უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 603 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
- ტანკი – 8 522 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 16 542 ერთეული [+21]
- საარტილერიო სისტემა – 17 216 ერთეული [+60]
- MLRS – 1 166 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 928 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 902 ერთეული [+38]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 442 ერთეული [+4]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 23 221 ერთეული [+79]
- სპეცტექნიკა – 2 887 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 639 თვითმფრინავი
- 282 ვერტმფრენი
- 30 255 უპილოტო საფრენი აპარატი
- 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 348 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 416 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 13 470 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 24 977 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„კურსკში ვაკონტროლებთ 92 დასახლებულ პუნქტს და 1250 კვ. კმ ტერიტორიას“ – ზელენსკი