ტურისტებისთვის და განსაკუთრებით ღვინის ტურებით გატაცებული ვიზიტორების მოზიდვის მიზნით აჭარაში ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“ შექმნა ახალი პროდუქტი -„ბილეთები“, რაც სტუმრებისთვის ღვინის დეგუსტაციას უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს ხდის.
ბილეთების შეძენა კომპანიის მაღაზიაშია შესაძლებელი, რომელიც ქ. ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას # 14 მდებარეობს. შეძენილი ბილეთები ღვინის მოყვარულ ტურისტებს საშუალებას აძლევს სადეგუსტაციო 12 პროდუქტიდან ნებისმიერი დააგემოვნონ ერთი ჭიქის ფასად.
სურვილის გათვალისწინებით, ბილეთის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის პაკეტის შედგენა ტურისტებისთვის და განსაკუთრებით მოსახერხებელია სასაჩუქრედ შეძენის შემთხვევაში.