მთავარი,სიახლეები

31 მაისს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე გაზის მიწოდება შეწყდება

29.05.2023 • 1470
31 მაისს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე გაზის მიწოდება შეწყდება

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 31 მაისის 02:00 საათიდან ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე გაზის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება.

გაზი გაითიშება შემდეგ ქუჩებზე:

სარფი, ა. პირველწოდებულის გზატკეცილი, აფსაროსის გზატკეცილი, მატათა მოციქულის, სვიმონ კანანელის, პეტრე იბერის, იოანე ლაზის, კახაბრის, ნუცუბიძის, შარაშიძის, ჩოხელის, ნაჭყებიას, კვინიტაძის, ფრ. ხალვაშის 42-დან 180-მდე.

გაზის მიწოდება დაიწყება 31 მაისს 10:00 სთ-დან და სრულად აღდგება 31 მაისის დღის ბოლომდე.

„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარემონტო სამუშაოებია.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: