როგორ იყიდა პროფკავშირის ქონება უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა

„გაგვცეს პასუხი, რატომ იყიდება პროფკავშირის ქონება და რატომ ყიდულობენ ამ ქონებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები“, – ეს მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა დღევანდელ ბრიფინგზე გააჟღერა. მან კონკრეტული მონაცემი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც პროფესიული კავშირების ქონება უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძემ იყიდა. პროფესიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ასევე დეპუტატი ილია ვერძაძეა. უმაღლეს საბჭოში ისიც …

დაკვამლიანების გამო მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსის დაცლა სთხოვეს

დღეს, 15 ნოემბერს, დილით, მუნიციპალურ ავტობუსს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე გადაადგილების დროს, კვამლი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, სალონის დაკვამლიანების შემდეგ მგზავრებს ავტობუსის დაცლა სთხოვეს. ავტობუსი მუნციპალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს. შპს „ბათუმის ავტოტრასპორტში“ განმარტეს, რომ ავტობუსი ტექნიკურად შემოწმებული იყო, თუმცა გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა, ავტობუსი სადგომზე უკვე შეაკეთეს და ისევ სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. _____________________ მთავარი ფოტო: მუნიციპალური ავტობუსი, ფოტო თვითმხილველმა …

ირაკლი ჭეიშვილის სასამართლო დავა მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ

„მე ვითხოვ იმავე მედია საშუალებით ჩემს შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, ფინანსურ ნაწილს აღარ ვითხოვთ,“ – მიმართა მოსამართლეს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა. მას სიტყვა მედეა ვასაძემ შეაწყვეტინა: „ჩვენ არ გავმდიდრებულვართ ხელისუფლებაში, ალბათ, ამიტომ აღარ ითხოვთ…“ სასამართლო დავა პოლიტიკოსებს შორის დღეს, 14 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადებას მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე 20 ნოემბრისთვის დაჰპირდა. …

„რევოლუციის საფრთხე არ არსებობს“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ქართული ოცნების“ ლიდერები ბოლო დღეებში ყველაზე მეტად ოპოზიციის „რევოლუციურ სცენარზე“ საუბრობენ. მანამდე ისინი სამოქალაქო ომის საშიშროების შესახებ უყვებოდნენ ამომრჩევლებს. ყოველდღე ახალ-ახალი ფეისბუქ სტატუსები ჩნდება ყოფილი სამხედრო პირებისგან, ასევე პატრულის თანამშრომლებისგან დაწერილი – მათ მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი არ შეიძლება იყოს. რეალურად ჩანს თუ არა მოვლენების რევოლუციურად  განვითარების შესაძლებლობა – „ბათუმელები“ ისტორიკოს გრიგოლ გეგელიას ესაუბრა. …

„ვინ იჯდა საჭესთან?“ – შეკითხვა პოლიციელებს, რომელიც უპასუხო დარჩა იარაღის ტარების საქმეში

„მაშინ ვინ იჯდა საჭესთან?“ – ეს შეკითხვა ადვოკატს პოლიციელების ჩვენებების მოსმენის შემდეგ გაუჩნდა. პოლიციელებმა ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებულის დაკავება აღწერეს, თუმცა საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა: ვინ იჯდა პოლიციის მანქანის საჭესთან, რომლითაც ბრალდებული თამარის დასახლებიდან პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. თამარის დასახლებაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ, 2018 წლის თებერვალში პოლიციელებმა გიორგი მ. დააკავეს. მას ხელჩანთიდან კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი ავტომატი ამოუღეს ტყვიებთან …

ბათუმის მერია კიდევ 150 ოჯახს შეშით მოამარაგებს

ზამთრის დაწყებამდე ბათუმის მერიას შეშის მოთხოვნით 225-მა ოჯახმა მიმართა. წინა წლების მსგავსად, ხეების გადაბელვის შედეგად დაგროვილი საშეშე მასალა მოსახლეობას უკვე დაურიგეს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 75 ოჯახი მომარაგდა შეშით. რაც შეეხება დარჩენილ 150 ოჯახს, ბათუმის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მერია შეშას აჭარის მუნიციპალიტეტების სატყეო სამსახურებიდან შეიძენს, მოსაკრებლისთვის 42 845  ათასი ლარია გამოყოფილი. ბათუმის მერია ტენდერის …

შსს ყოფილ პოლიციელებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს არ აძლევენ ხმას

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, პოლიციელი აღარ არის გიორგი ბაბუნაშვილი, რომელმაც „ფეისბუქში“ სტატუსი გამოაქვეყნა და წინასაარჩევნოდ თავისი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. „მე გიორგი ბაბუნაშვილი, საპატრულო პოლიციის ოფიცერი არ ვაძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია, დიდება გმირებს,“ – ეს სტატუსი გიორგი ბაბუნაშვილმა დაწერა. მას პოლიციელის სამსახურებრივი ფორმა აცვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გიორგი ბაბუნაშვილი 2014 წლიდან …

როდის უნდა დანიშნოს ცესკომ არჩევნების მეორე ტური

როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ამ დრომდე უცნობია. მეორე ტურის თარიღს, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ნიშნავს. „ცესკომ 17 ნოემბრამდე უნდა შეაჯამოს პირველი ტურის შედეგები. შეჯამებიდან ორ დღეში კი, ცესკომ უნდა გამოსცეს განკარგულება მეორე ტურის თარიღის შესახებ“, – განმარტავს ანნა მდინარაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის უფროსი. ცესკომ მეორე ტური არჩევნების პირველი …

ენმ: სუს-ის უფროსი აჭარის მთავრობაშია და მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს დავალებებს აძლევს

აჭარის მთავრობის შენობაში შესვლას  ვერ ახერხებს ელგუჯა ბაგრატიონი. იგი უმაღლესი საბჭოს დეპუტატია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. დეპუტატის ინფორმაციით, მთავრობის სახლში შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] უფროსი ვახტანგ გომელაური მართავს. „როგორც ჩანს, არჩევნების ჩატარება აჭარაში გომელაურს ჩააბარეს. ის ახლა მთავრობის შენობაში ხვდება თორნიკე რიჟვაძეს და ყოფილ თავმჯდომარეებს – ზურაბ პატარაძეს და არჩილ ხაბაძეს. სუს-ის უფროსი ამ ადამიანებს …

საათები, ბიჟუტერია, ქანდაკება – რა მოიპარეს სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინიდან

„ქანდაკება, ბიჟუტერია, საათები…“ – ამ ნივთების ქურდობას სამ პირს ედავება გამოძიება. საუბარია ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის ბინის ქურდობაზე. ბრალდებულებს უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ. სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ნოემბერს „რუსთავი 2“-ში გასული სიუჟეტის შემდეგ გაავრცელა. ამ დროისთვის უკვე ერთი კვირის დაკავებული …

„კარავი და არა ნაძვის ხე“ – სოლიდარობის აქცია ბათუმში

„ხელისუფლებას არ სურს საზეიმო რიტუალის ჩატარება პროტესტის ფონზე, მაგრამ ადამიანების მკვლელები ხომ უნდა დაისაჯონ, ეს მარტივია…“ – ამბობს თომა კაკაბაძე. იგი ერთ-ერთია იმათგან, ვინც დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე სოლიდარობის აქციაზე მივიდა. აქციაზე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. „კარავი და არა ნაძვის ხე,“ „სოლიდარობა შვილომოკლულ მამებს“ – ამ ტრანსფარანტებს იმ კარავზე ნახავთ, …

არასრულწლოვნებმა ბათუმში სამი მაღაზია გაქურდეს – წაღებულია ორი სათამაშო თოფი და ხურდა ფული

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე, გუშინწინ ღამით სამი მაღაზია გაქურდეს, მეოთხეში – შესვლა ვერ შეძლეს. „ნივთებზე ხელი არ უხლიათ, მხოლოდ ხურდები წაიღეს და ორი ცალი სათამაშო თოფი, 5-5 ლარში ვყიდდი მაგენს. ეტყობა, სხვების შესაშინებლად წაიღეს,“ – გვითხრა ერთ-ერთი მაღაზიის მესაკუთრემ, მერი ირემაძემ. მაღაზიის მფლობელების თქმით, ქურდობის შესახებ მათთვის ცნობილი გუშინ, 10 ნოემბერს, დილით გახდა. „მივედით და ბოქლომები …

13 წლის გოგოსთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ კაცს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 11 ნოემბერს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული 55 წლისაა, მას 13 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენა ედება ბრალად. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილეს, რადგან დაზარალებული არასრულწლოვანია. ბრალდებულს ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს. წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 4 დეკემბერს გაიმართება. ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება საგამოძიებო ორგანოს უკვე …

„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა“ – აქცია 3 საათზე ბათუმის ევროპის მოედანზე

„კარვის გაშლა კონსტიტუციური უფლებაა – სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“ – საპროტესტო აქცია ამ მოთხოვნით დღეს, 11 ნოემბერს, ბათუმში გაიმართება. ევროპის მოედანზე შეკრებილები სოლიდარობას გამოუცხადებენ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. აქცია სამოქალაქო ორგანიზაციებმა დაგეგმეს და იგი 3 საათზე დაიწყება. „ვითხოვთ სამართალს, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას,“ – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები. ზაზა სარალიძე დედასთან ერთად …

ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის სახლი გაქურდეს

ბათუმში სუს-ის უფროსის ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს. უწყების ცნობით, „ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით წარსულში ქურდობისათვის არაერთგზის ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული დ. ხ. და 1984 წელს დაბადებული ი. ა. ხოლო წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული ნ. უ. დააკავეს“. ინფორმაცია აჭარის სუს-ის უფროსის ბინის ქურდობის …

რატომ შემცირდა თაფლის მოსავალი

„წელს თაფლის მოსავალი განახევრდა, ყველგან ასეა,“ – გვითხრა ერთ-ერთმა მეფუტკრემ ქობულეთში, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს. მეფუტკრე დარწმუნებულია, რომ თაფლის მოსავლის შემცირება პირდაპირ უკავშირდება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებულ პრეპარატებს. თაფლის მოსავალი რომ შემცირდა, ამას მეწარმე და მეფუტკრეთა ასოციაციის წევრი – მანანა ბოლქვაძეც ამბობს, თუმცა ის დარწმუნებული არაა შემცირება ფაროსანას საწინააღმდეგოდ განხორციელებულმა შეწამვლამ გამოიწვია, თუ სხვა …

გაზის მიწოდება ბათუმში 7 ქუჩაზე შეწყდა

ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმში ამ დროისთვის 7 ქუჩაზე შეწყვეტილია. კომპანიაში „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვერ გვითხრეს ზუსტი მონაცემი, რამდენ აბონენტია დარჩენილი გაზის გარეშე. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე გზის საფარს აღდგენის სამუშაოებმა მილი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ ინასარიძის,  შერიფ ხიმშიაშვილის, კობალაძის ქუჩების მონაკვეთში მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივი აირის მიწოდება, …

პატიმრის ცოლი: კარგი იქნება, თუკი პატიმრის ოჯახის წევრებს ვინმე დაეხმარება

„ცხოვრება ძალიან დაგვიმძიმდა მას შემდეგ, რაც გიორგი პატიმარი გახდა,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები ნელი ტაკიძე. მისი მეუღლე პატიმარია. ის, რასაც ნელი ამბობს, არაა იშვიათი – პატიმრის ოჯახის წევრებისგან ხშირად მოგვისმენია, თუ რამდენად გაურთულდათ ცხოვრება გისოსებს აქეთ პატიმრის ოჯახის წევრებს. მათ სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერაფერს სთავაზობს. პატიმრების და ყოფილი პატიმრების, ასევე მათი ოჯახის წევრების გაძლიერების კუთხით …

ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს

ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნარკორეალიზატორისგან „საკონტროლო შესყიდვის“ დროს ამოიღეს „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 აბი და „მდმა“-ს შემცველი 9 აბი 2 გრამამდე. დაკავებული ირანის მოქალაქეა და ის 26 წლისაა. „პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 90 აბი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო… დანიშნულია ექსპერტიზა,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა …

4 წლით პატიმრობა ტერორიზმის მოწოდების მუხლით ფეისბუქში 2 წლის წინ დაწერილი სტატუსის გამო

ოთხი წლით პატიმრობა ორხან აბბასოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ნოემბერს მიუსაჯა, ორი წლის წინ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო. აბბასოვის ფეისბუქ სტატუსი სასამართლომ ტერორიზმისკენ მოწოდებად შეაფასა. მსჯავრდებული ექვსი თვის წინ დააკავეს სამართალდამცველებმა და 5 ნოემბრამდე გირაოს საფუძველზე ჰყავდათ გათავისუფლებული. ორი წლის წინ, 2016 წლის აპრილში აბბასოვი აზეირბაიჯან-სომხეთის სამხედრო გადატრიალებას გამოეხმაურა. აბბასოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ბოლნისში ცხოვრობს. …

ძალადობაში ბრალდებული ქმარი: 10 წელი ცოლთან სექსი არ მქონია

ოჯახში ძალადობისთვის წინასწარი პატიმრობა ბათუმში მცხოვრებ გურამ ჩ.-ს შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განიხილა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა. დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის იგი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა – რამდენიმე თვის წინ გურამ ჩ. ისევ ოჯახში ძალადობისთვის გაასამართლეს. მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა. „მას თმები ჰქონდა გაშლილი, ხელი ვკარი, …

„14 საათს გვამუშავებენ და დამატებით არ გვიხდიან,“ – საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში, ოპიზრების ქუჩაზე, საპროტესტო აქციაა. კომპანია „ფოლად იოლის“ თანამშრომლები დამსაქმებლისგან შრომითი უფლებების დაცვას ითხოვენ, რამდენიმე მათგანი სამსახურიდან გუშინ გაუთავისუფლებიათ. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია მაგისტრალზე ბეტონს ასხამს. აქციაზე ის ადამიანები გამოვიდნენ, ვინც ღამით ამ კომპანიის ტექნიკას და დანადგარებს დარაჯობენ. „სულ 22 ვართ, 4 გუშინ გაგვიშვეს სამსახურიდან… მე, პირადად, ჯერ გაფრთხილება მომცეს, რადგან დილის 6 საათზე უფროსმა …

უნივერსიტეტი პროკურატურას ულტიმატუმს უყენებს – 8 ნოემბრის აქცია მეთერთმეტედ გაიხსენეს

8 ნოემბრის აქცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეთერთმეტედ გაიხსენეს. ამჯერადაც აჩვენეს კადრები და ფოტოები, თუ როგორ შევარდნენ სპეცრაზმელები 2007 წლის 8 ნოემბრის დილას უნივერსიტეტის აუდიტორიებში და დაარბიეს სტუდენტები, ლექტორები… დარბეული და ამ დრომდე გამოუძიებელი აქცია კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ აქციის თვითმხილველებმა. „ზოგი მათგანი ცოცხალიც კი აღარ არის,“ – დასძინა რექტორმა, მერაბ ხალვაშმა თავის გამოსვლაში და …

„კომპანიამ გაგვაცურა, პროკურატურა არ რეაგირებს“ – მოქალაქეები თანხის დაბრუნებას ითხოვენ

აჭარაში ათეულობით მოქალაქე პროკურატურისგან თაღლითობის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს. დღეს, 8 ნოემბერს, ისინი „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ აპირებენ  შეხვედრას ორგანიზაციის – „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელთან, თამაზ ბაკურიძესთან. მოქალაქეები კონკრეტული კომპანიისგან თანხის დაბრუნებას ითხოვენ და შეხვედრაზე უნდა დაგეგმონ, რა გზით დაიწყონ სამართლებრივი დავა. „წლის დასაწყისში ჩავრიცხე კომპანია HD Forex-ის ანგარიშზე 5 ათასი დოლარი, ზოგმა მეტი, ზოგმა – ნაკლები ჩარიცხა… …

„სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“ – რას აპირებს კომპანია კარიერზე, სადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა

„ჩვენ სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ალბაირაქის“ წარმომადგენელმა, გია ღოღობერიძემ. ეს კომპანია მოიპოვებდა ამ დრომდე სამშენებლო მასალას ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სადაც 31 ოქტომბერს კლდის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოპოვებული მასალით ბათუმში სანაპიროს ხელოვნურად ამყარებენ. სამშენებლო მასალების მოპოვებას ქედაში „ალბაირაქი“ კომპანია “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” დაკვეთით ახორციელებს. „სტრუიკ ჯორჯია“ ჰოლანდიური კომპანიაა და მას აქვს …

რუსთაველის ქუჩაზე ორ მოქალაქეს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰოლტონთან“ ორ მოქალაქეს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მანქანა ცოლ-ქმარს დაეჯახა ქუჩის გადაკვეთის დროს. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულ ქალს მოტეხილობები ჰქონდა სხეულის სხვადასხვა ადგილზე და ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა. იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე …

სად არიან ის ადამიანები, რომლებმაც 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს

„8 ნოემბერი მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად ახსენდებათ. 11 წლის განმავლობაში ერთი დეტალი გამოიძია მაინც ვინმემ ამ საქმიდან? ვინმემ პასუხი აგო? ისინი საკუთარ თავს ვერ დასჯიან, ის ადამიანები ისევ ხელისუფლებაში არიან,“ – ამბობს რეზო ხარაზი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აჭარაში. იგი 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მომსახურების სამსახურში მუშაობდა და კარგად ახსოვს ადამიანები, …

მამაკაცმა ქალს ვალუტის ჯიხურთან ფული წაართვა და წაიქცა

ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ქალს ფული წაართვეს. თვითმხილველის თქმით, ქალს ვალუტის გადაცვლის ჯიხურიდან გამოჰქონდა ფული, როცა მას ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა. მამაკაცმა ქალს ფული ჩანთასთან ერთად გამოსტაცა და გაიქცა. თვითმხილველების თქმით, კაცი, რომელმაც ქალს ფული წაართვა, რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ, მეორე სკოლის წინ, ტროტუარზე წაიქცა – მან ბოძკინტს წამოჰკრა ფეხი. წაქცეულ კაცს გაქცევის …

8 პროცესი ერთ დღეში ოჯახში ძალადობაზე ბათუმის სასამართლოში

„დუმილის უფლებას ვიყენებ მე,“ – უპასუხა მოსამართლეს ბრალდებულმა მიხეილ კ.-მ. მას გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება. გამოძიების ვერსიით, მიხეილმა ქალს სცემა, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა და ვისთანაც 5 წლის შვილი ჰყავს. მიხეილი არაა ერთადერთი, ვისაც დღეს მოსამართლემ ჰკითხა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 6 ნოემბერს, ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე 8 სისხლის სამართლის საქმე განიხილა. …

დაპატიმრებული მოწმე, რომელმაც საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა

ბათუმში მცხოვრებ ბექა ჩიკვაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მან საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე თქვა უარი. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო. ადვოკატების თქმით, მსგავსი მიდგომა უპრეცედენტოა. საკუთარი თავის, ასევე ახლობლების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ადვოკატთა ასოციაცია მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილის გადაწყვეტილებას “საშიშ ტენდენციად” …

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ” – ლავასოღლის ფარული ჩანაწერები სასამართლოში

“შენ გეუბნები, ქურდები ვართ, ძმა…” “ლავასოღლი ვარ, ჩამოეთრიე აქ, ამოგთხრი მიწიდან”, – ეს ფრაზები მინდია ლავასოღლის ერთ-ერთ ფარულ ჩანაწერში ისმის. “ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე” მოსამართლე ლევან გელოვანმა აუდიოჩანაწერებს დღეს, 5 ნოემბერს, მოუსმინა. დღეს სასამართლომ ბრალდებულების: მინდია ლავასოღლის, ივანე გიგიაძის, შოთა კეკელიძის და ზაალ ახვლედიანის ჩანაწერები მოისმინა. პროცესს სამი მათგანი ესწრებოდა, თუმცა მოსმენის პროცესში ივანე გიგიაძემ …

წინასაარჩევნოდ ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანიდან აჭარაში დაბრუნდა

წინასაარჩევნოდ, უფრო ზუსტად, მეორე ტურის წინ, აჭარაში ზურაბ პატარაძე დაბრუნდა. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, მოქალაქეებს ხვდება ბათუმსა და ქობულეთში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ზურაბ პატარაძე „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტულად „ქობულეთში სამუშაოდ“ ჩამოიყვანა. „მხოლოდ ქობულეთში არა, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მექნება შეხვედრები,“ – გვითხრა ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, …

„ამომრჩეველი არის ნაწყენი“ – ჭეიშვილი მეორე ტურში „ოცნების“ გეგმებზე ბათუმში

რა სტრატეგიით მუშაობს „ქართული ოცნება“ ამჯერად? რა მეთოდებით აპირებს მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩევლის გულის მოგებას? – ეს კითხვები აჭარაში იმ შტაბების უფროსებს დავუსვით, სადაც „ოცნებამ“ არჩევნები წააგო. ბათუმის შტაბში გვითხრეს, რომ, ჯერჯერობით, შეცდომებს აანალიზებენ და „მოსახლეობასთან არის გასარკვევი, რატომ დაიდო ეს შედეგი“. ხელვაჩაურში ლიდერების პათოსს კომუნიკაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად არ იზიარებენ და თვლიან, რომ ამ …

სოცაგენტის ხელფასი თვეში 100 ლარია, დირექტორის კი 5116 – სოციალური უსამართლობა სოცსააგენტოში

მომავალი წლიდან 16-წლამდე ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, 50-ლარამდე დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 2 ნოემბერს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. პრემიერი და ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს სოციალურ მუშაკებზე, რომლებმაც, პირველ რიგში, უნდა იზრუნონ ამ ბავშვების დაცვაზე. სოციალური აგენტის ხელფასი თვეში ისევ 100 ლარია, სოციალური მუშაკის – 800 ლარი, სააგენტოს დირექტორის კი – 5 116 ლარი. სახელმწიფოში …

რატომ ინახავს ბათუმის მერია „წელიწადის ოთხ დროს“ საწყობში

ბათუმის მერიის საწყობში ქანდაკებები ინახება. ადლიის საწყობში გადაღებული ქანდაკებების ფოტო „ბათუმელებს“ მოქალაქემ გამოუგზავნა. „წელიწადის ოთხი დრო – ასე ჰქვია მაგ ქანდაკებებს, მე პირადად ძალიან მომწონს. შიგნით იყო ჩაკეტილი და გამოვიტანე. ვიფიქრე, საწყობის თანამშრომლებმა მაინც დაინახონ-მეთქი,“ – ამბობს მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს სასაწყობე მეურნეობის განყოფილების უფროსი. ილია სირაბიძის თქმით, ქანდაკებები მეექვსე წელია მის საწყობში ინახება. …

ცოლის ცემაში ბრალდებული კაცი სიდედრმა მკაცრი სასჯელისგან იხსნა

„არანაირ კონფლიქტს არ ჰქონია ადგილი,” – მოკლედ უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებული გ. რ.-ს სიდედრმა. იგი ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის ერთადერთი მოწმეა. შემთხვევა 8 მაისს ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. გამოძიების ვერსიით, ქმარმა ცოლს სიდედრის კუთვნილ კაფეში, დედის თვალწინ სცემა. დაზარალებულმა ქალმა იმ ღამით 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა. გ. რ. აქამდეც არის გასამართლებული ოჯახში ძალადობისთვის. ის …

Exit mobile version