წუხელ ძლიერმა წვიმამ გურიაში, მდინარე ნატანებზე არსებული 500 მმ მაღალი წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად აჭარისა და გურიის რეგიონი გაზის გარეშეა დარჩენილი.
„სოფელ გურიანთაში, მდინარე ნატანებზე გამავალი გაზსადენი დაზიანდა. როგორც მითხრეს სამტრედიის შემდეგ მთლიანად გურია და აჭარა გაზის გარეშე დარჩა. ახლა მივდივართ ადგილზე და გვეცოდინება საღამოსთვის ზუსტად რა მდგომარეობაა. ერთი-ორი დღე დაჭირდება ალბათ აღდგენას,“ – განუცხადა ბათუმელებს „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარის“ დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ.
მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ მდინარე ადიდებულია, აღდგენითი სამუშაოების დაწყება, ჯერჯერობით, შეუძლებელია.