„ჩემთვის ცოტა უცნაურია ის, რომ თუ დააკვირდებით, ეს 9-10 კაცი ერთდროულად შედის და კონკრეტულად დეტექტორიანი ადამიანი, რომელიც იქ პირველი უნდა ყოფილიყო და შეემოწმებინა, არ ჩანს მაინცდამაინც ახლოს პატიმართან. ვხედავთ, რომ ის ხელთათმანებიანი ადამიანი უფროა ჩართული მოქმედებებში,“ – გვიყვება ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. მას იმ პატიმრის შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ ციხეში ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გააუპატიურეს. …
Author Archives: ჯაბა ანანიძე
მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურის ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება
მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის ხელმძღვანელს, ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით ემუქრება. „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კლინიკის რეანიმაციულ და ემერჯენსის განყოფილებაში „საკმარისი ადგილები“ იყო და ემერჯენსის უფროსმა განზრახ არ მიიღო კლინიკაში ახალი პაციენტი. საუბარია ექიმზე, ჯუმბერ ბოლქვაძეზე, რომელსაც 2026 წლის აგვისტოში „ოცნების“ მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თანამდებობის დატოვება უშუალოდ მოსთხოვა. მინისტრს ეს მოთხოვნა რესპუბლიკურში 2026 წლის აგვისტოში …
„ირანი ცდილობს საქართველოში გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა“ – რას აჩვენებს ელჩის სკანდალი
30 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარებას წინ უძღოდა მისი განცხადება, რომლითაც ირანის ელჩმა დააანონსა მის მიერ ჩატარებული კვლევა ქეთევან დედოფლის (ქეთევან წამებული) შესახებ, რომელიც 1624 წლის 13 სექტემბერს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, სასტიკი წამებით მოკლეს. ირანის ელჩმა …
გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს. აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის …
Continue reading “გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს”
„უკრაინელებმა რუსებს 3 რაკეტმზიდი ხომალდი დაუზიანეს ერთდროულად“ – ინტერვიუ
„რუსეთს ყოველთვის სჭირდება მეხუთე ტუზი სახელოში დამალული. გიორგაძე დაბერდა და, როგორც ჩანს, ახალი მოძებნეს… ეს იქნება სააგიტაციო დანაყოფი, ძირითადად პიარ-კამპანიისთვის განკუთვნილი,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიდის ომში. საუბარი გადამდგარ გენერალთან დღესაც იმით დავიწყეთ, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე: „უკრაინელები მოქმედებენ სწორი პრინციპით – ერთი ინგლისური გამოთქმაა …
Continue reading “„უკრაინელებმა რუსებს 3 რაკეტმზიდი ხომალდი დაუზიანეს ერთდროულად“ – ინტერვიუ”
ფეისბუქის პოსტის გამო არ დააპატიმრა და არც დააჯარიმა – მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება
ფეისბუქკომენტარის გამო ერთ-ერთი მოქალაქის დასჯა შსს-ს თეთრიწყაროს სასამართლოშიც მოუთხოვია. თეთრიწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა. ვლადიმერ ხუჭუა ის ერთადერთი მოსამართლეა საქართველოში, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებსა და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა. 2025 წლის ბოლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ უარი თქვა „ოცნების“ რეჟიმის პირობებში …
„ჯერ პარლამენტარებმა გაუშვან ჯარში მათი შვილები“ – გამოკითხვა ბათუმში
საქართველოში შეიცვალა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინების წესი. შესაბამისად, გაიზარდა ჯარიმები და კანონში გაჩნდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. ჯარში ნამყოფი არაა დეპუტატების ნაწილი, რომელმაც ეს ახალი კანონი მიიღო. ნახეთ, რას ამბობს ამაზე ხალხი ბათუმის ქუჩებში.
ბათუმში კონფერენცია ჩატარდება ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ
14-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში, „შერატონში“, ევროპული კონფერენცია ჩატარდება – European Conference on Ethics and Integrity in Academia [ECEIA 2026] ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ. კონფერენციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაცია [ENAI] უმასპინძლებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტ ETHICS-ისადმი მიძღვნილ სესიებზე საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იქნება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „კვლევის …
Continue reading “ბათუმში კონფერენცია ჩატარდება ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ”
დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2026 წლის ივლისში ხელვაჩაურში „ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 9 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების …
Continue reading “დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან”
„ვინ არიან ისინი, ვინც ფარცხალაძემ დატოვა და მისი მითითებით მუშაობენ?- ინტერვიუ
„ფარცხალაძის ამბავი ზუსტად ამას აჩვენებს კარგად, რომ ჩვენ მარტო დემოკრატიის ან არაფორმალური მმართველობის პრობლემა კი არ გვაქვს – ამ ყველაფრის უკან დგას ის, რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ხალხი სინამდვილეში არათუ ქართველი ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული არ არის, არამედ საქართველოსაც არ გამოხატავს – იგი არის გამომხატველი ოკუპანტის მითითებების,“ – ანა ნაცვლიშვილის დაკვირვებით, ოთარ ფარცხალაძის ამბავი – …
Continue reading “„ვინ არიან ისინი, ვინც ფარცხალაძემ დატოვა და მისი მითითებით მუშაობენ?- ინტერვიუ”
„ამასობაში ფარულად მოსამართლესაც მოუსმინეს“ – მოსმენების საქმე 7 წელზე მეტია თაროზე დევს
„აბსურდის თეატრამდე მივდივართ,“ – უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე საკონსტიტუციო სასამართლოზე საუბრის დროს იმ ამბავს გვახსენებს, მოსამართლე მანანა კობახიძესაც რომ მოუსმინეს უკანონოდ, ვიდრე სასამართლო წლობით აჭიანურებს „ფარული მოსმენების საქმეზე“ გადაწყვეტილების გამოცხადებას. იგივე მოსამართლე და მთლიანად სასამართლო ამ ფაქტის დადასტურების მიუხედავად – ყველას უსმენენ და მათ შორის, მოსამართლეს – მაინც დუმილს ამჯობინებს კონსტიტუციის დაცვას და დემოკრატიის გადარჩენას: „თითქმის …
„ყურშას“ 11 წელი მიუსაჯეს – ამ საქმეში 4 ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულ გოჩა კახიძეს, მეტსახელად „ყურშას“, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმეში ბრალდებული 4 პირი, მათ შორის, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული კაცი მოსამართლემ გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 სექტემბერს დასრულდა. განაჩენის გამოცხადებამდე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულების „საბოლოო სიტყვები“ …
Continue reading “„ყურშას“ 11 წელი მიუსაჯეს – ამ საქმეში 4 ბრალდებული მოსამართლემ გაამართლა”
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია
დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დამეწყრილ ტერიტორიაზე ელოდებიან ტექნიკას. „ბათუმელები“ მეტი ინფორმაციის მისაღებად ცდილობს დაუკავშირდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესცენტრს. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება. …
Continue reading “კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ჩაკეტილია”
გონიოში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
დღეს, 7 სექტემბერს, გონიოში მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა მიკროავტობუსს. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.
ბათუმში მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა უაქციზო სიგარეტით მოვაჭრე კაცი
4 სექტემბერს, გვიან ღამით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ანზორ დ. – ს, ხოლო მის ცოლს – გირაო. ცოლ-ქმარი 2 დღის წინ “ბათუმი პლაზასთან” დააკავეს უაქციზო სიგარეტით ვაჭრობისთვის. დაკავებიდან მალევე ქალი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ცოლ-ქმრის დაკავებამდე პლაზასთან ფინანსური პოლიცია გამოჩნდა: უაქციზო სიგარეტები უნდა ამოვიღოო. მოთხოვნას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროს …
Continue reading “ბათუმში მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა უაქციზო სიგარეტით მოვაჭრე კაცი”
ქართველი მოსამართლეები მონაწილეობენ ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაში – ევროსასამართლოს ექს-მოსამართლე
„ავტოკრატიული რეჟიმები არ არსებობენ სასამართლოს დახმარების გარეშე. რაც არ უნდა უგულებელყოფილი იყოს კანონი, მას სჭირდება ფორმალურად აღსრულება და ეს ფორმალური აღმსრულებლები არიან მოსამართლეები,“ – მიიჩნევს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია, რომელსაც კონკრეტული მაგალითებით ვესაუბრეთ: სადამდე მივიდა სასამართლო საქართველოში, რომელიც უკვე პლაკატზე ასო „ყ“-ს დაწერის გამო ადამიანებს აპატიმრებს? ამავდროულად, მოსამართლეები გადაწყვეტილებებში მიუთითებენ ევროსასამართლოს პრაქტიკას: „როდესაც, მაგალითად, …
ბათუმში აქციის მონაწილეებზე 5 დღის წინ იძალადეს, თუმცა არავინ დაუკავებიათ – ინტერვიუ
„მკაფიოა განსხვავებული სტანდარტები, როცა არსებობს პოლიტიკური დაინტერესება,“ – გვითხრა ადვოკატმა ია თოდუამ. იგი ბათუმის პროევროპული აქციის მონაწილის, დარიკო ჩიტაძის ინტერესებს იცავს. დარიკო ჩიტაძესა და მარიამ ქაჯაიას ბათუმში, პროევროპულ აქციაზე 2026 წლის 31 აგვისტოს თავს დაესხნენ – მათზე ფიზიკურად იძალადეს. აგრესიის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს, თუმცა შსს ამ შემთხვევაზე არ რეაგირებს. შსს-მ რეაგირება მოახდინა თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე. …
რატომ არ დააკავეს, ვინც გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს ელიზბარაშვილი
მუქარის მუხლით დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილი დაპატიმრებულია, მაშინ, როცა, მაგალითად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე მუქარის ფაქტები პროკურატურამ რეაგირების გარეშე დატოვა. თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა დამცველია. ელიზბარაშვილის თქმით, მას პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, დაგვემუქრაო და თამაზ ელიზბარაშვილი მალევე დააკავეს. გელა მთივლიშვილი კი „მთის ამბების“ ჟურნალისტია. ის არაერთხელ გახდა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის და მუქარის ობიექტი. მაგალითად, გელა მთივლიშვილს დაემუქრნენ …
Continue reading “რატომ არ დააკავეს, ვინც გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს ელიზბარაშვილი”
„კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული პირების საქმე – სასამართლო განხილვა განახლდა
დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული 15 პირის საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის …
„ჩანთა წაართვეს, ტელეფონები, ფული“ – შსს ვერსიით, ბათუმში კაცი გაძარცვეს დღისით და ჯგუფურად
„ხუთივეს დაკავება უკანონოა, მოსამართლის განჩინების გარეშე დააკავეს,“ – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ საქმეზე, რომელიც ბათუმში მომხდარ ძარცვას ეხება, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის ეს განცხადება არ შეიმჩნია. ეს ამბავი 2026 წლის 8 ივლისს, საღამოს რვის ნახევარზე მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ჯავახიშვილის და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში ფეხით მიმავალ კაცს 5 პირი თავს დაესხა, სცემა და …
9 ტყვია ესროლა და 5 მოხვდა – ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმე
დღეს, 2 სექტემბერს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა დავით ბ. და გიორგი შ. მათ პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობას [სსკ-ის 19, 109] ედავება, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას [სსკ-ის 236-ე მუხლი]. საუბარია 2026 წლის 22 ივლისს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე: ქუჩაში მყოფ 31 წლის კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან 9-ჯერ ესროლეს. დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. „ბათუმელების“ …
„უკრაინამ კუპიანსკიში კონტრშეტევა დაიწყო“ – ინტერვიუ გენერალთან
„მობილიზაციის შიში იმდენად დიდია, რომ წარმოიდგინეთ, როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, მარტო ერთ დღე-ღამეში საქართველოში 20 ათასამდე კაცი გადმოვიდა,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე და აქვე გვიზიარებს, ეს სადღაც 6 ქართული ბრიგადა გამოდის, ან სრულყოფილი 4 ბრიგადაო. „ერთი მესამედიც რომ ვიანგარიშოთ, რადგან იქ ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, გამოვა, რომ ორ-სამ ბრიგადამდე შემოვიდა ერთ ღამეში …
Continue reading “„უკრაინამ კუპიანსკიში კონტრშეტევა დაიწყო“ – ინტერვიუ გენერალთან”
მზია ამაღლობელის საქმის ცრუმოწმე პოლიციელი გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის უფროსად დანიშნეს
გოჩა ვანაძე შუახევის პოლიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშნეს. მანამდე იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკადრო ცვლილება 2 თვის წინ განხორციელდა. გოჩა ვანაძის სახელი და გვარი ცნობილი „მზია ამაღლობელის საქმიდან“ გახდა – გოჩა ვანაძე ამ საქმის ერთ-ერთი ცრუ მოწმე პოლიციელია. იგი ირაკლი დგებუაძის მოადგილე იყო, როცა …
რუსებს ბანკებიდან თანხები გააქვთ, როგორ აისახება ეს ომზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან
„სამწუხაროდ, ეს საგანგაშო მაჩვენებელი არ არის, თუმც გამოკვეთილი ტენდენციაა, რომ იზრდება თანხების გამოტანა და ეს ძალიან მზარდი პროცესია. ჯერჯერობით არ არის საბანკო პანიკა, თუმცა დასავლურმა გამოცემებმა ამ პროცესს დაარქვეს „ნელი საბანკო პანიკა“ [Slow-motion bank run],“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომისტი ზაზა ბროლაძე. მას რუსეთში ბანკებიდან მასობრივად თანხების განაღდებაზე ვესაუბრეთ: რა დაეტყო უკვე რუსეთის ეკონომიკას და საითკენ …
Continue reading “რუსებს ბანკებიდან თანხები გააქვთ, როგორ აისახება ეს ომზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან”
ბათუმში აქციის მონაწილეებზე იძალადეს – „რატომ ამბობთ, რუსეთი ოკუპანტიაო“
დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმში პროევროპული აქციის 2 მონაწილეს გამვლელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციაზე გადაღებული ვიდეო მასალით ჩანს, რომ გამვლელი აგინებს და ემუქრება აქციის მონაწილეებს. „ჩამოარეს და მითხრეს, რატომ ამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტიაო… შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს,“ – ამბობს აქციის მონაწილე დარიკო ჩიტაძე, რომელიც დღევანდელ აქციაზე პლაკატით იყო მისული: „რუსეთი ოკუპანტია“. მას და აქციის …
Continue reading “ბათუმში აქციის მონაწილეებზე იძალადეს – „რატომ ამბობთ, რუსეთი ოკუპანტიაო“”
რუსული რეჟიმის განმტკიცება ევროსასამართლოს პრაქტიკის გამოყენებით – რას წერს მოსამართლე ცეკვავა
„როგორც კი ტელეფონი ავიღე ხელში, მაშინვე დავწერე ეს… გამოსავალი არის დაუმორჩილებლობა“ – უთხრა ბათუმელებს ვახო სანაია. ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, 2026 წლის 22 ივლისს, ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ფეისბუქპოსტის გამო ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დააპატიმრეს შალვა პაპუაშვილის და ლადო ბოჟაძის შესახებ დაწერილი ფეისბუქპოსტების გამო. „ოცნების“ ხელისუფლებამ …
სად გადადიან აჭარის სამინისტროები – შენობა ავარიულია და მას ცლიან
ბათუმში, მამია კომახიძის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში მდებარე აჭარის მთავრობის შენობაში სამი სამინისტრო: ჯანდაცვის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის აღარ დაგხვდებათ. ადმინისტრაციულ შენობას სამივე სამინისტროს თანამშრომლები ცლიან. ისინი სხვადასხვა შენობაში ნაწილდებიან. „ეს შენობა ავარიულია, შენობის დაცლა დაწყებულია… განიხილება ალტერნატივები,“ – უთხრეს დღეს, 25 აგვისტოს „ბათუმელებს“ აჭარაში „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესცენტრში. აქ დაგვიდასტურეს ინფორმაცია, რომ სამინისტროები სხვადასხვა …
Continue reading “სად გადადიან აჭარის სამინისტროები – შენობა ავარიულია და მას ცლიან”
რატომ აღარ საუბრობს პუტინი ბირთვულ იარაღზე, რა შეიცვალა – ინტერვიუ
„ჯერჯერობით ბირთვული შეკავება მუშაობს და ამ ზღვარზე რაღაცნაირად არ ვართ მისული… მეორე მხრივ, არაფრისგან არ ვართ დაცული. რა წამში შეიძლება გამწვავდეს და ესკალაცია მოხდეს ამ პროცესების, ეს ძნელი სათქმელია,“ – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე, იგი ბირთვული გაუვრცელებლობის და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტია. რა იცვლება ბირთვული სახელმწიფოების ბირთვულ არსენალში და რამდენად იცავს რუსეთი ამ კუთხით არსებულ საერთაშორისო შეთანხმებებს? – „ბათუმელებმა“ …
Continue reading “რატომ აღარ საუბრობს პუტინი ბირთვულ იარაღზე, რა შეიცვალა – ინტერვიუ”
„პარანოიდული შიში ყველასა და ყველაფრის მიმართ“, ანუ რა ხდება ივანიშვილის კარზე – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან
„აქ არის ერთადერთი ახსნა ჩემთვის: ივანიშვილი იბრძვის – ეს არის მისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანა – გადარჩენისთვის. ივანიშვილს არც ქვეყნის შიგნით და მით უფრო ქვეყნის გარეთ არ აქვს მისთვის სასურველი გარემო – ყველგან ფეთქებადსაშიში ვითარება აქვს,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი. მას დღეს, 23 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე ვესაუბრეთ: რას აჩვენებს ეს ამბავი …
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს – მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტებზე. საუბარია თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც უკვე არიან დაკავებულები ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა მაღალჩინოსნები. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, …
1 თვის წინ დააგეს ჩვენს ქუჩაზე ასფალტი, რატომ თხრიან ხელახლა? – ბათუმის მერიის პასუხი
„დაახლოებით ერთი თვის წინ დააგეს აეროპორტის გზატკეცილზე ახალი ასფალტი, როგორც იქნა, სრულად და დაასრულეს სამუშაოები, რატომ თხრიან ხელახლა?“ – კითხულობს მოქალაქე, რომელიც ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობს. ირკვევა, რომ აეროპორტის გზატკეცილზე ამჯერად ტროტუარებს აწყობენ, ასევე ამოტეხილია ავტომანქანის სავალ ნაწილზე ახალი ასფალტის საფარის ნაწილი. „აეროპორტის გზატკეცილზე დაგებულია ორი ფენა ასფალტის საფარი და მესამე ფენისათვის მიმდინარეობს წყალარინების ჭების …
ზუგდიდში სამი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდში, სოფელ ყულიშკარში სამი და სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედრები სახლში მეზობელმა იპოვა. პირველადი ინფორმაციით, დების გარდაცვალების მიზეზი კვებითი ინტოქსიკაცია გახდა. გარდაცვლილი დები 60 წლამდე ასაკის არიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ბათუმში 22 წლის კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს
დღეს, 23 აგვისტოს ბათუმში ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვაში იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს იმ ახალგაზრდა კაცის ცხედარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ბათუმში ეძებდნენ. დაწყებულია გამოძიება. „ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
რა ღირს ახალი თხილის ჩაბარება ბათუმის ბაზარში
ბათუმის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ახალ თხილს დაახლოებით 5 ლარად შეიძენთ. რაც შეეხება ჩაბარებას, ახალი თხილის ჩაბარების საშუალო ფასი 3-3.5 ლარია, თუმცა შესაძლოა მეთხილემ კილო თხილში ეს ფასიც ვერ აიღოს, თუ თხილის ჩამბარებელი შემთხვევითობის პრინციპით რამდენიმე თხილს გატეხს და აღმოჩნდება, რომ ნაყოფი გაფუჭებულია. მეთხილე 3 ლარს კილო თხილში იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ თხილი სრულიად საღია. „3 …
Continue reading “რა ღირს ახალი თხილის ჩაბარება ბათუმის ბაზარში”
ბათუმში გარდაცვლილი 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ძმა მკვლელობის მუხლით ითხოვს გამოძიების დაწყებას
„ვითხოვ შეიცვალოს საქმეზე კვალიფიკაცია – ეს იყო სავარაუდოდ მკვლელობა და არა თვითმკვლელობა და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მის სექსუალურ ორიენტაციასთან“, – ამბობს კუზმა იაკიმეცი, იგი ბათუმში, მამია კომახიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი ტრანსგენდერი კაცის ძმაა. 21 წლის ბიჭის ცხედარი კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში, 2026 წლის 15 აგვისტოს პოლიციელებმა მას შემდეგ იპოვეს, როცა ამ კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა …
„ოცნება საარჩევნოდ 15 კვადრატის დამატებას დაგვპირდა და გადაგვაგდო“ – რას ჰყვებიან „შანხაის“ დასახლებაში
„ჩემი ბინა 50 კვადრატული მეტრია, ვითხოვდი მინიმუმ 15 კვადრატულის დამატებას, რაზეც უარი გვითხრეს. ამიტომაც ვთქვით უარი ახალ კორპუსზე,“ – ამბობს ბათუმში, ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ მცხოვრები ნაზიბროლა ესებიძე. მის სამეზობლოშიც სხვა ოჯახებსაც უარი უთქვამთ მერიისთვის ე.წ. სოციალურ სახლზე. ბათუმის მერიამ „შანხაის დასახლებაში“ ბიუჯეტში გათვალისწინებული 2 კორპუსიდან მხოლოდ ერთი ააშენა, მეორეს – აღარ აშენებს. „ობიექტურ მიზეზად“ მერია …