უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 600 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
- ტანკი – 8 513 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 16 495 ერთეული [+15]
- საარტილერიო სისტემა – 17 104 ერთეული [+48]
- MLRS – 1 165 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 925 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 809 ერთეული [+57]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 437 ერთეული [+5]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 23 047 ერთეული [+55]
- სპეცტექნიკა – 2 863 ერთეული [+17]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 639 თვითმფრინავი
- 282 ვერტმფრენი
- 30 161 უპილოტო საფრენი აპარატი
- 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 17 340 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 412 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 13 415 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 24 919 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე: