ქობულეთის მერიას მუსლიმთა პანსიონის გამო სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა

სასამართლოს გადაწყვეტილების, დისკრიმინაციის დადგენის და სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, ქობულეთში მუსლიმი თემი საკუთარი პანსიონით ისევ ვერ სარგებლობს. საუბარია პანსიონზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა 2014 წელს საპროტესტო აქციებს მართავდა და შესასვლელ კარზე ღორის თავი მიაჭედეს. ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ 2016 წლის 19 სექტემბერს ქობულეთის პანსიონის საქმეზე დისკრიმინაციის ფაქტი …

რა უნდა მივიჩნიოთ დიდი ოდენობის ნარკოტიკად – „თეთრი ხმაურის“ ახალი სარჩელი

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მორიგი სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს, 20 ივნისს, დაიწყო. ამ შემთხვევაში სადავო ნარკოტიკული საშუალების ოდენობაა – კანონი ერთ გრამამდე ნარკოტიკს „დიდ ოდენობად“ მიიჩნევს. მოსარჩელეები ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი არიან. ისინი 2016 წელს გაასამართლეს „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების“ შეძენა-შენახვის გამო. „დიდი ოდენობა“ ერთ შემთხვევაში 0,00000126, მეორეში – 0,0003 გრამი მეტამფეტრინია …

ქობულეთში მოკლული პოლიციელი დღეს დაკრძალეს

ქობულეთში 15 ივნისს მოკლული პოლიციელი – ბუტა ანთაძე დღეს დაკრძალეს. ცერემონიალს ათობით პოლიციელი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალური ვერსიით, პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. პოლიციელის ცხედარი დილიდან ქობულეთის ცენტრალურ ტაძარში იყო დასვენებული. დაკრძალვამდე ბუტა ანთაძის ცხედარი ქობულეთის პოლიციის შენობის წინ, შემდეგ კი მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების შენობის ეზოში შეაჩერეს. ბუტა ანთაძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი …

რატომ წყვეტენ სწავლას ბოშა გოგოები

ნინა მელემედოვა ერთ-ერთია ბოშა გოგოებს შორის, რომელიც სკოლაში აღარ დადის. მისი თანაკლასელები ახლა მეცხრე კლასს ასრულებენ. ნინა სკოლაში იშვიათად ჩნდება. ეს მაშინ ხდება, როცა უბანში ვინმე ჩამოივლის და იტყვის, სკოლის უკან, სტადიონზე, ფეხბურთის თამაში იქნებაო. ნინა მეორე წელია ფეხბურთს თამაშობს. ნინას სკოლაზე საუბარი უჭირს. სახლში მისულებს გვითხრა, სკოლაში მოვალ და იქ დავილაპარაკოთო. ქვეყნის მასშტაბით ბოშები …

პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული: ნასვამი ვიყავი, ვუსამძიმრებ ოჯახს

“ნასვამი ვიყავი… სამწუხარო ტრაგედია მოხდა, ვუსამძიმრებ ოჯახს. ავღელდი და დავარტყი, არ მინდოდა მისი მოკვლა, შეშინება მინდოდა,” – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა ბესო ტაკიძემ მოსამართლეს. მას ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მკვლელობა ედება ბრალად. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბესო ტაკიძეს წლების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციის უფროსის – ბუტა ანთაძის მიმართ. 2014 და 2015 წლებში …

4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლეს: სამუდამო პატიმრობას მომისჯით?

4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ საირახონ მირბობოიევას მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობაში დარჩენა თავად ბრალდებულმაც ითხოვა. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებული მიმდინარე წლის 11 მაისიდან ცხოვრობს ბათუმში. ის უზბეკეთიდანაა და აეროპორტის დასახლებაში უზბეკ ნათესავთან ერთად ცხოვრობდა. მოკლული ბავშვი სწორედ ამ ნათესავის შვილია. ბავშვის დედა თურქეთში აპირებდა გადასვლას და რამდენიმე დღეში უკან დაბრუნებას. 4 წლის გოგოსთვის …

ვინ მიიღებს ხე-ტყეს სამასალედ – „კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს“

ვის გამოუყოფენ ტყეში ხეებს სამასალედ – ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. მიზეზი მარტივია – არ არსებობს კრიტერიუმი, რომლითაც კონკრეტულ ოჯახს ტყის სპეციალური ფონდიდან სამასალე ხე-ტყეს გამოუყოფენ. ხულოს მერიის შესაბამის კომისიაში კი გვითხრეს, რომ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე კომისია კი არა, მოსახლეობა იღებს. სამასალე ხე-ტყის გამოყოფაზე მოთხოვნას მუნიციპალიტეტები პირველ მაისამდე თავად აყენებენ სატყეო სააგენტოში. „მაგალითად, ქობულეთმა …

სააგენტომ ვაჟა-ფშაველას 13-ს შესაძლოა ძეგლის სტატუსი მოუხსნას

ვაჟა-ფშაველას 13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განიხილავს. სხდომა სააგენტოში გუშინ, 13 ივნისს, გაიმართა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის. მე-19 საუკუნეში აგებული სახლი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, 2015 წლის ნოემბერში უკანონოდ დაანგრიეს. კომპანია „სლავა 2015“ აქ ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავდა. ისტორიული მემკვიდრეობის უკანონო დემონტაჟის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ …

რა მოხდება აჭარის მთავრობაში ქვეყნის მთავრობის გადადგომის შემდეგ

რა იცვლება აჭარის მთავრობაში ქვეყნის მთავრობის გადადგომის შემდეგ – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ სამართლებრივად აჭარაში არაფერი იცვლება. „მთავრობის გადადგომა არ გამოიწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. მთავრობა არის პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული უმაღლესი საბჭოს და პრეზიდენტის წინაშე. ეს კონკრეტული შემთხვევა არ არის საფუძველი მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის,“ – ამბობს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის …

სასამართლოსთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მოწმე და დაზარალებულის შვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ადგილზე მისულ პოლიციელებს კი, დაპირისპირებული პირების დაკავების საშუალება დაზარალებულის ახლობლებმა არ მისცეს. საუბარია ანზორ კონცელიძის მკვლელობის საქმეზე. იგი გასული წლის 4 ნოემბერს ჩაქვში მოკლეს. მკვლელობის საქმეზე სიმონ ავალიანია ბრალდებული. იგი ბრალს არ აღიარებს. საქმეს მოსამართლე ლევან …

პროკურატურა: მან წიხლი ჩაარტყა დედას, რომელიც შშმ პირია

21 წლის კახა კ.-ს გამოძიება დედაზე ფიზიკურ ძალადობას ედავება. შემთხვევას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში რამდენჯერმე წიხლი ჩაარტყა დედას ზურგის არეში. ქალს შშმ პირის სტატუსი აქვს. იგი უსინათლოა. დედა-შვილი წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობდა. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ,“ – მიმართა მოსამართლეს კახა კ.-მ. ბრალდებულს დღევანდელ პროცესზე სხვა არაფერი უთქვამს წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. ბრალის …

მკერავების აქცია: გადავკეტავთ ბათუმი-სარფის გზას

ხელვაჩაურში, ახალსოფლის დასახლებაში, მკერავები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამკერვალო ფაბრიკის ხელმძღვანელებისგან ბოლო სამი თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. სამკერვალო ფაბრიკა ხელვაჩაურში რამდენიმე დღის წინ დაიხურა. იგი თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც ფაბრიკის თანამშრომლებს ამ დრომდე არ შეხვედრია. „ისინი მთავრობას სთხოვენ რეაგირებას. თუ არც ხელისუფლება მიაქცევს ყურადღებას ამ ადამიანებს, მკერავები ბათუმი-სარფის გზას გადაკეტავენ,“ – ამბობს ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ …

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსიაში შეხვედრებს მართავს უსაფრთხოების საკითხებზე

სახანძრო და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსში შეხვედრებს მართავს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლადო მგალობლიშვილი ბელორუსიის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილეს გენადი ლასუტას და მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტის რექტორს, ივან პოლევოდას შეხვდა. რატომ მართავს ბელორუსში უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე? – დეპუტატს „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ …

ტრეფიკინგში ბრალდებული: ალკოჰოლის დალევას ვუშლიდი და ამიტომ მიჩივლა

ტრეფიკინგში ბრალდებული გ.ს. დღეს, 12 ივნისს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქეა. მას შემდეგ, რაც პოლიცია მისი საქმით დაინტერესდა, ის ბათუმიდან გაუჩინარდა. გ.ს. დაახლოებით ერთი თვის წინ, ახალციხეში დააკავეს. ამ საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა ახალგაზრდა გოგო, რომელსაც რესტორანში მიმტანად უნდა ემუშავა. დაზარალებული გოგოს თქმით, …

მოქალაქეს, რომელიც პაპუაშვილს ბინას ედავებოდა, სახელმწიფო 399 ათასი ლარის ქონებას გადასცემს 

უზენაესმა სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბინაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. საქმის განხილვა მხარეთა მორიგებით დასრულდა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო როლანდ ბლადაძეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინას [263 კვ.მ]  სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადასცემს. ამ ბინის ღირებულება 399 ათასი ლარია. როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას 2004 წელს ჩამოართვეს საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, …

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკა დაიხურა – მკერავები აქციის გამართვას აპირებენ

ხელვაჩაურში, ახალსოფლის დასახლებაში, სამკერვალო ფაბრიკამ მუშაობა შეაჩერა. ფაბრიკის რამდენიმე თანამშრომლის თქმით, მათ ბოლო სამი თვის ხელფასი არ აუღიათ. სამკერვალოში სულ 35 ადამიანი მუშაობდა. „ბოლო სამი თვე გვატყუებდნენ, მალე იქნება ხელფასიო. საწარმოს „ინსეთ ეშენ ტექსტილი“ ჰქვია და მისი დამფუძნებელი ეროვნებით თურქია, იასინი ჰქვია, გვარი არ ვიცით. გარანტი მე ვარ, რომ აიღებთ ხელფასსო, ასე გვითხრა, მაგრამ აღარ …

ექიმების შავი სია – ახალი ბრძანება

„ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა კვლევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტებს ერთი და იგივე მედიკამენტი აქვთ ხოლმე გამოწერილი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით,“ – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი, ნათია ნოღაიდელი. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტის შემოწმებას და ზოგიერთ შემთხვევაში მათ „დასჯას“ აპირებს.  პირველი ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტროში ახალი მექანიზმი ამოქმედდება. …

რატომ იმატა განქორწინების მაჩვენებელმა – „წამყვანი მიზეზი ღალატია“

განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად იმატებს. სტატისტიკის თანახმად, თუ ათი წლის წინ საქართველოში 3189 ადამიანი განქორწინდა, გასულ წელს განქორწინების 10 222 შემთხვევა დაფიქსირდა. რატომ იმატებს განქორწინების მაჩვენებელი? – ადვოკატები, რომლებიც წლებია განქორწინების დავებში მხარეთა ინტერესებს იცავენ, განმარტავენ, რომ რამდენიმე ახალი ფაქტორი გამოიკვეთა. მათი თქმით, ბოლო დროს ძირითადად ცოლები ითხოვენ განქორწინებას და წამყვანი მიზეზი ღალატი გახდა. ადვოკატი ზაზა …

მღვდელმსახური: სასულიერო წოდების დამადასტურებელი მოწმობის დახევა მომთხოვეს

19 წლის ახალგაზრდა კაცს საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესიის ბიბლიური თავისუფლების 2018 წლის 11 მაისს გამართულ ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით, მიენიჭა მღვდელმსახურის წოდება და უფლებამოსილია იქადაგოს ეკლესიის სახელით. გასულ კვირას, ბათუმის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში ამ ახალგაზრდას – „გირჩის“ მღვდელს უთხრეს, რომ გადაეგდო თავისი წოდების დამადასტურებელი მოწმობა. მას ჯარში გამოუძახეს. „სავარაუდოდ ხელმძღვანელმა მითხრა, …

მოსახლეობამ ხულოში საავტომობილო გზა გადაკეტა

ხულოში, სოფელ ბოძაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი კომპენსაციაა, რომელიც, მოსახლეობის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა გადაეხადა მათთვის. „აქ გადის ხულო-ადიგენის მაგისტრალი. 2016 წელს დაიწერა გასახლების გეგმა, სადაც წერია, ვის რამდენი უწევს კომპენსაცია. მე პირადად დაახლოებით 45 ათასი ლარი უნდა გადამიხადონ, მაგრამ არ მაძლევენ. გზების დეპარტამენტში მითხრეს, რომ ეს მიწები ტყის ფონდს ეკუთვნის, ტყის ფონდმა …

„ქალბატონი ნარგიზა“ – ბოშათა მხარდამჭერი ქობულეთიდან

„ქალბატონო ნარგიზა“ – ასე პირველად მაშინ მიმართეს, როცა 10 წლის წინ ქობულეთში მცხოვრებმა ბოშებმა სკოლაში შვილების მიყვანა გადაწყვიტეს. ამ დროს იგრძნო, რომ ყინული გალღვა… 10 წლის წინ ქობულეთში და არც სხვაგან ბოშები სკოლებში თითქმის არ დადიოდნენ. დღეს ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლაში 75 ბოშა მოსწავლეა. სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე, ბოშებისთვის იგივე „ქალბატონი ნარგიზა“, ამ დასახლებაში 10 …

„ორმაგად გაძლიერებული“ ძალადობის მსხვერპლი ქალები სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე

სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ძალადობის მსხვერპლი ქალები – ყველა თანხმდება იმაზე, რომ ძალადობის მსხვერპლს ეკონომიკური გაძლიერება სჭირდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაზარალებულმა ქალმა დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს და ხელახლა არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი. ეკონომიკური გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია პროფესიული გადამზადება, თუმცა სახელმწიფო ფონდისგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თავშესაფარში მყოფი არც ერთი …

პროკურატურა: ქმარმა ავტომანქანაში ცოლს მუცელში ფეხი ჩაარტყა

„ბრალად გედებათ სისტემატური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია,“ – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ბრალდებულს, როცა იგი ბრალდების არსს კითხულობდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობის მორიგ შემთხვევაზე არსებითი განხილვა დაიწყო. ამ საქმეში დაზარალებული დედასთან ერთად შვილებიც არიან – 12 და 13 წლის გოგონები, რომლებმაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვეს, რომ კონფლიქტის დროს, დედის დაცვის გამო, მამამ მათაც …

რა ქონებას მიიღებთ განქორწინების დროს – იურისტის განმარტება

რა ქონებას მიიღებს ქალი, თუკი მამაკაცმა თანაცხოვრების პერიოდში, მაგრამ მემკვიდრეობით მიიღო ქონება? ითვალისწინებს თუ არა სამართალი ფაქტობრივ თანაცხოვრებას და რა შემთხვევაში აქვს სასამართლოში დავის დაწყებას აზრი? – ამ კითხვებით ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვმართა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, განქორწინებას აპირებს. წყვილს საერთო შვილი ჰყავს. განქორწინების პრაქტიკაზე „ბათუმელები“ ანნა მდინარაძეს ესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს. კონკრეტულ …

სასჯელი ქალს პირზე ხელის აფარებისთვის

მოსამართლე ლევან გელოვანმა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა ჯ.ი.-ს ოჯახში ძალადობისთვის. მას გამოძიება ოჯახის წევრის – დის მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენას ედავებოდა. ადვოკატ ნონა დუმბაძის თქმით, მსჯავრდებულმა მხოლოდ პირზე ააფარა ხელი საკუთარ დას და მისი გაჩუმება ამ გზით სცადა. კონფლიქტი და-ძმას შორის დის ოჯახში მოხდა, სადაც ადვოკატის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. „მსჯავრდებული ამბობს, რომ მას კარგი …

ლიფტში ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებით განსაკუთრებული სისასტიკით – ამ დანაშაულის ჩადენას ედავება გამოძიება 26 წლის გ.ჩ.-ს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 4 ივნისს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა.  მან არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა ბრალდებულის 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საცხოვრებელი …

ბათუმში აქცია რამდენიმე ორგანიზატორმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ბათუმში საპროტესტო აქცია “ნუმომკლავ” ორმა აქტივისტმა დატოვა, ვინც ამ დრომდე აქციაზე სიტყვით პერიოდულად მიმართავდა შეკრებილებს. ანი დიასამიძემ ტრიბუნაზე განაცხადა, რომ ის საპროტესტო აქციას ტოვებს, რადგან არ უნდა, რომ პოლიტიკური სპეკულაციის მსხვერპლი გახდეს. “როცა ვემზადებოდით აქციისთვის, ვიცოდი, რომ აქ ვინც გამოვიდოდა სიტყვით, არ იქნებოდა პოლიტიკურად ანგაჟირებული. აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის. გამოდის, რომ ამ ტრიბუნას …

უმაღლესი საბჭოს მილიონერ დეპუტატს ხელფასიდან 205 ლარი დაუქვითეს

უმაღლესი საბჭოს მილიონერ დეპუტატს, ზაზა ოქუაშვილს, სხდომების გაცდენისთვის ხელფასიდან 205 ლარი და 50 თეთრი დაუქვითეს. მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება უმაღლეს საბჭოში 3900 ლარია. ინფორმაცია დეპუტატების სხდომებზე დასწრების შესახებ „ბათუმელებმა“ უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, სხდომებს ყველაზე ხშირად ზაზა ოქუაშვილი აცდენს. იგი „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით შევიდა უმაღლეს საბჭოში. 2017 წელს ზაზა ოქუაშვილმა 8 პლენარული …

ბრალდებული მოწმეს: აჩეხვით თუ ვემუქრებოდი მელოტ კაცს, პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ?

„ქალბატონი, მამაკაცი და კიდევ ბიჭი მელოტი კაცისკენ იწეოდნენ… მერე შეზლონგზე იჯდა ქალი, რომელიც მელოტ კაცს ემუქრებოდა, აგჩეხავო“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა დღევანდელ პროცესზე „გონიოს პლაჟის ინციდენტი“  პროკურატურის მიერ დაბარებულმა მოწმემ – მირზა მიქელაძემ. იგი 2016 წლის აგვისტოში მაშველად მუშაობდა გონიოს პლაჟზე, სადაც მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეს და 13 წლის ბიჭს შორის დაპირისპირება მოხდა. არასრულწლოვნის მშობლების …

„მე სიბერე კაი მინდოდა…“ – 4 მოხუცის ამბავი

„მოხუცს, პირველ რიგში, გარშემომყოფებისგან ყურადღება და სითბო სჭირდება. გეუბნებით, საჭმელზე ნაკლები არაა ეგ…“ – ეს ერთ-ერთმა ხანდაზმულმა გვითხრა, ვისაც სიბერეზე ვესაუბრეთ, დამოკიდებულებაზე, რასაც ისინი ოჯახისა თუ საზოგადოებისგან გრძნობენ, სიმარტოვეზე, პრობლემებზე, რაც 80 წლის და უფრო ასაკოვან ბებიებს აწუხებთ. „მე რა ჩასაწერი ვარ,“ – ყველა მოხუცის პირველი რეპლიკა ეს იყო, როცა მათი სახლის კარი შევაღეთ და …

ზაზა სარალიძე პრემიერს: ვიცი, რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე

ახლახან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზაზა სარალიძე გამოეხმაურა. პრემიერმა წუხელ, პირველ ივნისს თქვა, რომ ნებისმიერ მომენტში დატოვებს თანამდებობას, თუ დარწმუნდება, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას წაადგება ან სიტუაციას განმუხტავს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მომენტი ახლა არ არის. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის. ეხლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას. მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ. …

როგორ შეიძლება გაიგოს მშობელმა, რომ მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია? – ფსიქოლოგი

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სამ მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა 28 მაისს შეუფარდა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული პერიოდულად ძალადობდა მოზარდებზე ისე, რომ მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. რა ნიშნებით შეიძლება გაიგოს მშობელმა, რომ მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია? „მთავარი რჩევაა მშობელსა და ბავშვს შორის …

ევა გოცირიძე მოსარჩელეებს: მარიხუანას მოწევა არის ანტისოციალური მოვლენა და აზიანებს ოჯახის ინტერესებს?

“თუ ეს ინდივიდუალურია, რატომაა სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული რეგულირება მარიხუანასა და ალკოჰოლის მოხმარებაზე?” – ეს შეკითხვა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა დაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოლოგიური სამსახურის ექსპერტს. ექსპერტის მოწმის სახით დაკითხვა პარლამენტმა მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების კუთხით არსებით განხილვას განაგრძობს. “მე შემიძლია გესაუბროთ უარყოფით შედეგზე…” – აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა. პაუზა მოსამართლე მერაბ ტურავამ …

გაუქმდება თუ არა ჯარიმა მარიხუანას მოწევისთვის

მარიხუანას შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „გირჩის“ მორიგი სარჩელის განხილვა დაიწყო. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მარიხუანას მოწევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმაც გაუქმდება. აქამდე მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გააუქმა მარიხუანას მოხმარებაზე. მოსარჩელეები ამ შემთხვევაში სადავოდ მიიჩნევენ სამართლებრივ ნორმას, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას. მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით …

„ისე შენ დედას შ…“ – მოქალაქის გინებისთვის საკონსტიტუციოს მოსამართლეს შეიძლება უფლებამოსილება შეუწყდეს

„ისე შენი დედას შ… რამდენი შენ სიმართლეს ლაპარკობ,“ – მოქალაქე გია ფაცურია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში მას ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა. გია ფაცურია სოციალურ ქსელში წერს, რომ მან 2017 წლის 4 ივლისს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული სარჩელით. სარჩელის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია სასამართლოს. გია ფაცურია განმარტავს, რომ ფეისბუქში …

ბათუმში მოკლული ორი ბიჭის საქმის განხილვა სასამართლომ დახურა

ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის საქმე დახურულად გამოცხადდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიიღო. საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული 19 წლის გიორგი ხაჭაპურიძისა და 25 წლის ზვიად სახლთხუციშვილის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს იპოვეს. განზრახ მკვლელობას გამოძიება ორ პირს ედავება. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა „კისრის არეში ხელის მიჭერის და სასუნთქი გზის გადაკეტვით …

Exit mobile version