კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 23 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 36, გამოჯანმრთელდა – 3531 ადამიანი. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  108 690-ს. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 1 012 შემთხვევა. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 2 157, აჭარაში – 417, იმერეთში – 537, …

დაკავებულია აქციის 5 მონაწილე – აჭარის პოლიციის უფროსის განმარტება აქციის დაშლაზე

„საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დავაკავეთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ კოტე ანანიაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. მისი თქმით, ბათუმის საოლქო კომისიის წინ მოწყობილ საპროტესტო აქციაზე სულ 5 პირი დააკავეს. კოტე ანანიაშვილის თქმით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს. კოტე ანანიაშვილი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად პოლიციის რა მოთხოვა არ შეასრულეს აქციის მონაწილეებმა. …

ბათუმის საოლქოსთან აქცია დაშალეს და მონაწილეები დააკავეს

ბათუმის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის, „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე. საპროტესტო აქცია ბათუმის საოლქო კომისიასთან პოლიციამ დაშალა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ვერ დააკონკრეტა, აქციის რამდენი მონაწილე დააკავეს, ან რა სამართალდარღვევა ჩაიდინეს მათ. ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ ე.წ. სირცხვილის კორიდორი ბათუმის საოლქო კომისიასთან ამ საღამოს მოაწყო, როცა საუბნო კომისიების წარმომადგენლებს …

„მონებო“ – ბათუმის საოლქო კომისიათან სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს

„სირცხვილია“, „მონებო“, „მოღალატე“ – ამ და სხვა შეძახილებით მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრები საუბნო კომისიების წარმომადგენლებს დახვდნენ, რომლებმაც მეორე ტურის შემაჯამებელი ოქმები ბათუმის საოლქო კომისიაში მიიტანეს. ხმების დათვლის პროცესი სრულდება. ბათუმის საოლქო კომისიასთან აქციის მონაწილეებმა სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს. საპროტესტო აქციაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც პოლიციის თანამშრომლებთან. დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა. არჩევნებში ბათუმში …

„სახელმწიფოს დაევალება გამოძიება“ – სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე სერჟანტ შავაძის საქმეზე

ევროსასამართლომ ბათუმში, 2008 წელს მოკლული „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ჭრილში სათავისოდ გამოყენება გუშინვე სცადა ხელისუფლებამ – ხელისუფლების მთავარი აქცენტი იყო ის, რომ სერჟანტი წინა ხელისუფლების დროს მოკლეს. ხელისუფლებამ გვერდი აუარა სტრასბურგის გადაწყვეტილების იმ ნაწილს, სადაც ეფექტურ გამოძიების პრობლემაზეა საუბარი და რის გამოც პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება – როინ …

შარშან 65 წელს გადაცილებული 2 ქალი გააუპატიურეს

შარშან 65 წელს გადაცილებული ორი ქალი გააუპატიურეს, ამავე ასაკის კიდევ ერთი ქალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მსხვერპლი გახდა. 2020 წელს ამ ასაკის ადამიანები სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი არ გამხდარან. სექსუალური ხასიათის დანაშაულის სტატისტიკა „ბათუმელებმა“ გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა. ოფიციალური მონაცემებით, სექსუალური ხასიათის დანაშაულს ყველაზე ხშირად 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები სჩადიან. გასულ წელს სულ 62 პირის …

რა ხდება ბობოყვათის სამკერვალოში, სადაც 4 თანამშრომელი გარდაიცვალა

„ძალიან მოდებულია უკვე ვირუსი ამ სოფელში,“ – გვითხრეს ექიმებმა, რომლებიც ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში მუშაობენ. ამ სამკერვალო ფაბრიკას ასობით თანამშრომელი ჰყავს. სექტემბრიდან ამ დრომდე კლინიკის ოთხი თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცავალა. ექიმები არ ადასტურებენ ფეისბუქში გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ მკერავები სამკერვალოში შესვლამდე სპეციალურად პარაცეტამოლს სვამენ, რომ მაღალი ტემპერატურა არ დაფიქსირდეთ და შემდეგ მთელი დღე მუშაობენ. ამავე ფაბრიკის ექიმი …

კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 41

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3768 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4055, გარდაიცვალა – 41. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, თბილისში გარდაიცვალა 19,  აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 894 შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა …

ქობულეთში ექიმი კოვიდით იმ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მუშაობდა

ქობულეთში ექიმი covid 19-ით გარდაიცვალა. ქალი 72 წლის იყო და იმ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა. “მას 5 თუ 6 დღის წინ დაუდგინდა კორონავირუსი. თავისი სურვილით მკურნალობას გადიოდა სახლში…. სამწუხაროდ, როცა მოგვმართა, მდგომარეობა უკვე გართულებული იყო. მას სხვადასხვა გართულება ჰქონდა, მათ შორის, ფილტვის მწვავე უკმარისობა, ანთება…”- გვითხრა “ქობულეთის სამედიცინო ცენტრის” დირექტორმა, ავთანდილ მიქელაიშვილმა. გუშინ, …

ლევან ვარშალომიძე: სირცხვილის კორიდორებს მოვუწყობთ მათ, ვინც გააყალბა არჩევნები

„არ მიიღოთ მონაწილეობა ამ მეორე ფარსში, რაც გააკეთა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა დღეს, 19 ნოემბერს, ლევან ვარშალომიძემ აჭარის მთავრობის სახლის წინ, სადაც ოპოზიციის საპროტესტო აქციები გრძელდება. ლევან ვარშალომიძემ და მეორე ტურში გადასულმა სხვა კანდიდატებმა „გაერთიანებული ოპოზიციიდან“ ცესკოს, ასევე უსკოს მიმართეს, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობენ. ამის მიუხედავად, 21 ნოემბერს დაგეგმილ მეორე …

ჯელალ ქიქავა დააჯარიმეს, აქციის მეორე მონაწილე გაამართლეს – სასამართლოს გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ჯელალ ქიქავა 1000 ლარით დააჯარიმა, ხოლო აქცის მეორე მონაწილე – რამაზ შაინიძე გაამართლა. ორივე მათგანი საპროტესტო აქციაზე  ადმინისტრაციული წესით 17 ნოემბერს დააკავეს. დაპირისპირება აჭარის მთავრობის შენობასთან სტიკერების გაკვრის გამო დაიწყო. ჯელალ ქიქავას საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ გუშინ, 18 ნოემბერს იმსჯელა, ხოლო რამაზ შაინიძის მიმართ მოსამართლე როინ კახიძემ შეაჩერა …

სანაპიროდან 700 მეტრში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე მიმდინარეობს ცხედრის იდენტიფიკაცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარი 700 მეტრის რადიუსში ამ დილით იპოვეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 პირი – 19 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, აჭარაში – 664. ამავე პერიოდში გარდაიცავალა – 38, გამოჯანმრთელდა – 2409 პირი. უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  93 092-ს. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –  16,  აჭარაში – 8, …

„მთავარი საფიქრალი ახლა სახის შენარჩუნებაა“ – რა იცვლება პომპეოს ვიზიტის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ მაიკ პომპეომ ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა ოპოზიციას, ქუჩის საპროტესტო აქციები გრძელდება. რამდენიმე დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რაშიც ოპოზიცია მონაწილეობას არ აპირებს. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიუღებლად მიიჩნევს ბოიკოტს, მაგრამ იმავდროულად, თავისივე განცხადებით ადასტურებს იმ პრობლემების რეალურობას, რაზეც ოპოზიცია საუბრობს საქართველოში. რას შეცვლის პომპეოს გზავნილები და არჩევნების …

აჭარაში კორონავირუსი 512 პირს დაუდასტურდა – 18 ნოემბერი

18 ნოემბრის დილის მდგომარეობით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 512 შემთხვევა დაფიქსირდა; გამოჯანმრთელდა – 574 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში ჯამში კოვიდი დაამარცხა 13 299-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე ბათუმის კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს 140 ადამიანი; მთლიანობაში აქტიური შემთხვევა რეგიონში არის 6 240. ამავე პერიოდში, აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 ადამიანი. სულ …

კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში,  გამოჯანმრთელდა 2 539 პირი. დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარაში – 512, იმერეთში – 562, ქვემო ქართლში – 163, შიდა ქართლში – 178, გურიაში – 64, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – …

„ყველაფერი წესრიგშია“ – სასამართლომ საარჩევნო სარჩელი არც უსკოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის კიდევ ერთ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უთხრა უარი. ამჯერად გაერთიანებული ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდა. უმაღლესი საარჩევნო კომისია – უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს. მოსამართლე კობა გოცირიძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. „უსკომ შედეგი შეაჯამა საარჩევნო ოლქების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე. ყველამ ვიცით, როგორ მომზადდა ეს შემაჯამებელი …

კორონავირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირების 3117 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3117 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 3 638 პირი.  პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 85 952-ს. უწყებათშორისი საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –  18,  აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – …

რა არის ცნობილი ბათუმში 12 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებაზე

ბათუმში 12 წლის ბავშვის დაღუპვის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, გოგო იაშვილის კლინიკის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში წუხელ შეიყვანეს. “ბათუმელების”ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და კორონავირუსი სწრაფი ტესტით დაუდასტურდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე გოგო სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ. ის სწორედ ამ დროს დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, …

უპირატესია 29 წლამდე პირი, ამიტომაც 38 წლის ქალი პროფესიულში არ მიიღეს – საკონსტიტუციო დავა

მოქალაქე ნათია შავაძე საქართველოს განათლების სამინისტროს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. მას ბათუმის პროფესიულ სასწავლებელში მიღებაზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ის 38 წლისაა. დავის საგანი განათლების სამინისტროს ბრძანებაა „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“. ეს სამართლებრივი აქტი პროფესიულში მიღების დროს უპირატესობას 29 წლამდე ახალგაზრდებს ანიჭებს. პროფესიულ სასწავლებელში ადგილების რაოდენობა კი ლიმიტირებულია. ნათია შავაძის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში …

„ასე უცებ არ ხდება ეს“ – ხულოს მერიის რეაქცია ვერნების კლდეში ნაპრალის გაზრდაზე

„არავინ იცის, როდის შეიძლება გასკდეს და წალეკოს მთელი სოფელი, ამისგან არავინაა დაზღვეული… ყურადღებას ვითხოვთ,“ – ამბობს ხულოში, სოფელ ვერნებში მცხოვრები ზვიად სურმანიძე. ის სოფელთან ახლოს მდებარე კლდეში ნაპრალის გაჩენას და მის გაფართოებაზე საუბრობს. ზვიად სურმანიძის თქმით, კლდეში ნაპრალი ბოლოს გასული წლის შემოდგომაზე ნახა და ის წინა წელთან შედარებით მკვეთრად იყო გაზრდილი. ზვიადი ამბობს, რომ გაზაფხულზე …

კორონავირუსით აჭარაში 516 პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 5

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით აჭარაში 516 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 5. დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 249 შემთხვევა, აჭარაში – 516, იმერეთში – 477, ქვემო ქართლში – 178, შიდა ქართლში – 181, გურიაში – 82, სამეგრელოში – ზემო სვანეთში – 212, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 121, სამცხე-ჯავახეთში – 60, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11. …

ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა [ფოტო]

ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში, რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ბათუმში, ტერმინალზე, ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა

ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ნავთობის ცისტერნას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ამ ეტაპზე „ბათუმელები“ სხვა ინფორმაციას არ ფლობს. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ბათუმში ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა

ბათუმში, ბონის დასახლებაში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ინფორმაციას არ ფლობენ. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ რეზერვუარს ცეცხლი მოედო, საგანგაშო სიტუაცია აღარ არის. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები. განახლება: ბათუმში, ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ცეცხლი ნავთობის ცისტერნას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ძლიერი დაკვამლიანება ბათუმში, ბონის დასახლებაში რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. …

ქუთაისში 102 წლის ქალმა კოვიდი დაამარცხა

102 წლის ქალმა ქუთაისში კორონავირუსი დაამარცხა, ის ქუთაისის ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და მას ხვალ კლინიკიდან გაწერენ. 102 წლის ქალი ორი კვირის წინ მოათავსეს კლინიკაში. დღეს, 13 ნოემბერს, კორონავირუსით დაინფიცირების 3473 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 37.

რა უნდა გააკეთოს აჭარის მთავრობამ წაბლანელებისთვის – EMC-ის რეკომენდაცია

„აშკარაა, რომ წაბლანას მოსახლეობისთვის ცარიელი ჭერის და კედლების გადაცემა ვერ იქნება მიჩნეული სათანადო საცხოვრისზე მათი უფლების დაკმაყოფილებად და სახელმწიფოს ეკომიგრანტების მიმართ ვალდებულებები შესრულებულად შეუძლებელია მივიჩნიოთ,“ – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ცენტრის მიერ დღეს, 13 ნოემბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში სოფელ წაბლანის მცხოვრებლების შესახებ. წაბლანა ხულოს ერთ-ერთი სოფელია, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ და 31 ოქტომბრის არჩევნებზე პროტესტის …

ქვიშის უკანონო მომპოვებელს ტრაქტორი ჩამოართვეს – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

პარლამენტის წინააღდეგ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანია „ბექანისმა“ მოიგო. ეს კომპანია აპროტესტებდა იმას, რომ ქვიშის უკანონოდ მოპოვებისთვის დაჯარიმებასთან ერთად ტრაქტორიც ჩამოართვეს. საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანიამ ის სამართლებრივი ნორმა გააპროტესტა, რომელიც საქმის განმხილველ მოსამართლეს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევდა – წიაღისეულის უკანონოდ მომპოვებელს, დღემდე მოქმედი კანონდებლობით, სამართალდარღვევის იარაღი უპირობოდ უნდა ჩამორთმეოდა. კომპანია „ბექანისის“ ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა …

ვინ წაიღებს მანდარინს პანდემიის დროს? – მინისტრის განმარტება

„დაახლოებით 347 ტონა ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია, ციტრუსის რეალიზების პრობლემა წელს ფერმერს არ ექნება, განსაკუთრებით თუ არ დამძიმდა ეპიდსიტუაცია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. აჭარის რეგიონში წელს 40 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან. ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ციტრუსი სომხეთშია გატანილი – 262 ტონა, მეორე ადგილზეა რუსეთი – 68 …

მინისტრი: ნუ შეგაშინებთ ხურმის დაუკრეფავი ხეები, ჩირი დაამზადეთ

„ნუ შეგაშინებთ, თუკი ხელვაჩაურის დაბლობში შეიძლება შენიშნოთ ხურმის ხეები, რომელიც დაუკრეფავია… ორი და სამი ხე, როდესაც აქვს ფერმერს, თვითონაც უნდა იაქტიუროს ამის გაყიდვაზე, დიდი მანქანებით, ტრაილერით ვერ ირბენს მეწარმე ორი და სამი ხის [ნაყოფის] მოსაგროვებლად,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხურმის სეზონთან დაკავშირებით. ფერმერების თქმით, ხურმის ფასი წელს კიდევ უფრო შემცირდა და …

ხელვაჩაურში „არ დათმოს“ აქტივისტზე თავდასხმას ძალადობის მუხლით გამოიძიებენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც ძალადობის გულისხმობს. შსს-ში ვერ გვითხრეს, არის თუ არა ვინმე დაკავებული ამ საქმეზე. მოძრაობა „ალტერნატივას“ ლიდერის, ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, საარჩევნოდ შექმნილი მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს – ზურაბ ბოლქვაძეს 7 პირი პოლიციელების წინ თავს დაესხა მაშინ, როცა ეს მოძრაობა საპროტესტო აქციას …

ოპოზიციის ლიდერები ბათუმში არასამთავრობოებს შეხვდნენ

ოპოზიციის ლიდერები რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ოფისში დღეს, 11 ნოემბერს შედგა. „ვისაუბრეთ ძირითადად კომენდანტის საათთან დაკავშირებით, რომ ეს ზღუდავს ადამიანს და მისი გამოხატვის თავისუფლებას… მესამე სექტორი დაგვპირდა სამართლებრივ დახმარებას, თუკი ვინმეს აქციაზე ყოფნის დროს კომენდანტის საათის დარღვევის მოტივით დააჯარიმებენ. კომენდანტის საათი გასაჩივრებულია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშიც. მნიშვნელოვანია ამ საკითხის გააქტიურება, რადგან …

ხელვაჩაურის საოლქოსთან აქციაზე „არ დათმოს“ წევრს 7 პირი თავს დაესხა – ალტერნატივა

ხელვაჩაურის საოლქო კომისიის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა.  მოძრაობის „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს, ზურაბ ბოლქვაძეს თავს დაესხნენ, როცა ის იქვე ახლოს გაჩერებულ ავტომანქანასთან მიდიოდა საწვიმრის გადმოსაღებად. „ჩვენ ხელვაჩაურის საოლქო კომისიასთანაც მოვაწყვეთ სირცხვილის კორიდორი, რომ ოლქის წევრებს იქ გამოევლოთ. ზურაბი გადავიდა საწვიმრის გადმოსატანად და ამ დროს დაახლოებით 7 ადამიანი …

საჯარო მოხელეების ჩხუბი ტენდერისთვის ხულოში ვიდეოკამერების წინ

„ტენდერის დათმობას ხულოში დავით რიჟვაძესთან დაკავშირებული ჯგუფი მთხოვდა, ამის გამო იყო შეხლა-შემოხლაც… პროკურატურა არ რეაგირებს, სამაგიეროდ, მე მიშვებენ სამსახურიდან. გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა კორონავირუსი მქონდა და სამსახურში ვერ დავდიოდი,“ – ამბობს თემურ ბერიძე, რომელიც 2010 წლიდან ხულოს არქივის უფროსია და პარალელურად ორ საწარმოს ფლობს. „თემურ ბერიძის საქმეში“ ხულოს მერი ფიგურირებს და საკრებულოს წევრი – მინდია …

სააპელაციო სასამართლომ არც ერთი საარჩევნო დავა არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. სააპელაციო სასამართლომ არც ერთი საჩივრი არ დააკმაყოფილა, ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, სადაც ერთი [ნაწილობრივ] საჩივარი დააკმაყოფილეს. „დისტანციური წესით შედგა განხილვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოგვიანებით შეგვატყობინა მოსამართლის თანაშემწემ, გადაწყვეტილებები ჯერ არ ჩაგვბარებია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე. ეს ორგანიზაცია …

აჭარის პოლიციის უფროსს კორონავირუსი აქვს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, კოტე ანანიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში მკურნალობს. „მსუბუქი სიმპტომები მაქვს, სერიოზული არაფერი, სიცხე არ მაქვს,“ – უთხრა კოტე ანანიაშვილმა „ბათუმელებს“. კოტე ანანიაშვილი წუხელ გვიან ღამითაც იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართება. ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის შენობასთან რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული.

Exit mobile version