სიახლეები

აჭარის პროფკავშირი: სამუშაო ადგილებზე შარშან 41 ადამიანი დაიღუპა

28.04.2016 • 2229
აჭარის პროფკავშირი: სამუშაო ადგილებზე შარშან 41 ადამიანი დაიღუპა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარის ილია ვერძაძის თქმით, მეათე წელია რაც მათი პროფკავშირები ამ დღეს აღნიშნავენ. დღეს მათი ორგანიზებით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ათამდე, ხოლო მოგვიანებით „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ტერიტორიაზე რამდენიმე ძირი ხე დაირგვება.

„სამუშაო ადგილზე გასულ წელს ბათუმში დაიღუპა 4 ადამიანი, წელს კი უკვე ორი ადამიანია დაღუპული. საქართველოს მასშტაბით წლევანდელი მონაცემი ჯერ, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ გასული წლის მონაცემებით 41 ადამიანი დაიღუპა“, – ამბობს ილია ვერძაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: