მთავარი,სიახლეები

„ზაფხული იწყება აქ“ – 3 ივნისს ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება

29.05.2023
„ზაფხული იწყება აქ“ – 3 ივნისს ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება

შაბათს, 3 ივნისს, აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.

ტურისტული სეზონის გახსნა 3-4 ივნისს ბათუმში „ზაფხულის ფესტივალით“ აღინიშნება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალი უცვლელი სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ“ ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

„ფესტივალის მუსიკალურ პროგრამაზე, რომელიც ანბანის კოშკთან საღამოს 4 საათის შემდეგ დაიწყება, ქართველი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები იზრუნებენ. მათ შორის იქნებიან ადგილობრივი და მოწვეული ბენდები – „სალიო“, „არა“, „მონსტერ ლობსტერი“, LOUDSPEAKERS, ნუცა ბუზალაძე, „ანიკი“ „ასეა სულ“, „ლურჯი იალქანი“ და სხვა“ – აღნიშნულია პრესრელიზში.

დეპარტამენტის ცნობით, დღის განმავლობაში ფესტივალზე იფუნქციონირებს ღია კაფე-ბარები, ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფრანების შოუ, 16:00 საათიდან კი ფესტივალზე დაგეგმილია მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობები: დრამების შოუ, პანტომიმა, ავიაშოუ, საბავშვო აქტივობები,  კედელზე ცოცვა, STREET ART-ი და სხვა გასართობი ღონისძიებები, რაც ყველა ასაკისა და კატეგორიის სტუმარზე იქნება გათვლილი.

ზაფხულის ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: