მოსაზრება,სიახლეები

რას წერს ბრიტანეთის დაზვერვა ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებზე

23.05.2023
რას წერს ბრიტანეთის დაზვერვა ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებზე

[three_fourth last=”no”]Content[/three_fourth]

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 23 მაისს, ყოველდღიურ, მოკლე ანგარიშში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ეხმიანება რუსეთში, ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებს.

ბრიტანელი ანალიტიკოსები წერენ, რომ 2023 წლის 19-დან 22 მაისამდე, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, სულ მცირე სამ ადგილას, რუსეთის ძალებსა და პარტიზანებს შორის შეტაკება მოხდა. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსულმა დაჯგუფებებმა აიღეს, რომლებიც პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან. დაზვერვა აქვე აღნიშნავს, რომ პარტიზანების ვინაობა დაუზუსტებელია.

რუსეთმა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია მოახდინა და ტერიტორიაზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა.

დაზვერვა წერს, რომ რუსეთს საზღვრისპირა რეგიონებში სერიოზული მრავალმხრივი საფრთხე ემუქრება: საბრძოლო თვითმფრინავების დაკარგვა, რკინიგზის ხაზებზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავდასხმები და პირდაპირი პარტიზანული მოქმედებები.

„რუსეთი სავარაუდოდ  აუცილებლად გამოიყენებს ამ ინციდენტებს ოფიციალური ნარატივის გასამყარებლად, რომ ის არის ომის მსხვერპლი“ – წერს ბრიტანული დაზვერვა.

  • რა ხდება?

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსების ლეგიონმა ბელგოროდში, რუსეთის ტერიტორიაზე, რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა, ხოლო იქამდე – რუსული სასაზღვრო პუნქტი გაანადგურა.

რუსული მხარე აქედან მხოლოდ გრაივორონის რაიონის რამდენიმე სოფლის დაბომბვას ადასტურებს, თუმცა, ამ სოფლებს შორისაა კაზინკაც, რომელიც უშუალოდ უკრაინის საზღვართანაა და რომელშიც მდებარეობს ხსენებული პუნქტი.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი გლადკოვი ამბობს, რომ რაიონში უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფია შესული, რომელსაც რუსული ძალები ებრძვიან. რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ჯგუფთან საბრძოლველად გააგზავნეს ვერტმფრენებიც.

უკრაინული მხარე კი ამბობს, რომ ბელგოროდში არა უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები, არამედ ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ მოქმედებს [ლეგიონში რუსები არიან გაწევრიანებული და იბრძვის უკრაინის მხარეს]. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაშიც თქვეს, რომ მიმდინარე მოვლენებთან უკრაინას უშუალო შეხება არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: