სიახლეები

ბათუმში მიწის ფასი ხელახლა დადგინდება

22.01.2014
ბათუმში მიწის ფასი ხელახლა დადგინდება

 

დაგეგმილია ქ. ბათუმის ზონირების („ფასების“) რუკის შექმნა – ზონების მიხედვით მიწის ღირებულებებითა  და განმარტებითი ბარათით,  სადაც აღწერილი იქნება ზონების (ქვეზონების) საზღვრები ქუჩების მიხედვით. მერიამ 25 ათასლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.  წინადადებების მიღება ელექტრონულად გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება.

 

ზემოაღნიშნული სამუშოს გარდა, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს ფასების დეტალური გაანგარიშებაც. სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში დასრულდება. პარალელურად, აუდიტორების და შემფასებლების ჯგუფის მიერ უნდა ჩატარდეს ბათუმში 2012 წლის 1 ივნისიდან 2013 წლის 31 დეკემბერამდე პერიოდში მიწის ბაზრის (ანალიზი) კვლევა. ყველა ამ მონაცემს მერია წარუდგენს საკრებულოს, რომელიც, სავარაუდოდ 1 მარტამდე, დაადგენს ზონების საბოლოო საზღვრებსა და მიწის ნორმატიულ ფასს.

 

ბათუმის საკრებულოს შარშანდელი დადგენილებით ქალაქი დღეს დაყოფილია სამ – ცენტრალურ, შუალედურ და პერიფერიულ ზონად. თავის მხრივ, ზონები დაყოფილია სულ ცხრა ქვეზონად. კვ/მ მიწის მოქმედი ნორმატიული ფასი კი, 20 ლარიდან (პერიფერიული ზონა) 405 ლარმდე (ცენტრალური ზონა) მერყეობს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.