რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა

ბათუმში, კოსტავას ქუჩის 13-ში დაგხვდებათ აბრა, რომელსაც აწერია: „1921 წელს აქ დაიბეჭდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია“, თუმცა ამ შენობაში ისტორიიდან შემორჩენილი აღარაფერია. დოკუმენტების მიხედვით, პირველი კონსტიტუცია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, სწორედ აქ, ნესტორ ხვინგიას სახლის სარდაფში დაბეჭდეს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავარი დოკუმენტი ნაჩქარევად დაიბეჭდა, თუმცა ამ მოვლენით დაინტერესებული ნებისმიერი მკვლევარი ადასტურებს, რომ პირველი …

ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე რიჟვაძის მრჩევლად დანიშნეს

ყოფილი პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად დანიშნეს. მუხრან ვახტანგაძე ამბობს, რომ ის სპორტის მიმართულებით მისცემს რჩევებს თორნიკე რიჟვაძეს. ამ დრომდე აჭარის მთავრობის რომელიმე თავმჯდომარეს, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძეს, სპორტის მიმართულებით მრჩეველი არ ჰყოლია. „ახალი წლიდან დავინიშნე, დამირეკეს და მითხრეს, რომ გვინდა, აქ იყოო… ჩემი ხელფასი დაახლოებით 1800 ლარია, თუ რაღაც ეგრე, პირველი ხელფასი …

იაპონიის საელჩომ 4 რეგიონს, მათ შორის რაჭას, რეანომობილები აჩუქა

იაპონიის საელჩომ საქართველოს სასწრაფო დახმარების 4  რეანომობილი აჩუქა. რეანომობილები კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს მოემსახურება. გრანტის მოცულობა 290 500 აშშ დოლარია. იაპონიის საელჩო მადლობას უხდის ექიმებს , „რომლებიც ყოველდღიურად დიდ სირთულეებს და საფრთხეებს უმკლავდებიან. თქვენი ძალისხმევა იმსახურებს უდიდეს პატივისცემას და აღფრთოვანებას,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში. 2019 წლის ივლისში „რეანომობილის“ გაუმართაობის გამო რაჭაში, ამბროლაურში, 16 …

ჯანდაცვის სამინისტროს გაუგებარი პასუხი დეფიციტურ მედიკამენტებზე

სახელმწიფოს, კონკრეტულად კი სამედიცინო რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეუძლებელია გაიგო, რატომ აქვს სახელმწიფოს კვოტები დაწესებული იმგვარად, რომ ადამიანები სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ. დადასტურებული ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ზოგიერთი წამალი აფთიაქებში არ იშოვება. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს „ბათუმელებმა“ 18 იანვარს კონკრეტულ, დეფიციტურ მედიკამენტთან დაკავშირებით მიმართა. საუბარია პრეპარატ „ციკლოდოლზე,“ რომელიც პარკინსონით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს აუცილებლად …

სადაა მგზავრი? – „მარშუტკის“ მძღოლი პანდემიის დროს

„პირველივე თვეებში დავაყენე „მარშუტკაში“ დეზობარიერიც და ხსნარიც, მაგრამ ზოგს კიდევ არ სჯერა. მე გაკვირვებული ვარ,“ – გვიყვება თამაზ ლომინაძე. მას მიკროავტობუსი აქვს და სამარშრუტო ხაზის მძღოლად მუშაობს. პანდემიამდე ქობულეთის სოფელ კვირიკედან მოჰყავდა მგზავრები ბათუმში. ამბობს, რომ გასული წლის თებერვლიდან ამ დრომდე განსაკუთრებულად იცავს ჰიგიენის წესებს და სხვებსაც იმავეს სთხოვს, ვისთანაც ურთიერთობა აქვს. „მესამე დღეა ვმუშაობ, …

აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და სასამართლო ისევ დისტანციურად იმუშავებენ

„აჭარის მთავრობა შერეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სამსახურში მენეჯმენტი აუცილებლად იქნება და ის თანამშრომლები, ვის ყოფნასაც საჭიროდ ჩათვლის მენეჯმენტი,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ: რა იცვლება პირველი თებერვლიდან აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში? პირველი თებერვლიდან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი უქმდება: მაგალითად, ბავშვები და მასწავლებლები სკოლებში ივლიან, ამუშავდება კაფე-რესტორნების ღია ნაწილი, იმოძრავებს მუნიციპალური …

პატიმარი ითხოვს, რომ მოსამართლემ განაჩენი გამოუტანოს

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის დროულად მიღებას სთხოვს. ის მსჯავრდებულიცაა და ბრალდებულიც. მისთვის ერთ-ერთ საქმეზე ბრალის წარდგენიდან [2017 წლის 14 აგვისტო] 3 წელი და 5 თვე გავიდა, თუმცა განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია. ლეონიდე მიქაბერიძე სასჯელს სხვა საქმეზე მე-2 დაწესებულებაში იხდის. ლეონიდე მიქაბერიძის ოჯახი ფიქრობს, რომ მსჯავრდებულს უახლოეს დღეებში ამნისტია …

ავარიული დაზიანების გამო ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა

ბათუმში სამ ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო წყლის მიწოდება შეუწყდა ბაგრატიონის ქუჩას, ასევე სულაბერიძისა და გონიოს შესახვევის ქუჩების მონაკვეთს. „წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „ბათუმის წყალი“ მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და …

კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 12

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 12, გამოჯანმრთელდა – 1081. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 89, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 49, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 70, კახეთში – 75, მცხეთა-მთიანეთში – …

აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ის ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 65 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 1 პაციენტი, კლინიკებში მკურნალობს 211 პაციენტი,  კოვიდსასტუმროშია – 121, ონლაინკლინიკაში – 317.

დეპუტატისთვის ნაგვის დაყრაში ბრალდებულს სასამართლომ გირაო შეუფარდა

ირაკლი ფანგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარი გირაოს გადახდა შეუფარდა. გადაწყვეტილება დღეს, 26 იანვარს, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. გირაოს გარდა, სასამართლომ ბრალდებულს აუკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ასევე საზღვრის კვეთა. ირაკლი ფანგანი კვირაში ერთხელ გამომძიებელთანაც უნდა გამოცხადდეს. ირაკლი ფანგანს გამოძიება „პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის“ მუხლით [156-ე მუხლის მე-2 ნაწილი] ედავება, რაც სასჯელის სახით …

პანდემიისას 48%-ით გაიზარდა განზრახ მკვლელობის რაოდენობა, კიდევ რა სახის დანაშაულმა მოიმატა

განზრახ მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი [სსკ-ის 108-ე მუხლი] პანდემიის დროს ანუ 2020 წელს, საქართველოში წინა წელთან შედარებით 48.57 პროცენტით გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს  განზრახ მკვლელობის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს – 52, აქედან 45 საქმე გაიხსნა. 2020 წელს რამდენიმე სხვა დანაშაულის მაჩვენებელიც გაიზარდა, მაგალითად, 2020 წელს ოჯახში ძალადობის 4927 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს  – …

უნდა ისჯებოდეს თუ არა დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრა – რას ამბობენ იურისტები

„ნაგვის თავზე დაყრა არ არის დანაშაული, ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვეაა,“ – პრაქტიკოსი ადვოკატების და სამართალმცოდნეების პოზიციები ამ საკითხზე ცალსახად ერთნაირია. ისინი მიიჩნევენ, რომ ნაგვის დაყრა და ადამიანზე ფიზიკური შეხება ნებისმიერი ფორმით გამოხატვის თავისუფლება არ არის, თუმცა ეს არც დანაშაულია. ირაკლი ფანგანი გუშინ, 24 იანვარს დააკავეს სამართალდამცველებმა. მან 23 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს პროტესტის …

პროკურატურამ გაათავისუფლა დეპუტატისთვის ნაგვის დაყრაში ბრალდებული

ირაკლი ფანგანი პროკურატურამ გაათავისუფლა. ეს ის პირია, რომელმაც 23 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე  ირაკლი ფანგანი სამართალდამცველებმა გუშინ, 24 იანვარს, დააკავეს. მას პროკურატურა დევნას ედავება. ადვოკატი მალხაზ ზოიძე ამბობს, რომ პროკურატურას არ დაუსაბუთებია, რატომ გადაწყვიტა ირაკლი ფანგანის ჯერ სასწრაფო წესით დაკავება, ხოლო შემდეგ მისი გათავისუფლება. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ირაკლი …

აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა  74 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 25 იანვრის დილის მდგომარეობით, აჭარაში 2 პაციენტია მართვით სუნთქვაზე, კლინიკებში მკურნალობს – 225, კოვიდსასტუმროში – 131, ხოლო ონლაინკლინიკაში – 397 პაციენტი.

დაუმორჩილებლობის აქცია ფიტნესკლუბთან, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს

ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან“ საპროტესტო აქციაა. აქციაზე შეკრებილები ფიტნესკლუბების გახსნას ითხოვენ. „ეს არის აბსურდული შეზღუდვა. პირიქით, ადამიანებს ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესი… თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, პირველი თებერვლიდან მაინც გავხსნით ფიტნესკლუბს, როგორ და რანაირად, ამას მოგვიანებით გეტყვით,”- უთხრა ჟურნალისტებს “რეფორმერის” დამფუძნებელმა, გიორგი ფუტკარაძემ. პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების პირობებში ფიტნესკლუბებს ჯერჯერობით მუშაობის უფლება არ აქვთ. „რეფორმერი” …

ვინ მიიღებს კომპენსაციას და როდის აგვისტოს ომზე ევროსასამართლოში საქმის მოგების შემდეგ

ევროსასამართლოს ჯერ არ უმსჯელია კომპენსაციის ოდენობაზე, რომელიც რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ საქართველო – რუსეთის ომზე საბოლოო გადაწყვეტილება გუშინ, 21 იანვარს გამოაცხადა. კომპენსაციის ნაწილში ევროპულმა სასამართლომ ერთწლიანი ვადა მისცა საქართველოს და რუსეთს. ამ პერიოდში მხარეები კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმდნენ, რასაც აგვისტოს ომში დაზარალებულები მიიღებენ. „თუკი ვერ …

პირველი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეები ამუშავდება

პირველი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეები ამუშავდება. შეზღუდვების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ დღეს, 22 იანვარს, გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პირველი თებერვლიდან საქართველოს ხუთ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ასევე გაიხსნება სავაჭრო ობიექტები, ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი და განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებში. შეზღუდვები ძალაში დარჩება შაბათ-კვირას.  

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება. დღეს, 22 იანვარს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. პირველი თებერვლიდან ბათუმში სავაჭრო ობიექტები გაიხსნება, ასევე კაფეების ღია ნაწილი და ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებშიც. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, კომენდანტის საათის …

ქორწილები ისევ არ იქნება

„ქორწილები ისევ არ გაიმართება,“ – აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე მაია ციქიტიშვილმა, ქვეყნის ვიცე-პრემიერმა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენაზე, სავაჭრო ობიექტების გახსნასა და კაფეების ღია ნაწილის ამუშავებაზე. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას. დღეს, 22 იანვარს, მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება ქორწილებს და სხვა ტიპის ღონისძიებებს. ჯერჯერობით უცნობია, …

შაბათ-კვირას შეზღუდვები ძალაში რჩება

შაბათ-კვირას შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. დღეს, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის მართვის კუთხით ახალი გადაწყვეტილებები მიიღო: 7 ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, ასევე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და კაფეების ღია ნაწილი. ___ 1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

აჭარაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით დაავადების 52 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  მართვით სუნთქვაზეა სამი პაციენტი, ხოლო კლინიკებში მკურნალობს 250 პაციენტი. კოვიდსასტუმროებში მკურნალობს – 175, ონლაინკლინიკებში კი – 479, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი.

ბათუმის კოვიდკლინიკაში მედპერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია

ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკა BAU-ს სამედიცინო პერსონალს დანამატი ისევ არ მიუღია. საუბარია ხელფასის 50 პროცენტზე, რომელიც დანამატის სახით ბიუჯეტიდან უნდა მიეღო კოვიდკლინიკებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს. დაპირება ჯანდაცვის მინისტრმა გასული წლის ოქტომბერში გასცა, დანამატები ნოემბრიდან უნდა გაცემულიყო, თუმცა იგი კოვიდკლინიკებში ძირითადად დეკემბრის ბოლოს დარიგდა. „სხვაგან დანამატები დარიგდა, როგორც ვიცით, ჩვენ არაფერი აგვიღია… გვითხრეს, რომ ჩამორიცხულია თანხა, მაგრამ …

ფიტნესკლუბი, რომელიც 10 ათასით დააჯარიმეს, დაუმორჩილებლობის აქციას გამართავს

„ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი დაუმორჩილებლობის აქტი ჩავიდინოთ, ჩვენ უნდა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ არ ვართ მონები,“ – ამბობს გიორგი ფუტკარაძე, ფიტნესკლუბ „რეფორმერის“ დამფუძნებელი. ის შაბათს, 3 საათზე, აქციის მოწყობას ჩაკეტილი ფიტნესკლუბის წინ გეგმავს ლოზუნგით – „დასრულდეს მონობა“. ეს ის ფიტნესკლუბია, სადაც პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არ დაემორჩილნენ და დაჯარიმების მიუხედავად მუშაობა განაგრძეს. ფიტნესკლუბი „რეფორმერი“ სამართალდამცველებმა …

ყოფილი პარლამენტარი ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის რესპუბლიკურში მენეჯერად დანიშნეს

„მე ვეძებდი სამუშაოს, კოლეგები ვართ და საერთო ენა ვნახეთ,“ – ამბობს პარლამენტის ყოფილი წევრი ნუკრი ბეჟანიძე, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გახდა. აქამდე ამ პოზიციაზე ექიმი გია კიკაბიძე მუშაობდა. ახალ რესპუბლიკურში მხოლოდ კოვიდპაციენტებს მკურნალობენ. ნუკრი ბეჟანიძე „ბათუმელებთან“ ადასტურებს, რომ საკუთარი თავი რესპუბლიკურის მენეჯერს – სოლომონ ფუტკარაძეს თავად შესთავაზა. ყოფილი პარლამენტარი ამბობს, რომ გია კიკაბიძემ …

აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 21 იანვარი

21 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში გამოჯანმრთელდა 153 პაციენტი, კლინიკა დატოვა 24-მა პაციენტმა, ხოლო მართვით სუნთქვაზეა 3 პაციენტი. ამ ეტაპზე აჭარის კლინიკებში მკურნალობს 248 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 206.  

თვეში 500 ლარი მაქვს შესატანი, ბანკის ოფიცერმა კი მითხრა, რომ გადავადება მე არ მეხება

„ნოემბრიდან აღარ გვიმუშავია. „უნივერსამში“, სადაც მე ვვაჭრობ, დაახლოებით 200-მდე ადამიანი მუშაობს. აბსოლუტურად ყველას ბანკის ვალი აქვს, არ გამიგია, ვინმესთვის გადაევადოთ სესხი…“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები მაია მულიარჩუკი. ის ტანსაცმლით 2008 წლიდან ვაჭრობს, პანდემიის გამო კი უმუშევარი დარჩა. „საიდან გადავიხადო 500 ლარი, ვიქურდო?“ – მოვაჭრე, რომელიც პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა მაია 26 წლის სტუდენტ შვილთან და …

საია-ს ახალი თავმჯდომარე – ინტერვიუ

პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში მორიგ არჩევნებზე სამზადისს დაიწყებს. ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ წინა არჩევნებზე დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯის შემდეგ, მიღწევის შენარჩუნება შესაძლებელია. იურისტი ნიკა სიმონიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ახალი თავმჯდომარეა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. ნიკა, რა გამოცდილებით დაიკავეთ საია-ს თავმჯდომარის პოსტი? საიაში ჩემი საქმიანობა დაიწყო 2013 წელს, მაშინ სამართალმცოდნეობაზე ვსწავლობდი …

„ერთი კვირაა წამალი ვერ ვიშოვე, დედა დაიღუპება მის გარეშე“ – ვისი პასუხისმგებლობაა ციკლოდოლის დეფიციტი

„ამ წამლის გარეშე ცუდად გრძნობს თავს, კანკალი დაეწყება, გადაადგილებას ვერ შეძლებს, სხეული ჩაეკეტება. სამი დღის წინ უკვე ვეღარ ვიშოვეთ ვერც ერთ აფთიაქში, მარტო ბათუმში არა, რეგიონებში და თბილისშიც ვეძებეთ,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ქალი, ვისი 74 წლის დედაც პარკინსონითაა დაავადებული. ქალის თქმით, მისი დედა ამ მედიკამენტს დღეში სამჯერ იღებს. წამალს რეცეპტით ყიდულობენ, ამიტომ ვერც თურქეთიდან …

გასაყიდი დარჩა მხოლოდ 2 ათასი ტონა მანდარინი, სეზონი წარმატებული იყო – სამინისტრო 

„დაახლოებით 2 ათასი ტონაა დარჩენილი სარეალიზაციო. ეს არის ძირითადად ის მანდარინი, რომელსაც მეციტრუსე ინახავს და გვიან ყიდის, მანდარინი რეალიზება მილევის პიკზეა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი. მას რეგიონში ციტრუსის რეალიზების პრობლემებზე ვესაუბრეთ. მეციტრუსეების თქმით, სეზონი ჩავარდა, რადგან სტანდარტული მანდარინი, წინა წლებისგან განსხვავებით, 80 თეთრადაც ვერ გაყიდეს. ქობულეთელი ფერმერების თქმით, სეზონის დასაწყისში …

რა სახის გაკვეთილია რელიგიური დაპირისპირება ბუკნარში – ინტერვიუ თეოლოგთან

გუშინ, 15 იანვარს, გურიის სოფელ ბუკნარში რელიგიური დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. რის გამო მოხდა ამჯერად დაპირისპირება გურიაში, რა აჩვენა მორიგმა რელიგიურმა კონფლიქტმა და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლება, რომელმაც ძირითადად დაპირისპირების განეიტრალებაზეა ორიენტირებული, ვიდრე პრობლემის მოგვარებასა და რეალურად თანასწორობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვაზე? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან ჩაწერა. ბატონო მირიან, გურიაში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანებმა და მუსლიმებმაც …

ყოფილი დეპუტატი მინისტრის მოადგილედ დანიშნეს – ცვლილება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვახტანგ წულაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გახდა. დღეს, 29 დეკემბერს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ თანამშრომლებს კიდევ ერთი მოადგილე წარუდგინა – ირმა აფხაზავა. იგი აქამდე ამავე სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მინისტრის მოადგილის პოზიციები შეინარჩუნეს რუსლან ქორიძემ და სულხან მოწყობილმა. ყოფილი მინისტრი, ტიტე აროშიძე უმაღლესი საბჭოს …

„ზოგი ჩუმად იღებს დამსვენებელს… ყველაფერი გაჩერებულია“ – ბაკურიანი და მესტია პანდემისას

„თებერვალს ველოდებით, იქნებ გავიხსნათ, თორემ შიმშილისთვის ვართ განწირულები,“ – ამბობენ ბაკურიანელები, რომლებიც პანდემიის გამო დამსვენებლების გარეშე დარჩნენ. ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში, საოჯახო სასტუმროებსა თუ კოტეჯებში სტუმრების მიღება აკრძალულია. დაკეტილია სათხილამურო ტრასების საბაგიროებიც. „ყველაფერი გაჩერებულია, არ ვიცი, რით ვარსებობთ… უკვე ორი საპროტესტო აქცია გაიმართა, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – გვიყვება ბაკურიანში მცხოვრები გულო აბუსერიძე. ის სეზონურად სხვა …

რატომ ვეღარ აგზავნიან პატიმრები ციხიდან წერილებს – რა შეცვალა ციხეებში პანდემიამ

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ის ამბობს, რომ პანდემიის პირობებში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პატიმრის თქმით, მათ აღარ აქვთ ადვოკატთან, სოციალურ მუშაკთან, ან სასულიერო პირთან მინის ბარიერს მიღმაც კი შეხვედრის საშუალება, ასევე აკრძალულია ოჯახის წევრებთან ვიდეო პაემნები. ლეონიდე მიქაბერიძემ ციხიდან წერილი „ბათუმელებს“ გამოუგზავნა. „იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ ზერელედ განმარტა, რომ თითქოს ჩვენს …

ინვესტორებს 6 თვით გადაუვადდებათ ვალდებულებები – რიჟვაძე

„ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 6 თვით ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით 6 თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს და დამატებით გადაუვადდებათ მათ ვალდებულებები ყოველგვარი სანქცირების გარეშე,“- აღნიშნა აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძე ინვესტორებზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბიზნესის ხელშესაწყობად გადაიდგა, “ახალი სამუშაო …

„არ იყიდება, მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს“ – მოქალაქემ რიჟვაძეს მანდარინი მიუტანა

“თორნიკე რიჟვაძეს მოვუტანე მანდარინი. არ იყიდება. მთავრობის ხალხმა პირი მაინც გაისველოს,” – ამბობს რომან ღაღაიშვილი. მან დღეს მანდარინით სავსე ყუთი აჭარის მთავრობის შესასვლელთან დადგა. აქცია-პერფორმანსს დაპირისპირება მოჰყვა. “ეს ყუთი უნდა იყოს შესასვლელთან, რატომ გადადგით გვერდზე?” – ჰკითხა სამთავრობო დაცვის თანამშრომლებს ენმ-ს წევრმა ბონდო თედორაძემ და მანდარინები შესასვლელთან გადმოდგა. ამ ქმედების შემდეგ სამთავრობო დაცვის თანამშრომლები ენმ-ს …

Exit mobile version