სიახლეები

ბულვარში „მწვანე ბარის“ დაწვის მცდელობის საქმეს შსს იძიებს

28.04.2016
ბულვარში „მწვანე ბარის“ დაწვის მცდელობის საქმეს შსს იძიებს

27 აპრილს, ღამით, ბათუმის ბულვარში „მწვანე ბარის“ დაწვა სცადეს.

ბარის მფლობელის, დავით მამულაძის თქმით, დაცვის პოლიციამ, საღამოს ათი საათიდან თერთმეტის ნახევრამდე დროის შუალედში დაურეკა და აცნობა, რომ ბარში კვამლი და დიდი რაოდენობით წყალი იდგა: „ადგილზე დამხვდა მოლოტოვის კოქტეილებს რომ ამზადებენ იმგვარი ბოთლი, საკუჭნაოში დადებული და უკვე ჩამქრალი. როგორც ჩანს, ვინც იყო, ცეცხლი გაუკიდა და დატოვა საკუჭნაოში, სადაც იქვე წყლის მილი გადის. მილი ამ ცეცხლმა დააზიანა, წყალმა ამოხეთქა და ჩააქრო ცეცხლი“.

როგორც მანველიძემ თქვა, ის პოლიციაში უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე, თუმცა ეჭვი, თუ ვის უნდა გაეკეთებინა ან რა მიზეზით, ამ დროისათვის არ აქვს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე პუნქტით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: