეს. „აჭარაში არსებობს ცალკეული მიკროკლიმატური ზონები, სადაც ყველაზე ოპტიმალური ჩაის კულტურის განვითარებაა, რადგან ნიადაგური საფარველისა და სხვა კლიმატური პარამეტრების გამო სხვა კულტურების განვითარება შეუძლებელია. გარდა ამისა, ბოლო კვლევებით, …

186 ათასი ლარი ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების შესაძენად

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში სპორტული ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები განახლდება. „ბულვარის მაშტაბით ამორტიზირებული და დაზიანებული სპორტული ტრენაჟორები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სავარიშო ინვენტარით უნდა შეიცვალოს. გარდა ამისა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარჯიშო ტრენაჟორების ახალი მოედანი, დამატებით კიდევ ორ ლოკაციაზე -ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში მოეწყობა, რომლის მონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. …

სოფელ წინსვლის მოსახლეობა ახალი სასაფლაოს მოწყობის წინააღმდეგ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში მცხოვრები ექვსი ოჯახი, გამარფრთხილებელ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი დასახლებასთან ახლოს, ახალი სასაფლაოს გახსნას ეწინააღმდეგებიან.  მიწა სადაც   ახალი სასაფლაოს გახსნა იგეგმება, კერძო პირს, დარეჯან ცერცვაძეს ეკუთვნის. სოფელ წინსვლის მცხოვრები მამია ბერიძე, რომელიც ერთ-ერთი მოწინაამდეგეა ახალი სასაფლაოს გახსნის, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ  დავა უკვე ორი წელია გრძელდება. „ტერიტორია სადაც ახალი სასაფლაოს გახსნა უნდათ, …

ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ჩეხეთში სახელმწიფო უსაფრთხოებას სწავლობს

ბათუმელი კახა ფუტკარაძე ჩეხეთში, პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში სახელმწიფო უსაფრთხოების პროგრამაზე ორი წლის განმავლობაში ისწავლის. მის სწავლას უცხოეთში აჭარის განათლების სამინისტრო წელიწადში 12 ათასი ლარით დააფინანსებს. კახა ფუტკარაძემ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა,  შემდეგ კი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში გააგრძელა სწავლა. კახა ამბობს, რომ მისი კვლევის თემა რელიგიური კონფლიქტები იყო: „ამის პარალელურად, …

რაში დახარჯავს მერია 78 მილიონ 688 ათას 600 ლარს 2018 წელს

დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მერიის 2018 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის  სფეროში დაგეგმილი პროექტები წარმოადგინა. სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2018 წელს 78 მილიონ 688 ათას 600 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებული თანხა ძირითადად ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას მოხმარდება. ამაში შედის როგორც მიმდინარე პროექტების დასრულება, ასევე …

„იაფი სახლი“ ბიუჯეტში უკვე მეხუთედ

დღეს, 10 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბათუმის მერიის 2018 წლის პროგრამების განხილვისას, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ისევ არის გათვალისწინებული „იაფი სახლის“ მშენებლობა. პროექტის განხორციელება უკვე მეხუთედ იგეგმება. პირველად პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიგეგმა, თუმცა  როგორც მერიაში ამბობენ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განხორციელდა. 2016 წელს მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „კონვენტ …

მერია ქალაქში ორი ახალი სკვერის მოწყობას გეგმავს

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლისთვის ბათუმში ორი ახალი სკვერის გაკეთება იგეგმება.  სკვერის მოწყობაა დაგეგმილი ხელოვნების უნივერსიტეტის წინ,  თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც წლების წინ, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ახალი შენობის აგება იგეგმებოდა. ტერიტორია ამ დროისთვის შემოღობილია. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თენგიზ პეტრიძე ამბობს, რომ სკვერის პროექტი არსებობს და მისი განხორციელება მომავალ წელს …

რუსთაველის უნივერსიტეტში თეატრალური ფესტივალი „დებიუტი“ გაიხსნა

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი „დებიუტი“ გაიხსნა, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობენ ბათუმის რუსთაველის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის,  ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტების, ასევე ლატვიისა და ლიტვის უნივერსიტეტების თეატრალური დასები. „ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს თეატრალური ღირებულებების დამკვიდრებას, კულტურულ-შემეცნებითი პროექტების განხორციელებას და სტუდენტებს შორის  ურთიერთობის გარღმავებას,“-ნათქვამია პრესრელიზში. ფესტივალი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა …

რას უპირებს მერია ქუჩის ძაღლებს

მომავალ წელს ქუჩის ძაღლების რეგულაციასთან დაკავშირებით ბათუმის მერია სიახლეებს გეგმავს. ამის თაობაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მარინე რუხაძემ დღეს, 8 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 2018 წლის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტის განხილვის დროს ისაუბრა. მარინე რუხაძის თქმით,  იმ შემთხვევაში, თუკი ქუჩაში მცხოვრები ძაღლი გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მისი ევთანაზია კომისიური წესით მოხდება, 6 …

აჭარაში ღვიძლის გადანერგვა ათ პაციენტს დაუფინანსდება

2018 წლისთვის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 10 პაციენტს დაუფინანსებს. სამინისტროს ინფორმაციით,  წლის განმავლობაში ერთ პაციენტზე, ერთჯერადად გაიცემა 50 000 ლარი. დაფინანსება ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მოხდება. გასულ წელს ბათუმში ღვიძლი სულ 17 ადამიანს გადაუნერგეს. აქედან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 პაციენტი 10-10 ათასი ლარით დააფინანსა. მიმდინარე წელს, დაფინანსების თანხა 50 ათას ლარამდე გაიზარდა და როგორც …

რას სთხოვს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა პედაგოგებს და ესტონური მოდელი

საქართველოს განათლების სამინისტრო 15 საჯარო სკოლაში ესტონური საგანმანათლებლო მოდელის პილოტირებას გეგმავს. რითი განსხვავდება ესტონური მოდელი ქართული საგანმანათლებლო მოდელისგან და რა მოხდება მაშინ, თუკი  პედაგოგი ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს ვერ მიაღწევს?  „ბათუმელებს“ ამ თემაზე ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა ესაუბრა. ქალბატონო მარიამ, რა სტანდარტებს მოიცავს ესტონური განათლების მოდელი, რას ავალდებულებს ის პედაგოგებს, …

ზემო აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბების გამოფენა ბათუმში

10 ნოემბერს ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, პანკისისა და ზემო აჭარის შესახებ ფოტოები გამოიფინება. ფოტოები გადაღებულია ფოტოკლუბების მიერ, რომლებიც დაარსდა 2015-2017 წლებში პანკისისა და ღორჯომის ხეობის სოფლებში, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით. „ეს ფოტოკლუბები გაგრძელებაა სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტისა, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო. კლუბების წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ …

დაობებული კედლები და საკლასო ოთახები სოფლის სკოლებში (ფოტო)

აჭარის განათლების სამინისტრო 2018 წელს 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს. ბათუმში მხოლოდ ერთი, მე-20 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, დანარჩენი სკოლები მუნიციპალიტეტებშია. მე-20 სკოლის დირექტორის, თეა დავითაძის თქმით, უნდა გარემონტდეს  შენობის ფასადი, საკლასო ოთახები, ფოიე, კიბეები და მოაჯირები. დირექტორის თქმით, საჯარო სკოლა წლების წინ გარემონტდა. რეაბილიტაციას ექვემდებარება ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარას საჯარო სკოლაც. სკოლაში გასარემონტებელია სველი …

ავარია ბათუმში

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში, მოპედი და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.  

ბათუმის მერიამ ბარცხანაში ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ჭადრისა და კაკლის ხეები გაჩეხა. „სამი ჭადარი და ხუთი კაკლის ხე მოიჭრა, როგორც კეთილმოწყობის სამსახურში გვითხრეს. ფილების დაგება და ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს და ამის გამო ხდება ხეების მოჭრა. რადგან ხეები დიდი ზომისაა, გადარგვა არ მოხერხდება,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში. გამწვანების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული …

ციხისძირში საქორწილო მანქანა ავარიაში მოყვა

ქობულეთში, ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებული პირები, მათ შორის პატარძალი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სასწრაფოს ინფორმაციით, დაშავებულები ქობულეთის კლინიკაში რჩებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Exit mobile version