4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს სავარაუდოდ ფსიქიატრიულში მოათავსებენ

საირახონ მირბობიევას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას ბათუმში 4 წლის გოგოს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა ედება ბრალად. 4 წლის ბავშვი 13 ივნისს ღამით მოკლეს. პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში საკუთარი ხელით მიიტანა და თქვა, რომ გოგო ცემით მოკლა. “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?”- მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებულს. …

რატომ არ დაესწრო მიტროპოლიტი დიმიტრი თავისსავე დაანონსებულ საპროტესტო აქციას

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციას არ დასწრებია. მიტროპოლიტმა გუშინწინ თავად მოუწოდა მოქალაქეებს მარიხუანას ლეგალიზების გაპროტესტება საკონსტიტუციო სასამართლოსთან. რატომ არ დაესწრო დღეს, 6 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციას მიტროპოლიტი? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესმდივანს, იონე გორელიშვილს დაუსვა. „მეუფე დიმიტრი შეუძლოდ გახლავთ და ამიტომ არ დაესწრო… …

პოზიციები სამღვდელოების აქციაზე მარიხუანას წინააღმდეგ

საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. აქ შეკრებილები მარიხუანას ლეგალიზებას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები და სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ მარიხუანას მოხმარება ვნებს ჯანმრთელობას, თუმცა მათი მოსაზრება არაა ერთიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ, რაზეც პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. აქციაზე გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური ძალიდან. “ვგმობთ …

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გათავისუფლებას ითხოვს

“არ მესმის, რატომ არ უნდა გამათავისუფლოთ. სად დაინახეთ მიმალვის საფრთხე? მაგ შემთხვევის შემდეგ მე თვითონ დავუკავშირდი პოლიციას და ჩავბარდი,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ბაჩუკი გ.-მ.  საქმეს მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს. ბრალდებულის რეპლიკამდე პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ ის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის წინააღმდეგია. მკვლელობის მცდელობის შემთხვევა გასული წლის 25 დეკემბერს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში …

შსს: 4 წლის უზბეკი გოგოს ცხედარი ბათუმში დაკრძალეს

4 წლის ბავშვის ცხედარი ბათუმში დაკრძალეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. 4 წლის გოგო ბათუმში 13 ივნისს ღამით მოკლეს. ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში თვითონ მიიტანა და განაცხადა, რომ გოგონა ცემით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი რამდენიმე დღის წინ გაიტანეს ბათუმის პროზექტურიდან. „დედის ახლობელმა დაკრძალა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. …

გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის ხელყოფის მუქარაში ბრალდებულები 4 ათასი ლარით დააჯარიმეს

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მხოლოდ 4 ათასი ლარით დააჯარიმა თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე. მათ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა გამოძიება, რაც არ დადასტურდა. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფა არ დასტურდება. მან ბრალდებულებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდა ჯარიმის გადახდა. ჯარიმის ნაწილს მსჯავრდებულები აღარ გადაიხდიან, …

მოსამართლე ბრალდებულის მოწმეების დაკითხვაზე უარს ამბობს – „გიორგი მიქაუტაძის საქმე“

„მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება, იგი დაუსაბუთებელია,“ – ასე აფასებს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე. ამ მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. მან მხოლოდ პროკურატურის მოწმეებს მოუსმინა და პირდაპირ დასკვნითი სიტყვების მოსმენას აპირებდა. ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი მიქაუტაძეა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს …

ვინ აგებს პასუხს „ჟილინის არხში“ დაკარგული 254 ათასისთვის

ოთხი დღის წინ მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ლაშა ბოლქვაძე და არჩილ ვანაძე „ჟილინის არხის საქმეზე“. გამოძიების ვერსია, რომ ამ პირების სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად მიადგა ბათუმის ბიუჯეტს ზიანი, არ დადასტურდა. 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე არავინ დასჯილა. არც სადავო თანხა დაუბრუნებია კომპანიას, რომელსაც „ჟილინის არხის“ რეკონტრუქცია უნდა განეხორციელებია. ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბათუმის ბიუჯეტიდან ფული …

ვის დატოვებს მოქმედი მინისტრებიდან არმაზ ახვლედიანი

ვინ შევა მინისტრთა კაბინეტში, თუკი არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდება – არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მინისტრობის კანდიდატებს ხვალ, 17 ივლისს დაასახელებს. მისივე თქმით, მინისტრების კანდიდატებს შორის არცერთი ამჟამინდელი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არ იქნება. „მე დავასახელებ თვისობრივად ახალ შემადგნელობას,“ – გვითხრა მან. არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა პრეზიდენტს საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინა. ამ ჯგუფში აჭარის ოპოზიციაც შედის. სხვა …

როდის ამუშავდება „შუახევიჰესი“, რომლის გვირაბი შარშან ჩამოიშალა – კომპანიის განმარტება

„შუახევიჰესის“ ჩამოშლილი გვირაბის აღდგენა დაწყებულია, აცხადებენ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“. მათივე ინფორმაციით, ჰესი დაახლოებით 2019 წლის მეორე ნახევრიდან ამუშავდება. „შუახევიჰესის“ გვირაბებში სატესტო რეჟიმით 2017  წლის ზაფხულშიც გაუშვეს წყალი, მაშინ ერთ-ერთი გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა. 2018 წლის 24 იანვარს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გვირაბის აღდგენაზე ნებართვა გასცა. სააგენტომ „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ „ჰიდროთერმული ზემოქმედებისა და გამოფიტვის …

ვის შეხვდება ხვალ პრეზიდენტი ბათუმში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, 13 ივლისს, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდება. შეხვედრის თემა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევა იქნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა წარმოუდგინოს. პრეზიდენტმა 18 ივლისამდე უნდა დაასახელოს …

პროკურორი: რუს ტურისტებზე სექსუალური ძალადობის მცდელობა არ დადასტურდა

ორი რუსი ტურისტი გოგოს ძარცვას და ფიზიკურ ძალადობას პროკურატურა გიორგი ბ.-ს ედავება. შემთხვევა ქობულეთში, ბობოყვათში, ე.წ. სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ბრალდებული ტაქსის მძღოლია. ის ამბობს, რომ მომსახურების თანხა -150 ლარი არ გადაუხადეს და რუს გოგოებთან მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი ჰქონდა. გოგოების თქმით კი, ტაქსის მძღოლი მეგობართან ერთად იმყოფებოდა მანქანაში და მათ სექსი მოსთხოვეს, უარის მიღების …

არჩილ ვანაძე და ლაშა ბოლქვაძე სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია – „ჟილინის არხის საქმე“

„ჟილინის არხის საქმეზე“ ლაშა ბოლქვაძეს და არჩილ ვანაძეს გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 12 ივლისს, განაჩენი გამოაცხადა – სასამართლომ ორივე მათგანი უდანაშაულოდ მიიჩნია. ლაშა ბოლქვაძეს და არჩილ ვანაძეს 2015 წელს წაუყენეს ბრალი, როცა ისინი ბათუმის მერიის ეკონომიკურ სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდნენ. არჩილ ვანაძე ახლაც ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია, ლაშა ბოლქვაძე კი, …

პატიმრობა ფრანგულ შადრევანთან ტურისტების ავტომანქანის გაქურდვისთვის

წინასწარი პატიმრობა ქურდობისთვის მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა ორ ბრალდებულს შეუფარდა. მათ ჯგუფურად ბათუმში მყოფი სომეხი ტურისტების გაქურდვა ედებათ ბრალად. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ბათუმში, ფრანგული შადრევნის მიმდებარედ, სომხეთის ორმა მოქალაქემ მანქანა გააჩერა და სასეირნოდ წავიდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მანქანას თავდაპირველად სიგნალიზაცია გაუთიშეს, შემდეგ კი, მანქანის კარი გახსნეს და ჩანთა წაიღეს. ტურისტებს ჩანთაში დაახლოებით 5 ათასი …

მოძალადე მამა 20 წლის გოგოს ცემაზე: „ჩემი აზრით, არ უნდა დაერეკა პოლიციაში“ 

„ერთხელ მოუვიდა“, „ცოლ-შვილთან შერიგებულია,“ – ამ ფრაზებით სცადა ადვოკატმა გურამ ნაკაშიძემ ბრალდებულის დაცვა, რომელსაც ოჯახში ძალადობა, კონკრეტულად კი, ცოლ-შვილის ხელებით და ფეხით ცემა ედება ბრალად. „ვაღიარებ დანაშაულს, ვინანიებ, ვითხოვ პატიებას,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებულმა, ვალერიან კ.მ. იგი 59 წლისაა. გამოძიების ვერსიით, ვალერიან კ.-მ 30 მაისს ჯერ ცოლს, შემდეგ კი 20 წლის გოგოს სცემა, …

მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება

2019 წლის იანვრიდან აჭარის მთავრობას საქვეუწყებო დაწესებულებები აღარ ექნება. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია აღარ ითვალისწინებს „აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების“ არსებობას. ამ დროისთვის აჭარის მთავრობას უშუალოდ 4 დაწესებულება ექვემდებარება: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო,  საარქივო სამმართველო და გზების დეპარტამენტი. რას უპირებს ამ უწყებებს აჭარის მთავრობა? – მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ …

აქცია საჯარო რეესტრის წინააღმდეგ – „რეესტრმა ჩანაწერი „მომავალი მესაკუთრე“ გააუქმა“

საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ჭავჭავაძის 89-სა და ჰაიდარ აბაშიძის 33-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გამართეს. ისინი საჯარო რეესტრის წინააღმდეგ დავობენ, სასამართლოს კი დავის დროულად განხილვას სთხოვენ. ამ მისამართზე მცხოვრებმა 13-მა ოჯახმა საკუთარი სახლები 2008 წელს იმ პირობით დათმო, რომ ორი წლის შემდეგ იმავე მისამართზე ახალ კორპუსში მიიღებდნენ ბინებს. კორპუსის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ვერ დასრულდა. საცხოვრებელი კორპუსი …

ჩაგვრა „ქურდული სამყაროს“ გავლენით – კვლევა ციხეზე, სადაც არასრულწლოვნები იხდიან სასჯელს

სხეულის დაზიანების 17 შემთხვევა სასჯელაღსრულების მე-11 დაწესებულებაში დაფიქსირდა. აქ არასრულწლოვანი პატიმრები იხდიან სასჯელს. 17 შემთხვევიდან 5 დაზიანება მხოლოდ ერთმა არასრულწლოვანმა მიიღო. დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე არასრულწლოვანმა ა.-მ ორთვენახევრის განმავლობაში მიიღო – პირველი იანვრიდან 15 მარტამდე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არასრულწლოვანმა ა.-მ უთხრა, რომ მხოლოდ ერთხელ მიაყენა დაზიანება სხვა მსჯავრდებულმა, სხვა შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ტრავმა იყო. არასრულწლოვანი ა. …

რატომ აჯარიმებენ ქართველ მძღოლებს, რომლებსაც თურქეთში ტურისტები გადაჰყავთ – იურისტი 

„მინივენით მგზავრების გადაყვანა არ ექვემდებარება ნებართვის გაცემას,“ – აცხადებს საერთაშორისო გადაზიდვების სპეციალისტი, იურისტი პაატა კოპალეიშვილი. მას ვთხოვეთ განმარტება ბათუმში თურქეთის საკონსულოს განცხადებაზე, რომელიც დღეს გააავრცელეს ქართველი მძღოლების პრეტენზიებთან დაკავშირებით. ტურისტული კომპანიების მძღოლებმა დღეს, 10 ივლისს საპროტესტო აქცია სწორედ ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან გამართეს. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებს, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით …

რა უპასუხა თურქეთის საკონსულომ დაჯარიმებულ მძღოლებს

თურქეთის საკონსულთან ტურისტული კომპანიების მძღოლების საპროტესტო აქცია  კონსულთან შეხვედრის გარეშე დასრულდა. თურქეთის პოლიციის მიერ დაჯარიმებული მძღოლები კონსულთან შეხვედრას ითხოვდნენ. „საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. ჩვენთან მოვიდა აჭარის მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც სიტუაციის გარკვევას დაგვპირდა. ხვალ გვექნება შეხვედრა მთავრობაში,“ – ამბობს ირაკლი ბარამიძე, ტურისტული კომპანია „ჰეფი თრეველის“ წარმომადგენელი. ტურისტული კომპანიების მძღოლების თქმით, მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებთ, …

საპროტესტო აქცია – მძღოლები თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვენ, კონსული შვებულებაშია

რამდენიმე ტურისტული სააგენტოს მძღოლი ამ წუთებში თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავს. მათი თქმით, თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებთ, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ. თურქეთის საკონსულოდან მძღოლებს ამ დრომდე არავინ შეხვედრია. “გვეუბნებიან, რომ დოკუმენტში უნდა გვეწეროს ავტობუსი და არა მინივენი. 1500 ლირით გვაჯარიმებენ,” – აცხადებენ მძღოლები. თურქეთის საკონსულოს წარმომადგენელმა მძღოლებს უთხრა, რომ კონსული შვებულებაშია და მოთხოვნა …

„თურქეთში ტურისტების გადაყვანის დროს მანქანები ჩამოგვართვეს“ – აქცია საკონსულოსთან

მძღოლები საპროტესტო აქციის გამართვას დღეს თურქეთის საკონსულოსთან გეგმავენ. მათი თქმით, თურქეთში პოლიციამ ისინი უსამართლოდ დააჯარიმა და ავტომანქანები ჩამოართვა. „პრობლემა ეხება ათობით მძღოლს, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან მუშაობენ. თურქეთის პოლიცია მათ ტურისტების საქართველოდან გადაყვანის საშუალებას არ აძლევს. მძღოლები 1500 ლირით არიან დაჯარიმებული, ხოლო მინიბასები საჯარიმოზეა გადაყვანილი,“ – ამბობს ტურისტული კომპანია „ჰეფი თრეველის“ წარმომადგენელი, ირაკლი ბარამიძე. მძღოლები …

ბათუმში რუსული დროშის ფრიალის საქმე – ეკა ჭითანავა რუსეთის მოქალაქეს ცრუ დასმენაზე უჩივის

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ეკა ჭითანავამ, რუსეთის მოქალაქეს ცრუ დასმენაზე უჩივლა. მან გამოძიებას განცხადებით უკვე მიმართა. ამ დრომდე რუსეთის მოქალაქე ეკა ჭითანავას ძალადობაში სდებდა ბრალს. საუბარია შაბათს, საღამოს, ანბანის კოშკთან მომხდარ ინციდენტზე – დიდ ეკრანთან შეკრებილი რუსეთი-ხორვატიას მატჩს უყურებდნენ. მატჩის ყურების დროს რუსეთის დროშის ფრიალი ეკა ჭითანავამ გააპროტესტა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. რუსეთის მოქალაქემ, …

ივანიშვილის გიგანტური ხის გადატანის გამო ხეების ჩეხვა მოქალაქეებს შეჩერებული აქვთ

მესამე დღეა ქობულეთში, სოფელ ალამბარში ხეების ჭრა მოქალაქეებს გაჩერებული აქვთ. მათი თქმით, გიგანტური ხე ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის უნდა გადაიტანონ, რის გამოც სოფლის გზას სპეციალურად აფართოვებენ და მიმდებარე ხეებს ჭრიან. აჭარის გზების დეპარტამენტში ხეების მოჭრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და აცხადებენ, რომ მოქალაქეები გზის რეაბილიტაციის პროცესს ვერ შეაჩერებენ. „4 ძირი ხის მოჭრა მაინც მოასწრეს, მათ შორის, …

რატომ არ დაესწრო ზურაბ პატარაძე ესტაკადის გახსნას

რატომ არ ესწრებოდა ბათუმში ესტაკადის გახსნას ზურაბ პატარაძე – აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე [ამჟამად ზურაბ პატარაძე მოვალეობას ასრულებს] სამსახურში დადის, თუმცა მან საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა შეწყვიტა. ბათუმში ესტაკადა 7 ივლისს გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს არც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დასწრებია და არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ზურაბ პატარაძე. აქამდე ესტაკადის მშენებლობას ზურაბ …

როდის შეიძლება დატოვო „შინაურული ანდერძი“

„მოქალაქეები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, სავალდებულოა თუ არა ანდერძის ნოტარიული წესით დამოწმება. ნოტარიუსთან მისვლა სავალდებულო არ არის, შესაძლებელია ე.წ. შინაურული ანდერძის დატოვება,“ – გვიყვება ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. „შინაურულ ანდერძს“ კანონი  იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ მამკვიდრებელს ნოტარიუსთან მისვლა არ სურს, მას ჩვეულებრივ ფურცელზე შეუძლია დაწეროს, ვის უტოვებს ქონებას და ხელი მოაწეროს. „თუმცა …

ეკა ჭითანავა: ბათუმში რუსეთის დროშის ფრიალი გავაპროტესტე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყეს

ძალადობის მუხლით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, ანბანის კოშკთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაიწყო. კოშთან მდებარე დიდ ეკრანთან შეკრებილები რუსეთი-ხორვატიას მატჩს უყურებდნენ, რა დროსაც რუსეთის დროშის ფრიალი იქვე მყოფმა ეკა ჭითანავამ გააპროტესტა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა. „მისთვის რუსულადაც არ მიმიმართავს. ვუთხარი, რომ ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს დროშა თქვენს ქვეყანაში აფრიალეთ-მეთქი. როცა ხორვატიამ გაიტანა …

მახინჯაურში ავტომანქანა ბოძს შეეჯახა – დაშავდა ორი ადამიანი

მახინჯაურში, თამარ მეფის გამზირზე, მსუბუქი ავტომანქანა ელექტროსადენების ბოძს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ქვეითი  და ავტომანქანის მძღოლი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მოქალაქის პროტესტი ქობულეთიდან: ივანიშვილის ხის გადატანის გამო, ჩვენს დარგულ ხეებს ჭრიან

ქობულეთში, სოფელ ალამბარში მცხოვრები სულიკო ნიჟარაძე ხეების მოჭრას აპროტესტებს. მისი თქმით, ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ალამბრიდან ხეების გადატანა იგეგმება, რის გამოც საავტომობილო გზას აფართოვებენ და მოქალაქეებთან შეთანხმების გარეშე გზის მიმდებარედ ხეებს ჭრიან. „გადავუდექი წინ ტრაქტორს და სამუშაოების შეჩერებას ვითხოვ… ივანიშვილს ალამბრის მეურნეობიდან მიაქვს ნეკერჩხალი, 6 ძირი ხე გამზადებულია უკვე. ხის გადატანის გამო ჩემს დარგულს ხეებს ჭრიან: …

„სახელმწიფომ ჩაის ფაბრიკა გაყიდა, ხელფასი არ გადაგვიხადეს“ – საპროტესტო აქცია ქობულეთში

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ჩაის ყოფილი ფაბრიკის შენობასთან შეიკრიბნენ და სახელმწიფოს კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება მოსთხოვეს. მოსახლეობის თქმით, სახელმწიფომ ჩაის ფაბრიკა გაასხვისა, იქ დასაქმებულ ადამიანებს კი, კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადა. „ეს ჩაის ფაბრიკა რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა წლების განმავლობაში. 1997 წელს ფაბრიკა გაჩერდა, მაგრამ ჩვენ, 13 კაცი დარაჯებად ვმუშაობდით. არ გვინდოდა, განიავებულიყო ქონება. …

სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – რა გაარკვია გამოძიებამ გახმაურებულ დანაშაულებზე

რა დაადგინა გამოძიებამ წლის დასაწყისში მომხდარ დანაშაულებზე – „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვა ინფორმაციის მოწოდება თებერვალსა და მარტში მომხდარ სამ გახმაურებულ შემთხვევაზე. სექსუალური კონტაქტი 12 წლის გოგოსთან – შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. გამოძიება განმარტავდა, რომ …

ბათუმის ესტაკადა გაიხსნა

ბათუმის ცენტრალურ შემოსასვლელში დღეს, 7 ივლისს, ესტაკადა გაიხსნა. ბათუმის ესტაკადის სიგრძე 800 მეტრია. პროექტის ფარგლებში ესტაკადის 915 მეტრის სიგრძის მონაკვეთის მოასფალტება, ბორდიურების, განათების ბოძების და სანიაღვრე ქსელების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, მოეწყო და გამწვანდა ესტაკადის გამყოფი ზოლი. ესტაკადაზე სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ესტაკადა  სრულად ექსპლუატაციაში სექტემბერში შევა. პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური ხიდის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის …

„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე იქნება

კონსულტაციები მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურაზე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ უკვე დაასრულა, თუმცა დეპუტატებს დღის ბოლომდე ამ თემაზე საუბარი არ სურთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურაზე შეჯერდა. ინფორმირებული პირების თქმით, თუ რაიმე სახის „ფორსმაჟორი არ მოხდა“, მმართველი პარტია რიჟვაძის კანდიდატურას დღეს ან ხვალ ღიადაც დაასახელებს. ჯერჯერობით სასურველი კანდიდატი არ ჰყავთ ოპოზიციურ პარტიებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ …

რას აპირებს უმაღლესი საბჭო თუ პრეზიდენტი მათთვის მიუღებელ კანდიდატურას დაასახელებს – განმარტებები

ვინ უნდა გახდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ამ საკითხზე ყველა მსჯელობს პრეზიდენტის გარდა, რომელმაც კანდიდატზე გადაწყვეტილებაზე უნდა მიიღოს. მან ორი კვირის ვადაში თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კანონით გათვალისწინებული კონსულტაციები უმაღლეს საბჭოსთან ჯერ არ დაუწყია. კონსულტაციებს მართავენ საქართველოს პარლამენტის წევრები, „ქართული ოცნების“ წევრები. თითოეული მათგანი საჯარო გამოსვლებში ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი …

ვინ გადაიხდის ბანკის სესხს, როცა ციხეში ხვდები

კომერციული ბანკები სესხის დაბრუნებას იმ მოქალაქეებსაც სთხოვენ, რომლებიც ციხეში ხვდებიან, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშიც. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რაც პატიმრობის ან მსგავს სიტუაციაში ბანკს სასესხო ვალდებულების გადახედვას აიძულებს. „მოქალაქის ხელში ამ დროს არ რჩება არანაირი ბერკეტი, ყველაფერი ისევ ბანკებისკენაა“, – ამბობს ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე. „მსგავს სიტუაციაში რთული იქნება სასამართლოში დავის მოგება,“ – მიიჩნევს ანნა მდინარაძე, …

ავარია ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე

ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

Exit mobile version