დააკავეს „გლოვოს“ კურიერის დაჭრაში ბრალდებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს „გლოვოს“ კურიერის დაჭრაშია ბრალდებული, რომელიც იძებნებოდა. „ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ – იუწყება შსს. უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარება. იგი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 594 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240] ტანკი – 8 476 ერთეული [+21] ჯავშანტექნიკა – 16 402 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 16 821 ერთეული [+57] MLRS – 1 151 ერთეული [+5] …

ბათუმში ქალს ფეხზე ავტომანქანამ გადაუარა

დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალს ფეხზე ავტომანქანამ გადაუარა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული უცხოელია. იგი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. „ბათუმელები“ აზუსტებს დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია განახლდება. 

სასტუმრო „L ბაკურში“ დაკვამლიანებაა – მობილიზებულია სახანძრო

დღეს, 13 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „L ბაკურში“ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. ხანძარი, სავარაუდოდ, შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსახურის ცნობით, 13:50 საათის მონაცემებით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა:

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 აგვისტოს 21 საათიდან 14 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 17 – 22 გრადუსი მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 593 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160] ტანკი – 8 455 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 16 385 ერთეული [+17] საარტილერიო სისტემა – 16 764 ერთეული [+36] MLRS – 1 146 ერთეული [+0] …

13 წლის თენგო საფინალო ოპერაციისთვის ემზადება, მაგრამ მას ამისთვის თანხა სჭირდება

„გამარჯობა, მეგობრებო, მოგიყვებით ჩემს პატარა ისტორიას, რომელიც დაიწყო 2022 წელს და გრძელდება დღემდე“, – ასე იწყებს 13 წლის თენგოს დედა კიდევ ერთ მიმართვას. ნარგიზ ბიბინეიშვილი შვილთან ერთად სტამბულშია და ამჯერადაც დახმარებას საზოგადოებისგან ითხოვს. „ჩემ შვილს, თენგიზ ბროიანს 2022 წელს დაუდგინდა ჰისტიოციტოზის დიაგნოზი, გამოკვლევების შედეგად მოვთავსდით იაშვილის კლინიკაში. ერთი წლის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში გაუკეთდა ქიმიათერაპია, რომელმაც …

კონკურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის აჭარაში, დაფინანსდება 3 პროექტი

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს კონკურსს პროექტის ფარგლებში – „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება“. პროექტს უჭერს მხარს ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია დემოკრატიის ეროვნული ფონდი [NED]. პროექტის მთავარი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დემოკრატიული გარემოს ხელშეწყობა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისება. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს.  კონკურსის მთავარი ამოცანაა ისეთი იდეების, ინიციატივებისა და პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს …

ბათუმში ქალი დაიღუპა ტრაილერის დაჯახების შედეგად

ბათუმში, სარფის გზაზე, ტრაილერის დაჯახების შედეგად 50 წლამდე ასაკის ქალი დაიღუპა. შემთხვევა 11 აგვისტოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელი არჩილ ბადრიაშვილია

სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული მთამსვლელი 34 წლის არჩილ ბადრიაშვილია, ალპინიზმის სფეროში უმნიშვნელოვანესი ჯილდოს, „ოქროს წერაყინის“ მფლობელი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი მთამსვლელი შხელდაზე  იმყოფებოდა, როცა ერთ მათგანს, სავარაუდოდ, მეხი დაეცა და დაიკარგა. საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია წერს, რომ 10 აგვისტოს მთამსვლელი მეხის დაცემის შედეგად ქედიდან გადავარდა. „მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად …

პუტინმა, სავარაუდოდ, არასწორად შეაფასა უკრაინის მიერ ინიციატივის ხელში აღების შესაძლებლობა – ISW 

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინული ჯარების შეტევამ რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებს საშუალება მისცა, დროებით მაინც აეღოთ ინიციატივა ფრონტის ერთ სექტორზე. ISW-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2023 წლის ნოემბრიდან რუსეთის მიერ ინიციატივის ფლობა რუსეთს საშუალებას აძლევდა დაედგინა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ადგილმდებარეობა, დრო, მასშტაბები, მოთხოვნები და იძულებული გაეხადა …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 12 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 592 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080] ტანკი – 8 450 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 16 368 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 16 728 ერთეული [+65] MLRS – 1 146 ერთეული [+3] …

განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა ლანჩხუთში – ბრალდებული დაკავებულია

პროკურატურამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, 8 აგვისტოს, ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა დაზარალებული გაკოჭა და სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც …

მინდა ჩემი გამარჯვება შინდისის გმირებს მივუძღვნა – გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე გამარჯვება შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიუძღვა. ამის შესახებ პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ, 10 აგვისტოს თქვა ჟურნალისტებთან. „მინდა ჩემი გამარჯვება ჩემს გმირებს, ჩემს შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა“ – განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა. მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, გუნდს, მწვრთნელებს, ფედერაციას, ოჯახს და თქვა, რომ „იმედია, არ გაეღვიძება“. დღეს, 11 აგვისტოს, 16 წელი შესრულდა შინდისის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 აგვისტოს 21 საათიდან 12 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს.იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 31 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 12 – 17 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 590 920 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220] ტანკი – 8 447 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 16 363 ერთეული [+13] საარტილერიო სისტემა – 16 663 ერთეული [+58] MLRS – 1 143 ერთეული [+0] …

უკრაინამ შავ ზღვაში გაზის კოშკს დაარტყა, რომელსაც რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა

კიევი აცხადებს, რომ დაარტყეს შავ ზღვაში გაზის პლატფორმას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია თავდასხმა შავ ზღვაში გაზის პლატფორმაზე, სადაც რუსული ჯარების სამხედრო ტექნიკა და შემადგენლობა იყო განთავსებული. საზღვაო ძალების პრესმდივანმა უკრაინულ გამოცემასთან, „უკრაინსკა პრავდასთან“ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები გაზის პლატფორმას იყენებდნენ GPS-ის მონაცემების გასაყალბებლად, …

მკვლელობა გურიაში – პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა

შს სამინისტროს ცნობით, გურიაში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს 1986 წელს დაბადებული დ.ტ.. შსს იუწყება, რომ გამოძიების ვერსიის თანახმად, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად თ.ს. ადგილზე გარდაიცვალა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან …

სარფის საბაჟოზე 73 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქრო და ვერცხლი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟეებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ოქროს ნაკეთობების საერთო წონა – 357,87 გრამი, ხოლო ვერცხლის ნაკეთობების – 60,23 გრამი იყო. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 798,07 ლარი შეადგინა. შემოსავლების …

უკრაინულმა საზღვაო დრონმა ყირიმში რუსული კატერი გაანადგურა

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ცნობით, 9 აგვისტოს, ღამით, ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ ჩერნომორსკოეს მახლობლად, უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა გაანადგურა რუსული სადესანტო კატერი. უკრაინის დაზვერვის ცნობით, კატერის განადგურება შესაძლებელი გახდა უკრაინული საზღვაო დრონით, MAGURA V5-ით. სპეცოპერაციის შედეგად ასევე დაზიანდა რუსეთის კიდევ სამი მცურავი საშუალება. სწრაფმავალ სადესანტო კატერებს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთი იყენებს აკვატორიის კონტროლისთვის და ლოგისტიკური მიზნებით. საზღვაო …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 589 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160] ტანკი – 8 441 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 16 350 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 16 605 ერთეული [+69] MLRS – 1 143 ერთეული [+1] …

საცობში გაჭედილი ბათუმი – ქარავანი აღარ მიდის

„ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე ათასზე მეტი ავტომანქანისთვის იქნება დათმობილი და სექტემბრის ბოლომდე უფასოდ ისარგებლებენ, როგორც ბათუმელები, ასევე ბათუმის სტუმრები“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 31 ივლისს სხდომაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში პარკინგის არარსებობის საკითხი იქცა თემად, რომელსაც მთავრობის სხდომაზე განიხილავენ და მთავრობის თავმჯდომარეს განცხადების გაკეთება უწევს – ქალაქში პარკინგის ადგილების ნაკლებობა …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 588 540 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030] ტანკი – 8 434 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 16 341 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 16 536 ერთეული [+49] MLRS – 1 142 ერთეული [+0] …

ოჯახი 13 წლის დაჩის ეძებს, რომელიც გუშინ ჩამოვიდა ბათუმში

ოჯახი 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებს, რომელიც, ოჯახის ინფორმაციით, გუშინ, 7 აგვისტოს ფოთიდან ჩამოვიდა ბათუმში. „ბათუმელები“ ესაუბრა დაჩის დედას, რომელმაც გვითხრა, რომ მოზარდი პატარა ზურგჩანთით წამოვიდა ბათუმში, აცვია ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და თეთრი ბოტასი. ოჯახმა უკვე მიმართა პოლიციას. განახლებული ინფორმაცია: მოზარდი ქობულეთში იპოვეს. 

უკრაინის ძალები 10 კილომეტრამდე დაწინაურდნენ კურსკში – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW, რუსეთ-უკრაინის ომის ყოველდღიურ მიმოხილვაში ადასტურებს უკრაინული ჯარების წინსვლას 10 კილომეტრამდე სიღრმეში რუსეთში, კურსკის რეგიონში. „დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს უკრაინის ძალები 10 კილომეტრამდე დაწინაურდნენ რუსეთის კურსკის ოლქში მექანიზებული შეტევითი ოპერაციების ფონზე“ – წერენ ISW-ის ექსპერტები. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულმა ჯავშანმანქანებმა …

ბათუმში ერთი გოგო და ორი ბიჭი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით ერთი გოგო და ორი ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში  არ მოგვაწოდეს ინფორმაციას, დაჭრილები თავად გადაიყვანეს თუ არა სამედიცინო დაწესებულებაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, დაჭრილებს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აქვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით. ამ დროისთვის …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 587 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140] ტანკი – 8 431 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 16 332 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 16 487 ერთეული [+36] MLRS – 1 142 ერთეული [+4] …

სოფელი ერგნეთი აღდგენილია „უცხო აგენტების“ ფულით – ზურაბიშვილი

დღეს, 7 აგვისტოს, აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ერგნეთში ჩავიდა, 2008 წლის აგვისტოს მუზეუმში. მან ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სოფელი ერგნეთი აღდგენილია დასავლური ქვეყნების დახმარებით. „ძალიან მტკივნეული მომენტია აქ მოსვლა, ამ მუზეუმის დათვალიერება. ეს არის კერძო ინიციატივა სრულიად, ეს არის ის მეხსიერება, რისი დაკარგვის უფლება არ გვაქვს არც ერთ ჩვენგანს …

დააკავეს დაცვის პოლიციის ინსპექტორი, რომელმაც ქალს სცემა და დაემუქრა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობისა და მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამართალდამცავმა, 2024 წლის 6 აგვისტოს, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბულაჩაურში დაზარალებულს სახის და თავის არეში დაზიანებები მიაყენა და დაემუქრა მისი და მისი შვილების სიცოცხლის მოსპობით. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გადაუდებელი …

აგვისტოს ომის დაწყებიდან დღეს 16 წელი სრულდება – გერმანიის საელჩოს განცხადება

გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები – წერს გერმანიის საელჩო საქართველოში დღეს, 7 აგვისტოს, ფეისბუქზე. „დღეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 წელი სრულდება. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 586 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230] ტანკი – 8 429 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 16 323 ერთეული [+29] საარტილერიო სისტემა – 16 451 ერთეული [+67] MLRS – 1 138 ერთეული [+0] …

„ეს საქმე კეთდება უცხო ორგანიზაციის მიერ“ – ზურაბიშვილი აფხაზეთში დაღუპულების გადმოსვენებაზე

ეს დიდი საქმე, აფხაზეთის ომში უგო-უკვლოდ დაკარგული პირების გადმოსვენება, კეთდება უცხოური ორგანიზაციის მხარდაჭერით და დაფინანსებით – განაცხადა დღეს, 6 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობის დახმარების შეჩერებას. „ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება, იმ ადამიანების გადმოსვენება, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე არ იყვნენ დაბრუნებულნი თავიანთი ოჯახებისთვის და არ იცოდნენ სად მისულიყვნენ, …

„დმიტრიევის საქმე“ – ნიდერლანდელი რეჟისორის ფილმის ჩვენება ბათუმში

ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, პარასკევს, 9 აგვისტოს, ნიდერლანდელი რეჟისორის, ჯესიკა გორტერის დოკუმენტური ფილმის – „დმიტრიევის საქმის“ ჩვენება გაიმართება. ფილმის ჩვენება 18 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია. გორტერის 2023 წლის ნამუშევარი მოგვითხრობს რუსი ისტორიკოსის, იური დმიტრიევის შრომაზე, ეპოვა 1937-1938 წლებში სტალინური სიებით დახვრეტილი ათასობით ადამიანის ცხედარი კარელიის ტყეებში, რომელთა ბიოგრაფიულ და განაჩენის ცნობებს მკვლევარმა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის …

რუსეთმა ხარკოვის ცენტრს სავარაუდოდ „ისკანდერის“ რაკეტით დაარტყა

დღეს, 6 აგვისტოს, გამთენიისას, რუსულმა ჯარებმა დაარტყეს ხარკოვის ცენტრალურ უბანს, რის შედეგადაც კლინიკის შენობა დაზიანდა – წერს ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ტელეგრამზე. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია „ისკანდერის“ ტიპის რაკეტაზე. ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ნანგრევებ ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს. დარტყმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო შენობები და ინფრასტრუქტურა, ჩამსხვრეულია მინები. მსხვერპლის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ …

გადასახადებისათვის თავის არიდების საქმეზე პირს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ „განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე“. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ეწეოდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს 8 810 751 ლარის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აგვისტოს 21 საათიდან 7 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დილით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან – დროგამოშვებით წვიმა.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 31 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთიან რაიონებში: …

Exit mobile version