გიორგი გახარია: სისტემური ჩაკეტვა არ იქნება

„სისტემური ლოქდაუნი არ იქნება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 30 ოქტომბერს, ბრიფინგზე. ის გამოეხმაურა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჩაკეტავს და ამით პროტესტის გამოხატვას შეზღუდვას. პრემიერის თქმით, შესაძლოა კონკრეტული მიმართულებებით „წერტილოვანი ლოქდაუნი“ გვქონდეს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტვა არ გამოცხადდება. „ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში აქვს ფასი იმ შემთხვევაში, თუ …

აჭარაში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში აჭარაში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, მას ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იყო ინსულინდამოკიდებული, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. 62 წლის ქალი გარდაიცვალა მედცენტრში. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა …

აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 30 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელდა 258 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 7733 პაციენტი. 30 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 12

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი, გარდაიცვალა – 12. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 285-მდე გაიზარდა, ხოლო კორონავირუსისგან ჯამში 19 810 პირი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ის მონაცემებით კარანტინშია 3 070, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 200, კოვიდსასტუმროში კი 2 324 პირი იმყოფება.   

„ნაციონალების გაუქმება“ – ღარიბაშვილის გეგმა ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ

„პოლიტიკური ძალის გაუქმება თავდაცვის მინისტრის საქმე არ არის, ამას ამომრჩეველი წყვეტს. ამ გზავნილით ხელისუფლებას ამომრჩევლის მობილიზება სურს…“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მას ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ვკითხეთ, რომელიც თავდაცვის მინისტრია და არჩევნებამდე ორი დღით ადრე ოპონენტის გაუქმება მოითხოვა. „ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე …

უკანონოდ გათავისუფლებულ სოცმუშაკს 15 000 ლარს გადაუხდიან – სასამართლოს გადაწყვეტილება

საყოველთაო გაფიცვის შემდეგ უკანონოდ  გათავისუფლებულ სოცმუშაკს, ივანე ბუბაშვილს კომპენსაციის სახით 15 000 ლარს გადაუხდიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. სოცმუშაკის ინტერესებს სასამართლოში EMC იცავდა. ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან დათხოვილი სოციალური მუშაკები რამდენიმე სასამართლოში დავობენ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, თუმცა სამსხურში მის დაბრუნებაზე უარი თქვა, …

რამდენი იქნება საბანკო სესხის პროცენტი შემდეგ 4 წელში

წინასაარჩევნო პროგრამებში ვერ ნახავთ დაპირებას იმაზე, თუ რამდენით შეიძლება შემცირდეს საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ან საერთოდ შემცირდება თუ არა ეს პროცენტები. პოლიტიკოსები ამ მიმართულებით ზოგადად კონკურენციის გაძლიერების პირობას დებენ, თუმცა საქართველოში 16 ბანკია და, მაგალითად, „ლელოს“ ლიდერი – მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ კონკურენცია არსებობს და 16 ბანკს შორის გარიგებაც გამორიცხულია. საბანკო პოლიტიკასა და სესხებზე პარტიები …

კორონავირუსით აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა, ქვეყანაში – 20. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები ბათუმის და ქობულეთის კლინიკებში იყვნენ მოთავსებული. მათი ასაკი  63-დან 78 წლამდეა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 63 წლის კაცი, რომელსაც ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს-სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში გარდაიცვალა 71 წლის კაცი, რომლის …

აჭარაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 178, გარდაიცვალა – 9. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 29 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსით ამ დრომდე სულ 35 567 ადამიანი დაავადდა. გარდაიცვალა 20,  გამოჯანმრთელდა – 2075. stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16 904. ამ დროისთვის კარანტინშია 3324, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდსასტუმროებში იმყოფება – 2346 პირი.

რატომ არ დააჯარიმა ხელვაჩაურის საოლქომ ჯუმბერ ვარდმანიძე

„…არ დასტურდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამსახურებრივი ავტომანქანის გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, არ დასტურდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, – წერს ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ომარ ვარშანიძე. ამ კომისიას უნდა დაედგინა, გამოიყენა თუ არა ადმინისრაციული რესურსი ჯუმბერ ვარდმანიძემ. საუბარია 25 სექტემბრის შემთხვევაზე – ხელვაჩაურში, სოფელ ჩხუტუნეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წინასაარჩევნოდ …

„სახით რომ მათრევდი, ის ფორმა იყო?“ – თორნიკე რიჟვაძე სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და „ქართული ოცნების“ უმაღლეს საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომერს – თორნიკე რიჟვაძეს დღეს, 28 ოქტომბერს, სოფელ დიდაჭარაში წინასაარჩევნო შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქლაივში გადაიცა. ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მისულ თორნიკე რიჟვაძეს თავდაპირველად ფირუზ წულუკიძემ მიმართა, რომ სოფელი დაეტოვებინა. სოფლის დატოვების მოთხოვნა სხვებმაც გაიმეორეს: „წავიდეს“. ფირუზ წულუკიძე მსოფლიო ჩემპიონია და …

კორონავირუსით დაინფიცირების 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა. stopgov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა – 2197, გარდაიცვალა – 15. კორონავირუსით ამ დრომდე ქვეყანაში სულ 253 ადამიანი გარდაიცვალა. კარანტინშია – 3757 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3847, კოვიდსასტუმროში – 2238. 

სააკაშვილის sms-ი საჯარო მოხელეებს – სამსახურს არც ერთ შემთხვევაში დაკარგავთ

არჩევნებამდე 4 დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის სახელით მოქალაქეებს sms შეტყობინება მისდით. სატელეფონო შეტყობინების მიხედვით, საჯარო მოხელეებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰპირდება, რომ არჩევანის გამო ისინი სამსახურს არ დაკარგავენ. „ძვირფასო საჯარო მოხელეებო, პირადად მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი არჩევანის გამო სამსახურს არც ერთ შემთხვევაში დაკარგავთ. მ. სააკაშვილი,“ – ამ შინაარსის შეტყობინებას იღებენ მოქალაქეები.

კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 23

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის გავრცელების საერთო მაჩვენებელი 32 127-მდე გაიზარდა. stopgov.ge-ის 2020 წლის 27 ოქტომბრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა – 1 262 , გარდაიცვალა – 23. კარანტინშია – 3 769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 3 832, კოვიდსასტუმროში კი – 2 249 პირი. 

491 ლარის კომპენსაცია ყოფილ ვიცე-მერს და ბიზნესმენ ბაგრატ მანველიძეს მთავრობისგან 

სტიქიით დაზარალებულმა ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა და დღეს უკვე ბიზნესმენმა ბაგრატ მანველიძემ მთავრობისგან კომპენსაცია მიიღო – 491 ლარი და 30 თეთრი. საუბარია 2020 წლის ივნისში მოსულ სეტყვაზე, რამაც ქედაში, შუახევსა და ხულოში ბაღები დააზიანა. დაზარალებულთა სიაშია ბაგრატ მანველიძეც – ქედა, სოფელი ხარაულა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა 490 ოჯახის დასახმარებლად …

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 1872 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 603, გარდაიცვალა – 14. კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია – 30 303 კარანტინშია – 3769, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3832, ხოლო კოვიდსასტუმროში 2249 პირი მკურნალობს. 

ვის იცავს და როგორ საია აჭარაში – 25 წელი დემოკრატიისთვის

„წინ უნდა წავსულიყავით ამდენი რეფორმის ფონზე, მაგრამ ჩვენი საქმეებიდანაც ჩანს, რომ ისევ ჭიანურდება გამოძიება, ისევ პრობლემებია… ფაქტობრივად ნათელი წერტილისკენ ჯერ ვერაფერი შეიცვალა მართლმსაჯულებაში,“ – მიიჩნევს იურისტი პაატა დიასამიძე. ის უკვე ერთი წელია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელია. საია აჭარაში კი ზუსტად 25 წლისაა. რა ჩანს 25-წლიანი უფლებადამცველი საქმიანობიდან, შეიცვალა თუ ვერა რეგიონში არსებული საქმეების …

„იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო“ – თეოლოგი „დავით გარეჯის საქმეზე“

„საპატრიარქოსთვის კაპიტალის გადაცემით თუ შანტაჟის გზით ძალიან იაფფასიან მსახურად გაიხადა ხელისუფლებამ საპატრიარქო და ეკლესია,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკალშვილი „დავით გარეჯის საქმეზე“, სადაც ორი პირია ბრალდებული და მთავარი მოწმეები სასულიერო პირები არიან. „დავით გარეჯის საქმე“ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე გახადა ხელისუფლებამ აქტუალური, როცა მთავარმა პროკურატურამ ბრალი კარტოგრაფებს წარუდგინა. რა ჩანს სასულიერო პირების ჩვენებებიდან და მთავარეპისკოპოსების …

პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილები აჭარის მთავრობის შენობასთან ისევ შეიკრიბნენ

„გამოსავალს არავინ გვთავაზობს. მთავრობა გვეუბნება, გაგებით მოეკიდეთო. ეტყობა, თბილი სავარძლებიდან იოლად ჩანს… ჩვენ პროტესტის ყველა ფორმას მივმართეთ, აღარ ვიცი, რა გავაკეთოთ,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. იგი პანდემიის დროს დარჩა უმუშევარი და რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციაზეა. პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილებმა შიმშლობა 19 ოქტომბერს შეწყვიტეს. აჭარის მთავრობასთან შეკრებილები ამბობენ, რომ 6 ოქტომბრის შემდეგ, როცა პირველი საპროტესტო აქცია …

კაცს, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა, 10 ათას ევროს გადაუხდის საქართველო

„უჩა ილაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება და მას მატერიალური, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 10 ათას ევროს გადაუხდიან,“ – ამბობს ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ [ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“] იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. იგი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩა ილაშვილის ინტერესებს იცავდა. საქმე 2019 წლის 23 მარტს გურჯაანში მომხდარ შემთხვევას ეხება – მეთევზეებმა და, მათ შორის, უჩა ილაშვილმა …

16 წლის ოპერატორი, რომელსაც ბანკზე თავდამსხმელმა ესროლა – ვხედავდი, როგორ ამომიღო მიზანში

„არ მიმიტოვებია მაინც გადაღება“, – რამდენჯერმე გაიმეორა ჩვენთან საუბრის დროს ილია ჯიშკარიანმა. ის 16 წლისაა და გუშინ, 21 ოქტომბერს, პირველი ოპერატორი იყო, ვინც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გადაღება დაიწყო. ილია ჯიშკარიანს თავდამსხმელმა სავარაუდოდ ორჯერ ესროლა. ილია ტელეკომპანია „ოდიშის“ ოპერატორია. ილია ჯიშკარიანს რომ თავდამსხმელმა ორჯერ დამიზნებით ესროლა, ამის შესახებ მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიაც ჰყვება: „…დაინახა ფანჯრიდან, …

ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსებს საარჩევნოდაც არ ახსოვთ – ეკომიგრანტების ბუნდოვანი შემდეგი 4 წელი

წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია – მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. კანდიდატების პასუხი სხვადასხვაგვარია იმაზე, თუ რატომ აუარეს მათ გვერდი ეკომიგრანტებს. „არჩევნებს რომ მოვიგებთ, მერე …

კორონავირუსის ახალი 389 შემთხვევა აჭარაში – 22 ოქტომბერი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 77, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 26, სამცხე-ჯავახეთში – …

„პანდემია შესაძლოა ერთ წელიწადშიც არ გათავდეს“ – ამირან გამყრელიძე

„დაბეჯითებით გეუბნებით, რომ ეს პანდემია არ გათავდება ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ხუთ თვეში და შესაძლოა არც ერთ წელიწადში. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი, როცა ვირუსი თანდათან დასუსტდება და პანდემია სხვადასხვა გათვლებით ერთ წელიწადში შესაძლოა ჩაქრეს. ამასობაში ჩვენ გვიწევს მასთან ერთად ცხოვრება. ამას უნდა მივეჩვიოთ,“ – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული …

კორონავირუსით აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის 54 წლის კაცი

21 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ღამით გარდაიცვალა 90 წლის ქალი, მას პნევმონია ჰქონდა და გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია; ასევე 62 წლის ქალი, რომელსაც ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, თანმხლები დაავადება კი – თირკმლის უკმარისობა. ბათუმის სამედიცინო ცენტრში დღეს …

აჭარაში კორონავირუსის 369 შემთხვევა დადასტურდა – 21 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში მკურნალობს 637 ადამიანი, მათ შორს, 24 არასრუწლოვანია და 30 ორსული, რენიმაციაში მოთავსებულია 84 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 11, გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი და ჯამში გამოჯანმრთელებულების რაოდენობაა – 5684 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ოქტომბრის მდგომარეობით რეგიონში 56 თავისუფალი საწოლი არსებობს. …

კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 14 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 21 208-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 337. ეს ბოლო 24 საათის მონაცემია. stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინშია 6582  ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2895, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1420.  

მოსამართლემ თემურ გაბაიძის საქმეზე გადაწყვეტილება 7 თვის წინ მიიღო, მაგრამ ის ოჯახს ჯერ არ ჩაჰბარებია

„თითქმის 7 თვე გავიდა გადაწყვეტილების მიღებიდან და წერილობით გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. კანონით, ერთ თვეში უნდა ჩაგვბარებოდა… კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება რადგან არ არსებობს, ეს ექიმები, ვისაც ვედავებოდით, დაბალ პოზიციებზე, მაგრამ მაინც განაგრძობენ მუშაობას,“ – ამბობს თამილა გაბაიძე. ის 2017 წლის იანვარში კურორტ „გოდერძიზე“ დაღუპული თემურ გაბაიძის დაა და ოჯახის ინტერესების დამცველიც სასამართლოში. ამ საქმეზე …

ჩხენკელი: უფროსკლასელები სკოლას ამ სემესტრში დაუბრუნდებიან

კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ უფროსკლასელები [VII-XII კლასები] საკლასო ოთახებს მიმდინარე სემესტრში დაუბრუნდებიან. „ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, ეს ამ სემესტრში მოხდება და წინასწარ ამის შესახებ ვამცნობთ საზოგადოებას. საჭიროა სამედიცინო რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა,“ – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, გადაწყვეტილება არ ეხება აჭარის რეგიონს, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში …

რესპუბლიკურთან ხე წაიქცა და ორი ავტომანქანა დააზიანა

გუშინ, ღამით, ძლიერი წვიმის დროს ბათუმის `რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ხე წაიქცა, რის შედეგადაც ორი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ხე დაზიანებული არ იყო და ის სავარაუდოდ ძლიერი ქარის გამო წაიქცა. გამწვანების სამსახურმა ხე უკვე დაამუშავა და ადგილიდან გაიტანა.

როგორი იქნება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა შემდეგი 4 წელი – 5 პარტიის ხედვა

რელიგიის თანასწორობის საკითხებს საარჩევნო პროგრამებში არ ან ნაკლებად ეხებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა არჩევნების მოგებას ცდილობენ. ისინი ამომრჩეველს არ სთავაზობენ მოდელს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ სეკულარიზმს უზრუნველყოფს. პარტიებს არც იმაზე აქვთ მკაფიო პოზიციები, რა მოდელი შექმნის გარანტიებს, რომ არსებული, თუ წინა ხელისუფლების მსგავსად, პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფალი რელიგიურ ჯგუფს არ გაურიგდეს… ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, ამბობს, რომ …

„უკვე მარტო ვშიმშილობ, წვიმდება… არ მინდა დავიშალოთ,“ – უმუშევრად დარჩენილების აქცია

„ახლა ხელისუფლება და ოპოზიციაც გვპირდება, რომ არჩევნების შემდეგ გვიშველიან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მივაღწიოთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი გორგილაძე, ის პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა და დღეს, 19 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობა განაახლა. დღემდე, სამი დღე, აჭარის მთავრობის სახლთან  უმუშევრად დარჩენილი 5 ქალი შიმშილობდა. გიორგი ამბობს, რომ ისინი შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფოს გამოძახებას სახლში წასვლა …

ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი

„ეს რიცხვები თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ისინი, როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ. მათ ნამდვილად ესაჭიროებათ მეტი მხარდაჭერა, შესაბამისად, გვერდში დგომა და გაგება,“ – მიმართა დღეს, 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს, ვიდრე ისინი კითხვებს დასვამდნენ. მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამ ფორმით 112-ის და სასწრაფო-სამედიცინო გუნდის კრიტიკას ეხმაურება. მინისტრმა ბოლო 24 საათის მონაცემები გაახმოვანა …

TasteAtlas-ის მონაცემებით, ხაჭაპური მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის 23-ე ადგილზეა

მსოფლიო კერძების ატლასმა – tasteatlas.com-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში 100 საუკეთესო ტრადიციული კერძის სია 2020 წლისთვის, ამ ჩამონათვალში ხაჭაპური 23-ე ადგილზეა. tasteatlas.com – ის აღწერის მიხედვით, ხაჭაპური პოპულარული კერძია საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოში ხაჭაპურს სხვადასხვაგვარად ამზადებენ. მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის წელს პირველი ადგილი პიცა მარგარიტამ დაიკავა ნაპოლიდან, მეორე ადგილს თურქული ქაბაბი …

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები დღეს უკვე დატესტეს და ისინი მე-13 და მე-14 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ [ჭავჭავაძე, ლერმონტოვი, ბაგრატიონის ქუჩები]. თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტრობუსი დაიტენება ბოლო გაჩერებებზე. ელექტრობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი. ბათუმის მერიაში აღნიშნავენ, რომ …

Exit mobile version