მთავარი,სიახლეები

„ყველაფრის დაბრუნების დროა“ – ზალუჟნი პატრიოტულ ვიდეორგოლს აქვეყნებს

27.05.2023
„ყველაფრის დაბრუნების დროა“ – ზალუჟნი პატრიოტულ ვიდეორგოლს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გაავრცელა ვიდეო უკრაინელ სამხედროებთან, რომლებიც ითხოვენ „გადამწყვეტი შეტევის დალოცვას“.

„მოვიდა საკუთარის უკან დაბრუნების დრო“ – ამ წარწერით გამოაქვეყნა აღნიშნული ვიდეორგოლი ზალუჟნიმ ტელეგრამზე.

ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია, რომ ავტორები შთაგონებული იყვნენ უკრაინელი ნაციონალისტის ლოცვით, რომელიც ოსიპ მაშჩაკმა 1920-იან წლებში დაწერა, მაგრამ ტექსტი განსხვავებულია.

„დაე, ჩემი ხელი მტკიცე იყოს, მტრების მოსაკლავად! დაე, ჩემი თვალი მახვილი იყოს, მტრების მოსაკლავად! დაე, ჩემი იარაღი იყოს ნამდვილი, მტრების მოსაკლავად“ – ისმის ვიდეოს ტექსტში.

„ასეთი სიტყვებით და ფიქრებით ჩვენი გმირი მეომრები მიდიან შეტევაზე, რათა გაათავისუფლონ უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან და აღმართონ გამარჯვების დროშა“ – წერს ზალუჟნი ფეისბუქზე.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გუშინ, 26 მაისს, „ბიბისისთან“ განაცხადა, რომ უკრაინის არმია მზად არის დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა განსახორციელებლად. მან არ დაასახელა თარიღი, მაგრამ თქვა, რომ შეტევა შეიძლება დაიწყოს “ხვალ, ზეგ ან ერთ კვირაში”.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: