ტურიზმი აჭარის სოფლებში

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთში, ზებურ ბოლქვაძის საოჯახო სასტუმრო უკვე მერვე წელია ტურისტებს მასპინძლობს. ზებურის სასტუმრო მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი არ არის, სადაც უცხოელი თუ ქართველი ტურისტები ჩადიან. აჭარის სოფლის საოჯახო სასტუმროებში დღე-ღამე 15-150 ლარი ღირს, სერვისის მიხედვით. ზებურ ბოლქვაძემ აგროტურიზმის შესახებ პირველად 2005 წელს მონტენეგროში ერთ-ერთი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაიგო: „იქ როგორც მოყვარული მეფუტკრე ვიყავი …

ბსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნები თითო კანდიდატით

4 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები [ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი – თამილა ლომთათიძე; აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი – ზურაბ მიქელაძე; ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი – ზოია სიხარულიძე]  აირჩიეს. არჩევნების თარიღი და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები 16 ივნისს გამოცხადდა და კანდიდატებს 17-27 ივნისს შეეძლოთ რეგისტრაცია. როგორც ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ოქმებიდან ირკვევა, თითოეულ ინსტიტუტში …

არჩილ ხაბაძემ სტანისლავ ბონდარენკოსთან ერთად სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

30 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უკარაინული წარმოშობის, რუსეთში მოვაღვაწე მსახიობთან, სტანისლავ ბონდარენკოსა და შპს „დარ ბილდინგის“ წარმომადგენელთან ერთად გმირთა ხეივანში სასტუმრო „Dar Tower“-ის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, სტანისლავ ბონდარენკო კომპანია „დარ ბილდინგის“ სარეკლამო სახეა: „კომპანიამ მას ბინა გადასცა საჩუქრად. სტანისლავ ბონდარენკო „Dar Tower“-ის ბინის პირველი მესაკუთრე გახდა“. აჭარის …

ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, ბათუმში, დღეს 30 ივნისს, საღამოს საათებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. გაძლიერდება  დასავლეთის ქარის და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაცემა. ამინდის გაუარესება მოსალოდნელიან მაღალმთიან აჭარაშიც. „არამდგრადი ამინდები გაგრძელდება შემდეგ დღეებშიც“, – უთხრა „ბათუმელებს“ დოდო გვაზავამ. აჭარის სამაშვილო სამსახურში ამბობენ, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელი უამინდობის შესახებ გაფრთხილებულები …

მოსწავლეები საზაფხულო ბანაკში

ყველა ასაკის მოსწავლეს სხვადასხვა ტიპის უფასო და ფასიან საზაფხულო ბანაკებს სთავაზობენ ყოველწლიურად. ხშირად უფასო ბანაკებს აწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ბანაკები ძირითადად თემატურია, მაგალითად, ეკოლოგიური, ადამიანის უფლებების, ლიდერული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებელი, უცხო ენის შესასწავლი. როგორ ხდება ბანაკების ორგანიზება, რა კრიტერიუმებით არჩევენ ბანაკის ლიდერებს, ვინ და როგორ ზრუნავს მოსწავლეების უსაფრთხოებაზე – „ბათუმელები“ გთავაზობთ ვითარებას, რაც შეიძლება დახვდეს თქვენს შვილებს …

„ბსუ დენტი“ – საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა ბათუმში

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო კლინიკა – „ბსუ დენტი“  გაიხსნა. კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით და როგორც ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ამბობს, „ბსუ დენტი“, გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტის სტომატოლოგიოური ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის და რეზიდენტურის სტუდენტებს შესთავაზებს პრაქტიკულ მეცადინეობებს, ასევე მიიღებს პაციენტებსაც: „პაციენტებს მიიღებენ პროფესორ-მასწავლებლები, ხოლო სტუდენტები ასისტირებას გაუწევენ“, – აღინიშნა „ბსუ …

უცხოელი სტუდენტები აჭარაში

ბათუმის რამდენიმე უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტები სწავლობენ. მათ შორის არიან ინდოელი, თურქი, აზერბაიჯანელი, სირიელი, ამერიკელი და ნიგერიელი ახალგაზრდები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო განათლების მიღება საქართველოში, კერძოდ ბათუმში გადაწყვიტეს. სიუჟეტში ისინი თავად ყვებიან თავიანთ არჩევანზე, რამდენად მოსწონთ სწავლა, სად და რა პირობებში უწევთ ცხოვრება, რა ბარიერებს აწყდებიან და რა მიაჩნიათ პრობლემად. სიუჟეტი მომზადდა პროექტის “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების …

ავტოსაგზაო შემთხვევა – 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

12 წლის ბიჭი, რომელსაც 28 ივნისს, ხელვაჩაურის გზაზე, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრშია [ე.წ. ბავშვთა საავადმყოფო] მოთავსებული. იგი მკურნალობის კურსს ქირურგიულ დეპარტამენტში გადის. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აჭარაში გაზის მიწოდება 27-29 ივნისს აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზი“ თავის აბონენტებს აფრთხილებს, რომ ხვალ, 27 ივნისიდან დაიწყება ბუნებრივი აირის მიწოდება, რის გამოც მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე და ყურადღება მიაქციოს გაზის დანადგარებს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე, „ბათუმელების“ შეკითხვას, რომელი საათიდან დაიწყება გაზის მიწოდება, პასუხობენ, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაციას არ ფლობენ: „ხვალიდან დაიწყება, რომელ საათზე ვერ გეტყვით. რაც შეეხება, გაზის მიწოდების სრულად აღდგენას 29 ივნისს …

მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც მოპედი დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა

25 ივნისს, საღამოს 12 საათზე, გორგილაძის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე მამაკაცს მოპედი დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 55 წლამდე ასაკის მამაკაცი საკმაოდ მძიმე დაზიანებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ბათუმელებს“ რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს, მამაკაცს ამ დროისათვის სხვადასხვა სახის ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, …

მედალოსნები აჭარაში

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, წელს ბათუმის კერძო და საჯარო სკოლებმამედალოსნობის 118 კანდიდატი წარადგინეს. აქედან 77 მოსწავლე ოქროს მედალზეა წარდგენილი, ხოლო 44 – ვერცხლის მედალზე. როგორც გოჩა დავითაძე განმარტავს, ოქროს მედალის კანდიდატი მოსწავლის წლიური შეფასება X, XI და XII კლასებში, ყველა საგანში უნდა იყოს 10. ვერცხლის მედლის კი – 9.9 ან 9.8 ქულა. „სკოლების მიერ …

რას ცვლის სამეურვეო საბჭო სკოლაში

10 ივნისს აჭარის საჯარო სკოლებში სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი რგოლის – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. საჯარო სკოლებში სამწლიანი ვადით აირჩიეს მშობლები და პედაგოგები, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეულ ერთ წევრთან ერთად იმუშავებენ სკოლისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ბიუჯეტი, დირექტორის არჩევა, დირექტორის მიერ წარდგენილი წლიური ანგარიშები, შინაგანაწესი, წლის დამამთავრებელი გამოცდები, ფინანსების ხარჯვა და ა.შ. 2005 წლიდან „საქართველოს კანონი ზოგადი …

მუშა, რომელიც სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუშა, რომელიც 24 ივნისს,  Real Palace-ის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. „პაციენტი ჩვენთან უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, იგი დღეს დილით გარდაიცვალა“, – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. კომპანია Real …

ბულვარის ადმინისტრაცია: მოცეკვავე შადრევნები დროებით გაითიშება

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც არდაგანის ტბისა და მასში მდებარე ე.წ. მოცეკვავე შადრევნების გაწმენდითი სამუშაოების გამო, შადრევნები 29 ივნისამდე გათიშული იქნება. „წყალკანალი ახორციელებს ტბის წყლის პროცედურულ გაწმენდას, ჩვენ კი – შადრევნის რეზერვუარისას. შადრევნების ლაზერული შოუ 29 ივნისს განაახლებს ფუნქციონირებას“, – ამბობენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. “ბათუმელების” კითხვას, ტურისტული სეზონის ძალაში შესვლამდე, რატომ …

სასტუმრო „კასტელო მარეს“ გახსნის ცერემონიალის სტუმრები [ფოტო]

დღეს, 25 ივნისს, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სასტუმრო რუსეთის მოქალაქეს, მოსკოვის ყოფილ ვიცე-მერს სოსო ორჯონიკიძეს ეკუთვნის. სასტუმროს გახსნაზე თავად სოსო ორჯონიკიძეც იმყოფებოდა. სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე” შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა …

შსს: მუშის გადმოვარდნის ფაქტზე საქმეა აღძრული

შსს-ს ინფორმაციით, 24 ივნისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო ობიექტიდან მამაკაცის გადმოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს  სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. „მუშამ ფეხი ხის მორზე დადგა, რომელიც ჩატყდა და ჩამოვარდა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შსს-ს პრესსამსახურში. მათი ინფორმაციით, მუშა მე-10 სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს, დღის პირველ საათზე …

მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაშია

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სახლის მე-9 სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი, როგორც „ბათუმელებს“, რეფერალურ საავადმყოფოში უთხრეს, რეანიმაციულ განყოფილებაში, ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. შემთხვევა ბათუმში გუშინ, 24 ივნისს, დღის პირველ საათზე მოხდა. ბათუმის სასწარაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და მეორე სართულზე დაეცა. იგი პოლიტრამვით, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

მეზღვაურთა დღე ბათუმში

დღეს, 25 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე გაიხსნა ბათუმის საზღავაო აკადემიის ორი ახალი აუდიტორია. ადუდიტორიები იაპონური კომპანია ,,FURUNO”-ს მიერ წარმოებული მოწყობილობებითაა აღჭურვილი. პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა. „საქართველოში 9 ათასამდე მეზღვაურია და მათი 95% სწორედ აჭარის მკვიდრია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სფეროს განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნისა …

უსკო – მორიგ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის თანამდებობების დასაკავებლად 9 ივნისს გამოცხადებულ ღია კონკურსზე კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის კანდიდატად კონკურსში სულ შვიდი პირი დარეგისტრირდა. მათ შორისაა აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია. აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია: 1. ბერიძე მურად; 2. დავითაძე ოთარ; 3. დიასამიძე …

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბათუმში აქციის დაშლას გამოეხმაურა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 22 ივნისს, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, „დაუყოვლებლივ დაიწყოს შიდაუწყებრივი მოკვლევა სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღდეგო ქმედებასთან დაკავშირებით და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, აჭარაში პოლიციამ მიწის მესაკუთრეებს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალება არ მისცა. გონიოელები წლებია მიწების დაბრუნებას ითხოვენ. სადავო მიწები გონიოში …

ბათუმის ორ უბანში აბონენტებს დენი არ მიეწოდება

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, №58-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა ელექტროგადამცემი კაბელები დაზიანდა, რის გამოც ახალდაგებული ასფალტის საფარის გადათხრა გახდა საჭირო. „მონაკვეთის კეთილმოწყობას „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ უთხრეს „ბათუმელებს“, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 1 500-მდე აბონენტს. მათივე თქმით, …

22 ივნისს დაკავებული გონიოელების საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა 22 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილე გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმეს. პოლიციამ  აქცია გუშინ ძალის გამოყენებით დაშალა, რაშიც მონაწილეობდნენ კუნთმაგარი მამაკაცები უნიფორმის გარეშე. გუშინ არც ერთ მათგანს არ გაუცია კითხვაზე პასუხი – იყვნენ პოლიციელები თუ არა? „ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან გვინდოდა მოწმედ წარმოგვედგინა საქართველოს …

219 100 ლარი შშმ ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამისთვის

ბათუმის მერია წელს 219 100 ლარს დახარჯავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში. პირველი ჯგუფი კურორტზე 10 ივლისს გაემგზავრება. პროგრამა სამ კურორტზე [წყალტუბო, ურეკი, ბორჯომი] ბათუმში რეგისტრირებულ 26 წლის ჩათვლით ასაკის შშმ პირებს, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ომში დაზარალებულ ვეტერანებსა და მათ თანმხლებ პირებს, ორკვირიან სამკურნალო-დასასვენებელ პაკეტს …

„დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, მისტიკური გვირაბი მეგონა“

17 წლის ნინო ჭაღალიძე ბათუმელი მოსწავლეა, რომელმაც მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში დამრგვალების გარეშე 10 ქულა, ხოლო ფიზიკაში 9 ქულა მიიღო. „მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები რომ მიმდინარებდა, დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, რაღაც მისტიკური გვირაბი მეგონა, რომლის ბოლოშიც ან სინათლეა, ან სიბნელე, ან ბედნიერი დაბრუნდები იქიდან, ან უბედური… …

შესაძლოა, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთი“ განთავსდეს

გამომცემლობა „რადარამი“ ბათუმში, 6 მაისის პარკში „მინიბიბლიოთეკის ყუთის“ დადგმას გეგმავს. როგორც „ბათუმელებს“ გამომცემლობის დისტრიბუციის კოორდინატორმა, დათო სიხარულიძემ უთხრა, პარკის ადმინისტრაციასთან წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიარეს და მალე ოფიციალურადაც მიმართავენ. „ეს იქნება „მინიბიბლიოთეკის ყუთი“, სადაც ჩვენი და სხვა გამომცემლობის წიგნები განთავსდება. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მივიდეს და აიღოს სასურველი წიგნი, წაიკითხოს და დააბრუნოს, ან სახლში წაიღოს და სხვა წიგნი დატოვოს …

საბაგირო სამი დღით დაიკეტა

20 ივნისს, ბათუმში საბაგირო „არგო“, სამი დღით, დაიკეტა. როგორც „არგოს“ დირექტორმა, გიორგი აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, საბაგირო გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა. მისი თქმით, საბაგიროს 11 ახალი კაბინა დაემატა, რომელთა დამონტაჟების შემდეგ, ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს. შემოწმებას ავსტრიიდან მოწვეული სპეციალისტები ახორციელებენ. „ამავდროულად, საბაგირო გზა თავიდან პროგრამირდება.  ახლა სხვანაირი ინტერვალები და სიჩქარეები აქვს, რასაც თავიდან სჭირდება პროგრამირება. უფრო …

მეოთხე საგანი ეროვნულ გამოცდებზე

წელს, უკვე მესამედ, აბიტურიენტებს შეუძლიათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება დამატებით – მეოთხე საგნად აირჩიონ. საქართველოს 15-მდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ წელს 620-მდე ადგილი გამოაცხადა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნით. თუმცა, ეს საგანი მხოლოდ 220 აბიტურიენტს აქვს არჩეული. რა სპეციფიკისაა გამოცდა საგანში, რა სირთულეები და დადებითი მხარეები ახლავს მას, ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ …

სამუშაო შეხვედრები ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამაზე დაიწყო

დღეს, 16 ივნისს დაიწყო „დემოკრატიის ინსტიტუტის“ სამდღიანი სამუშაო შეხვედრები ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პროგრამაზე. შეხვედრები 16-18 ივნისს გაიმართება და მასში შვიდი მუნიციპალიტეტი – ნინოწმინდა, გარდაბანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ადიგენი, ოზურგეთი, წალკა მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრებზე, ჩასახლებული ეკომიგრანტების საჭიროებებზე იმსჯელებენ და ინტეგრაციისკენ მიმართულ პროგრამებზე ერთობლივად იმუშავებენ. „დემოკრატიის ინსტიტუტი“, ევროკავშირის მხარდაჭერით, მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დააფინანსებს ჩასახლებული ეკომიგრანტების ინტეგრაციის პილოტურ პროგრამებს, …

25 ადამიანის მოწამვლის ფაქტს კრიმინალისტები იძიებენ

14 ივნისს, ხელვაჩაუში, ერთ-ერთი ოჯახის წვეულებაზე 25 ადამიანის მოწამვლის  საქმეზე გამოძიება სისხლის სამრთლის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს, ანალიზებით არ დადასტურდა ბაქტერიული და ვირუსული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია, რის შემდეგაც საქმეში კრიმინალისტები ჩაერთვნენ. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, …

თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით თბილისის ინტერპოლის და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2016 წლის თებერვლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ელვინ ი. დააკავეს. ელვინ ი-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე, 250-ე …

ბათუმის ტურისტული რუკა მოსწავლეებისგან

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის ოცი მოსწავლე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ,,კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების რუკის“ შედგენაზე. მოსწავლეებმა სამი მარშრუტი შეადგინეს: არქიტექტურული, რელიგიური და ბათუმი კინოში. მათ მსგავსად, მრავალფეროვნების ამსახველი ტურები დაგეგმეს თბილისელმა, ქუთაისელმა და ახალციხელმა მოსწავლეებმა, შემდეგ კი თავიანთი ტურები გააცნეს ერთმანეთს. პროექტის ფარგლებში თითოეულ სკოლას 760 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. მეგი დიასამიძე ბათუმის მე-15 …

გამჭვირვალობა: ბუნებრივი აირის შეწყვეტა ბიზნესს და მოსახლეობას დააზარალებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო [TI] აჭარაში, ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით დაანონსებული ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარაში ტურისტულ სეზონზე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა ბიზნესს და მოსახლეობას დააზარალებს. „28 მაისს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. ერთის მხრივ, დადებითია ის ფაქტი, რომ კომპანია მომხმარებელს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე 10 დღით ადრე აფრთხილებს, თუმცა …

მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე ფიზიკაში ყველაზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

15 ივნისს მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები დასრულდა. მეთერტმეტეკლასელები ოთხ საგანს – ქიმიას, ბიოლოგიას, გეოგრაფიას და ფიზიკას აბარებდნენ. დარჩენილ ოთხ საგანს კი მეთორმეტე კლასის ბოლოს ჩააბარებენ. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთერთმეტეკლასელთა გამოცდებზე ყველაზე მეტი – დაახლოებით 3 807 მოსწავლე ჩაიჭრა ფიზიკაში. ყველაზე ნაკლები [დაახლოებით 1 143 მოსწავლე] კი გეოგრაფიაში. ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდების შედეგების მიხედვით, …

ბიუჯეტის შესრულების საკითხს უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე არ განიხილავს

16 ივნისს აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის ვერ მოხვდა აჭარის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პეტრე ზამბახიძის თქმით, დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომაა. როგორც პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტისა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უნდა მომხდარიყო …

ბათუმის საკრებულო გონიოელების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა

„პროტესტი მათი უფლებაა და თუ სურვილი აქვთ, ბრძანდებოდნენ იქ. მე მათ თავიდან ბოლომდე გავაცანი ის პროცედურა, რასაც კომისია დღეის მდგომარეობით გადის. პრაქტიკულად დასასრულის პირას ვართ მისულები“, – განაცხადა ლევან კინწურაშვილმა, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ. ის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც  გონიოელები საკრებულოსგან პასუხს ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლევან კინწურაშვილი …

Exit mobile version