მთავარი,სიახლეები

ბათუმის კულტურის ცენტრში ოპერა „ტოსკა“ დაიდგმება

28.04.2016
ბათუმის კულტურის ცენტრში ოპერა „ტოსკა“ დაიდგმება

ბათუმის კულტურის ცენტრში ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკა“ შესრულდება.

ოპერის დამდგმელი რეჟისორია გერმანელი ჰანს-იოაჰიმ ფრეი, ხოლო დირიჟორობას გაუწევს იტალიელი დიროჟორი მაურიცო ჩამპი.

ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით პრემიერა 15-18 მაისს გაიმართება. ოპერაში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ სოლისტებთან – ინგა ჯახუტაშვილთან, ირაკლი კახიძესთან, ბაჩო ნაკაშიძესთან, სულხან ჯაიანისთან ერთად სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, კაპელა და ბავშვთა გუნდი.

იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის ოპერის –  „ტოსკა“ -პრემიერა პირველად 1900 წლის 14 იანვარს  რომში, კონსტანცას თეატრში გაიმართა.

თბილისში, „ტოსკა“ 1904 წლის 5 თებერვალს შესრულდა. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის საოპეროს დასის არსებობის ისტორიაში „ტოსკა“ პირველად შესრულდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: