მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 აგვისტო

15.08.2024 •
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 595 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220]
  • ტანკი – 8 484 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 16 426 ერთეული [+24]
  • საარტილერიო სისტემა – 16 868 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 154 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 922 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 598 ერთეული [+50]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 428 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 22 775 ერთეული [+65]
  • სპეცტექნიკა – 2 813 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 638 თვითმფრინავი
  • 279 ვერტმფრენი
  • 30 005 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 569 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 064 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 400 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 247 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 738 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი კურსკში ახალ თხრილებს თხრის, მას უკრაინელების სწრაფი წინსვლის ეშინია – ISW

„გვაქვს წინსვლა კურსკის ოლქში“ – ზელენსკი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: