საბავშვო ბაღების რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ იწყებს, ყველა ტიპის საბავშვო ბაღების ავტორიზაციას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, სახელმწიფოს არც ერთი ორგანო კერძო საბავშვო ბაღებს არ აკონტროლებს. რამდენი კერძო საბავშვო ბაღი მოქმედებს ბათუმში და როგორია მათი სასწავლო-აღმზრდელობითი სტანდარტები, როგორც განათლების სამინისტროსთვის, ასევე ბათუმის მერიისთვისაც უცნობია. ბათუმის მერიის, განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა …
Author Archives: ლელა დუმბაძე
„ალბათ მომკლავს“ – ქალი ყოფილი ქმრისგან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ყვება
ლალი (სახელი შეცვლილია) ათი წელია ცხოვრობდა კაცთან, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ძალადობს, როგორც მასზე, ასევე ბავშვებზე. კაცი სამი დღის წინ, მორიგი ძალადობის შემდეგ, სასამართლოს 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებია. მსხვერპლ ქალს სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ჰქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელებმა იმის გამო დასცინეს, რომ ქმრისგან დასაცავად მათ გამოუძახა. „სამი დღის წინ ისევ მცემა. შუბლი გამიხეთქა. ათი საათი …
Continue reading “„ალბათ მომკლავს“ – ქალი ყოფილი ქმრისგან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ყვება”
როგორ ნადგურდება არჩევნების შემდეგ გამოუყენებელი ქაღალდები
ცესკოს ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 39 მილიონ 11 ათას 899 ლარი დაიხარჯა. ცესკოს ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე 9 მილიონზე მეტი ბიულეტენი დაიხარჯა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ხდება გამოუყენებელი ან გამოუსადეგარი მასალების მართვა არჩევნების შემდეგ, ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე ამბობს, რომ კონვერტები სადაც ბიულეტენები დევს, ხმების დათვლის შემდეგ, ნაგავში იყრება. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ მორჩენილი ქაღალდის …
Continue reading “როგორ ნადგურდება არჩევნების შემდეგ გამოუყენებელი ქაღალდები”
რას შეცვლის პროფესიული განათლების რეფორმა
ახალგაზრდები უნივერსიტეტებში ჩაბარებას იმ შემთხვევაშიც შეძლებენ, თუ მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სწავლას გააგრძელებენ პროფესიულ სასწავლებელში. ეს მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტს პარლამენტიც დაამტკიცებს. დღეს არსებული კანონით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება მე-12 კლასის დასრულების გარეშე შეუძლებელია. გია 26 წლისაა, ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა კვების ტექნოლოგიების მიმართულებით. თბილისში სტუდენტი შვილის შენახვა სოფელში მცხოვრები …
Continue reading “რას შეცვლის პროფესიული განათლების რეფორმა”
სარფში 8,3 გრამი ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული რ.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 8,30052 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი და ტრამადოლის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 8 აბი ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“ – ნათქვამია შსს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო …
Continue reading “სარფში 8,3 გრამი ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს”
შსს ბათუმში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში საჯარო სკოლის მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებს. ინფორმაციას, სავარაუდო სექსუალური შევიწროვების შესახებ „ბათუმელები“ რამდენიმე დღეა არკვევს. არც სკოლაში და არც აჭარის განათლების სამინისტროში შემთხვევას არ უარყოფენ, თუმცა კონკრეტულ პასუხებს გაურბიან. „გვაქვს ინფორმაცია, რომ ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეზე მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალური შევიწრეობის მცდელობას. გაქვთ თუ …
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი: სოლიდარობას ვუცხადებ გურამ კაშიას
უცხადებს თუ არა სოლიდარობას ქართველ ფეხბურთელებს და რას ფიქრობს ჰომობოფიის შესახებ? „ბათუმელებმა“ ამ კითხვით ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს ოთარ ფედიჩკინს მიმართა. გთავაზობთ კომენტარებს სტილის დაცვით. ბატონო ოთარ, „ქართველთა მარშის“ წევრები ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ აპირებენ აქციის გამართვას, თქვენი პოზიცია როგორია, ვის უცხადებთ მხარდაჭერას, გურამ კაშიას, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ ადამიანებს, თუ ამ ჯგუფს? რა გითხრათ აბა? თქვენ რას …
Continue reading “ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი: სოლიდარობას ვუცხადებ გურამ კაშიას”
სკოლა ბულინგის გარეშე – ესტონური გამოცდილების გაზიარება
დღეს, 30 ოქტომბერს, ესტონელი ექსპერტები გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მიზნით 30-მდე სკოლის პედაგოგს, სკოლის ფსიქოლოგებს, მანდატურის სამსახურის და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ბათუმში, სასტუმრო „დივანში“ ხვდებიან. პროექტს ახორციელებს ასოციაცია „ერთმანეთისთვის“. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფორმატში განიხილება ესტონური გამოცდილება და მოდელი ე.წ. „ბულინგის“ სკრინინგისა და პრევენციის საკითხებში, პროცესის მონაწილე ყველა სტრუქტურის უფლებამოსილება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის კონკრეტული …
Continue reading “სკოლა ბულინგის გარეშე – ესტონური გამოცდილების გაზიარება”
ავარიის დროს დაშავებული ექვსი პირიდან სამი საავადმყოფოში რჩება
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოებში რჩებიან. რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, სამი ადამიანი გადის ამბულატორიულ მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა, მას ქალა-ტვინის დახურული ტრავმები აღენიშნება და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ორი ადამიანი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის სტაციონალურ მკურნალობას. „ისინი ნეიროქირურგიულ მკურნალობას გადიან“ – გვეუბნებიან საავადმყოფოში. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით, ჩაქვის გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს …
Continue reading “ავარიის დროს დაშავებული ექვსი პირიდან სამი საავადმყოფოში რჩება”
რატომ არის დედობა პოლიტიკური აქტი
გენდერის მკვლევარი თამთა თათარაშვილი დღეს, 26 ოქტომბერს ბათუმში დისკუსიას მართავს. დისკუსიის თემა, დედობის პოლიტიკური მნიშვნელობაა. რატომ ვერ ახერხებენ ქალები ხშირ შემთხვევაში გათავისუფლდნენ აღზრდის თავსმოხვეული სტერეოტიპებისგან და თვითონ შეცვალონ კულტურული გარემო? ამ თემაზე თამთა თათარაშვილი „ბათუმელებთან“ საუბრობს. თამთა, რაში მდგომარეობს დედობის პოლიტიკური მნიშვნელობა? ბუნებრივია სანამ ამ კითხვამდე მივიდოდი, მანამდე მე თვითონ დავდექი იმ რეალობის წინაშე, რასაც …
ნინო ქათამაძისა და INSIGHT-ის კონცერტი ბათუმში
12 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ნინო ქათამაძისა და INSIGHT-ის კონცერტი – „შემოდგომის ბათუმი“ გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სიმფონიური ორკესტრი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 20,25 და 30 ლარია.
თამარ გურჩიანის ლექცია ბათუმში – როგორ უნდა მიაწვდინო ხმა ხელისუფლებას
28 ოქტომბერს ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი ისაუბრებს თემაზე , სამოქალაქო საზოგადოება და გაერთიანების უფლება საქართველოში. საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელსაც არც პარტიული პოლიტიკური გზით სურს სიარული და არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრია. როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა ხელისუფლებას, როგორ უნდა მოახდინოს …
Continue reading “თამარ გურჩიანის ლექცია ბათუმში – როგორ უნდა მიაწვდინო ხმა ხელისუფლებას”
ბათუმში სახალხო დამცველის წარმომადგენლობას ახალი ოფისი ექნება
სახალხო დამცველის წარმომადგენლობას ბათუმში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ოფისისთვის ფართს გადასცემს. ახალი ოფისისთვის ფართი გამოყოფილი იქნება ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში არსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში. სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელის, ციალა ქათამიძის თქმით, ფართი გარემონტებულია, თუმცა არ არის ადაპტირებული. „შენობის პირველ სართულზე გვაძლევენ ოფისს, სამინისტრომ მოგვწერა უკვე წერილი სადაც ამბობს, რომ მზად …
Continue reading “ბათუმში სახალხო დამცველის წარმომადგენლობას ახალი ოფისი ექნება”
დედობა როგორც პოლიტიკური აქტი -დისკუსია ბათუმში
26 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 18:30 სთ-ზე, ბათუმში, „თანამედროვე ხელოვნების სივრცეში“, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია – „დედობა როგორც პოლიტიკური აქტი“. „პატრიარქალურ კულტურაში დედობა განსაზღვრულია, როგორც საშინაო და კერძო პრაქტიკა, რომელიც, ძირითადად, გრძნობებისა და ემოციების ტერმინებით ხასიათდება. ამგვარი ჩარჩო უგულვებელყოფს დედის სპეციფიკური აზროვნებისა და დედობის პოლიტიკური ზეგავლენის შესაძლებლობებს. ამავდროულად, საშინაო სივრცეში ჩაკეტვა დედების ერთმანეთისგან იზოლირებასაც უწყობს …
Continue reading “დედობა როგორც პოლიტიკური აქტი -დისკუსია ბათუმში”
ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები
„ქართული ოცნება“ ბათუმის ახალ საკრებულოში 19 წევრით იქნება წარმოდგენილი. პროპორციული სიით საკრებულოში შევლენ: სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ირაკლი მიქელაძე, ექიმი ნერიმან ცინცაძე, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე, დიმიტრი ჭეიშვილი, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული, ბესარიონ გოგოტიშვილი, დავით მახარაძე, ნატალია ძიძიგური და თამაზ დევაძე. საკრებულოს ათი წევრი კი, მაჟორიტარობის …
Continue reading “ვინ არიან ბათუმის საკრებულოს ახალი წევრები”
ბათუმელი სტუდენტის ნამუშევარმა საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმარჯვა
გიგა სურმანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის გემთწამყვანის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტია, რომელმაც ბულგარეთში, IAMU-ს (საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაცია) საერთაშორისო კონფერენციაზე თემა – „ახალი ტექნოლოგიები ნავიგაციაში“ წარადგინა და სამ საუკეთესო სტუდენტთა შორის მოხვდა. საქართველოს გარდა გამარჯვებული თემები წარმოდგენილი იყო აშშ-დან და ფილიპინებიდან. საერთაშორისო კონფერენციაში 59 ქვეყანა მონაწილეობდა. „ჩემი თემა შეეხებოდა ნავიგაციაში ქარის გამოყენებას. თუ როგორ არის შესაძლებელი …
Continue reading “ბათუმელი სტუდენტის ნამუშევარმა საერთაშორისო კონფერენციაზე გაიმარჯვა”
როდის დაიწყებენ ახალი მერი და საკრებულო მოვალეობის შესრულებას
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახლად არჩეული მერი და საკრებულო, კანონის მიხედვით, უფლებამოსილების განხორციელებას ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ერთ თვეში დაიწყებს. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ, 30 დღის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს …
Continue reading “როდის დაიწყებენ ახალი მერი და საკრებულო მოვალეობის შესრულებას”
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი შვიდ შტატზე ვაკანსიას აცხადებს
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი შვიდ საშტატო ერთეულზე ვაკანსიებს აცხადებს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვაკანსიები გამოცხადდა საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში პერსონალის შესარჩევად. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ერთი ვაკანსიაა, მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულზე. სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურში კი ოთხი ვაკანსია ცხადდება, ორი მთავარი და ორი წამყვანი სპეციალისტის შტატზე. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში კი ორი …
Continue reading “ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი შვიდ შტატზე ვაკანსიას აცხადებს”
დეპუტატი: ენმ-ს განცხადება სუს-ის თანაშრომლებზე არის ცრუ ბრალდება
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი, დღეს, 20 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას ეხმიანება. ხარაზმა კონკრეტული თანამდებობის პირები დაასახელა და განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან და უხეშად ერევიან საარჩევნო პროცესში. „ეს არის გამარგინალებული, გაბანკროტებული პარტიის ცრუ ბრალდებები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ხალხი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას და ეს „ნაციონალურ …
Continue reading “დეპუტატი: ენმ-ს განცხადება სუს-ის თანაშრომლებზე არის ცრუ ბრალდება”
„ნაციონალური მოძრაობა“: მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი მირტად ქამადაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან დღეს, 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელვაჩაურში, 23 და 32-ე უბნებში კომისიის თავმჯდომარეებად დანიშნული არიან ლელა ვერძაძე და ლია ბეჟანიძე: „ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წინა არჩევნებზეც იყვნენ კომისიის თავმჯდომარეები და ნაცვლად კანონმდებლობით დადგენილი წესისა, შემაჯამებელ ოქმებს …
Continue reading “„ნაციონალური მოძრაობა“: მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება”
ენმ: საარჩევნო პროცესებში სუს-ის თანამშრომლები არიან ჩართული
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] თანამშრომლები არიან ჩართული. მან ეს განცხადება დღეს, 20 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ სუს-ის თანამშრომლები. ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ დაფაზე წერია, – აჭარის სუს-ის უფროსი, ირაკლი ერისთავი, მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გია გაბაიძე, მთავრობის აპარატის, უფროსი გოჩა …
Continue reading “ენმ: საარჩევნო პროცესებში სუს-ის თანამშრომლები არიან ჩართული”
საქართველოში განქორწინება და ოჯახში ძალადობის შემთხვევები იზრდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განქორწინების რიცხვი 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 427-ით გაიზარდა. 2017 წლის ექვსი თვის მონაცემების მიხედვით კი, საქართველოში 10 680 ქორწინება და 5 031 განქორწინება დარეგისტრირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის სოფი მენაბდიშვილის თქმით, განქორწინების ძირითად მიზეზად ოჯახში ძალადობის შემთხვევები, მეორე ადგილზე კი ღალატი სახელდება. „ერთ-ერთი საქმე რომელსაც განვიხილავდი, შეეხებოდა …
Continue reading “საქართველოში განქორწინება და ოჯახში ძალადობის შემთხვევები იზრდება”
ზღვისპირა ბულვარს ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებებით წამლავენ
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბულვარში აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყო. პრევენციის ფარგლებში, 10 ათას ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი და ბუჩქოვანი ხე-მცენარე შეიწამლება ქიმიური ნივთიერებებით. „ზღვისპირა ბულვარში აზიური ფაროსანასგან დასაცავად სულ შეიწამლება 15 ჰექტარი ფართობი ეტაპობრივად. მონიტორინგის შედეგად, ბულვარის პერიმეტრზე მავნებელი მწერის გავრცელების ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა,“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერება რითაც ხე-მცენარეები …
Continue reading “ზღვისპირა ბულვარს ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებებით წამლავენ”
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ცენტრის მშენებლობას საძირკველი დღეს, 18 ოქტომბერს ჩაეყარა. ოფიციალური ინფორმაციით, კვლევითი ცენტრის მშენებლობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ერთი მილიონ 578 ათასი ლარით დაფინანსდება, 800 ათასი ლარი კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. „ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრი 1100 კვ.მ …
Continue reading “ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო”
უნივერსიტეტს სტიქიით მიყენებული ზიანი არ დაუთვლია
ძლიერმა ქარმა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის შენობის ნაწილს სახურავი ღამით გადახადა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია სახურავის 1/4. ქარისგან მიყენებული ზარალის ოდენობა კი ჯერ არ დაუთვლიათ. „ჯერ ისევ სტიქიას ვებრძვით, წვიმა არ წყდება, ამიტომ ზარალის ოდენობა დათვლილი არ არის. სახურავის აღდგენა უნივერსიტეტის შიდა ფინანსური რესურსით მოხდება, თუმცა დიდი ალბათობით საჭირო იქნება თანხის დამატებაც. უკვე ვესაუბრეთ მთავრობის თავმჯდომარეს …
Continue reading “უნივერსიტეტს სტიქიით მიყენებული ზიანი არ დაუთვლია”
მეწყერი ყოროლისთავში
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავში მცხოვრებმა კობა დუმბაძემ „ბათუმელებს“ მის საცხოვრებელ სახლთან გადაღებული ფოტოებს მოაწოდა. ფოტოების მიხედვით, საცხოვრებელ სახლთან მეწყერია განვითარებული. კობა დუმბაძე ამბობს, რომ ის ხელვაჩაურის გამგეობას დაუკავშირდა და მდგომარეობის შესწავლა სთხოვა. „ჯერჯერობით არავინ მოსულა, მითხრეს, რომ ხვალ მოვლენ,“-გვითხრა მან სატელეფონო საუბარში. მოქალაქის თქმით, ყოროლისთავში მეწყერი მხოლოდ მისი სახლის მიმდებარედ არის განვითარებული.
ქედის ათ სოფელში მეწყერი განვითარდა
ქედის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ათ სოფელში მეწყრული პროცესები განვითარდა. სოფელ მეძიბნაში მეწყერი ჩამოწვა თენგიზ ბერიძის სახლთან. გამგეობის ინფორმაციით, ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მეწყერია ჩამოწოლილი მახუნცეთში ნაზიმ თავდგირიძის ეზოშიც, თუმცა როგორც გამგეობაში გვეუბნებიან, თავდგირიძის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ბზანა და …
ხუთბალიანი შტორმი შავ ზღვაზე (ვიდეო)
ინოპტიკოსების ცნობით, ამ წუთებში ბათუმში ხუთბალიანი, ქობულეთში კი ექვსბალიანი შტორმია ზღვაზე. ხვალ, როგორც სინოპტიკოსები გვეუბნებიან, ბათუმში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. „ზეგ წვიმა შესუსტდება, ოთხშაბათიდან კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი“.
6 მაისის პარკში მაგნოლია წაიქცა
ბათუმში, 6 მაისის პარკში, მაგნოლიის ხე წაიქცა, რის შედეგადაც 5 ახალდარგული ევკალიპტის ხე დაზიანდა. მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული მაგნოლიის ხე მრავალწლოვანია. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, დაზიანებულ ევკალიპტის ხეებს მერიის გამწვანების სამსახური აღადგენს. „მაგნოლიის აღდგენა კი, სამწუხაროდ ვერ მოხერხდება,“ – თქვეს მერიაში.
დამწვარი სახლი, გადახდილი სახურავები და მეწყერი – სტიქია ქობულეთში
ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ სოფელ საჩინოში სამ სახლს სახურავი გადახადა. სოფელ აჭყვაში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ერთი ოჯახის უსაფრთხო ადგილას გაყვანა გახდა საჭირო. მეწყრის გამო ჩახერგილია სოფელში მისასვლელი გზებიც. სოფელ ლეღვაში კი, ჯინჭარაძეების სახლი დაიწვა. ოჯახში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა. როგორც გამგებელი ამბობს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, „თუმცა საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა.“ დაზარალებული …
Continue reading “დამწვარი სახლი, გადახდილი სახურავები და მეწყერი – სტიქია ქობულეთში”
ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს
12 და 13 ოქტომბერს, ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს გამართავს, რომელიც დელფინარიუმის, თბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰოლანდიელი მეცნიერების ერთობლივი ინიციატივით ტარდება. როგორც დელფინარიუმის ადმინისტრაცია იტყობინება, სემინარის მიზანი შავი ზღვის ძუძუმწოვრების პოპულაციის კვლევა, დაავადებების კონტროლი და დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარება. „სემინარის ფარგლებში ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას გაუზიარებენ წამყვანი ჰოლანდიელი პათანატომები და ვეტექიმები. ზღვის ძუძუმწოვრებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროექტებს, …
Continue reading “ბათუმის დელფინარიუმი საერთაშორისო სემინარს უმასპინძლებს”
გადადგება თუ არა ლაშა კომახიძე თუ ვერ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს?
ურბანული განვითარების კუთხით, აიღებთ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თქვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე და თუ ვერ შეასრულებთ, დატოვებთ თუ არა თანამდებობას? – ეს კითხვა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს ლაშა კომახიძეს, დღეს 9 ოქტომბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს. ლაშა კომახიძემ კითხვას ასე უპასუხა. „კი ბატონო, არ უნდა შენდებოდეს სახლი, რომელიც შეჭამს ტროტუარს, არ უნდა შენდებოდეს …
Continue reading “გადადგება თუ არა ლაშა კომახიძე თუ ვერ შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს? “
კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა
დღეს, 9 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ თავის საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორია მისი როგორც მერობის კანდიდატის პოზიცია, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე და იცნობს თუ არა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ მეჩეთის პროექტს, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ მეჩეთის პროექტს არ იცნობს. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური ტიპის დაწესებულება რა ფულით …
Continue reading “კომახიძე: არგუმენტირებულია მერიის პოზიცია, რომ არ გასცა მეჩეთის აშენების ნებართვა”
ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი, ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, მირდატ ქამადაძე, დღეს, 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლას ახდენს, რის გამოც სხვადასხვა უბნებზე 18-მა კომისიის წევრმა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ქამადაძის თქმით, 18-ივე კომისიის წევრი წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის, ან ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს. „კომისიის წევრებს მმართველი …
Continue reading “ენმ: ზეწოლის გამო 18-მა წევრმა საარჩევნო კომისიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა”
„ოცნების“ პოლიციელი კანდიდატი „უმუშევართა რიგებიდან ადამიანების გამოხშირვაზე“
სანამ „ქართული ოცნება“ შუახევის 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატად წარადგენდა, ფრიდონ ფუტკარაძე შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ძალოვან უწყებაში ფრიდონ ფუტკარაძე 2004 წლიდან მუშაობს. რას ჰპირდება ყოფილი პოლიციელი შუახეველ ამომრჩეველს და რატომ გადაწყვიტა შსს-დან თვითმმართველობაში გადანაცვლება? მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ბატონო ფრიდონ, 14 წელია პოლიციაში მუშაობთ და რატომ გადაწყვიტეთ თვითმმართველობაში …
Continue reading “„ოცნების“ პოლიციელი კანდიდატი „უმუშევართა რიგებიდან ადამიანების გამოხშირვაზე“”
ნინო რევიშვილი: განათლებაში რომ ხვალ შედეგი გვქონდეს, დღეს უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ
საქართველო „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე საერთაშორისო კონფერენციას პირველად მასპინძლობს. კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს რომელსაც 250-მდე უცხოელი, განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი და განათლების საკითხზე მომუშავე ექსპერტი ესწრება. კონფერენციის თემაა „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“. კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ იმაზე, თუ რა ახალი და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ განათლებაში დაცული იყოს სოციალური თანასწორობა. …