საჯარო ლექცია უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიმდინარეობს საჯარო ლექცია-მოხსენება თემაზე –  უმაღლესი განათლების მნიშვნელობა და როლი. მოხსენებებს კითხულობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ლევან ბერძენიშვილი და ლევან გიგინეიშვილი. „ვილაპარაკებ ჰუმანიტარული განათლების მნიშვნელობაზე. ჩვენს ეპოქაშიც არის თუ არა ამ ჰუმანიტარულ განათლებაში ის, რასაც უწოდებენ „ლებერალარტს“, მარადიული განზომელება, დანიშნულება… მე ვეცდები დავამტკიცო, რომ არის. შევეცდები ცოტა კონტრბალანსი გავაკეთო თანამედროვე წარმატების …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვემო სილეზიის მარშალს შეხვდა

დღეს, 15 მაისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ქვემო სილეზიის მარშალს ცეზარ ფშიბილსკის და პოლონური დელეგაციის სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობის სფერო მართლაც მრავალფეროვანია. სილეზიის სტრატეგიული განვითარების ინსტიტუტი მზადაა გაგვიზიაროს მათი გამოცდილება რეგიონის სტრატეგიული დოკუმენტების იმპლემენტაციისა და მონიტორინგის კუთხით, ასევე ევროპის ბაზარზე ციტრუსის შეტანისათვის გამარტივებული საბაჟო გადასახადებისა და პროდუქტის ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. …

6 მაისის პარკთან დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც დღეს, 14 მაისს, თვითმხილველების თვალწინ საკუთარ მანქანაში ცეცხლსასრული იარაღიდან ესროლეს გარდაიცვალა. როგორც „ბათუმელებს“ რეფერალურ საავადმყოფოში უთხრეს, მამაკაცი მუცლის არეში იყო დაჭრილი: „უმძიმესი შემთხვევა იყო, ფაქტობრივად დაღუპული იყო, სისხლის ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდა გადმოყვანის დროს. ყველა რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ… “. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობა, რაც ისჯება თავისუფლების …

ბათუმში ლიფტებიდან ფული მოიპარეს

მოქალაქეების ინფორმაციით, 14 მაისს, ღამით, შერიფ ხიმშიაშვილის პირველ ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ოთხი ლიფტის სალაროებიდან ფული მოიპარეს. „წუხელ ღამით ოთხი ლიფტი გატეხეს. ლიფტის ფული ამოიღეს და ლიფტი აღარ იმუშავებს. პოლიციაც გამოვიძახეთ და ვნახოთ“, – ამბობს კორპუსში მცხოვრები თამუნა კაკაბაძე. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც  გულისხმობს  სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით …

კერძო თუ საჯარო სკოლა – მასწავლებლების არჩევანი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი აპრილიდან საჯარო სკოლების პედაგოგებს ხელფასები გაუზარდა. ხელფასების ზრდა 2017 წლის იანვარშიც იგეგმება. რა მდგომარეობაა ბათუმში მოქმედ კერძო სკოლებში და შეიცვალა თუ არა იქ დასაქმებულ პედაგოგთა ხელფასები? იმ მასწავლებელთა და დირექციის წარმომადგენელთა შორის, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, კონკრეტული ციფრები – ხელფასის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა, – მხოლოდ „მომავლის სკოლის“ დირექტორმა ცირა …

რექტორის წერილი ბსუ-ს სტუდენტებს

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ – „ავტონომია უნივერსიტეტს“ 22-ის აპრილის განცხადებაზე, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან ოფიციალური პასუხი მიიღო. როგორც „ავტონომია უნივერსიტეტს“ წევრები აცხადებენ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან 25 მარტს შეტანილ განცხადებაზე მიღებული პასუხი სტუდენტებისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ამიტომ მათ კონკრეტებული კითხვებით ბსუ-ს ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ [22 აპრილს] ხუთ ძირითად საკითხზე მიმართეს: საუნივერსიტეტო საქმიანობაში ჩარევა – ამ პუნქტში მოცემულია 21 მარტის შეხვედრაზე ყოფილი პრორექტორის, ირაკლი ბარამიძისა …

ხულოში დიდაჭარობა აღნიშნეს [ფოტო]

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამავე დღეს აღინიშნება დიდაჭარობა. ყოველწლიურად  ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარას სტუმრობენ, სადაც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ნაეკლესიარია. სოფელში იმართება კონცერტი და სხვადასხვა ღონისძიება. წელს დიდაჭარობაზე სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი,  ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე, ასევე …

ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში

გიორგი ბრწყინვალისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, ავტოსამრეცხაოს უკან, ძველი, ქვის კედლებზე ჩამოშლილი კრამიტებიანი სახურავია. ამ სახურავის ქვეშ, ქვის კედლებში (რომლებიც ნელ-ნელა იშლება), ლპობაშეპარულ ხის იატაკსა და ჭერს შორის ორი ოჯახი ცხოვრობს. შესასვლელი ხის ფიცრებით შეჭედილი პატარა ხიდულაა, სადაც ჩამოშლილი სახურავის ბოძებისა და ფიცრებისგან, ისევე, როგორც ამ სახურავიდან გადმოწეული კრამიტებისგან, თავის ასარიდებლად სიფრთხილე გმართებთ. ვიწრო დერეფნის ხის …

ენმ: დავით ქარცივაძეს უსკოს თავმჯდომარედ მხარს არ დავუჭერთ

დღეს, 12 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: მიშა მჟავანაძემ [ფრაქცია „მაჟორიტარები“], ასმათ დიასამიძემ [ფრაქცია „თავისუფლება“], პეტრე ზამბახიძემ და ეკატერინე თარგამაძემ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“]  ერთიანი ბრიფინგი გამართეს. ისინი აჭარის თავმჯდომარის მიერ  აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად უმაღლესი საბჭოსთვის დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურების წარდგენას გამოეხმაურნენ. მათი …

„წიგნის კუთხე“ – ფინალში ბათუმის #2 და #10 საჯარო სკოლები შეხვდებიან [ვიდეო]

ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ. ნახევარფინალური თამაშები 7-8 მაისს გაიმართა. ნახევარფინალების ლიტერატურულ ნაწარმოებთა სია ასე გამოიყურება: ჰომეროსი – „ოდისეა“; გურამ დოჩანაშვილი – „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“; ფიოდორ დოსტოევსკი – „დანაშაული და სასჯელი“; სტივენ კინგი – „მწვანე გზა“;  ჯეკ ლონდონი – „მარტინ იდენი“. პირველ ნახევარფინალურ თამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბათუმის #20 [სალომე ციმნარიძე, …

ბათუმელი მოსწავლეების გამოგონება – ხელჯოხი უსინათლოებისთვის

მოსწავლეებმა ბათუმიდან – ცოტნე შოთაძემ და ბესო შარაშიძემ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნეს ინოვაციური ხელჯოხი – „სხვა თვალი“, რომელიც მფლობელს ორი მეტრის რადიუსში აცნობებს წინაღობის ან დაბრკოლების შესახებ. ამ გამოგონებისთვის ცოტნემ და ბესომ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადაზე [IYIPO] ოქროს მედალი მოიპოვეს. ბესოსა და ცოტნეს მიერ უსინათლო ადამიანებისთვის შექმნილი ინოვაციური ხელჯოხი, გარდა იმისა, რომ მფლობელს …

უმაღლესი საბჭოს გადატანის საკითხი დღემდე განიხილება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის სარგებლობაში გადაცემის საკითხზე 5 მაისს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს საკითხი დიდი ხანია განიხილება და ერთგვარ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. მისივე თქმით, მთავრობის თავმჯდომარის დაპირება, რომ განიხილებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ქალაქში ალტერნატიული ფართობის გამონახვისა და უმაღლესი საბჭოს …

რა შეუძლია მოქალაქეს ძველი ბათუმის დასაცავად

როგორი იქნება ბათუმი, თუ კი ქალაქში ისტორიული შენობების ნგრევა არ შეჩერდა? რა პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში მოქალაქეებს და რა მიმართულებით უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოლიტიკა? – თემაზე „ბათუმელებს“ კულტუროლოგი, ურბანისტი, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი ცირა ელისაშვილი ესაუბრა. გასულ კვირას ბათუმში მშენებელმა კომპანიამ დაანგრია ბათუმის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ბათუმური ბელეტაჟი, რომელსაც არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის …

პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭოს სხვაგან გადატანას მხარს არ დავუჭერ

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ დღეს, 5 მაისს უმაღლეს საბჭოში ბრიფინგი გამართა. დეპუტატი გამოეხმაურა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის განცხადებას. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნება [შემდგომ მისი ინვესტორზე გასხვისების მიზნით] აჭარის მთავრობის მიერ, უნივერსიტეტისთვის უმაღლესი საბჭოს შენობის სარგებლობაში …

ილია ვერძაძე: „არ უნდა ვითვლიდეთ გარდაცვლილების რაოდენობას, საჭიროა პრევენციული ზომები“

5 მაისს აჭარის არქიტექტორთა და მშენებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ლუკა ასათიანის №13-ში შეიკრიბნენ, სადაც გუშინ კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა .  მათ შრომისა და უსაფრთხოების მაკონტროლებელი უწყებისათვის უფლებების გაზრდა მოითხოვეს. როგორც „ბათუმელებს“ პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ უთხრა, პროფესიული კავშირები დიდი ხანია ითხოვს ქვეყანაში შრომის ტექნიკური ინსპექციის სრული სიმძლავრით ამოქმედებას. მისივე თქმით, …

გასხვისებული ქონება მწვანე კონცხზე და ორი განცხადება უნივერსიტეტში

დღეს, 5 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ჟურნალისტები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან ღია შეხვედრის ჩასატარებლად მიიწვია. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ შეხვედრას დასწრებოდნენ, მერაბ ხალვაში ხარაზს რამდენიმე სტუდენტთან ერთად შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რეზო ხარაზმა და მერაბ ხალვაშმა განცხადებები გააკეთეს. რეზო ხარაზის თქმით, იგი მერაბ ხალვაშისგან ითხოვდა …

„World Cafe“ ბათუმში

27 მაისს ბათუმში „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“  ღია დისკუსიას – „World Cafe“ გამართავს. ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი მიზნად ისახავს ახალი თაობის განვითარებას, აზრთა და იდეათა გაცვლას,  ნოვატორული იდეების განხორციელებას, აქტუალური პრობლემების გადაწყვეტასა და ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდას  ქვეყნის განვითარების პროცესებში. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხის გარშემო ერთ მაგიდასთან დაჯგუფებული 10-20-კაციანი ჯგუფები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. …

„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია

3 მაისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მესამე და მეოთხე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა. მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: კონსტანტინე გამსახურდია – „მთვარის მოტაცება“; რიუნოსკე აკუტაგავა – „წყლის კაცების ქვეყანაში“; ვირჯინია ვულფი – „საკუთარი ოთახი“; გაბრიელ გარსია მარკესი – „მარტოობის ასი წელიწადი“;  ჰერბერტ უელსი – „უჩინარი კაცი“.  მესამე …

კონფერენცია ბათუმში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

სამი მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ შენობაში  გაიმართება ღია კონფერენცია – ქართული მედიის მიღწევები და გამოწვევები. კონფერენციის ორგანიზატორი საზოგადოებრივი მაუწყებელია. აჭარის ტელევიზიის განვითარების მენეჯერისა და კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნათია კაპანაძის თქმით, კონფერენცია სამი ძირითადი პანელისაგან შედგება: პირველი პანელი დაეთმობა საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლების თავისუფლების საკითხს. საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის …

200 ათასი ლარი ლიტერატურის სათარგმნად უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აჭარის რეგიონში სიდიდით პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ვებგვერდის მონაცემებით, იგი 9 ფაკულტეტს, 141-მდე მოსამზადებელ, პროფესიულ, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამას აერთიანებს. 2007 წლიდან ბსუ-ს საკუთარი გამომცემლობა და სტამბაც გააჩნია, თუმცა რა სიხშირით თარგმნის უნივერსიტეტი სასწავლო ლიტერატურას, ზუსტ ციფრს უნივერსიტეტში ვერ ასახელებენ. პროფესიული ლიტერატურის ქართულ ენაზე სათარგმნად პროგრამა უნივერსიტეტში …

მწყობრიდან გამოსული ველოსიპედები და „ბათუმველოს“ პრობლემები [ვიდეო]

„ბათუმველოს” მომხმარებელთა უკმაყოფილებას ხშირად იწვევს გათიშული ტერმინალები, ტერმინალებზე მწყობრიდან გამოსული ველოსიპედები თუ დაზიანებული ინფრასტრუქტურა. გათიშულ ტერმინალთან მისულ მომხმარებელს ცხელი ხაზის ნომრის პოვნაც უჭირს, რადგან ის არც ტერმინალზეა დატანილი და არც ველობარათზე. ამ და სხვა პრობლემების მოგვარებისთვის შპს “ბათუმის ავტოტრანსპორტი” 25 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას აპირებს. ამ თანხით არსებული 23 ველოტერმინალი და 370 ველოსიპედი უნდა შეაკეთონ. …

დისკუსია – ეკომიგრაცია აჭარაში

დღეს, 28 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია აჭარაში ეკომიგრაციის პროცესის/სფეროს რეგულირებაზე – გამოწვევებზე, არსებულ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ აჭარაში მოქმედი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება ჩატარდა სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოსა და ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთობლივი ორგანიზებით. ერთ-ერთი მომხსენებლის, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის, ციალა ქათამიძის …

შსს ბათუმში „ზებრაზე“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ

შსს-ს ინფორმაციით,  ბათუმში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილითით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა …

ლევან გიგინეიშვილის ლექცია ტოლერანტობის შესახებ [ვიდეო]

24 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა დისკუსია თემაზე ტოლერატობის ფენომენი თანამედროვე და ისტორიულ ჭრილში. დისკუსიაზე მოხსენება – ტოლერანტობის ფენომენი ევროპის და საქართველოს მაგალითებზე, წაიკითხა ფილოლოგმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა. დისკუსია მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის  „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“ ფარგლებში, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.      

კონკურსი ბსუ-ს სტუდენტებისთვის – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ერზრუმში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპისმცოდნეობის მიმართულების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი მე-10 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში – „bridging cultures“ მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლას აწყობს ათათურქის უნივერსიტეტი ქ. ერზრუმში [11-22 ივლისი]. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით ორგანიზატორი უნივერსიტეტი ფარავს ცხოვრებისა და დღიური სამჯერადი კვების ხარჯებს, ხოლო მგზავრობის ხარჯები, …

მაისში „EXPO BATUMI 2016“ ჩატარდება

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-9 საერთაშორისო გამოფენა „EXPO BATUMI 2016“ 13 მაისს სასტუმრო „შერატონში“ გაიხსნება და 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზებას შპს „GEONET EXPO“ მოახდენს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ „EXPO BATUMI“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. გამოფენაზე ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ ქართული და უცხოური კომპანიები, რომლებიც მუშაობენ სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში. ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით „EXPO …

№11 ავტობუსი 1-2 მაისს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულისა და მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებით,  პირველ და 2 მაისს, მუნიციპალური ტრანსპორტის №11 სამარშრუტო ხაზი  მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.

აჭარის პროფკავშირი: სამუშაო ადგილებზე შარშან 41 ადამიანი დაიღუპა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის ილია ვერძაძის თქმით, მეათე წელია რაც მათი პროფკავშირები ამ დღეს აღნიშნავენ. დღეს მათი ორგანიზებით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ათამდე, ხოლო მოგვიანებით „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ტერიტორიაზე რამდენიმე ძირი ხე დაირგვება. „სამუშაო ადგილზე გასულ წელს ბათუმში დაიღუპა 4 ადამიანი, წელს კი უკვე ორი ადამიანია …

ბულვარში „მწვანე ბარის“ დაწვის მცდელობის საქმეს შსს იძიებს

27 აპრილს, ღამით, ბათუმის ბულვარში „მწვანე ბარის“ დაწვა სცადეს. ბარის მფლობელის, დავით მამულაძის თქმით, დაცვის პოლიციამ, საღამოს ათი საათიდან თერთმეტის ნახევრამდე დროის შუალედში დაურეკა და აცნობა, რომ ბარში კვამლი და დიდი რაოდენობით წყალი იდგა: „ადგილზე დამხვდა მოლოტოვის კოქტეილებს რომ ამზადებენ იმგვარი ბოთლი, საკუჭნაოში დადებული და უკვე ჩამქრალი. როგორც ჩანს, ვინც იყო, ცეცხლი გაუკიდა და დატოვა საკუჭნაოში, სადაც იქვე …

ბათუმის კულტურის ცენტრში ოპერა „ტოსკა“ დაიდგმება

ბათუმის კულტურის ცენტრში ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკა“ შესრულდება. ოპერის დამდგმელი რეჟისორია გერმანელი ჰანს-იოაჰიმ ფრეი, ხოლო დირიჟორობას გაუწევს იტალიელი დიროჟორი მაურიცო ჩამპი. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პრემიერა 15-18 მაისს გაიმართება. ოპერაში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ სოლისტებთან – ინგა ჯახუტაშვილთან, ირაკლი კახიძესთან, ბაჩო ნაკაშიძესთან, სულხან ჯაიანისთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ბავშვთა …

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში [ვიდეო]

25 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ პირველი და მეორე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა. მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“; ილია ჭავჭავაძე – „კაცია ადამიანი?!“; რიჩარდ ბახი – „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“; ალბერ კამიუ – „უცხო“; ბერტოლტ ბრეხტი – „კავკასიური ცარცის წრე“. პირველი …

ლევან გიგინეიშვილი ბათუმში

24 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე ტოლერატობის ფენომენი თანამედროვე და ისტორიულ ჭრილში. დისკუსიაზე მოხსენებას წაიკითხავს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი. დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“, სრული ვიდეო-ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“  „ფესიბუქ“გვერდზე და youtube-ის არხზე, აგრეთვე ვებგვერდზე www.presscafe.ge. დისკუსია მზადდება არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის ფარგლებში …

მშენებელი კომპანიის მეწილეთა დავა და დაზარალებული მოქალაქეები

21 აპრილს, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე შეჩერებულ საცხოვრებელ კორპუსთან ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც წლებია მშენებლობის დასრულებასა და საცხოვრებელი ბინების გადაცემას ელოდებიან. აქციის მონაწილეების თქმით ამ ტერიტორიაზე იტალიური ეზოს ტიპის დასახლება მდებარეობდა. იქ მცხოვრებლებმა ფართობი აშენებულ სახლში ბინების მიღების სანაცვლოდ დათმეს.  „მერია ხელს იბანს და ამბობს რომ მათ ეს არ ეხებათ, რადგან კერძო ინვესტორია მესაკუთრე, …

უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომაც არ შედგა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით,   21 აპრილის პლენარული სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. თავდაპირველად სხდომაზე დასასწრებად 8 დეპუტატი, ხოლო განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ კი 9 დეპუტატი დარეგისტრირდა. აღნიშნულ პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს უნდა წარმოედგინა 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, …

Exit mobile version