თუ თქვენ „ბათუმველოს“ მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ კონკურსში, რომელის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიღონ ბათუმველოს ფოტო – ტერმინალი, „ბათუმველოს“ მომხმარებელი ან ე.წ. სელფი, ატვირთონ facebook-ის ბათუმველოს გვერდზე და მონიშნონ „ბათუმველო“.
გამარჯვებული ფოტოს მოწონებების რაოდენობით გამოვლინდება. შედეგები 2015 წლის 5 იანვარს გამოცხადდება, კონკურსის გამარჯვებული კი ველობარათით დასაჩუქრდება.