მთიანი აჭარა

ქედის ანსამბლები ფესტივალზე ლატვიაში

21.01.2014
ქედის ანსამბლები ფესტივალზე ლატვიაში

ჯგუფები საგასტროლოდ აქტიურად ემზადებიან. ანსამბლი და ბენდი რეპეტიციებს ყოველ დღე გადის, რეპერტუარის საბოლოო ვარიანტზე ჯერ არ შეჯერებულან, თუმცა ფესტივალის მოთხოვნებიდან გამომდინარე იციან, რომ საკუთარ ფოლკლორის წარმოჩენა ევალებათ.

 

„გვინდა ფესტივალში საუკეთესო პროგრამით წარვსდგეთ. „ელესა“ ცნობილია ადგილობრივი ფოლკლორული სიმღერების შესრულებით, მაგრამ ჩვენი რეპერტუარი მხოლოდ აჭარული ფოლკლორით არ შემოიფარგლება, საკმაოდ ვრცელი რეპერტუარი გვაქვს – საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორს მოიცავს. რადგან ფესტივალზე საქართველოდან მხოლოდ ჩვენ წარვსდგებით, გვინდა ყველა კუთხის სიმღერა შევასრულოთ“, – აცხადებს ანსამბლის ხელმძღვანელი და ქედის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილე ირაკლი სირაბიძე.

 

„ფოლკლორულ-ინსტრუმენტალური ბენდი“ ფესტივალზე მხოლოდ ფოლკლორული საკრავებით წარსდგება და ფოლკლორულ სიმღერებს ფესტივალზე თანამედროვე არანჟირებით ააჟღერებს.

„ბენდი ფოლკლორულ ნიმუშებზე გაკეთებული ინსტრუმენტალურ ვარიანტს
წარადგენს, ინსტრუმენტალური მუსიკის გარდა, ფოლკლორული სიმღერისა და ინსტრუმენტალურ მუსიკის სინთეზს თანამედროვე არანჟირებით ვახდენთ. საგულისხმოა ის, რომ ფოლკლორულ საკრავებთან ერთად ბევრ თანამედროვე ინსტრუმენტსაც ვიყენებთ, მაგრამ, რადგან ფესტივალის მოთხოვნაში წერია, რომ კონცერტზე ფოლკლორული საკრავი უნდა იყოს წარმოდგენილი, რეპერტუარიდან ამოვიღეთ ელექტრო ინსტრუმენტები – მხოლოდ ქართული გარმონით, დოლით, ფანდურით, სალამურით, ჩონგურითა და სხვა ხალხური საკრავებით წარვსდგებით“, – აცხადებს ბენდის ხელმძღვანელი ირაკლი შარაძე.

ფესტივალი ლატვიაში 31 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება. პროგრამის მიხედვით, მონაწილეები ორი დღის განმავლობაში მაყურებლის წინაშე 10-15 წუთიანი პროგრამით წარსდგებიან, მესამე დღეს კი სოლო კონცერტს გამართავენ.

„ჩვენი ფოლკლორული ანსამბლი და ბენდი ინტერნეტ სივრცესა და, ზოგადად, საზოგადოებაში დიდი მოწონებით სარგებლოს, არაერთ ფოლკლორულ ფესტივალზე გავსულვართ, შესაძლებელია ამან განაპირობა ჩვენი მიწვევა დაოგაოპილსში. მიწვევა ერთი თვის წინ მივიღეთ, რაც შეეხება გადაადგილების ხარჯებს, ადგილობრივი თვითმართველობა გვიფინანსებს“, – აცხადებს ირაკლი სირაბიძე და დასძენს – „გასტროლების მხრივ განებივრებული არ ვართ, ოთხი წლის განმავლობაში ანსამბლი საზღვარგარეთ მხოლოდ უკრაინაში გავიდა. რაიონული ანსამბლისთვის, რომელიც ბევრს შრომობს, გასტროლი თუნდაც 2-3 წელში ერთხელ მაინც, ძალიან მნიშვნელოვანია“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: