პროკურატურა ლეოგრანდის საქმეზე: ხანძარი ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდის” საქვაბე ოთახში ჩაუმქრალმა სიგარეტმა ან ასანთმა გამოიწვია…” – ეს ფრაზა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა საბრალდებო დასკვნიდან ამოიკითხა. „ლეოგრანდის საქმეზე“ დღეს, 29 მაისს, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არსებითი განხილვა დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც …

სუს-ის მაღალი თანამდებობის პირი ქობულეთის მერიაში გადავიდა სამუშაოდ

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი უფროსი ეყოლება. ამ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მინდია რომანაძემ გაიმარჯვა. მინდია რომანაძე აქამდე ანტიკორუფციულ სააგენტოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ანტიკორუფციული სააგენტო სუს-ის სტრუქტურული ერთეულია. კონკურსში მონაწილეობის სურვილი ათ ადამიანს ჰქონდა. გასაუბრების ეტაპზე კომისიამ მხოლოდ ორი კონკურსანტი გადაიყვანა – მინდია რომანაძე და გიორგი ლილუაშვილი. „მაგრამ გიორგი ლილუაშვილი გასაუბრებაზე აღარ მოვიდა. ჩვენთვის უცნობია, რატომ …

12, 13 და 14 წლის მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

პედოფილიაში ბრალდებულ 60 წლის კაცს ხელვაჩაურის სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლების მიხედვით. ეს მუხლები 16 წლამდე მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას, …

პედოფილია – სამ მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს

აჭარაში პედოფილიის შემთხვევა დაფიქსირდა. მოსამართლე დავით გელაშვილი დღეს განიხილავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების პრესცენტრის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს 60 წლამდე მამაკაცი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე …

ჰოსპიტალი: დაჭრილი ქალი რეანიმაციაშია და მის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, დღეს, 27 მაისს, დანით დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქალს ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, იგი რეანიმაციაშია მოთავსებული და მის გადასარჩენად ექიმები ყველაფერს აკეთებენ. ახალგაზრდა ქალი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში შუადღისას დაჭრეს. ქალს თან მცირეწლოვანი შვილი ახლდა. დაჭრილ ქალი ორი შვილის დედაა. დანაშაულის ადგილზე …

ბათუმში 30 წლის ქალს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ქალს სხეულზე სავარაუდოდ დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 30 წლის ქალი ექიმებმა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას გონება დაკარგული არ ჰქონდა. აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის თქმით, მცირეწლოვან შვილთან ერთად მყოფ ახალგაზრდა ქალს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში დაესხნენ თავს.

ბათუმის სასამართლოში საქმეების უმეტესობა საპროცესო შეთანხმებით დასრულდა

2018 წლის პირველ ოთხ თვეში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 365 სისხლის სამართლის საქმიდან უმეტესობა – 209 საქმე, საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ამავე პერიოდში სასამართლომ 152 საქმე განიხილა არსებითად. საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა, ბრალდებულმა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი აღიაროს. მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, სასამართლო საქმეს არსებითად აღარ განიხილავს. საპროცესო შეთანხმების სიხშირე წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მართლმსაჯულების მნიშვნელოვან პრობლემად იყო მიჩნეული. …

პირველი არხის ჟურნალისტი, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულზე დააკავეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. „ბათუმელებს“ ეს ინფორმაცია პირველი არხის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დაუდასტურა. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ნოდარ ჩაჩუა გუშინ ღამით დააკავეს და ეს არ უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას. „მე ვიცი მხოლოდ ის, რომ დააკავეს წუხელ ღამით, სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ჩემთვის არ არის ცნობილი, რა მუხლით არის დაწყებული …

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ანბანის კოშკთან, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყო. ნებისმიერ მსურველს საღამოს რვა საათამდე ტექნიკის დათვალიერების საშუალება აქვს. გამოფენა აქვს ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. ანბანის კოშკთან ასევე შეგიძლიათ 1918–1921 წლების ამსახველი ფოტოგამოფენის ნახვა.        

ნოდარ და მაია ნათაძეები დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერ ბაბუს კალთაში – პოლიტიკურ თაობათა სიახლოვე

ბაბუა, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, გრიგოლ ნათაძეა – მან ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. ბაბუას კალთაში შვილიშვილები უზის – ნოდარ და მაია ნათაძეები. მათ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მოაწერეს ხელი. საოჯახო ფოტო 1930 წელს არის გადაღებული. გრიგოლ [გიგო] ნათაძე ქართველ ესერთა პარტიის ერთ-ერთ …

პირველი პარლამენტის დეპუტატი ქალი, რომელიც დახვრიტეს

მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოცხადდა – 1918 წლის 26 მაისს, პირველ პარლამენტში ხუთი დეპუტატი ქალი აირჩიეს, მათ შორის, იყო ანა სოლოღაშვილი. ანა სოლოღაშვილი 1882 წელს დაიბადა, თფილისის გუბერნიის გორის მაზრის სოფელ მეჯვრისხევში, დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1903 წლიდან ანა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო. 1912 წლის 16 აგვისტოს ანა სოლოღაშვილი დააპატიმრეს „არსებული …

საზეიმო მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე [ფოტო]

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ბათუმში ცენტრალური პარკიდან დაიწყო. აქ ფესტივალ „ოქროს დელფინის“ მონაწილეების შეიკრიბნენ და მემედ აბაშიძის გამზირი სიმღერით ჩაიარეს. მსვლელობის დროს სხვადასხვა ენაზე ისმოდა შეძახილი – საქართველო. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები ანბანის კოშკთან უკვე დაიწყო.            

რატომ აძლიერებს ხელისუფლება რადიკალურ ჯგუფებს

რადიკალური და ფაშისტური ჯგუფები თუკი აქამდე მხოლოდ სოციალურ ქსელში აქტიურობდნენ, სიძულვილის მაჩვენებელ სტატუსებს აქვეყნებდნენ და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ, დღეს ისინი ღიად ესხმიან თავს ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების დაცვას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ. რამ განაპირობა რადიკალური, ფაშისტური საზოგადოებრივი ჯგუფების გააქტიურება და როგორ უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპი არ დაირღვეს, ხოლო ფაშისტურმა ჯგუფებმა არ ჩათვალონ, რომ …

როდის ატარებს ბათუმის მერია ხალხის გამოკითხვას

„კორპუსებს შორის რომ მიწა გაყიდეს ბათუმში, მაგაზე ჩაეტარებინათ გამოკითხვა,“ – ამბობს იურისტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. მას, როგორც აქტიურ მოქალაქეს ვკითხეთ, რა ჩანს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებიდან, როცა ის ზოგჯერ კონკრეტულ საკითხებზე ინტერნეტ გამოკითხვას ატარებს. ბოლო ასეთი გამოკითხვა ბათუმის მერიამ მუნიციპალური ავტობუსის ფერის შესარჩევად გამოაცხადა. „რა ფერის მუნიციპალურ ავტობუსს ისურვებდით ჩვენს ქალაქში?“ მერიამ ოფიციალურ …

აჭარის განათლების სამინისტრომ 2016 წლის კონკურსის მონაწილე 148 პირი დაიბარა

აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლო დავა ყოფილმა თანამშრომელმა – ნანა შავაძემ მოუგო. საქმე 2016 წელს ჩატარებულ კონკურსს ეხება, რომელიც სასამართლოს შეფასებით, უკანონოდ ჩატარდა. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განათლების სამინისტროში საკონკურსო კომისია შეიკრიბა და 148 პირის გასაუბრებაზე ხელახლა დაბარება გადაწყვიტა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ორი წლის წინ სამინისტროს კონკურსში გასაუბრება გაიარეს. კონკურსის ყოფილ მონაწილეებს შეტყობინება …

„აჭარის ტელევიზიის“ კამერა ქორწილში – მხარეთა არგუმენტები სასამართლოში

„ეს ვიდეოკამერა ნათია კაპანაძეს ან ვინმეს კი არ ეკუთვნის, ვინც ტელევიზიაში მუშაობს, არამედ ეს არის ქართველი ხალხის საკუთრება. ამიტომაც უჭირს ქართველ ხალხს სახელმწიფოს აშენება, რომ არსებობს დამოკიდებულება: რა უჭირს, სახელმწიფო ქონებაა და გამოვიყენებ, გადავიღებ ქორწილს, რა მოხდა მერე…“ – აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ნათია წკეპლაძემ, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის …

ქობულეთში ქარსაფარ ზოლში ხეებს ბელავენ

ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზის გასწვრივ ქარსაფარ ზოლში ხეებს ბელავენ. სოციალურ ქსელში გამოითქვა მოსაზრება, რომ ქარსაფარ ზოლს ანადგურებენ, რადგან იგი ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის მორიგი ხის გადატანას. ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ მხოლოდ ქარსაფარი ზოლის ხეების გადაბელვა ხორციელდება. „ეს არის გეგმიური სამუშაო, რასაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი აკეთებს. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს,“ – გვითხრა ზაზა კაიკაციშვილმა, ქიბულეთის მერიის …

აქციის მონაწილე ჩაქვში: ივანიშვილის ხეს არ გავატარებთ, ვიდრე გზას არ გაგვიკეთებენ

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ჩაქვიდან დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხის გადატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქამდე ხეების გადატანის შედეგად საავტომობილო გზა დაზიანდა, მის აღდგენას კი არავინ აპირებს. „ბოლო ორი ხე დარჩა გადასატანი. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ დაზიანებულ გზას გააკეთებდნენ, მაგრამ დღეს კომპანია გვეუბნება, რომ გზის აღდგენა მისი ვალდებულება არ არის. …

მოსამართლემ ბრალდებულს პროკურორის კრიტიკის უფლება არ მისცა – მიქაუტაძის საქმე

ბრალდებულ თამარ ხაჭაპურიძეს დღევანდელ სხდომაზე მაშინვე შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლემ, როცა მან პროკურორის კრიტიკა დაიწყო. “პროკურორმა წინა სხდომაზე იცრუა, რომ…” – დაიწყო სკაიპჩართვაზე ბრალდებულმა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება. მოსამართლე: “ქალბატონო თამარ, თქვენ საიდან იცით, რა არის სიცრუე? თქვენ დაადგინეთ?… პროკურორის შეფასების საშუალება თქვენ გექნებათ დასკვნითი სიტყვის დროს”. გამოძიება თამარ ხაჭაპურიძესა და მის მეუღლეს, კახაბერ ხაჩიძეს, მოსამართლის …

თამარ კორძაია ქურდობის გაზრდილ მაჩვენებელზე: ხელისუფლება გზებს არ უკეტავს ქურდებს

ქურდობის მაჩვენებელი იზრდება, მცირდება – დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი. ბოლო მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით ქურდობის შემთხვევები 65 პროცენტით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, წელს აჭარაში, პირველ სამ თვეში, ქურდობის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. რა უწყობს ხელს ქურდობის ფაქტების ზრდას და რა ჩანს ჩინოვნიკების კომენტარებიდან, როცა ისინი კრიმინალის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ? – „ბათუმელები“  „რესპუბლიკური პარტიის“ …

როდისაა დასაშვები გვამზე მუშაობა – ცვლილება კანონში

გვამებზე სასწავლო და სამეცნიერო  მუშაობის კუთხით კანონმდებლობა შეიცვალა. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს უკვე აქვთ უფლება, უპატრონო გვამთან იმუშაონ, ასევე სხვა ქვეყანაში შეიძინონ გვამი და საქართველოში შემოიტანონ. აქამდე უმაღლეს სასწავლებლებს ამის უფლება არ ჰქონდათ.  „უპატრონოობის დადგენიდან 1 თვის ვადაში გადაეცემა გვამი სასწავლო დაწესებულებას. სასწავლო წელი უკვე სრულდება. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენ შემოვიტანთ გვამს,“ – ამბობს ლეილა ახვლედიანი, …

ქურდობის მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, აჭარაში სამჯერ გაიზარდა

413 ქურდობის შემთხვევა აჭარაში 2018 წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქურდობის 142 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქურდობის მაჩვენებელი აჭარაში სამჯერ არის გაზრდილი პირველი სამი თვის მდგომარეობით და გასულ წელთან შედარებით. ქურდობის მუხლით არსებული სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოაწოდა. ამ უწყებას ასევე ვთხოვეთ ინფორმაციის მოწოდება …

მოტობლოკებს აღარ შემოვიტანთ, იქნება სათიბელა და შესაწამლი აპარატები – ინტერვიუ მინისტრთან

„წინა წელს ხულოდან ჩავედი ბათუმში, სამინისტროში. განცხადება დავწერე, მოტობლოკი მინდოდა. მერე სოფლის რწმუნებულმა მითხრა, აღარ ფინანსდება ეს მოტობლოკებიო. წელს არაფერი აღარ მომითხოვია, არ დამიწერია განცხადება. არ აქვს აზრი და იმიტომ,“ – ეს ხულოში მცხოვრებმა ფერმერმა გვითხრა. ფერმერები „ბათუმელებს“  საგაზაფხულო სამუშაოებზე ესაუბრნენ, იმაზე, თუ როგორ ეხმარება სახელმწიფო გლეხს საგაზაფხულო სამუშაოების დროს. ფერმერები ამბობენ, რომ „სოფელი მთავრობას არ …

ქუჩაში წართმეული 19 ათასი ლარი – ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ძარცვაში ბრალდებული მერაბ კ. თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძისგან გამამართლებელ განაჩენს ელის. შემთხვევა ბათუმში, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან ახლოს, დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. დაზარალებული ქალის ჩვენებით, ღამით მას და მის შვილს ახალგაზრდა ბიჭი თავს დაესხა და ხელიდან პარკი ძალით წაართვა. ქალის თქმით, მას პარკში საფულე ჰქონდა, რომელშიც ზუსტად 19 ათასი …

სასჯელი ცოლის ცემისთვის და სიმამრის ტელევიზორის დაზიანებისთვის

 მოსამართლე დავით მამისეიშვილმა რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ე.ჰ.-ს. მას ოჯახში ძალადობას, ასევე, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებოდა გამოძიება. გამოძიების ვერსიით, 2018 წლის 3 იანვარს ბრალდებულმა ქობულეთში, საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლის მამას განზრახ დაუზიანა ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე. სამართალდამცველებმა ე.ჰ. 6 იანვარს დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მსჯავრდებული 4 თვეს  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში …

მოსამართლის ჩარევის შედეგად, ექსპერტიზის გამქრალი დასკვნა „მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება

არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ბავშვზე მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დასტურდება, „გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაუბრუნდება. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მისი სიცოცხლის ხელყოფის მუქარას გამოძიება 13 წლის არასრულწლოვნის მშობლებს – თამარ ხაჭაპურიძესა და კახაბერ ხაჩიძეს ედავება. საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების, თამარ ხაჭაპურიძისა …

სოციალური შემწეობის მიღება სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ მცხოვრებ ადამიანებსაც შეეძლებათ

სოციალური შემწეობის მიღების უფლება იმ ოჯახებსაც ექნებათ, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში უკანონოდ ცხოვრობენ – გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. მოსარჩელე თამარ თანდაშვილმა სადავოდ გახადა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება, რომლის თანახმად, „პირი ვერ დარეგისტრირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ იგი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და ამ ფართის კანონიერი …

„ჩემი მეუღლე ჯერ არ ჩამირთავს“ – რას უპირებს ინფექციური საავადმყოფოს ახალი დირექტორი ექიმებს

„ჯერ ჩემთან მოვიდნენ და დამელაპარკონ, ჟურნალისტებთან რომ მორბიან,“ – ეს რეაქცია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ახალ დირექტორს, ციური აბულაძეს ჰქონდა. მას ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ექიმის თქმით, საავადმყოფოში მუშაობის ახალი განრიგი დაწესდა და ვინც დამატებით ვერ იმუშავებს, მას ანაზღაურება შეუმცირდება, ხოლო საქმეს ახალი თანამშრომლები გააკეთებენ. ციური აბულაძე ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორად პირველ …

როგორ უთვალთვალებენ ჩვენს მიმოწერებს ინტერნეტში – სააგენტოს განმარტებები სასამართლოში

როგორ აკვირდებიან მიმოწერას ინტერნეტში – ეს სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელმა აღწერა. ამ სააგენტოს სუსი აკონტროლებს. საკონსტიტუციო სასამართლო “ფარული მოსმენების საქმის” არსებით განხილვას განაგრძობს. მოსამართლე თემურ ტუღუშმა სააგენტოს წარმომადგენელს ჰკითხა, რატომ შეიძლება იყოს გამართლებული თვალთვალი ინტერნეტმიმოწერის დროს. “თქვენ აღნიშნეთ, რომ ამ კუთხით მუშაობა მაინცადამაინც ტექნიკურად ეფექტური არ არის,” – თქვა მოსამართლემ. “არ მითქვამს, რომ …

ომბუდსმენი მოსმენებზე: სუს-ის უფროსს გავლენა აქვს იმ სააგენტოს უფროსზე, რომელიც გვისმენს

„ფარული მოსმენების საქმეზე“ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს, 10 მაისს, არსებითი განხილვა დაიწყო. სასამართლო დარბაზში სუს-ის და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლები ელიან, როდის მოვა მათი დრო და რას ჰკითხავენ მოსამართლეები მათ. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ის ორგანოა, რომელიც ფარულად გვისმენს და მისი კონტროლის ბერკეტები სუს-ს აქვს. “დღეს სუს-ის უფროსი წყვეტს მისთვის სასურველი სააგენტოს უფროსის ვინაობას. სუს-ის უფროსს პირდაპირი გავლენა …

არის თუ არა დანაშაული, როცა მოქალაქე სხვა პირს ფარულად იწერს – იურისტის განმარტება

„აქით ხომ არ მომედავება პროკურატურა, თუკი მას ფარულ ჩანაწერს მივაწოდებ?“ – კითხულობს მოქალაქე, რომელიც პროკურატურისთვის სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას აპირებს. მოქალაქე ამბობს, რომ მან ტელეფონის ხმის ჩამწერი პროგრამის გამოყენებით ჩაიწერა საუბარი, რაც სავარაუდო თაღლითობის შემთხვევას აღწერს. ფარულად საუბრის ჩაწერა დანაშაულია. დანაშაულია ამ საუბრის გამოქვეყნებაც, თუმცა არსებობს გამონაკლისი – თუკი თქვენ დანაშაულის მხილებას ცდილობთ, …

პატარაძის თქმით, აჭარაში ახალი სამინისტროების შექმნის საკითხს აქტიურად განიხილავენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ მთავრობა აქტიურად განიხილავს ახალი სამინისტროების შექმნის საკითხს. აჭარის ახალი კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო. კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი, აჭარის რეგიონში ახალი სამთავრობო უწყებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. რომელი სამინისტროების შექმნას აპირებს აჭარის მთავრობა – ამ თემაზე „ბათუმელებმა“ შეკითხვა ზურაბ პატარაძეს გმირთა ხეივანში დაუსვა, სადაც აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარემ მეორე …

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი: ევროპა იხსნის საქართველოს

„რასაკვირველია, ევროპაშია საქართველოს მომავალი,“ – ამბობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო ტაბაღუა. მას ბათუმში, გმირთა მოედანზე ვესაუბრეთ, სადაც დღეს ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს. ომის ვეტერანებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს მეორე მსოფლიო ომის წლები. მოედანზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გეორგიევსკის ლენტებიც ეკეთათ და რუსეთის მიმართ ნოსტალგიას ღიად გამოხატავდნენ. ომის ვეტერანს, სერგო ტაბაღუას, „ბათუმელები“ ესაუბრა არა წარსულზე, …

სადავო ფარული ჩანაწერი – ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის საქმე

„თუკი სასამართლო დაუშვებლად არ ცნობს ამ სატელეფონო ჩანაწერს, ეს იქნება ფარული მიყურადების წახალისება. ფარული მიყურადება დანაშაულია,“ – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ მოსამართლე ლევან გელოვანს. სატელეფონო ჩანაწერი მთავარი მტკიცებულებაა ბათუმში „ორი ბიჭის მკვლელობის საქმეში“. ამ საქმეზე დღეს, 8 მაისს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად …

ცოლის ცემაში ბრალდებული სასამართლოში მხოლოდ ცოლის დაკითხვას ითხოვს

“ჩვენ უდავოდ მივიჩნევთ ყველა მტკიცებულებას. მხოლოდ დაზარალებულის, ანუ ბრალდებულის ცოლის დაკითხვას ვითხოვთ,” – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ადვოკატმა როინ სალუქვაძემ. ის ლევან ჩ.-ს ინტერესებს იცავს, რომელსაც ოჯახში ძალადობა ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, ლევან ჩ.-მ 12 აპრილის საღამოს სახეში რამდენჯერმე გაარტყა ქალს, ვისთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. ცემას ქალის მცირეწლოვანი შვილებიც შეესწრნენ. “თავს დამნაშავედ ვცნობ,” – თქვა …

მოიტყუა თუ არა შსს-მ ბათუმში, სავალუტო ჯიხურში შეიარაღებული პირის დაკავებაზე

შაბათს, 4 მაისს, შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ყაჩაღობაში ბრალდებული ბათუმში „ცხელ კვალზე დააკავეს“. თვითმხილველების თქმით კი, ბრალდებული სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა“, – ამ სათაურით გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ბათუმში, სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის …

Exit mobile version