„როგორ დავიცვათ დემოკრატია მოქალაქეებმა?“ – დისკუსია და საჯარო შეხვედრა ბათუმში

დღეს, 5 სექტემბერს, 18:30 საათზე, ბათუმში დაიმართება დისკუსია თემაზე – „როგორ დავიცვათ დემოკრატია მოქალაქეებმა“ საჯარო დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [26 მაისის ქუჩა N31] გაიმართება და მისი ორგანიზატორი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრია“. დისკუსიის სტუმრები არიან: პაატა ზაქარეიშვილი, პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი; მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი; თამთა …

ცნობილი „ჯაშუში“ ვეშაპი შესაძლოა მოკლეს – ნორვეგიელი ცხოველთა უფლებების დამცველები

ნორვეგიელი ცხოველთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ ცნობილი ჯაშუში ვეშაპის, „ჰვალდიმირის“ სხეულზე ნატყვიარებია და პოლიციას გამოძიების დაწყებას სთხოვენ. ამის შესახებ 4 სექტემბერს ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია OneWhale-მა განაცხადა. „უკანასკნელი ხუთი წელია, რაც „ჰვალდიმირს“ ვიცნობ. როდესაც მისი ცხედარი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს”, – განაცხადა OneWhale-ის დამფუძნებელმა, რეგინა ჰაუგმა. ორგანიზაციებმა: OneWhale-მა და NOAH-მა შეიტანეს საჩივარი ნორვეგიის …

ბათუმი-გონიოს ხაზზე #20 მიკროავტობუსი იმოძრავებს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში ახალი მუნიციპალური სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა გონიოს მიმართულებით. სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებს #20 მიკროავტობუსი 11-წუთიანი ინტერვალით შემდეგი მიმართულებით: თბილისის მოედანი ჭავჭავაძის ქუჩა აბუსერიძის ქუჩა აეროპორტის გზატკეცილი აფსაროსის ქუჩა კანანელის ქუჩა(გონიო). უკუმიმართულება იგივე იქნება. მიკროავტობუსები მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან გააჩერებენ და მგზავრობის საფასურის გადახდა უკონტაქტო პლასტიკური ბარათებით იქნება შესაძლებელი. მგზავრობის სტანდარტული ტარიფი …

რა მისამართებზე შეწყდება გაზი ბათუმში 6 სექტემბერს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 6 სექტემბერს ბათუმში რამდენიმე მისამართზე შეწყდება გაზის მიწოდება. კერძოდ, გაზი 11:00 საათიდან 17 საათამდე გაეთიშება ჯავახიშვილის ქუჩის #70-ში მცხოვრებ აბონენტებს. ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება, გრიგოლ ელიავას ქუჩაზე 32გ ნომერში მცხოვრებ 91 აბონენტს და ანგისის ქუჩის 34 ნომერში მცხოვრებ აბონენტებს. გაზის შეწყვეტის მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, …

„ახალ თაობას რომ აფასებდნენ, ევროპაში განათლების მიღების შემდეგ ბევრი დაბრუნდებოდა“ – სტუდენტი

თამარ ბებიას აზრით, ხშირად არის მცდელობა, ჯენზი, რაღაც სასაცილო თაობად წარმოაჩინონ, ან უბრალოდ სულელ, საწყალ ბავშვებად, რომლებიც მარტივად ტყუვდებიან და ენდობიან „გარყვნილი ადამიანების“ დაპირებებს. თამარი კი მიიჩნევს, რომ მცდარი წარმოდგენაა და მომავალ არჩევნებში ჯენზი აუცილებლად გაიმარჯვებს. თამარ ბებია სტუდენტია ფოთიდან, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს და გაზაფხულის აქციების დროს დიდი გამოცდილებაც დააგროვა. თამარ, თქვენ, როგორც სტუდენტი, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 621 550 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200] ტანკი – 8 624 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 16 869 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 17 725 ერთეული [+31] MLRS – 1 177 ერთეული [+0] …

ბებია 6 წელია აშშ-ია მინიმალური პირობები რომ გვქონდეს, მთავრობა კი კონსპირაციებით გვკვებავს – სტუდენტი

მარიამ ბიძინაშვილი 18 წლისაა და თბილისში მეორე კურსზე სწავლობს. გაზაფხულზე მარიამი აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში. „თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი. ჩემი ოჯახი ძალიან ნერვიულობდა ჩემზე, მაგრამ ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს სახლში ჯდომას, ჩემი აქციებზე ყოფნა ერჩივნათ“. როგორი განცდა იყო აქციებში მონაწილეობა? საქართველო ორჯერ ვნახე გაერთიანებული. ერთხელ აქციებამდე, ფეხბურთის პერიოდში. მაშინ ნამდვილად …

ეს კითხვა მეც გამჩენია, რატომ გვეხმარება ევროკავშირი უანგაროდ? – ბათუმელი სტუდენტი

მე ვარ მეა მალაყმაძე და ვარ სტუდენტი ბათუმიდან. თბილისში ვსწავლობ, კერძოდ ჯიპაში. ბავშვობიდან ძალიან მომწონდა ჟურნალისტიკა. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტი თამაშობს ძალიან დიდ როლს ქვეყნის განვითარების პროცესში. ჩემი ფაკულტეტი ახლოსაა ჟურნალისტიკასთან. როდესაც მშვიდად უნდა მესწავლა და დრო გამომეყენებინა საკუთარი თავის განვითარებაზე, ის პერიოდი რუსთაველზე ვიდექი. სამწუხაროა, რომ ჩვენს მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის. იყო აქციებზე მომენტები, …

რუსეთის სარაკეტო დარტყმა პოლტავაზე – დაიღუპა მინიმუმ 53 ადამიანი

უკრაინაში, ქალაქ პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 53 ადამიანი დაიღუპა და 298 დაშავდა. რუსეთმა პოლტავას ოლქში საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორია და კავშირგაბმულობის სამხედრო ინსტიტუტის შენობა 3 სექტემბერს, დილას დაბომბა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ორი ბალისტიკური რაკეტა, „ისკანდერი“ გამოიყენა. დაბომბვის შედეგად ადამიანების ნაწილი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. ოფიციალური კიევის განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა 25 ადამიანი გადაარჩინა, მათგან 11 …

დღის ბოლოს საქართველოში გაავდრდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 სექტემბერს, დღის ბოლოდან, 6 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალოა“ – იუწყება სააგენტო.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 620 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390] ტანკი – 8 618 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 16 848 ერთეული [+27] საარტილერიო სისტემა – 17 694 ერთეული [+30] MLRS – 1 177 ერთეული [+0] …

პასუხისმგებლობაა მონაწილეობა მივიღო ჩემი ქვეყნის განვითარებაში – IT ინჟინერი ამერიკიდან

ავტორი: ნათია კაპანაძე ____ გიორგი ღუღუნიშვილი ინჟინერია, ის გუგლის ნიუ იორკის ოფისში სამი წელია მუშაობს. იუთუბის მუსიკის დეპარტამენტში საქმიანობის პარალელურად, თვალს აქტიურად ადევნებს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს. გიორგი ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად ამერიკიდან გერმანიაში სპეციალურად გაემგზავრა. დავინტერესდით, როგორ ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს ინჟინერი და აპირებს თუ არა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ცხადია, ინტერვიუ არ წარმოადგენს გუგლის ხედვას განხილულ …

ივანიშვილი გამარჯვებულის როლს თამაშობს, ოღონდ ტყვიაგაუმტარი შუშის ყუთიდან – კობა სუბელიანი

ავტორი: ნათია როყვა ___ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, მინისტრი და პარლამენტის ორგზის დეპუტატი კობა სუბელიანი ამბობს, რომ 2012 წელს გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მიერ გადაბირების უშედეგო მცდელობის გამო, მასზე განხორციელებული შანტაჟის, მუქარის, დევნისა და შევიწროების გამო, 2018 წელს საქართველოდან აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა. კობა სუბელიანმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და როგორც ამბობს, ოთხი წლის შემდეგ „ჯოჯოხეთური ტანჯვაც“ …

17 საათზე თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა – საქართველოს რკინიგზა

დღეს, 3 სექტემბერს, 17:00-საათიანი თბილისი-ბათუმის რეისი გაუქმდა – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. რეისის გაუქმების მიზეზი დღეს რკინიგზაზე მომხდარი ავარია გახდა, რის შედეგადაც რკინიგზის ორი თანამშრომელი დაიღუპა. დღეს, 3 სექტემბერს, ბათუმიდან თბილისში მიმავალი მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. რკინიგზა აცხადებს, რომ მგზავრებს გაუქმებული რეისის ბილეთის თანხას აუნაზღაურებს.

ოქტომბრიდან ესპანეთში გამოცდის გარეშე იქნება შესაძლებელი ქართული მართვის მოწმობის აღიარება

29 სექტემბერს ძალაში შევა შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. შეთანხმების დეტალებსა და ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შსს-ს ცნობით, შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე …

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის აგვისტოში დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 11 ფაქტი გამოავლინა, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 11 პირი, ხოლო მათგან დაკავებულია 2 პირი. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 17 483 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში სექტემბრის პირველ კვირაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით უმეტეს რაიონში – წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 27 – 32 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთიან რაიონებში: დღისით: 25 – 30 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 618 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360] ტანკი – 8 611 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 16 821 ერთეული [+35] საარტილერიო სისტემა – 17 664 ერთეული [+18] MLRS – 1 177 ერთეული [+0] …

წელს რეკორდული რაოდენობით ჯენზი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას – სტუდენტი –

გვანცა მიკაელა გვანცელაძე იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც უტყუარად სჯერა, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერც მმართვლი პოლიტიკურო ძალა შეაჩერებს და ვერც სხვა ძალები, რადგან ეს ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჯენზიმ უკვე გადაწყვიტა. „ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. ამ შემთხვევაში, უბრალოდ დრო ჩამოგვრჩა“ – ამბობს გვანცა, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ „თუ არჩევნებზე არ წავა, ქვეყანა არასდროს დალაგდება და თავისთავად“. გვანცა, პირველ …

აჩის არ ესმის – მას ოპერაციისთვის 40 000 დოლარი სჭირდება

ფოტოზე, რომელსაც ხედავთ, წლის და 1 თვის აჩი დუმბაძეა, რომელიც ხულოში, სოფელ ხიხაძირში ცხოვრობს. აჩის ძალიან უყვარს სიცილი, საზამთრო და ბურთებით თამაში, მაგრამ აჩის არაფერი ესმის, მას დაბადებიდან ორივე ყურში სმენის სრული დაქვეითება აქვს. თუ აჩის სმენა არ ექნება, ის საუბარსაც ვერ დაიწყებს. მას ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ საკმაოდ ძვირადღირებული მკურნალობის და იმპლანტის შედეგად …

რუსეთი კიევს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს

2 სექტემბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა კიევზე განახორციელეს საჰაერო დარტყმა. დაშავდნენ ადამიანები, რამდენიმე უბანში ხანძარია. ოფიციალური კიევის ცნობით, რუსეთმა კიევზე დარტყმისთვის გამოიყენა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, დაახლოებით ათეული ბალისტიკური რაკეტა და სამხედრო დრონი. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი. კიევის ერთ-ერთ რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 4 მანქანა დაიწვა, …

მე არ ვოცნებობდი აშშ-ში ცხოვრებაზე, ახლაც მინდა ჩემი ცოდნა საქართველოს მოვახმარო – ანა აბაშიძე, ემიგრანტი

ავტორი: ნათია კაპანაძე ___ „მე არ ვოცნებობდი ამერიკაში ცხოვრებაზე, მე ვოცნებობდი მხოლოდ განათლების პერიოდულად განახლებაზე. ყოველთვის მინდოდა და ახლაც მინდა ჩემი ცოდნა საქართველოს განვითარებას მოვახმარო“, – ამბობს ანა აბაშიძე, საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი უფლებადამცველი და იურისტი.  2022 წლის სექტემბრიდან, სახალხო დამცველის კანდიდატად დასახელების შემდეგ, უფლებადამცველი პრორუსული დეზინფორმაციის განსაკუთრებული სამიზნე გახდა. ხელისუფლების წარმომადგენლები და პრორუსული ჯგუფები მას …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 617 600 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300] ტანკი – 8 601 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 16 786 ერთეული [+26] საარტილერიო სისტემა – 17 646 ერთეული [+10] MLRS – 1 177 ერთეული [+1] …

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხარკოვზე – დაშავებულთა რაოდენობა იზრდება

დღეს, პირველ სექტემბერს, რუსეთმა მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინაში, ქალაქ ხარკოვზე. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს სამ ადგილას: ხარკოვის სპორტის სასახლეზე, სავაჭრო ცენტრი სალტოვსკის რაიონში და ჰიდროპარკის ტერიტორიაზე – კიევსკის რაიონში. რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ხარკოვში, ბოლო ცნობებით, 41 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია, თუმცა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება. ხარკოვის …

„8-წლიანი ძიება დასრულებულია, ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე“ – თამუნა მუსერიძე

ტელეწამყვანი, პლატფორმის – „ვეძებ“ შემქმნელი, თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ რვაწლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობელი იპოვა. „ბევრმა გაიგო უკვე და სანამ სხვებისგან გაიგებთ, მირჩევნია მე ვთქვა. მოკლედ, 8-წლიანი ძიება დასრულებულია, მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ ვამბობ მეტ დეტალებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ როდესაც მას პირადად ვნახავ, მომეცემა იმის საშუალება, რომ სხვა დანარჩენ ინფორმაციაზეც …

რუსეთში დაფიქსირდა დრონების ყველაზე დიდი შეტევა 15 რეგიონზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 1 სექტემბერს, ღამით, უკრაინა რუსეთის 15 რეგიონს დაესხა თავს 158 დრონით. სამინისტრო „ტელეგრამზე“ წერს, რომ ყველა დრონი ჩამოაგდეს, თუმცა, ამავე დროს, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში მრავალ ადგილას მიმდინარე ხანძრების შესახებ. მედიის ცნობით, ეს იყო დრონების ყველაზე დიდი თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე დღემდე. უკრაინული და რუსული მედია წერს, რომ პირველ სექტემბრის, …

ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან – ბათუმელი მოჭადრაკეების წარმატება

ჩეხეთში, პრაღაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ბათუმელი მოჭადრაკე, მარიამ კალანდაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ასევე ბათუმელმა, კესარია მგელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორივე მოჭადრაკე  14 წლამდე კატეგორიაში ასპარეზობდა. „14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ჩემპიონატზე ბოლო ტურამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. მარიამ კალანდაძემ არც თუ ისე სახარბიელო სტარტის შემდეგ, 6 პარტია მოიგო ზედიზედ და ბოლო ტურში ჩემპიონთან დაფიქსირებული …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი სექტემბრის 21 საათიდან 2 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 33 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთიან რაიონებში: დღისით: 28 – 33 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 616 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350] ტანკი – 8 592 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 16 760 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 17 636 ერთეული [+22] MLRS – 1 176 ერთეული [+0] …

მოძრაობა 7 საათით შეიზღუდება ბათუმი-ახალციხის გზის ხულოს მონაკვეთზე

2024 წლის 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე,  ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. _____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან  

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 614 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 360] ტანკი – 8 582 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 16 736 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 17 614 ერთეული [+42] MLRS – 1 176 ერთეული [+1] …

მკვლელობის მცდელობა ბათუმში – ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ასევე თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადად გაისროლა. სროლის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა და იქვე შემთხვევით მყოფმა საქართველოს სამმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ …

კიევში კიდევ 7 ქუჩას შეუცვალეს სახელი დერუსიფიკაციის ფარგლებში

კიევის საკრებულომ დედაქალაქის კიდევ შვიდ ქუჩას და ჩიხს გადაარქვა სახელი უკრაინის დამცველების პატივსაცემად ქალაქის ობიექტების დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესში. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ჰრომადსკე“ წერს. მაგალითად, კიევში, პოდოლსკის რაიონში დოსტოევსკის შესახვევს უწოდეს უკრაინელი პოეტის, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტის, მაქსიმ კრივცოვის სახელი, რომელიც 2024 წლის 7 იანვარს 33 წლის ასაკში დაიღუპა. იგი 2014 წელს მოხალისედ წავიდა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აგვისტოს 21 საათიდან 31 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტეს რაიონში, დღისით კი ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 28 – 33 გრადუსი ღამით: 18 – 23 გრადუსი მთიან რაიონებში: დღისით: 27 – …

ავარია ბაგრატიონის ქუჩაზე, მანქანა სკვერში შევარდა

დღეს, 30 აგვისტოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. მსუბუქი ავტომანქანა ზებრა გადასასვლელთან ტროტუარზე ავარდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟიც. „ბათუმელები“ შსს-დან და სასწრაფოდან დამატებით ინფორმაციას მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 613 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200] ტანკი – 8 574 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 16 722 ერთეული [+23] საარტილერიო სისტემა – 17 572 ერთეული [+23] MLRS – 1 175 ერთეული [+1] …

Exit mobile version