მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 აგვისტო

16.08.2024
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 596 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330]
  • ტანკი – 8 496 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 16 461 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 16 927 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 159 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 922 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 659 ერთეული [+61]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 429 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 22 848 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 2 829 ერთეული [+16]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 638 თვითმფრინავი
  • 279 ვერტმფრენი
  • 30 050 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 569 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 307 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 406 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 295 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 833 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთი კურსკში ახალ თხრილებს თხრის, მას უკრაინელების სწრაფი წინსვლის ეშინია – ISW

„კრემლმა ვერ გამოიცნო უკრაინელების ჩანაფიქრი“ – რა ხდება კურსკში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: