„გეგმიური სამუშაოებს ახორციელებდა სოკარი. გაზის მილის გადაკეტვის დროს ვერ დაკეტეს კარგად და მოხდა გაზის გაჟონვა ორი თუ სამი წუთის მანძილზე. ორ წუთშივე გამოსწორდა სიტუაცია,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში მშენებლობის ხელმძღვანელმა ვლადიმერ შენგელიამ.
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს სამშენებლო კომპანია „სახლი პიაცაზე“ აშენებს.