ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, რომ უკრაინა კურსში ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება. გამოცემა მიუთითებს უკრაინელი სამხედროების განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მათ გამოიყენეს აშშ-ს მიერ მიწოდებული Himars-ის სარაკეტო სისტემები პონტონურ გადასასვლელებსა და ხიდებზე დასარტყამად. გამოცემის ცნობით, უკრაინის 6 აგვისტოს ოპერაციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა პრეზიდენტი პუტინი, რადგან უკრაინამ შეძლო კონტროლი მოეპოვებინა ათობით ქალაქსა და სოფელზე – …
Author Archives: ბათუმელები
ვოლგოგრადში უკრაინული დრონები სამხედრო აეროდრომს დაესხნენ თავს
რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, უკრაინული დრონები სამხედრო აეროდრომს დაესხნენ თავს. ვოლგოგრადის გუბერნატორი დღეს, 22 აგვისტოს, ტელეგრამზე წერს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაწესებულების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ არის. ტელეგრამზე წერენ, რომ ქალაქ კალაჩ-ონ-დონში მცხოვრებებმა განაცხადეს აფეთქებების შესახებ დილის 3:30 საათზე. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ვოლგოგრადის აეროპორტი დროებით დაიხურა. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ვოლგოგრადის სამხედრო აეროდრომზე განთავსებულია …
Continue reading “ვოლგოგრადში უკრაინული დრონები სამხედრო აეროდრომს დაესხნენ თავს”
3 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელს, რომელიც ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე, თავისი მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებული კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ …
Continue reading “3 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელს, რომელიც ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 604 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130] ტანკი – 8 529 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 16 567 ერთეული [+25] საარტილერიო სისტემა – 17 262 ერთეული [+46] MLRS – 1 166 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 აგვისტო”
ბათუმში ელექტროკარადას ცეცხლი გაუჩნდა
დღეს, 21 აგვისტოს ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგასლის კვეთაში ცეცხლი გაუჩნდა ელექტროკარადას. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამსახური. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ავარიული დაზიანების გამო გათიშულია 70-მდე აბონენტი. კომპანიაში გვითხრეს, რომ დაზიანება მალე აღმოიფხვრება. ____________ ფოტოზე: კადრი კობა ფარტენაძის ვიდეოდან
ტემპერატურა მაღლა იწევს, ტყის ხანძრების საფრთხის დონე მატულობს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში კი 35-37 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. სააგენტო წერს, რომ ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს და დღეის …
Continue reading “ტემპერატურა მაღლა იწევს, ტყის ხანძრების საფრთხის დონე მატულობს”
საბაჟოებზე ორ კვირაში 78 000 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2024 წლის 4–16 აგვისტოს, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ყაზბეგი“, მებაჟე-ოფიცრების მიერ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ოქროს საერთო წონა 671,15 გრამი იყო. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში …
Continue reading “საბაჟოებზე ორ კვირაში 78 000 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს”
რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით ღამის რეისებს ამატებს
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 24, 25, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს“ – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული განრიგის თანახმად, დამატებითი რეისები ღამით იქნება. კერძოდ, 24, 25, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს მატარებელი თბილისიდან გამოვა ღამის 00:30 საათზე, ბათუმში იქნება 05:38-საათზე. ამავე თარიღებში მატარებელი ბათუმიდან გავა 00:40-საათზე …
Continue reading “რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით ღამის რეისებს ამატებს”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 603 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210] ტანკი – 8 522 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 16 542 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 17 216 ერთეული [+60] MLRS – 1 166 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 აგვისტო”
ბათუმის თევზის ბაზარში ხამანწკებში სალმონელა და E.coli გამოვლინდა – სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმის თევზის ბაზარში, ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია (E.coli) გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ. „ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა – სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში ,,magnetic beach resorts“ (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის …
Continue reading “ბათუმის თევზის ბაზარში ხამანწკებში სალმონელა და E.coli გამოვლინდა – სააგენტო”
საბაჟოებზე 32 250 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ამოვიღეთ – შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2024 წლის 25 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ლაგოდეხი“, „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, …
დაჭრა ქობულეთში – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ადამიანის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს“ – იუწყება შსს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ივნისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში, 1994 წელს დაბადებული ს.ტ. იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული …
Continue reading “დაჭრა ქობულეთში – პოლიციამ ბრალდებული დააკავა”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 აგვისტოს 21 საათიდან 21 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 30 – 35 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი ზღვის …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
15 წლის იოსების ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს
15 წლის იოსებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი აქვს. იოსებს, რომელსაც დაბადებისას დაუზიანდა ნერვული სისტემა და გადაადგილებას და კიდურების გამოყენებას ვერ ახერხებს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში მდებარე კლინიკაში დაჰპირდნენ ოპერაციას, რომლის შედეგადაც მისი მდგომარეობა შეიძლება შემსუბუქდეს, მაგრამ იოსების ოჯახს ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. 15 წლის იოსებ ერაძე ოჯახთან ერთად გორში, სოფელ ვარიანის მეურნეობაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად …
Continue reading “15 წლის იოსების ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 601 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330] ტანკი – 8 518 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 16 521 ერთეული [+26] საარტილერიო სისტემა – 17 156 ერთეული [+52] MLRS – 1 166 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 აგვისტო”
თანამდებობის პირები, რომლებიც დასავლეთს აშავებენ, მაგრამ ევროპულ სიკეთეებზე უარს არ ამბობენ
ეს თანამდებობის პირები – პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის დეპუტატები, წლების განმავლობაში იღებდნენ დასავლურ დაფინანსებას, ბევრი მათგანი სწავლობდა დასავლეთში, ბევრი მათგანის ყველაზე ახლობელი ადამიანები – ოჯახის წევრები დღემდე ევროპის ქვეყნებში ცხოვრობენ, ზოგიერთი მათგანის შვილი ევროპაში დაიბადა კიდეც, მაგრამ ამ ადამიანების ძალისხმევით და უშუალო მონაწილეობით ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაიკეტა. მათ მიიღეს რუსული კანონი – ევროკავშირმა კი …
ახალგაზრდებთან შეხვედრა ბათუმში, ხულოში, ქედასა და ქობულეთში – „ეს ქვეყანა შენია“
20-24 აგვისტოს ქობულეთში, ქედაში, ხულოსა და ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიის -„ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდება. ახალგაზრდებს შეხვდებიან მწერლები: ნესტან ნენე კვინიკაძე და ტორესა მოსი, იუმორისტი ნიკა ქავთარაძე და ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი. განრიგი ასეთია: ქობულეთი – 20 აგვისტო, 14 საათი, „იალქანის“ ახალგაზრდული ცენტრი ქედა – 21 აგვისტო, 14 საათი, სათემო განათლების ცენტრი ხულო – …
Continue reading “ახალგაზრდებთან შეხვედრა ბათუმში, ხულოში, ქედასა და ქობულეთში – „ეს ქვეყანა შენია“”
უკრაინელებმა კურსკში წინ წაიწიეს – ISW
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის – ISW-ის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა განაგრძეს წინსვლა რუსეთში კურსკის რეგიონის ფრონტის მთელ ხაზზე 18 აგვისტოს და მცირედით წინ წაიწიეს სუჯას სამხრეთ-აღმოსავლეთით. ISW-ის მიერ მომზადებულ რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ 17 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის ვიდეომასალა აჩვენებს, რომ რუსეთის ჯარები უკრაინულ ჯავშანტრანსპორტიორს ურტყამს მარტინოვკას ჩრდილოეთით (სუჯას ჩრდილო-აღმოსავლეთით), რაც მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული …
რუსეთმა 600 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 600 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120] ტანკი – 8 513 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 16 495 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 17 104 ერთეული [+48] MLRS – 1 165 ერთეული [+4] …
დეპუტატები, რომლებმაც თავიანთ შვილებს ევროპული განათლება მისცეს, სხვის შვილებს კი – რუსული კანონი
სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა შვილები დასავლეთის ქვეყნებში სწავლობენ, ზოგიერთ მათგანს კი თავადაც ევროპაში აქვს განათლება მიღებული. ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც მიიღეს რუსული კანონი, ქვეყანას ჩაუკეტეს ევროპული პერსპექტივა, სხვისი შვილების ევროპული განათლება კი დიდი დარტყმის ქვეშ დააყენეს. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ანალიტიკოსის, სალომე ბრეგვაძის შეფასებით, „ევროპული განათლება „რუსული კანონის“ …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 599 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170] ტანკი – 8 508 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 16 480 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 17 056 ერთეული [+71] MLRS – 1 161 ერთეული [+1] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 აგვისტო”
მაღალი თანამდებობის 9 პირი, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებსა და NGO-ებში მუშაობდნენ
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში 2003 წელს ხელისუფლება გარე ძალების [უკვე საჯაროდაც ამბობენ, რომ ეს გარე ძალა აშშ-ია] ჩარევით შეიცვალა. „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიის თანახმად, ამ მიზნებს გარე ძალები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით აღწევდნენ. იმ პერიოდში, როდესაც დასავლეთმა საქართველოში, როგორც „ოცნებაში“ აცხადებენ, „თავისი მარიონეტი ხელისუფლება“ მოიყვანა, რომელმაც შემდეგში – 2008 …
Continue reading “მაღალი თანამდებობის 9 პირი, რომლებიც უცხოურ ორგანიზაციებსა და NGO-ებში მუშაობდნენ”
ანტიდასავლელი დეპუტატები, ვისი შვილებიც ევროპასა და აშშ-ი დაიბადნენ
სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევიან, მაგრამ დასავლეთის სიკეთეებით აქამდეც რომ სარგებლობდნენ და მას შემდეგაც, რაც მათ მიერ მიღებულმა რუსულმა კანონმა და ანტიდასავლურმა პროპაგანდამ საქართველოს ევროინტეგრაციას გზა გადაუკეტა. ეს დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები დღემდე აგრძელებენ დასავლური სიკეთეებით სარგებლობას. კვლევის ავტორი, სალომე ბრეგვაძე წერს: …
Continue reading “ანტიდასავლელი დეპუტატები, ვისი შვილებიც ევროპასა და აშშ-ი დაიბადნენ”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 598 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230] ტანკი – 8 501 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 16 473 ერთეული [+12] საარტილერიო სისტემა – 16 985 ერთეული [+58] MLRS – 1 160 ერთეული [+1] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 აგვისტო”
პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებაზე – „არ ვაპირებთ ხვეწნას, გვაქვს იძულების საშუალებები“
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსეთის ტერიტორიების ოკუპაციით და უკრაინის შეტევა კურსკში აუცილებელია კრემლის დასარწმუნებლად დაიწყოს „გულწრფელი მოლაპარაკების პროცესი“. „თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ მოლაპარაკებებზე – ხაზს ვუსვამ, პოტენციურზე – მოგვიწევს რუსეთის ფედერაციის მაგიდის მოპირდაპირე მხარეს დასმა. ჩვენი პირობებით. ჩვენ აბსოლუტურად არ ვაპირებთ ხვეწნას: „გთხოვთ, მობრძანდეთ …
„ეთიკის ქარტია რუსული კანონის მოთხოვნებს არ შეასრულებს“ – გაერთიანება 300-ზე მეტი ჟურნალისტით
2024 წლის 14 აგვისტოს ჩატარდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგგარეშე კრება, სადაც გადაწყდა, რომ ქარტია არ აპირებს დარეგისტრირდეს რუსული კანონის შედეგად ამოქმედებულ „აგენტების რეესტრში“. ქარტიაში 300-ზე მეტი ჟურნალისტია გაწევრიანებული. ქარტიამ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს, 16 აგვისტოს განცხადება გაავრცელა: „კრებამ ერთხმად გაიზიარა ქარტიის საბჭოს მიერ 8 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, ორგანიზაცია არ დაემორჩილოს „უცხოური …
„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონი რუს სამხედროებს მოუწოდებს ჩაბარდნენ უკრაინელებს
„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონის მოხალისეები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, კურსკში მიმდინარე მოვლენების ფონზე რუს სამხედროებს მოუწოდებენ ჩაბარდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალებს უკრაინის მხარეს გადასვლის შესაძლებლობით. ამის შესახებ ლეგიონი ტელეგრამზე ავრცელებს განცხადებას. „თქვენი პოლიტიკური ინსტრუქტორები, ფრონტის თბილი ზურგიდან დაჟინებით მოგიწოდებენ ტყვედ არ ჩავარდეთ და აფეთქდეთ თქვენივე ხელყუმბარით, მაგრამ ასობით რუსი ჯარისკაცი უგულებელყოფს დანაშაულებრივ ბრძანებას და ირჩევს სიცოცხლეს და …
Continue reading “„რუსეთის თავისუფლების“ ლეგიონი რუს სამხედროებს მოუწოდებს ჩაბარდნენ უკრაინელებს”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 26 – 31 გრადუსი ღამით: 12 – 17 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 596 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330] ტანკი – 8 496 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 16 461 ერთეული [+35] საარტილერიო სისტემა – 16 927 ერთეული [+59] MLRS – 1 159 ერთეული [+5] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 აგვისტო”
„გაყიდულ ბინებს ხელახლა ჰყიდდნენ“ – სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და იურისტს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და იურისტს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „სამშენებლო კომპანია შპს „ლეველი +“-ის დირექტორი და ამავე კომპანიის იურისტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ. ბრალდებულები დაზარალებულებს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებს უფორმებდნენ და თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა …
„ქართული ოცნება ავრცელებს კრემლის ნარატივს“ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ აგვისტოს ომის 16 წლისთავზე გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აპირებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების „სამართლებრივ შეფასებას“. „საქართველოს მმართველი პარტია, „ქართულმა ოცნება“ აგრძელებს ნარატივის გავრცელებას, რომელიც ეხმიანება კრემლის საინფორმაციო ოპერაციას, რომლის მიზანია რუსეთის ძალადობის გამართლება საბჭოთა კავშირისა და …
Continue reading “„ქართული ოცნება ავრცელებს კრემლის ნარატივს“ – ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი”
რუსეთი კურსკში ახალ თხრილებს თხრის, მას უკრაინელების სწრაფი წინსვლის ეშინია – ISW
14 აგვისტოს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები უკრაინულ ძალებს კურსკში, აღმოსავლეთ ჟურავლში, საერთაშორისო საზღვრიდან 20 კმ-ში აჩვენებს. ISW-ი ძირითადად უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს და გეოლოკაციურ კადრებს ეყრდნობა ანგარიშის მომზადებისას. ექსპერტების აზრით, ეს კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები დასახლების აღმოსავლეთ ნაწილში წინ …
Continue reading “რუსეთი კურსკში ახალ თხრილებს თხრის, მას უკრაინელების სწრაფი წინსვლის ეშინია – ISW”
„მორიდებული ბრაზი“ – 16 აგვისტოს ბათუმში დისკუსია გაიმართება
16 აგვისტოს, ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პერიფერია“ დისკუსიას გამართავს თემაზე – „მორიდებული ბრაზი: ინფრასტრუქტურის დაპირება, ადგილის განცდა და პროტესტი აჭარაში“. ესაა „პერიფერიის“ექსპერიმენტული მსჯელობის სივრცე, რომელიც, როგორც ღონისძიების შესახებ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს იცხოვროს სამართლიანობაზე, თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში“. დისკუსიის მომხსენებელია ანთროპოლოგი თამთა ხალვაში. შეხვედრა დაიწყება 19 საათზე, ბათუმში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩის 67-ში, …
Continue reading “„მორიდებული ბრაზი“ – 16 აგვისტოს ბათუმში დისკუსია გაიმართება”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 აგვისტო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 595 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220] ტანკი – 8 484 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 16 426 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 16 868 ერთეული [+47] MLRS – 1 154 ერთეული [+3] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 აგვისტო”
თურქეთში, ანტალიაში, უკანონო რუსული სკოლები აღმოაჩინეს – დაიწყო გამოძიება
თურქეთში, ანტალიაში, ორი რუსული არალეგალური სკოლა აღმოაჩინეს – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს. გამოცემის ცნობით, თურქეთის განათლების სისტემამ გამოძიება დაიწყო იმ სკოლებთან დაკავშირებით, რომლებიც სათანადო რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე მუშაობდნენ. ორივე სკოლა მუშაობდა საჭირო ნებართვის გარეშე, რუსული სასწავლო გეგმით, I-VIII კლასები. „ჰურიეთი“ წერს, რომ 2022 წელს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ანტალიაში გაიზარდა ემიგრაცია რუსეთიდან …
Continue reading “თურქეთში, ანტალიაში, უკანონო რუსული სკოლები აღმოაჩინეს – დაიწყო გამოძიება”
პოლიციამ 5 პირი დააკავა ახალგაზრდა ქალის გატაცების ფაქტზე – შსს
კახეთის პოლიციამ ქალისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 5 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1969 წელს დაბადებული ი.ფ., 1999 წელს დაბადებული ჯ.ი., წარსულში ნასამართლევი 1996 წელს დაბადებული ს.ა. და 2003 წელს დაბადებული მ.ბ. …
Continue reading “პოლიციამ 5 პირი დააკავა ახალგაზრდა ქალის გატაცების ფაქტზე – შსს”