„ბათუმის კორპუსის“ გამარტივებული ტენდერი ეზოების კეთილმოწყობაზე

დღეს, 21 აპრილს ააიპ „ბათუმის კორპუსმა“ ხელხლა გამოაცხადა ტენდერი ბათუმის კორპუსების 36 ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე. თავდაპირველად ტენდერი 23 მარტს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა 13 აპრილს ამოიწურა, თუმცა არცერთ კომპანიას არ შეუტანია განაცხადი. ამჯერად გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო თანხა 1 227 300 ლარია. ბათუმში 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთიმოწყობაა დაგეგმილი[ბორდიურების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება]. დღესვე, ტენდერის …

17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად

ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლია დეკანაძე ერთ-ერთია იმ 80 ქართველ მოსწავლეს შორის, რომლებიც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის [FLEX] ფარგლებში აშშ-ში ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში. 17 წლის ლია იხსენებს, რომ პირველად ბედი ამ პროგრამაში მეცხრე კლასში სცადა, თუმცა მეორე ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს. …

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები [ვიდეო]

15-16 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის –  „წიგნის კუთხე“ ბოლო მერვედფინალური [VII-VIII] თამაშები. გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: სოფოკლე – „ოიდიპოს მეფე“; ალექსანდრე ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“; ანტუან დე სენტ ეკზიუპერი – „პატარა პრინცი“; ჩარლზ დიკენსი – „ოლივერ ტვისტი“; ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“. მე-7 მერვედფინალურ თამაშში სკოლა …

უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის 200-მდე სტუდენტისთვის, რომლებიც გრიშაშვილის #5-ში მდებარე შენობაში სწავლობენ, წლებია ელემენტარული პრობლემები მოუგვარებელია. მოუწესრიგებელია ლაბორატორიები, გასარემონტებელია შენობა, დაძველებულია ლიტერატურა, გაუმართავია გათბობის სისტემა, თვალსაჩინოებები, არ აქვთ სასადილო და სასმელი წყალი – ეს სტუდენტების ყოველდღიურობაა. ლაშა მელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის აგრონომიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. მას ლექციები …

ჯანდაცვის მიმართულების 387 კურსდამთავრებული ბათუმში

ბათუმში ათამდე საავადმყოფო და კლინიკაა, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მიმართულების კურსდამთავრებულთა დასაქმების ბაზარს ქმნიან. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ბსუ-ს 387 კურსდამთავრებული ჰყავს. რამდენი მათგანი დასაქმდა თავისი პროფესიით? – უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა დასაქმებულია, თუმცა ზუსტ სტატისტიკას ვერ ასახელებენ. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის, ლეილა …

დისკუსია ბათუმში – “ევროატლანტიკური ინტეგრაცია: ფაქტები VS მითები”

15 აპრილს, 16 საათზე ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება დისკუსია სახელწოდებით „ევროატლანტიკური ინტეგრაცია: ფაქტები VS მითები“. შეხვედრაზე თემატურ პრეზენტაციებს წარმოადგენს მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, თამარ კინწურაშვილი. დისკუსია იმართება პროექტის – „მითების მსხვრევა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მედიის განვითარების ფონდი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის …

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

10 აპრილს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა ლიტერალურული კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მეხუთე და მეექვსე მერვედფინალური თამაშები. აღნიშნულ თამაშზე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი წიგნის ირგვლივ: რეი ბრედბერი – „451 ფარენჰეიტით “ ჯორჯ ორუელი – „1984“ ჯემალ ქარჩხაძე – „ოპერაცია დეიდა ტასო“; შექსპირი – „ჰამლეტი“ ფრედერიკ ბეგბედერი – „99 ფრანკი“ მეხუთე მერვედფინალური თამაში გაიმართა …

„ოცნების ქალაქის“ ულტიმატუმი არჩილ ხაბაძეს

14 აპრილს, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებმა  საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით ისინი ეხმაურებიან სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილ ინფორმაციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას: „უჩა ნანუაშვილმა „მუყაოს დასახლების“ პრობლემა ნომერ პირველად დაასახელა, რაზეც არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა არასწორად იმუშავა ოცნების ქალაქის შესახებ და თურმე ათ პროცენტზე მეტს …

დედაენის დღე ბათუმში [ფოტო]

14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. „დედაენის დღე მთელი საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია… სანამ იარსებებს ქართული დამწერლობა, ქართული ენა, ქართველ ერს გადაშენება არ უწერია“, – თქვა ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ბექა მაკარაძემ. ღონისძიებას ასევე მსვლელობით შეუერთდნენ ბათუმის …

რა ელის სკვერს ზუბალაშვილის ქუჩის კვეთაში?

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში,  შპს „კმ. გრუპი“ მშენებლობას გეგმავს. ეს ტერიტორია, სულ 3392 კვ. მეტრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა, 2015 წლის ბოლოს კი ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც მშენებლობისთვის გათვალისწინებული ტერიტორია ნაწილობრივ შემოღობეს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ზუბალაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე სკვერი, რომელშიც მაგნოლიები და სხვა მრავალწლოვანი …

მუნიციპალური ავტობუსების ახლით ჩანაცვლებას ბათუმის მერია სრულად ვერ ახერხებს

რა ტიპის საწვავის, გაბარიტებისა თუ ტექნიკური მონაცემების მქონე ავტობუსები იქნება ბათუმისთვის ოპტიმალური? – ბათუმის მერიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] მიერ დაქირავებული კონსულტანტების დასკვნას ელოდებიან, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსები უნდა შემოიტანონ, თუმცა, ამით მოძველებული ავტობუსების მეხუთედის ჩანაცვლებაც კი ვერ მოხერხდება. „როგორც კი დასკვნა დაიდება, მერე გვეცოდინება დეტალები, თუმცა არის საუბარი ასე – ალბათ …

კომიქსის პროექტი სოციალური ცვლილებებისთვის საქართველოში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო კომიქსის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანს, რომელიც აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ნიჭიერი მხატვრებისა და მწერლების ჯგუფის ჩამოყალიბება  წარმოადგენს, რომელიც შექმნის კომიქსს საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებზე. პროექტში მონაწილეობისათვის, ორგანიზატორები იწვევენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ ხატვა/წერა და სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ან/და მიიღონ გამოცდილება კომიქსების შექმნაში. კომიქსისათვის მწერლისა და მხატვრის პოზიცია ანაზღაურებადია …

მერიის გაფრთხილება: 8 აპრილს 15 საათამდე 6 მაისის პარკში ბავშვებს ნუ გაიყვანთ

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, 8 აპრილს, 15 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან, რადგან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პარკში ხე-მცენარეებს შხამქიმიკატებით შეწამლავს. „მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ როცა ხდება ხე-მცენარეების შხამქიმიკატებით შეწამვლა, გარკვეული დროით ეს მავნეა ადამიანისთვისაც. რამდენიმე საათის განმავლობაში არ უნდა შეეხონ შეწამლულ ფოთლებს, განსაკუთრებით ბავშვები, ვინაიდან შეიძლება მერე თითები პირში ჩაიდონ, რაც მომწამვლელია. …

20 წლის ბაჩო ცხომელიძის გადასარჩენად ბსუ-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

8 აპრილს, 15 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის, ბაჩო ცხომელიძის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 20 წლის ბაჩო ცხომელიძეს ლიმფური ჯირკვლის სიმსივნე აქვს. იგი ამ ეტაპზე თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში მკურნალობს. „ბაჩო ჩვენი კურსელია, აპარატზე იყო შეერთებული, ახლახან  მოვიდა გონს, მაგრამ ოპერაციისთვის 30 000 დოლარი ესაჭიროება. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ …

პარტნიორული პროექტი საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის უნივერსიტეტებს შორის

7 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა პროექტს „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“. პროექტი წარმოადგენს შვიდ  უნივერსიტეტს  (საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის) შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მდგრადი ტურიზმის სწავლების მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის  სტაჟირებას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის  ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას და მდგრადი ტურიზმის  სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავებას. პროექტი …

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

2-3 აპრილს გაიმართა ლიტერატურული კონკურსის „წიგნის კუთხეს“ მესამე და მეოთხე მერვედფინალური თამაშები. კონკურსში კითხვები დაისვა შემდეგი ხუთი ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ: ვაჟა-ფშაველა – “ალუდა ქეთელაური”; ორჰან ფამუქი – “თოვლი”; ალექსანდრე დიუმა – “კავკასია”; პროსპერ მერიმე – “მათეო ფალკონე”; ერნესტ ჰემინგუეი – “მოხუცი და ზღვა”;   მესამე მერვედფინალურ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ ბათუმის მე-3 საჯარო სკოლისა [მარიამ ანანიძე, მეგი …

ბათუმისა და ბაქოს უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

6 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. „ეს არის აზერბაიჯანში ამ მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი უნივერსიტეტი, საკმაოდ წარმატებული, დიდი ტრადიციების მქონე და მათ აქვთ ძალიან ფართო ურთიერთობები, მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპის შესაბამის უნივერსიტეტებთან, ამიტომ ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლობა და ურთიერთობა ამ უნივერსიტეტთან მე ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება“, – ამბობს ბსუ-ს …

გამომცემლობა „რადარამი“ ახალი წიგნით ბათუმში

3 აპრილს ბათუმში, ლიტერატურულ კაფეში, გამომცემლობამ „რადარამი“ ტომ ვანდერბილთის წიგნის „საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ [და რას ამბობს ეს ჩვენ შესახებ]“ თარგმნის პრეზენტაცია გამართა. წიგნის ქართული საზოგადოებისთვის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ედო მჟავანაძემ და „რადარამის“ წარმომადგენელმა მარიამ ადუაშვილმა ისაუბრეს. გამომცემლობამ პრეზენტაციის დამსწრეებს წიგნი საჩუქრად გადასცა. „ორგანიზაცია წიგნების გავრცელებას საქართველოს ყველა რეგიონში აპირებს ისეთ …

ბათუმში ველომარათონი გაიმართება

6 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმში, მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართება. მარათონი სტარტს აიღებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან, ხოლო ფინიში საოცრებათა პარკში [Miracle Park] იქნება. ველომარათონში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება. ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებული ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტურნირის პირველ-მეორე ადგილზე გასულ და ყველაზე უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს გადაეცემათ სპორტული მაღაზიის …

13 წლის ზურაბ კინწურაშვილის წარმატება ტაეკვონდოში

13 წლის ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა ამერიკის მსოფლიო ტაეკვონდოს ღია ჩემპიონტში [US World Open Taekwondo Championships] გაიმარჯვა. მან ფინალურ ბრძოლაში მექსიკელი სპორტსმენი დაამარცხა. აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის ირაკლი ცენტერაძის თქმით, ზურაბ კინწურაშვილმა გასულ წელს 5 საერთაშორისო მედალი მოიგო. იგი ამ ეტაპზე კადეტებში თამაშობს, ხოლო მომავალ წელს გადადის იუნიონების კატეგორიაში. 13 წლის ჩემპიონი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზეც წარადგენს, …

37 სტუდენტი ინდოეთიდან ბათუმში

აშიშ გულია და ვაიბჰავ ბაბელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები არიან, ინდოეთიდან. მათ კურსზე სულ 37 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. ისინი ბათუმში დაახლოებით ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რატომ აირჩიეს ეს უნივერსიტეტი ინდოელმა ახალგაზრდებმა. აშიშმა და ვაიბჰავმა ინფორმაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მეგობრისგან მიიღეს, რომელიც უკვე აქ …

ბათუმში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“. „შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. გვინდა საზოგადოება აუტიზმთან დაკავშირებული სტიგმებისა და სტერეოტიპებისაგან გათავისუფლდეს. ასევე, სახელმწიფოს აკისრია დიდი როლი აუტისტური სპექტრის მქონე პირებისათვის შესაბამისი პროგრამების შექმნაზე, რაც მათ ცხოვრებას გაამარტივებდა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები …

ბსუ-ს სტუდენტებმა უნივერისტეტში შეიარაღებული პირი დააფიქსირეს [ვიდეო]

30 მარტს, 14:00-15:00 საათამდე შუალედში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტში ორი შეიარაღებული პირი დააფიქსირეს. „უნივერსიტეტის ეზოში ვისხედით და როცა „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა შემოვიდა, მანქანიდან ორი პირი ჩამოვიდა, ერთს [ზედატანზე] პოლიცია ეწერა, მეორე პირი კი სამოქალაქო ფორმაში იყო. რომელსაც პოლიცია ეწერა, იმ პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა ქამარზე. ორივე შენობაში ავიდნენ, რადგანაც იარაღით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე …

რაულ თავართქილაძე: აჭარაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ

31 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რაულ თავართქილაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით აჭარის რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაქურდული იქნება 25-მდე საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა. რაულ თავართქილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუშინ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში დაფიქსირდა ოთხი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს პრესსამსახურმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ქურდობის თაობაზე დაფიქსირდა მხოლოდ ორი შეტყობინება და …

“მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით

„გაუზიარე ველოსიპედით“ [share by bike] – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მარტის დასაწყისში საქართველოში ბელგიელი ფლორეან გოფინი ჩამოვიდა. ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყანა“ მისთვის მხოლოდ სახელწოდებაა. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც ფლორეანი ველოსიპედით მოგზაურობს, ცდილობს ადამიანებს ესაუბროს გარემოსდაცვით პრობლემებზე და შესთავაზოს გამოსავალი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად პოულობს. 28 წლის ფლორეანს ხარისხი აქვს დაცული …

შეხვედრა ლაშა ბუღაძესთან ბათუმში

პირველ აპრილს, 19:00 საათზე, მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ მწერალი ლაშა ბუღაძე მკითხველთან შეხვედრას გამართავს. დასწრება თავისუფალია. მკითხველს შესაძლებლობა ექნება ავტორს დაუსვას კითხვები ლიტერატურასა და მის შემოქმედებაზე.

ბსუ-მ პოლონეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

30 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სილეზიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაs ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, სილეზიის უნივერსიტეტის რექტორი ვიესლავ ბანიში, სილეზიის სავოევოდოს საბჭოს წევრი კაზიმეჟ კაროლჟაკი. მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის პოლონეთში [კატოვიცეში] ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 29 მარტს დაიწყო და პირველ აპრილს …

„წიგნის კუთხე“ – ახალი ლიტერატურული კონკურსი ბათუმში [ვიდეო]

გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში [რეგიონალურ დონეზე] იწყებს პროექტს – „წიგნის კუთხე“. პროექტი წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას. „წიგნის კუთხეში“ ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. თითოეულ გუნდში, საჯარო განათლების მესამე საფეხურის [IX-XII კლასები] სამი მოსწავლეა. გადაცემების ჩაწერა მიმდინარეობს შაბათ-კვირას. მონაწილე გუნდები ყოველ კვირა საღამოს, 22:00 საათზე …

ბსუ-ს სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში 2011-12 წლიდან დღემდე მუშაობენ სტუდენტები – უჩა აბრამიშვილი და მინური პაქსაძე. სხვადასხვა დროს ორივე იყო თვითმმართველობის პრეზიდენტი. მინური პაქსაძე ამჟამად ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო უჩა აბრამიშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარე. სტუდენტთა ერთი ჯგუფი მათ თანამდებობის პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გამოყენებას ედავება. 21 მარტი, 16:00 საათი. უნივერსიტეტის …

ამერიკული ჯგუფი The Exchange ხულოსა და ბათუმში

24 მარტს, 17:00 საათზე, ხულოს დრამატულ თეატრში, ხოლო 25 მარტს, 16:00 საათზე ბათუმში, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის საკონცერტო დარბაზში, ხუთკაციანი ამერიკული პოპანსამბლი The Exchange, ორ ამერიკულ ბენდთან – Street Corner Symphony-სა და VoicePlay-სთან ერთად კონცერტს გამართავს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. კონცერტების დაწყებამდე კი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გაცვლითი და საგრანტო პროგრამების საინფორმაციო გამოფენა გაიმართება. …

დათო ტურაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია „წიგნები ბათუმში“

24 მარტს, 19:00 საათზე, მაღაზიაში – “წიგნები ბათუმში” დათო ტურაშვილის ახალი წიგნის – „სხვა ამსტერდამის“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე წიგნის შესახებ ისაუბრებს თავად ავტორი. მკითხველს შესაძლებლობა ექნება დაუსვას მას კითხვები და  გამოართვას ავტოგრაფი.  

„გაუმარჯოს თვითმმართველობას, ძირს ათეისტები“ – ხმაური და დაპირისპირება უნივერსიტეტში

21 მარტს, სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის ღია შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, ხმაურიანი გამოდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრის მიზანი საუნივერსიტეტო საკითხებზე მსჯელობა იყო. შეხვედრას სტუდენტური მოძრაობა – “აუდიტორია #115”-ის წევრებიც ესწრებოდნენ, სწორედ მათი გამოსვლით დაიწყო დისკუსია და აღინიშნა, რომ ბსუ-ში მიმდინარე ეს პროცესი “აუდიტორია #115”-ის მანიფესტის პათოსიდან ამოდიოდა. პირველი მომხსენებლის …

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მანიფესტი

21 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა საჯარო შეხვედრა სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის სხვადასხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „აუდიტორია #115“ -ის წევრები. შეხვედრის ბოლოს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა შეჯამების სახით სტუდენტური მანიფესტი წარმოადგინა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. მანიფესტს არ უერთდება ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა …

გია მასალკინი: „არ ვარ წინააღმდეგი უსაფრთხოების სამსახური იყოს უნივერსიტეტში“

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „რესპუბლიკელმა“ გია მასალკინმა ამ წუთებში ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მიმდინარე დისკუსიის ფარგლებში განაცხადა, რომ ის „თანახმაა უშიშროება იყოს უნივერსიტეტში“. მასალკინის თქმით, „ის [უსაფრთხოების სამსახური] შიდა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს და ოფიციალურად გაცხადებულად უნდა იყოს. ბსუ-ში უსაფრთხოების სამსახურის ყოფინის აუცილებლობა გია მასალკინმა ასე დაასაბუთა: „ფიზიკოსები და ქიმიკოსები აქ ლაბორატორიაში რას შექმნით და მერე ვისი …

ჯანმრთელობისა და განათლების სამინისტროების პროგრამების ანგარიში ხელვაჩაურში

2016 წლის 17 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამებისა და 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშები მინისტრებმა – ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი თავამაიშვილმა წარადგინეს. სამინისტროების ინფორმაციით: 2016 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორციელებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი …

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა შედარებითი კონფლიქტების კვლევაზე

სინგინუმის უნივერსიტეტის [სერბეთი, ბელგრადი] შედარებითი კონფლიქტების კვლევის ცენტრი [CFCCS] აცხადებს მიღებას შედარებითი კონფლიქტების კვლევის მეშვიდე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა მოიცავს ხუთ კურსს. მონაწილეს საშუალება ექნება აირჩიოს მხოლოდ ერთი. საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა ინგლისურია. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კურსდამთავრებულ სტუდენტებს, ბაკალავრებს, საჯარო თუ კერძო სექტორის დაინტერესებულ წარმომადგენლებს. საზაფხულო სკოლა გაიმართება სინგინუმის უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე, …

Exit mobile version