რა სიახლეებს გეგმავს სამშობიარო სახლის ახალი დირექტორი

 

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორად, ერთი წლის ვადით, მეან-გინეკოლოგი ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე აირჩიეს. ახალმა დირექტორმა თავის ოპონენტს ნანა  ანანიძეს ხმათა ორი მესამედით მოუგო. იმის შესახებ, თუ რა სირთულეების წინაშე დგას დღეს ბათუმის სამშობიარო სახლი და რა სიახლეები იგეგმება მიმდინარე წელს, „ბათუმელებს“ ნუკრი ბეჟანიძე ესაუბრა.

საუბრები ასოცირების ხელშეკრულებაზე [ანონსი]

 

ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებითა და NED-ის მხარდაჭერით აჭარის მუნიციპალიტეტებში (ხელვაჩაური, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო) მოსახლეობასთან შეხვედრები იმართება. შეხვედრებზე დისკუსიის ფორმატში მსჯელობენ საქართველო-ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე.

 

1 ნოემბერს ექსპერტი ვანო ჩხიკვაძე  და “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღურტაში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზების ლიბერალიზაციაზე, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებზე, იმაზე თუ რა სარგებელს მოუტანს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიური თვალსაზრისით და როგორ აისახება ეს თითოეულ მოქალაქეზე.

 

ინტერვიუ სათაურით “როგორ აისახება ევროკავშირთან ასოცირება  საქართველოზე” – შეგიძლია წაიკითხოთ ხვალ, 10 ნოემბერს, “გაზეთ ბათუმელებში”.

„საბჭოთა ბელადის მიერ მოყენებულ ტკივილს ვერასდროს დავივიწყებ“

 

მერი თევთიძე 80 წელს მიღწეული, ენერგიული ქალია. „სწავლაზე ვგიჟდებოდი, მაგრამ სტალინმა ჯერ ყმაწვილქალობა გამატარებინა მძიმე შრომასა და ტანჯვაში, შემდეგ კი – მთელი ცხოვრება“, – გვეუბნება ის. მასწავლებლის მიერ ნაჩუქარი მათემატიკა ტაშკენტამდე გულში ჩაკრული ატარა, „ერთხელ არ გამიშვია ხელიდან“. რეპრესიებმა დააშორა მის საყვარელ ცხოველებს – „ვარსკვლავას“, „სანთელას“ და „გუზელს“, რომლებსაც მხოლოდ თვითონ მწყემსავდა. ექვსი წლის გოგონა მხოლოდ ცხარე ცრემლების შემდეგ შეელია გრძელ ნაწნავებს, რომელსაც რუდუნებით უვლიდა სამშობლოში, გადასახლებაში კი უწყლობის გამო შეკრიჭეს“.

 

 

 

ლონდონის სატელეფონო ჯიხური ბათუმში

 

 

ბათუმში ლონდონისთვის დამახასიათებელი წითელი სატელეფონო ჯიხური დაიდგა. ჯიხური რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ამ ტერიტორიას დღეს ლონდონის სკვერი უწოდეს. 

დამტვრეული ატრაქციონები ბათუმში

 

ბათუმში, მრავალსართულიან კორპუსებთან, სულ 152 საბავშვო ატრაქციონია განთავსებული. თუმცა იმის გამო, რომ მათი დიდი ნაწილი დაზიანებულია, ბავშვები მათ გამოყენებას ვერ ახერხებენ და თამაშისას ზიანდებიან კიდეც.

“ბათუმში იაფი სახლის აშენება გადაწყვეტილია“

 

ბათუმის მერიამ იაფი სახლის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გააჟღერა, თუმცა პროექტის განხორციელებაზე ამ დრომდე არაფერი იყო გარკვეული. მერიაში იაფი სახლის თაობაზე უკვე 2 000-მდე განცხადებაა შესული. აპირებს თუ არა თვითმმართველობა 2015 წელს „იაფი სახლის“ მშენებლობის დაწყებას და ვის შეიძლება გადაეცეს ბინები? „ბათუმელების“ კითხვებს „იაფ სახლთან“ დაკავშირებით ვიცე-მერმა ზურაბ ბერიძემ უპასუხა. 

“იდეოლოგიებისგან თავისუფალი, უფრო ბედნიერები ვიქნებით“


თამარ ხიტირი 23 წლისაა, თუმცა ამბობს, რომ 15 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ახლა დოქტორანტია და უკვე კითხულობს ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ახლო წარსულში აჭარის განათლების სამინისტროს პიარსამსახურში მუშაობდა, ახლა ბათუმის საკრებულოს ფრაქციაში  მუშაობს. ხუთი წლიდან სწავლობს უცხო ენებს, იცის რვა ენა და აქვს უამრავი ჰობი.  აქვს არარეალური ოცნებებიც, უნდა რომ შეეძლოს ფრენა, ამბობს, ასე რომ იყოს, არ ივლიდა, მხოლოდ იფრენდა. 

ბათუმში ლონდონის სკვერი იხსნება

 

 

ბათუმში, წმ. ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერს დღეიდან ლონდონის სკვერი ეწოდება.  

ბათუმში ოცამდე ურნა მოიპარეს

 

ბათუმში, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე დეკორატიულ ურნებში ჩამაგრებულ რკინის ვედროებს იპარავენ. 

ფოტოკონკურსი ველომოყვარულთათვის

 

თუ თქვენ „ბათუმველოს“ მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში, რომელის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“  გამოაცხადა.  კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიღონ ბათუმველოს ფოტო – ტერმინალი, „ბათუმველოს“ მომხმარებელი ან ე.წ. სელფი, ატვირთონ facebook-ის ბათუმველოს გვერდზე და მონიშნონ „ბათუმველო“.

გაუდაბნოების პროცესი აჭარაში

 

აჭარის მაღალმთიანეთში გაუდაბნოების პროცესია დაწყებული. ტყის ფართობი მცირდება, ალპური ზონა კი, იზრდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამის მიზეზი ერთი მხრივ, ანთროპოგენული ზემოქმედება (ამ შემთხვევაში უსისტემო ძოვება) და მეორე მხრივ, კლიმატის ცვლილებაა. 

სტუდენტები 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის დარბევის გამოძიებას ითხოვენ

 

 8 ნოემბერს, შაბათს, 13:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 55-ე საკონფერენციო დარბაზში დამოუკიდებელი სტუდენტური მოძრაობა “ალტერნატივას“ ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე: „2007 წლის 8 ნოემბერის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბევა”. 

დავით გაბუნიას ლექცია – “სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში?” [Audio]

 

7 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კურსის – “ვის ეშინია ფემინიზმის?” ფარგლებში, გენდერის სპეციალისტმა, დრამატურგმა დავით გაბუნიამ ლექცია წაიკითხა. ლექციის თემაა: “სად არიან გენიოსი ქალები ხელოვნებაში?”

აქცია ქობულეთის მუსლიმური პანსიონატის საქმის დაჩქარების თხოვნით

 

დღეს, 7 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გაიმართა,  სადაც აქციის მონაწილეები ქობულეთში არსებული მუსლიმური პანსიონატის გახსნასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის ითხოვდნენ.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება ურიგდება

 

ჰიგიენური საშუალებები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები სექტემბრის თვეში უხვი ნალექის მოსვლის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის წითელი ჯვრის საზოგადოებამ გამოყო.

ბათუმში ელენე გიორგაძის კლინიკის ფილიალი იხსნება

 

2014 წლის ნოემბერში ბათუმში ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის – ელენე გიორგაძის კლინიკის ფილიალი გაიხსნება კომპლექს „მაგნოლიაში“ – ამის შესახებ 6 ნოემბერს, საზოგადოებრივ აკადემია „BPA“-ში ჩატარებული მასტერკლასის შემდეგ ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ განაცხადა. მან  ბათუმში მასტერკლასი ჩაატარა თემაზე – „სიმსუქნე -კოსმეტიკური პრობლემაა თუ ქრონიკული დაავადება“. 

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის აქცია ბათუმში

 

დღეს, 7 ნოემბერს, რევოლუციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ მთავრობის სახლთან აქცია გამართა. 

“ხარვეზები არის“ – ინტერვიუ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერთან

 

ხალხისთვის სასარგებლო კანონპროექტების მიღება, ასევე რეგიონის ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფულის ხარჯვის და მისი განმკარგავი ორგანიზაციების კონტროლი უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა. როგორ ართმევს თავს რეგიონის საკანონმდებლო ორგანო მოვალეობებს და განსხვავდება თუ არა წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოსგან. ამ ყველაფერზე ვიცე-სპიკერმა დავით ბაციკაძემ ისაუბრა. 

როგორ გადაანაწილა აჭარის მთავრობამ 2015 წლის პრიორიტეტები

 

საგზაო ინფრასტრუქტურა, ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, სპორტი, კულტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა _ ასე გადაანაწილა პრიორიტეტები აჭარის მთავრობამ 2015 წლისთვის. ბიუჯეტის პროექტი აჭარის მთავრობამ უკვე განიხილა, ახლა ჯერი უმაღლეს საბჭოზეა.

სტუმარმა ”დინამომ” მასპინძელი ”დინამო” დაამარცხა

 

ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” 1:0 დაამარცხა. მატჩის განმავლობაში ერთადერთი გოლი ავტორი გელა გოგიტიძე გახდა, რომელმაც თამაშის დაწყებიდან მესამე წუთზე გაიტანა მოწინააღმდეგის კარში.

მატჩი თბილისში დინამო არენაზე გაიმართა. 

შეგახსენებთ რომ სატურნირო ცხრილში თბილისის “დინამოს” 26 ქულით პირველი პოზიცია ეკავა, ბათუმის “დინამო” კი -14 ქულით მეთერთმეტე ადგილზე იმყოფებოდა.

 

 

ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი ფოთში

 

მეოთხე „24-საათიანი, ექსპერიმენტული თეატრის ფესტივალი“, რომელიც ქალაქ ფოთში იმართებოდა, დასრულდა.  

 

ფესტივალის წესების მიხედვით, შერჩეულ ხუთ დრამატურგს, ხუთ რეჟისორს და ხუთ მხატვარს მხოლოდ 24- საათი ჰქონდათ ხუთი მოკლე პიესის შესაქმნელად და სპექტაკლების-პერფორმანსების  დასადგმელად. სპექტაკლების წარდგენის შემდეგ ჟიურიმ საუკეთესოები გამოავლინა.

ქირავდება კერძო სახლის პირველი და მეორე სართული ახალ ბულვართან

 

ქირავდება 3 სართულიანი სახლის პირველი და მეორე სართული ზღვასთან ახლოს, ახალ ბულვართან. 


<!** Image 1 align="left" width="300" height="1536" >

ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის დამატებით 96 ათასი ლარი დაიხარჯება


ბათუმის საკრებულოს ინფრასტურქტურის განვითარების კომისიამ დღეს. 6 ნოემბერს,  5 საკითხი განიხილა.  კომისიის წევრებმა, 2014 წლის კომუნალური ინფრასტრუქტურისა და ქალაქის კეთილმოწყობის პროგრამებში შესატანი ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსისგან მიიღეს. 

სასწრაფოდ იყიდება გარემონტებული ბინა ძველ ბათუმში

 

 

ქალაქ ბათუმში, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, მელაშვილის ქუჩაზე, ახალ აშენებულ სახლში იყიდება ოროთახიანი გარემონტებული ბინა, 50 კვ/მ ფართობი. ფასი : 50000 ათასი აშშ დოლარი. ID 3206

მობ.:  593 44 24 08

         577 07 11 85

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნოემბერში 36 მეწყერი ჩამოწვა

 

ნოემბრის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში 36 მეწყრული კერა გაჩნდა. განსაკუთრებით მძიმე მდოგმარეობა იყო სოფელ წინსვლაში, საიდანაც ერთი ოჯახის სხვაგან გადაყვანა გახდა საჭირო.  

იყიდება სახლი იაფად!

 

ქალაქ ბათუმში, 31 დეკემბრის ქუჩაზე იყიდება ორ სართული სახლი, პატარა ეზოთი. ფასი 20 ათასი აშშ დოლარი


მობ.: 555 126912; ხათუნა

ქობულეთში სოციალურად დაუცველებისთვის გაზიფიცირება უფასო იქნება

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით „სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირების“ პროგრამა ამოქმედდა.

 

მიზნობრივი პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული ოჯახების გაზიფიცირებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის გაყვანილობასა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების ერთი წერტილის დაფინანსებას.

 

 პროგრამაში ჩართვის მსურველებმა ქობულეთის გამგეობაში უნდა წარადგინონ პირადობის დამდასტურებელი მოწმობის ასლი, განცხადება და ამონაწერი სოციალური სააგენტოდან. მიზნობრივი პროგრამებისთვის მიმდინარე წელს 18 ათასი ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის გამგეობის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის, მანონი შავიშვილის თქმით „ეს პროექტი მომავალი წლისთვისაც იგეგმება, რა თანხა გამოიყოფა მომავალი წლისთვის ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება“.

 

პროექტი გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკა

 

2014 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს სამხარეო მთავარი სამმართველოების მიერ რეგისტრირებულია თბილისში – 1246,  მცხეთაში – 75, შიდა ქართლში – 185,  სამცხე-ჯავახეთში – 65,  აჭარაში – 197,  გურიაში – 16 ავტოსაგზაო შემთხვევა.

 

ამავე პერიოდში შს სამინისტროს ცნობით, რეგისტრირებულია თბილისში – 46,  მცხეთაში – 7,  შიდა  ქართლში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 3; აჭარაში –  11,  გურიაში – 2 გარდაცვლილი პირი.

 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს სულ დაშავებულია 3251 პირი, გარდაცვლილია 145 პირი, მათ შორის რეგისტრირებულია თბილისში – 1609, მცხეთაში – 126, შიდა ქართლში – 306, სამცხე-ჯავახეთში – 134; აჭარაში – 272; გურიაში 24 დაშავებული პირი. გარდაცვლილთა შორისაა 63 ქვეითი.  სატრანსპორტო შემთხვევების დროს 904 ქვეითი დაშავდა.

 

რაც შეეხება სხვა სტატისტიკას, განზრახ მკვლელობის მუხლით 2014 წლის იანვრიდან ივნისამდე 55 ფაქტზე დაიწყო ძიება (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი). შს სამინისტროს ცნობით, აქედან 49 საქმე უკვე გახსნილია. პოლიციამ მკვლელობის მცდელობის 62 ფაქტზე დაიწყო გამოძიება; ასევე შსს ცნობით, 59 საქმე გაიხსნა.

 

ამავე პერიოდში ოჯახური ძალადობის 309 ფაქტია რეგისტრირებული, აქედან, სამინისტროს ინფორმაციით, 216 საქმე უკვე გახსნილია. გაუპატიურების 23 ფაქტიდან გახსნილი მხოლოდ 10 საქმეა.

 

ტრეფიკინგის არც ერთ ფაქტზე არ დაწყებულა გამოძიება. მძევლად ხელში ჩაგდების ოთხი ფაქტიდან ორია გახსნილი.

როგორ ვისწავლოთ უცხო ენა

 

„ინგლისური უნდა ვისწავლო!“ – ასე იწყებს ხოლმე ყოველი იმედგაცრუების თუ ჩავარდნილი პროექტის შემდეგ ჩემი მეგობარი ცვლილებების გატარებას. ენის სწავლის მოტივაცია, როგორც წესი, რამდენიმე კვირას მიჰყვება და შემდეგ ისევ საწყის მდგომარეობაში ბრუნდება. კერძო გაკვეთილები მასწავლებელთან, უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე სიარული – სოფო წლებია უცხო ენის სწავლას სხვადასხვა გზით ცდილობს, თუმცა სრულყოფილად დღემდე არ იცის.

დიდთოვლობის გამო თურქეთიდან მშობიარე ბათუმში ჩამოიყვანეს

 

მაჭახლის ხეობაში, დაახლოებით ორი საათის წინ, თურქეთის მხარეს არსებული მაჭახლისპირა ერთ-ერთი სოფლიდან რეანომობილმა მშობიარე ქალი ბათუმში გადმოიყვანა. ექიმებმა მშობიარის გადაყვანა თურქეთის საავადმყოფოში დიდთოვლობის გამო ვერ შეძლეს. ამ დროსითვის თურქეთის მოქალაქემ უკვე იმშობიარა.


 

მშობიარე ქალის მეუღლის მონაყოლის მიხედვით, მათთან იმდენად დიდი თოვლია, რომ რეანომობილით მისი მეუღლის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ აღნიშნული რენომობილი გადმოვიდა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან, ავიდა მაჭახლის ხეობაში, სადაც მას თურქეთის მხარეს დახვდა მშობიარე. მესაზღვრეების ჩარევით და ძალისხმევით მშობიარე უპრობლემოდ მოათავსეს  კლინიკა „მედინაში“.

 

„მედინაში“ მყოფი „ბათუმელების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მესაზღვრეები ამ დრომდე რჩებიან კლინიკაში. მათთან ერთად არის ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ქალი და ახალშობილი იმდენ ხანს დარჩებიან კლინიკაში, რამდენ ხანსაც ამას ექიმები მიიჩნევენ საჭიროდ.

 

როგორც აღმოჩნდა, ახაშობილის მამას აქვს ორმაგი მოქალაქეობა, შესაბამისად, მას თან ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი აიდი ბარათი. სწორედ ამის მეშვეობით შეძლო მან საზღვრის გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის იმ მონაკვეთში, სადაც სასაზღვრო გამშვები პუნქტი არ არსებობს, ანუ მაჭახლისპირა ხეობის ერთ-ერთ სოფელში.

ნოდარ შანიძის თასი ბალახის ჰოკეიში

 

დღეს, 5 ნოემბერს, სასტუმრო მარინას სპორტულ მოედანზე, აჭარაში ბალახის ჰოკეის გუნდის დამაარსებლის, ნოდარ შანიძის თასი გათამაშდა.  5 ნოემბერს ნოდარ შანიძეს 96 წელი შეუსრულდებოდა.

“მართლმადიდებელი რუსეთის ხმები“ ბათუმსა და ქუთაისში

 

დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო-საზოგადოებრივი ფონდის მე-14-ე ყოველწლიური საერთაშორისო საეკლესიო-მუსიკალური საკონცერტო – საგუნდო პროგრამა, „მართლმადიდებელი რუსეთის ხმები” მიმდინარეობს.  

ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დირექტორი თანამდებობის დატოვებას აპირებს

 

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დირექტორი გოდერძი ტოტოჩავა თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. მისი განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უკვე მიიღეს. 

“სად არიან გენიოსი ქალები“ – საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

 

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს პროექტის ფარგლებში ბათუმში  ლექციების ციკლი – „ვის ეშინია ფემინიზმის?“ – გრძელდება. 

ბათუმისა და აშკელონის მერების შეხვედრა

 

დღეს, 5 ნოემბერს, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ისრაელის ქალაქ აშკელონის მერს იტამან შიმონს შეხვდა. 

Exit mobile version