რა პრობლემები გამოიკვეთა ტურისტული სეზონის დასაწყისში

Maroon 5-ის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში 7 ივნისს გაიმართა, ბათუმს განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ესტუმრა. როგორ დახვდა ქალაქი ტურისტებს და რა პრობლემები გამოიკვეთა, ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, სოფიკო გუჯაბიძეს ესაუბრა. ქალბატონო სოფიკო, რამდენი ტურისტი მიიღო ბათუმმა Maroon 5-ის კონცერტის დღეებში? ჩვენ შეგვიძლია გაყიდული ბილეთების რაოდენობით ვიმსჯელოთ. ინფორმაციით, …

გია ნოდია: რატომ უნდა აღმოვჩნდეთ რუსეთთან ერთად?! – აი, ეს იწვევს ჩემს შეშფოთებას

10 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მართლმადიდებელ ეკლესიათა მსოფლიო კრებას არ დაესწრება. „ის, რომ კრეტაზე არ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანმა ეკლესიამ და მათ შორის რუსეთმა, არის მართლმადიდებლური სამყაროს შიგნით სქიზმის ანუ გაყოფის საფრთხე. სწორედ ამ საფრთხის და ფაქტობრივი გაყოფის ფონზე, ჩვენ რატომ უნდა აღმოვჩნდეთ რუსეთთან ერთად?! – …

6 მაისის პარკში ტბა მომწამვლელი წყალმცენარეებით დაიფარა

მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, 6 მაისის პარკში მდებარე ტბის წყალი მომწამვლელია. როგორც ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, გუშინ, ტბის რეგულარული გაწმენდის დროს, შენიშნეს ტბაში წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება, დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. „ვიზუალური და ჩვენი სამსახურების დაკვირვებით ეს წარმოადგენს წყალმცენარეების ერთ-ერთ ტიპს, რომელსაც ჰქვია ტოქსიკური ციანობაქტერიები [ასევე ლურჯ-მწვანე …

ამერიკელი სტიპენდიატის ქართული გამოცდილება

24 წლის ამერიკელი ერიკ ჯექსონი „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტია. ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში როგორც მოხალისე სტუდენტებს ასწავლიდა ინგლისურს, სემინარებს ატარებდა და საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობდა. უკვე სრულდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერიკი საქართველოში იმყოფება – ის მალე ამერიკაში ბრუნდება. ერიკი რთულად, მაგრამ მაინც ახერხებს ქართულად ლაპარაკს, „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხის გაცემისას ცდლობს მაქსიმალურად გამოიყენოს ქართული …

ჟუჟანა ჯაკაბი: საყოველთაო დაზღვევა საუკეთესო ინვესტიციაა

9 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი აჭარის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, რომელმაც აჭარაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე გაჟღერებული კითხვები ძირითადად საყოველთაო დაზღვევისა და C ჰეპატიტის …

შეხვედრა საკრებულოში საბავშო ბაღების დაფინანსების ახალი სისტემის შესახებ

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაუჩერიზაციის საკითხის შემსწავლელი მუშა ჯგუფის შეხვედრა მოეწყო. საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ იგეგმება ბავშვთა ბაღების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა.  ჯგუფის წევრებმა  უახლოეს პერიოდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით კონცეფცია უნდა შეიმუშაონ და წარუდგინონ საკრებულოს. „მუშა ჯგუფის ხელმძღვანელი ნატალია ზოიძე მიიჩნევს, რომ დაფინანსების ვაუჩერიზაცია მუნიციპალურ ბაღებს განტვირთავს და ადგილების …

დისკუსია საჯარო სივრცეებში ჰომოფობიის შესახებ [ანონსი]

დღეს, 9 ივნისს, 18 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო დისკუსია: „ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“. დისკუსიაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი, მკვლევარი ეკატერინე აღდგომელაშვილი და სოციალური მუშაკი გიორგი ბოლქვაძე. ღონისძიების ორგანიზატორია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო. ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დისკუსიაზე გაიმართება დებატები ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ. დებატების …

ბსუ „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსს აცხადებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერისა და ქართული კალიგრაფიის კონკურსი გამოაცხადა. ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ კითხვის დღესთან დაკავშირებით ეწყობა, რომელიც 17 ივნისს აღინიშნება საქართველოში. მონაწილეობის მსურველებმა 15 ივნისამდე, საკუთარი ხელით შესრულებული და გემოვნებით გაფორმებული ერთი სტროფის [„ვეფხისტყაოსნიდან“] ხელნაწერი, A4 ფორმატის ქაღალდზე, უნდა წარმოადგინონ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში [ოთახი …

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იტალიის ელჩს შეხვდა

დღეს, 9 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე იტალიის ელჩს საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას იტალიის ელჩთან ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე …

19 წლის თინიკო – ოთხსულიანი ოჯახისა და ავადმყოფი დის მარჩენალი

19 წლის თინიკო მახარაძეების ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ის ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე სამსახურშია, ხელფასი კი ყოველთვიურად 350 ლარი აქვს. სკოლის გამოსაშვებ საღამოს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, რადგან მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში სიარული შეწყვიტა. სწავლა ოჯახური პირობების გამო ვერ გააგრძელა – დედას უნდა დახმარებოდა უფროსი დის, ნათიას მოვლაში, რომელსაც …

„წიგნის კუთხე“ – მონაწილეთა დაჯილდოება

7 ივნისს, ბათუმის დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ლიტერატურული კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მონაწილეთა დაჯილდოება. პროექტში მონაწილე ბათუმის სკოლების 16-მა გუნდმა, სულ 48 მოსწავლემ, 35 ლიტერატურული ნაწარმოები წაიკითხა. ფინალის მონაწილე #10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაზეთმა “ბათუმელებმა” 50-50 ლარის ღირებულების წიგნების ვაუჩერი გადასცა, ხოლო გამარჯვებულებს [ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა] – პლანშეტური კომპიუტერები. იხილეთ თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი: ამავე თემაზე …

მასწავლებლების ტრენინგი ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვით – ბრიფინგი სამინისტროში

3 ივნისს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლადო მგალობლიშვილმა ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, 28 მაისს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ასმათ დიასამიძის ორგანიზებით, სკოლის პედაგოგებისთვის გამართულ ტრენინგკურსზე მოხდა ოდესის გუბერნატორთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი ჩართვა „სკაიპის“ მეშვეობით. ლადო მგალობლიშვილის შეფასებით, ეს იყო „თაღლითური გზით პედაგოგების მიყვანა შეხვედრაზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის სასარგებლო …

კომისია, რომელსაც ბათუმში ტურისტულ სეზონზე საგზაო მოძრაობაზე უნდა ემსჯელა, ჯერ არ შეკრებილა

ბათუმის საკრებულოში 15 აპრილს შექმნილი კომისია, რომელმაც ორი თვის ვადაში [15 ივნისამდე] უნდა უზრუნველყოს ბათუმში საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის შესახებ წინადადების/კონცეფციის შემუშავება-წარმოდგენა, დღემდე არ შეკრებილა.  როგორც საკრებულოს პრესსამსახურში თქვეს, კომისიის თავმჯდომარე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, როცა კომისია შეიკრიბება. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმში საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი მუშა ჯგუფის შექმნა ფრაქცია …

ქედის მუზეუმის დირექტორის სწავლა მუზეუმის ბიუჯეტიდან დაფინანსდა

დღეს, 2 ივნისს, ქედის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ქედის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ვაჟა ფარტენაძემ, მუნიციპალური ბიუჯეტიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის სწავლა დაიფინანსა. მუზეუმის დირექტორმა, ვაჟა ფარტენაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში დაადასტურა, რომ მან მუნიციპალური ბიუჯეტიდან მიიღო დოქტორანტურის კურსის ნაწილობრივი დაფინანსება – 2250 ლარი. მისი თქმით, აღნიშნული დაფინანსება კანონიერია. „მუნიციპალიტეტს მივმართე თხოვნით და ნაწილობრივ დამიფინანსა ჩემი …

საგზაო უსაფრთხოების პროგრამა – „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. პროგრამის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებათა სატრანსპორტო საშუალებებს, პრესსამსახურების თანამშრომლებმა, უსაფრთხოების მანიშნებელი სტიკერები დააკრეს. აქციის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას მოიცავს, …

საზაფხულო სკოლა „მედია და ნაციონალიზმი“

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Broader Perspective Project-ი ხუთდღიან საზაფხულო სკოლას გამართავს თემაზე: „მედია და ნაციონალიზმი“. საზაფხულო სკოლა ხუთიდან ათი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ომისა და მშვიდობის დროს მედიასა და ნაციონალიზმს შორის ურთიერთობის შედარება, პროპაგანდის როლი, ბალკანეთის ომი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ და ა.შ. პროექტი აერთიანებს რვა ქვეყნის სტუდენტ-ტრენერებს. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის …

სასკოლო ოლიმპიადები განათლების სამინისტროს რეგულაციებს მიღმა

ბათუმელმა ძმებმა – 11 წლის გიორგი და 10 წლის თორნიკე ვარშალომიძეებმა გასულ წელს ოლიმპიადა „შერლოკში“ გაიმარჯვეს. მათ დღემდე არც დაპირებული ფულადი ჯილდო და არც სერტიფიკატები არ მიუღიათ. ამ ოლიმპიადის ორგანიზატორებისგან თავს მოტყუებულებად მათ მსაგვსად სხვებიც მიიჩნევენ. ქვეყანაში არ არსებობს რეგულაცია, რომელიც ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს თაღლითობისგან დაიცავდა – ოლიმპიადებს კერძო კომპანიები ატარებენ. სასკოლო ოლიმპიადებს განათლების სამინისტროსგან დამოუკიდებლად არაერთი კერძო …

შეხვედრა პოეტ ზვიად რატიანთან [ანონსი]

დღეს, 2 ივნისს, 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 44-ე აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა პოეტსა და მთარგმნელთან,  ზვიად რატიანთან. შეხვედრის ორგანიზატორია ბსუ-ს ლიტერატურული კლუბი. ზვიად რატიანი ლიტერატურული პრემია „საბას“ 2010 წლის ლაურეატია. მას დღემდე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული და მისი ლექსები ნათარგმნია ხუთზე მეტ ენაზე. თავად ზვიად რატიანი თარგმნის გერმანულ და ინგლისურ პოეზიას.

FAB LAB BSU-ში დამზადებული ნივთების გამოფენა უნივერსიტეტში

დღეს, პირველ ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – FAB LAB BSU-ში [„ფაბლაბ ბსუ“] დამზადებული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დამთვალიერებლებს, „ფაბლაბ ბსუ-სგან“ სამახსოვროდ გადაეცათ სუვენირები, რომლებზეც გამოსახული იყო სხვადასხვა სიმბოლო. ბსუ-ს სტუდენტი მამუკა ჩავლეიშვილი ფაბლაბში გრაფიკასა და კომპიუტერებს კურირებს. მისი თქმით, ფაბლაბში ძირითადად ფანერს იყენებენ, ასევე შესაძლებელია პლასტმასისა და მინის გამოყენებაც. ფაბლაბში მომუშავე …

როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში

როგორ ასწავლიან და როგორ უნდა ისწავლებოდეს „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ფილოლოგს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა. ბატონო ლევან, რა/ვინ იყო ის, რამაც დაგაინტერესათ „ვეფხისტყაოსნით“, იყო ეს სკოლა? სკოლაში კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, მაგრამ, ზოგადად, სკოლის პროგრამა ისეა აწყობილი, რომ დამაინტრიგებელი შეიძლება არ გახდეს ტექსტი. უფრო იმისთვის გამზადებენ, როგორ დაწერო თემა ისე, …

27 მაისს ბათუმში 7 500 აბონენტს დენის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 27 მაისს, 11-დან 18 საათამდე, ბათუმში, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7500 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ  ჯავახიშვილის, აბუსერიძის, ჭავჭავაძის, რუსთაველის, გრიბოედოვის, პუშკინის, ოძელაშვილის, გორგილაძის, გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების აბონენტებს. „სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა გათიშულ აბონენტს“, …

ბათუმს სტამბოლის მერი ეწვია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს ბათუმს ქალაქ სტამბოლის მერი ქადირ თოფბაში ეწვია. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ეს ქადირ თოფბაშის პირველი ვიზიტია საქართველოში.  მას აეროპორტში დახვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემიზქანი. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტამბოლის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს, 17 საათზე, ბათუმის სახელმწიფო …

სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი ბათუმში [ვიდეო]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა: თბილისი – თავისუფლების მოედანი; კახეთი – იყალთოს მონასტრის ეზო; სამეგრელო – ნოქალაქევის ციხესიმაგრე; სამცხე-ჯავახეთი – ვარძიის მიმდებარე ტერიტორია;  იმერეთი – ქუთაისის თეატრის წინ;  აჭარა – ბათუმის ბულვარი. ცერემონიალმა ერთგვარი ფლეშმობის სახეც მიიღო. თბილისში, თავისუფლების მოედანზე მყოფ ქვეყნის პრეზიდენტს, საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლს, სამხედრო ფიცის დადების …

ბათუმის #2 საჯარო სკოლა „წიგნის კუთხის“ გამარჯვებული გახდა

ინტელექტუალური თამაშის  – „წიგნის კუთხე“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. 22 მაისს გამართულ ფინალურ თამაშზე, ერთმანეთს შეხვდნენ ბათუმის №2  [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი] და №10 [მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე] საჯარო სკოლების გუნდები. ფინალურ თამაშზე დაისვა 7 ძირითადი კითხვა, შემდეგი ნაწარმოებებიდან: ოსკარ უაილდი – „დორიან გრეის პორტრეტი“; უილიამ შექსპირი – „ჰამლეტი“; ალბერტ კამიუ – „უცხო“; …

ბსუ-ში გერმანელი პროფესორის საჯარო ლექცია გაიმართება [ანონსი]

დღეს, 16 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში საჯარო ლექცია გაიმართება, თემაზე: „ნაციონალური და საერთაშორისო საჯარო სფეროები და ადამიანის უფლებათა დაცვა“. საჯარო ლექციას წაიკითხავს მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, გეორგ ლომანი. ღონისძიება ეწყობა, საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში, რომლესაც სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა ფორმატის საჯარო აკადემიური დისკუსიების ორგანიზებას …

გიორგი მაისურაძის საჯარო მოხსენება ბსუ-ში

29 მაისს, 14 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში, გაიმართება დისკუსია თემაზე:  „სეკულარულობა და მისი კრიზისი თანამედროვე საქართველოში“. დისკუსიის თემაზე მოხსენებას წაიკითხავს ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე.  დისკუსიის მოდერატორი იქნება ბსუ-ს სტუდენტი მარიკა ფუტკარაძე. დისკუსიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“. დისკუსია მზადდება ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში …

სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი “აჭარისწყალი ჯორჯიას” წინააღმდეგ

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქრუაშვილების მკვიდრი რომან თავართქილაძე ამბობს, რომ სოფელში რამდენიმე ჭაობი [რომელსაც სარწყავად იყენებდა მოსახლეობა] და მინერალური წყლები [საანას აბანო, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა] მას შემდეგ დაშრა, რაც „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესის მშენებლობაზე გვირაბების გაყვანა დაიწყო. რომან თავართქილაძის ოჯახს სასმელი წყალი 2014 წლის დეკემბერში შეუწყდა, რაზეც მან ხულოს საკრებულოსა და კომპანიას [„აჭარისწყალი ჯორჯია“] მიმართა. კომპანიის განმარტებით …

რა ელის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ძველი [რუსთაველის ქუჩაზე უნივერსიტეტის გვერდით] და ახალი [მწვანე კონცხზე] შენობების სარემონტო სამუშაოებზე 720 000 ლარი იხარჯება. ბსუ-ს კანცლერის, ჯემალ ანანიძის თქმით, ამ თანხაში შედის სპეციალური ცენტრების მოწყობაც, რაც ასევე საერთო საცხოვრებლის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს. ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი 2008 წლიდან მწვანე კონცხზე, ხუთსართულიან შენობაში ფუნქციონირებს. საერთო საცხოვრებლის დირექტორის, თემურ …

„მეტროს“ მუშების საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, ბათუმში სასტუმრო „პრინცესას“ [ყოფილი ფოსტის შენობაში] მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე იმყოფებოდა პროფკავშირების იურისტი ნინო უტიაშვილი. როგორც მან „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მუშები აპროტესტებდნენ საწყობის ყოფილი გამგის რუსლან ჯაბნიძის გათავისუფლებას და დამსაქმებლების დამამცირებელ დამოკიდებულებას დასაქმებულთა მიმართ: „ხელშეკრულებებს ჯერ არ გავცნობილვარ, ამისი დრო და საშუალება არ გვქონდა. შევთანხმდით, რომ დაუბრუნებოდნენ სამუშაო ადგილებს. საკონტაქტო ინფორმაციები გავცვალეთ, დაგვიკავშირდებიან და თუ …

შსს: სარფში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შსს-ს ინფორმაციით სასაზღვრო პოლიციის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სარფში 1987 წელს დაბადებული ბარლაშ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე  დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 10 აბი და აბის ნატეხი ამოიღეს, რომელიც 1,8975 გრ მდმა-ს [3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს] შეიცავს. ასევე ამოღებულია 0,14319 გრ კოკაინის შემცველი 0,2471 გრ ნარკოტიკი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი …

უფასო სკრინინგ ტესტირება აივ-ზე

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან, 21 მაისთან დაკავშირებით, 20 მაისს, 10 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია  „იმედი“ გამართავს შეხვედრას. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეულნი არიან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედია. შეხვედრაზე დაარიგებენ საინფორმაციო მასალებს და  ჩაატარებენ ნებაყოფლობით, უფასო სკრინინგ ტესტირებას აივ-ზე, მობილურ ამბულატორიაში. მრგვალი მაგიდა/შეხვედრა ხორციელდება გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის საზოგადოებრივი …

უმაღლესმა საბჭომ ვერც უსკოს წევრი აირჩია

უმაღლესმა საბჭომ პლენარულ სხდომაზე უსკოს წევრი ვერ აირჩია. უსკოს წევრობის ერთადერთმა კანდიდატმა, მამუკა ჯაშმა 10 ხმა მიიღო [ასარჩევად საჭიროა მინიმუმ 11 ხმა]. კენჭისყრაში 11 დეპუტატი მონაწილეობდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს უსკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს. ფარულ კენჭისყრაზე, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ დააგროვა.  

უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს პლენარული სხდომა მიმდინარეობს. საბჭომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარე ვერ აირჩია. პრესსამსახურის ინფორმაციით, ფარულ კენჭისყრაში 11 დეპუტატი მონაწილეობდა თუმცა უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით ქარცივაძეს ხმა მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მისცა [თავჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 11 ხმაა საჭირო]. დღესვე უმაღლესმა საბჭომ უსკოს წევრი უნდა აირჩიოს, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი – მამუკა ჯაშია წარდგენილი. დღეს …

საბაგირო გზით მგზავრობა ბათუმში 15 ლარი გახდება

ბათუმში საბაგირო „არგოს“ ფასი პირველი ივნისიდან გაიზრდება. ამასთან ერთად, აღარ იმოქმედებს  შეღავათები სტუდენტებისთვისაც: „არგოს“ მფოლობელი კომანია „ჰესტოკ ბათუმის“დირექტორის, გიორგი აბაშიძის თქმით, ფასის ზრდა განპირობებულია საბაგიროს საექსპლუატაციო ხარჯის გაზრდით: „საბაგირო მეოთხე წელია უკვე ექსპლუატაციაშია, ჩვენ ზამთარ-ზაფხულ ვამუშავებთ საბაგიროს.  ზოგიერთი ობიექტი კი ბათუმში, როგორც იცით, წყვეტს მუშაობას ზამთარში და ზაფხულში იხსნება, ამიტომ  საექსპლუატაციო ხარჯი ნაკლები აქვს. თოვლია, წვიმაა, სულ …

რელიგიათა საბჭომ ბათუმში საკონსულტაციო შეხვედრა გამართა

დღეს, 18 მაისს „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ოფისში, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, ხუთწევრიანი წარმომადგენლობით, საკონსულტაციო შეხვედრა გამართა, აჭარაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებსა და მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრას უძღვებოდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი. როგორც მან შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, შეხვედრის მიზანი იყო აჭარაში რელიგიურ უმცირესობათა წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მიღება. …

Exit mobile version