Batumelebi | საქველმოქმედო საღამო „იმედის“ გმირის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო „იმედის“ გმირის დასახმარებლად – Batumelebi
RU | GE  

საქველმოქმედო საღამო „იმედის“ გმირის დასახმარებლად

 

დღეს ქედის კულტურის სახლში 14 საათზე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საქველმოქმედო მარათონი, რომელიც საქველმოქმედო საზოგადოება „თერჯოლის იმედის სახლის“ თხოვნით ქედის კულტურის ცენტრი მართავს, საათნახევარს გაგრძელდება და შემოსული თანხა სატელევიზიო პროექტ „იმედის გმირის“ გამარჯვებული ქალბატონის საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდება.

ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის შორენა კარანაძის თქმით, ბილეთი 5 ლარი ღირს და ყველა ბილეთი გაყიდულია.

 

„საქვლმოქმედო კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანია, არაერთი კონცერტი ჩაგვიტარებია ქველმოქმედებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადად დახმარების მიზნით გასულ წელს ორჯერ ჩავატარეთ საქველმოქმედო კონცერტი და შემოსული თანხა გადავეცით. გვინდა წელსაც ანალოგიურად ჩავატაროთ და ტრადიციული სახე მივცეთ ქველმოქმედებას“, – აცხადებს შორენა კარანაძე.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე