ჯელალ ქიქავას ცემაში ბრალდებული მოჭიდავეები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჯელალ ქიქავას ცემაში ბრალდებულ სამ მოჭიდავეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. “ლეიბორისტული პარტიის” აჭარის ორგანიზაციის ყოფილი ლიდერის, ჯელალ ქიქავას და მისი მეგობრების ცემის ფაქტზე სამ სპორტსმენს გუშინ, 4 მაისს, წაუყენეს ბრალი.  “ისინი პირველივე დაძახებაზე მოვიდნენ და მისცეს გამოძიებას აღიარებითი ჩვენება, მაგრამ გირაოს შეფარდება მაინც აუცილებელია, რომ მათ არ ჩაიდინონ ახალი დანაშაული, ან არ …

ქობულეთში ეზოების შესასვლელებთან ავტობუსის გაჩერების მონიშვნები წაშალეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ეზოებში შესასვლელების წინ მონიშნული ავტობუსის გაჩერებები წაშალეს. გაჩერების ნიშნები გზის სავალ ნაწილზე ამ ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მონიშნეს. რამდენიმე დღის წინ ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ რუსთაველის ქუჩაზე გადაღებული ფოტოები გამოგვიგზავნა, სადაც  ჩანდა, რომ ავტობუსების გასაჩერებელი ადგილი კერძო სახლის წინ, შესასვლელთან იყო მოწყობილი. მაშინ ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ „ასეთი ადგილი რამდენიმეა, რადგან რუსთაველის ქუჩაზე ყველგან ჭიშკარია, მჭიდრო …

ქობულეთში სასმელი წყლის მოთხოვნით სატვირთო მანქანებს გზა გადაუკეტეს

ქობულეთში, სოფელ კვირიკეში, სატვირთო ავტომანქანებს გზა გადაუკეტეს. ავტომანქანებით კვირიკედან სამშენებლო ქვები გააქვთ. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ სამუშაოებმა სამასამდე ოჯახი უწყლოდ დატოვა. „ჩვენ ვითხოვთ წყალს 21-ე საუკუნეში, ორი კვირაა წყალი არ გვაქვს,”- ამბობს კვირიკეში მცხოვრები ციალა ტუნაძე. მისი თქმით, წყლის პრობლემა სოფელს არ ჰქონია, ვიდრე სოფელში წლების წინ კლდის აფეთებას და ქვების დამზადებას არ დაიწყებდნენ. „ყველამ …

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ჩვილის ცხედარი – რა დაადგინა გამოძიებამ

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან, ახალშობილის ცხედარი პლაჟზე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ახალშობილი ხელვაჩაურში, ქურდობა დღისით თვითმხილველების თვალწინ – „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა დაადგინა გამოძიებამ ამ და სხვა გახმაურებულ საქმეებზე, რაც ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში მოხდა. სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით …

ქალი: ქმარმა ჩემი ფოტოები ფეისბუქში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მეძავი ვარ

მოსამართლე ირაკლი შავაძემ 6 თვის ვადით დამცავი ორდერი ბექა ე.-ს მიმართ გამოსცა. სასამართლო პროცესს ოჯახში ძალადობისთვის უკვე გასამართლებული ბექა ე. არ დასწრებია. ცოლმა – მარიამ გ.-მ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ქმარი მასთან ურთიერთობას აიძულებს და ძალადობას განაგრძობს. ბექა ე.-ს შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა, როცა მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის სამი წლით პირობითი მსჯავრი …

ბათუმში ტრეფიკინგში ბრალდებულმა მიმალვა შეძლო, მას პროკურატურა ეძებს

ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გ.ს.-მ უზბეკეთიდან მოტყუებით ჩამოიყვანა საქართველოში მ.ხ. მსხვერპლმა იცოდა, რომ ის რესტორანში მიმტანად იმუშავებდა. „გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, …

ძალადობის დროს ქალს და სხვებსაც პოლიციის გამოძახება ჩუმად, SOS ღილაკით შეუძლიათ, 112-ზე დარეკვის გარეშე

იმისთვის, რომ 112-ს ანუ გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდეთ, ტელეფონზე დარეკვა საჭირო აღარ არის. 112-ს მობილური აპლიკაცია აქვს, რაც საშუალებას იძლევა, ყოველგვარი საუბრის გარეშე, SOS ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, პოლიცია გამოიძახოთ. 112-ის მობილური აპლიკაცია ბათუმში ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ერთ-ერთმა დაზარალებულმა გამოიყენა. დაზარალებულის ახლობელი „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ ქალმა პოლიციის გამოძახება ტელეფონზე დალაპარაკების გარეშე შეძლო. „112-ის მობილური აპლიკაცია …

შინაპატიმრობაში მყოფი ახალგორელი აქტივისტის მიმართვა

ცხინვალელმა მოსამართლემ, ფატიმა პარაესტაევამ დღეს, 3 მაისს, გადაწყვეტილება ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. საქმე შეეხებოდა მეარაყიშვილის სარჩელს გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ. მეარაყიშვილი სტრუქტურას მის წინააღმდეგ საქმის უკანონოდ დაწყებაში ადანაშაულებდა. სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ვიდეომიმართვა ბათუმში გამართულ მედიაკონფერენციაზე მოისმინეს. კონფერენცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მოაწყო. „ბათუმელები“ თამარ მეარაყიშვილის გამოსვლის ჩანაწერს გთავაზობთ: „სამხრეთ …

ადვოკატი, რომელსაც ქმარმა სცემა, დუმს – სასამართლოს გადაწყვეტილება

ადვოკატმა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა, დუმილი არჩია. მან სასამართლოს ჩვენება არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა და მისმა სრულწლოვანმა შვილებმა სასამართლოს ჩვენება არ მისცეს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. „ეს არის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება. ასეთი პრაქტიკაში არ ყოფილა, არც უზენაესს სასამართლოს ჰქონია,“ – ამბობს ადვოკატი ნოდარ ბოლქვაძე, რომელიც სასამართლოში ბრალდებული კაცის ინტერესებს იცავდა. …

საზმაუს ბორდის წევრმა მედიაკონფერენცია პროტესტის ნიშნად დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ პრესის თავისუფლების დღის აღსანიშნავად გამართული კონფერენცია ბათუმში პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე ირინა ფუტკარაძემ საჯარო გამოსვლა სულხან სალაძეს შეაწყვეტინა – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს. საჯარო გამოსვლის დროს სულხან სალაძემ, რომელიც წინა ორი წლის განმვალობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო, კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა, კონკრეტულად კი, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობაზე. მისი …

მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმე – ბრალდებულია ორი არასრულწლოვანი

ჩაქვში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არასრულწლოვანი ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვან ბრალდებულთან კი საპროცესო შეთანხმება შედგა. შემთხვევა გასული წლის 6 ნოემბერს მოხდა. მოხუც ქალს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს და არაყს ყიდდა, ორი შენიღბული პირი თავს დაესხა და დანის მუქარით 100 ლარი მოსთხოვა. მოხუცმა თავდამსხმელებს 80 ლარი და ძვირფასეულობა მისცა. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა 17 …

ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი წვრილმანი ხულიგნობისთვის 100 ლარით დაჯარიმდა

ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი ფეხბურთელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა. ის წვრილმანი ხულიგნობისთვის გუშინ ღამით დააკავეს. ფეხბურთელი თანმხლებ სამ პირთან ერთად ბათუმის ბულვარში დააკავეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ჩაიწერა, რომ ფეხბურთელი უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას. წვრილმანი ხულიგნობის შემთხვევა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა. დანარჩენ სამ პირზე სასამართლო დღის …

სასჯელი მამამთილს რძალზე ფიზიკური ძალადობისთვის

მამამთილისგან რძალზე ოჯახში ძალადობის შემთხვევა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განიხილა. შემთხვევა მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს დაზარალებულმა ქალმა უთხრა, რომ მას მამამთილმა სცემა არასრულწლოვანი შვილების თვალწინ. „ვაღიარებ დანაშაულს, ეს აღარ განმეორდება,“ – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ნურიელ ზოიძემ. მან ყველა მტკიცებულება უდავოდ მიიჩნია, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა. შესაბამისად, მოსამართლეს პროცესზე არც ერთი მოწმის ჩვენება აღარ …

ქობულეთში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ორი ქვევრი აღმოაჩინეს

ქობულეთში, სოფელ ჩეხედანაში მცხოვრებმა კობა ხაბაზმა საკუთარი სახლის ეზოში ძველი ქვევრები აღმოაჩინა. ქვევრების სიძველე ჯერ არავის დაუდგენია. თავად კობა ხაბაზი ამბობს, რომ წინა თაობებისგან არაფერი სმენია ეზოში ქვევრების არსებობის შესახებ. ორი ქვევრი ერთმანეთის გვერდიგვერდ კობა ხაბაზმა რამდენიმე დღის წინ იპოვა. „ეზოს მოპირკეთება გადავწყვიტე და მაშინ აღმოვაჩინეთ ეს ქვევრები,“ – გვიყვება კობა ხაბაზი, – „ნაძვის ძირას …

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს გადაამზადებენ

იმისთვის, რომ ხელისუფლების ორგანოებმა საჯარო ინფორმაცია კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად გასცენ, ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მუშავდება. დღეს, პირველ მაისს, დისკუსია საზოგადოების წარმომადგენლებთან ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლანა მორგოშიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ახალი ელექტრონული პლატფორმა მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეუზღუდავად შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტრო დაინტერესდა, რა შეიძლება დაემატოს …

ყაჩაღობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა

ყაჩაღობაში ბრალდებულ სტეფან გოგაიას დღეს, პირველ მაისს, მოსამართლე ლევან გელოვანმა გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. საუბარია გასული წლის ივლისში ბენზინგასამართ სადგურ „რომპეტროლის“ დაყაჩაღებაზე. შენიღბულმა თავდამსხმელმა სადგურიდან 500 ლარი წაიღო. საქმეში მთავარი მოწმეები დაზარალებულები იყვნენ – ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორები. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულებმა თქვეს, რომ თავდამსხმელს ნიღაბი ჩამოუცურდა და მისი სახე დაინახეს. სასამართლო პროცესზე იმავე დაზარალებულებმა აღნიშნეს, რომ …

ბრალდებულმა მოსამართლეს სთხოვა, რომ პატიმრობიდან ნუ გაათავისუფლებს და ციხეში დატოვოს

ელექტროსადენების ქურდობას გამოძიება 58 წლის ბადრი ქ.-ს ედავება. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მან დღეს წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების ნაცვლად ციხეში დატოვება სთხოვა მოსამართლეს. „რატომ გინდათ იქ დარჩენა?“ – დაინტერესდა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე. „იქ რომ შემიყვანეს, ადამიანს არ ვგავდი… ერთი თვე ქუჩაში ვცხოვრობდი. მათხოვრობა ვერ შევძელი…“ – თქვა ბრალდებულმა. გამოძიების ვერსიით, ბადრი ქ.-მ გორგილაძის ქუჩის დასაწყისში მშენებარე კომერციული …

ჩამოუცურდა თუ არა ყაჩაღს ნიღაბი – მოწმე ჩვენებას ცვლის, გამოძიებას 9-თვიანი ვადა ამოეწურა

ყაჩაღობა, რომლის საქმეზეც დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს, გასული წლის ზაფხულში მოხდა. ბრალდებულ სტეფან გ.-ს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ხვალ, პირველ მაისს ეწურება. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კანონის მიხედვით, თუ 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე გამოძიება ბრალს ვერ დაამტკიცებს, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. პროკურატურის ვერსიით, ადრე ყაჩაღობაში ნასამართლევმა სტეფან გ.-მ იარაღის მუქარით ბათუმში, გორგილაძის ქუჩის ბოლოში მდებარე ბენზინგასამართი სადგური …

პოლიციელის ჩვენების მიხედვით, მოსამართლე მიქაუტაძის საქმიდან გაქრა ბავშვის ცემაზე ექსპერტიზის დასკვნა

„ეს პროკურორი უნდა დააპატიმრონ, მან იცრუა…“ – წამოიძახა სასამართლო პროცესის დროს ბრალდებულმა თამარ ხაჭაპურიძემ პროკურორ დავით ხარძეიშვილის მისამართით. ამ რეპლიკამდე გამომძიებელმა თამაზ აბაშიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ექსპერტიზას თვითონ მიმართა, დასკვნაც თვითონ წამოიღო ბიუროდან და „მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის საქმეს“ დაურთო. გიორგი მიქაუტაძე ამჟამად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. ამ საქმეში არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე ჩატარებული …

დღისით, თვითმხილველების თვალწინ, იტალიური ეზოს ბინიდან ფული მოიპარეს

ლერმონტოვის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში დღისით, რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ, საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ახალგაზრდა კაცი პირველ სართულზე ნანა ბ.-ს ღიად დატოვებულ ფანჯარაში გადაძვრა და იქედან საფულე წაიღო. საფულეში დაახლოებით 520 ლარი იყო. “მეზობლებმა დამირეკეს, გადმოხტა შენი ფანჯრიდან ვიღაც და გაიქცაო… ისინი ეზოში ისხდნენ, როცა ქურდი მოვიდა, ჯერ კარი მოსინჯა და დაკეტილი რომ დახვდა, ბინაში ფანჯრიდან გადაძვრა. მეზობლებმა …

როგორ ემზადებიან კაფეები და რესტორნები მოწევის აკრძალვისთვის – დარჩენილია სამი დღე

პირველი მაისიდან თამბაქოს მოწევა შენობაში რომ იკრძალება, ეს ბათუმში თითქმის ყველა კაფესა თუ რესტორანში იციან. კაფეები, რომელთა ძირითადი კლიენტი ქართველი მომხმარებელია, ამბობენ, რომ აუცილებლად მოაწყობენ კანონით განსაზღვრულ მოსაწევ ადგილს, „რადგან სხვაგვარად გამორიცხულია“. განსხვავებული ვითარებაა იქ, სადაც კლიენტების უმეტესობა უცხოელია. ამ ტიპის კაფეების მენეჯერები მშვიდად გეტყვიან: „კლიენტებს აქამდე ის უკვირდათ, რომ მოწევა დასაშვები იყო.“ პირველი მაისიდან კანონში …

რატომ დატოვა პედაგოგმა საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვებზე ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო

პედაგოგმა, რომელმაც მშობელს ბავშვის ტირილის შესახებ ტელეფონით აცნობა, ხოლო შემდეგ გამოძიება ბავშვებზე ძალადობის მუხლით დაიწყო, ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღი დატოვა თუ დაატოვებინეს. საუბარია ამ საბავშვო ბაღში რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე – ერთ-ერთმა მშობელმა, ინგა დავითაძემ „ბათუმელებთან“ ბავშვების პარაზიტებზე ანალიზის პროცესი აღწერა და თქვა: „ბავშვებს ერთმანეთის დასანახად აშიშვლებდნენ“ ამ ფაქტზე შს სამინისტრომ ძალადობის მუხლით გამოძიება …

4 წლით პატიმრობა ბიზნესმენის და ძმის დაჭრისთვის

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რამაზ ხიმშიაშვილს. მას ბიზნესმენების, მათ შორის, საკუთარი ძმის დაჭრას ედავებოდა გამოძიება. ეს შემთხვევა გასული წლის 7 ოქტომბერს მოხდა. ბათუმში კომპანია „მეგა პალასის“ დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი – ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. ალექსანდრე ხიმშიაშვილი ბრალდებულ რამაზ ხიმშიაშვილის ძმაა. „საბოლოო სიტყვა რატომაა? საბოლოო სიტყვას ვერ დავარქმევდი ამას,“ – თქვა …

როცა წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო შუქს გითიშავენ – საკონსტიტუციო სარჩელი

მოქალაქე ანა ფირცხალაიშვილის სარჩელს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 27 აპრილს, განიხილავს. მოქალაქე იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების და მათი საფასურის, მოსაკრებლის გადახდა ერთიანი სისტემით ხორციელდება. ამ სისტემის ფარგლებში კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი (ადმინისტრატორი) უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს საკუთარი მომსახურების გაწევა, თუ მომხმარებელი …

საია: სახელმწიფო უნდა იცავდეს ადამიანს რელიგიური სიძულვილისგან და არა „რელიგიურ გრძნობებს“

ემზარ კვიციანის კანონპროექტზე „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან“ დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პოზიციები ვერ შეაჯერეს. 25 აპრილი ბოლო დღე იყო, როცა ამ თემაზე წამყვან კომიტეტებს დასკვნები უნდა დაედოთ. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება პარლამენტარებმა ერთი თვით გადადეს. თუკი კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი გახდება. დამნაშავეს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, ან ერთი წლით ციხეში გამოამწყვდევენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, …

ქობულეთში ავტობუსის გასაჩერებელი ადგილები ეზოში შესასვლელების წინ მონიშნეს

ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქემ რუსთაველის ქუჩაზე გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოგვიგზავნა. ფოტოებზე ჩანს, რომ ავტობუსების გასაჩერებლი ადგილი კერძო სახლის წინ, შესასვლელთანაა მოწყობილი. რატომ მოეწყო ავტობუსის გასაჩერებელი ადგილი ეზოს შესასვლელის წინ? – ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა კაიკაციშვილმა გვითხრა, რომ ასეთი ადგილი რამდენიმეა, რადგან „რუსთაველის ქუჩაზე ყველგან ჭიშკარია, მჭიდრო დასახლებაა,“ – თქვა მან. ზაზა კაიკაციშვილის განმარტებით, რუსთაველის ქუჩაზე …

ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა

ბათუმის ფსიქიატიულ საავადმყოფოში სოციალური საწარმო გაიხსნა. საწარმოში ფსიქიატრიული კლინიკის 12 პაციენტი იქნება დასაქმებული. ისინი ძირითადად პურ-ფუნთუშეულს, ასევე ტკბილეულს დაამზადებენ. სოციალური საწარმოს სახელია: „ადამიანები მოქმედებაში“. სოციალური საწარმოს მოსაწყობად „სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ გრანტი შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ მოიგო. ეს ორგანიზაცია მართავს ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს. ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტების გარდა, საწარმოში მუდმივად იმუშავებს 2 მზარეული, შრომითი თერაპიის …

რამდენი დევნილი ელოდება ბათუმში საცხოვრებელ ბინას

ბათუმში ამ ეტაპზე 229 დევნილი ოჯახი ელოდება საცხოვრებელი ბინის მიღებას. წლის ბოლომდე ტაბიძის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში 164 ოჯახისთვის იგეგმება ბინის გადაცემა. დანარჩენ 65 ოჯახს კი შემდეგ ეტაპზე მისცემს სახელმწიფო ბინას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, ბათუმში სულ 1453 დევნილი ოჯახი ცხოვრობს [4495 ადამიანი]. ამათგან 498 ოჯახს ფულადი კომპენსაცია აქვს …

ბათუმის უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად, მიხეილ ჩხენკელიც ესწრებოდა – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. სამსართულიან შენობაში განთავსდება 27 აუდიტორია, კაბინეტები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებული იქნება. ახალი კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველს ხუთმა პირმა სთხოვა რასობრივი დისკრიმინაციის დადგენა

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, 8 აპრილს მომხდარ ინციდენტზე გამოძიებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. შავკანიანი სტუდენტების სტადიონიდან გაძევების და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სტადიონიდან შავკანიანი სტუდენტების გაძევების შემდეგაც სოციალურ ქსელში ადამიანები წერდნენ, რომ რასობრივი დიკრიმინაცია საქართველოში არ ხდება. არც გამოძიება დაწყებულა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და გრძელდება. სახალხო დამცველთან 2016 და 2017 წლებში …

ხანძრით დაზარალებულებს მერია საცხოვრებლის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს

ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ  საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს. ხანძარი ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან 24 აპრილს, საღამოს გაჩნდა. დამწვარია ორი სახლი და ერთი სახლის სახურავი. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბათუმის ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზარალებულებს ზარალის ანაზღაურების რამდენიმე ვარიანტზე ესაუბრა. …

ოჯახში ძალადობის განმეორების შემთხვევაში მოძალადის მიმართ კანონი მკაცრდება 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის გამკაცრებას აპირებს იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის გამო არიან ნასამართლევი და ხელახლა ჩაიდენენ დანაშაულს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრის შემდეგ ლონდა თოლორაიას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, თუ რას ითვალისწინებს კონკრეტულად კანონპროექტი. „კონკრეტულ დეტალებს ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, მაისში …

შსს: ვერ გეტყვით, როდის დავიწყებთ მოძალადეებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამებს

“სახელმწიფო ხედავს სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების საჭიროებას. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, როდის ამოქმედდება მსგავსი პროგრამები. ეს თემა შიდა ჯგუფებში განიხილება,” – გვითხრა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ. მას “ბათუმელებმა” ჰკითხა, რატომ არ ასრულებს სახელმწიფო კანონით აღებულ ვალდებულებას და დღემდე არ არსებობს ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული პირების სარეაბილიტაციო პროგრამები. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოჯახში ძალადობის …

დისკრიმინაციის გაგრძელება ქობულეთში – ომბუდსმენი მერიას სასამართლოში უჩივის

პირველი საჯარო უწყება, რომლის წინააღმდეგაც დისკრიმინაციის ფაქტზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მიმართა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაა. ამ უწყებამ არ შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“. პანსიონს 2014 წლიდან დღემდე ქობულეთის მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვაზე. „უკვე მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ველოდებით პროცესის დანიშვნას. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ შეასრულებს ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ამ შემთხვევაში …

რა მოხდება, თუკი ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციას არ გაივლით

კანონმდებლობის მიხედვით, თუკი თქვენ პირადობის მოწმობის აღების დროს მითითებული საცხოვრებელი ადგილი 6 თვეზე მეტი ხნით შეიცვალეთ, ვალდებული ხართ ახალ მისამართზე რეგისტრაციის გასასვლელად იუსტიციის სახლს მიმართოთ. ახალ მისამართზე რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადად მიხვიდეთ იუსტიციის სახლში ან სახელმწიფო სერვისების სააგენტოს რომელიმე ფილიალში და წარადგინოთ იმ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობთ; ასევე საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. იუსტიციის სახლში …

60 წელს გადაცილებული შეყვარებულები მატარებლის გვირაბთან, კარავში

მახინჯაურში, მატარებლის გვირაბის ერთ მხარეს კარავია გაშლილი. კარავი ჩვეულებრივი არ არის – მიწაში ჩარჭობილ ხის პატარა ბოძებზე ფერადი ნაჭრებია დახვეული. არც ამ კარავში მცხოვრები ადამიანები არიან ჩვეულებრივები. მესამე თვეა ხანდაზმული წყვილი აქედან ერთად უყურებს ზღვაში მზის ჩასვლას. თუკი ამ დროს მათთან მიხვალ, გეტყვიან, რომ არ უნდა იკითხო, რატომ გადაწყვიტეს კარავში ცხოვრება – პაუზების გარეშე მოგიყვებიან …

Exit mobile version