Batumelebi | საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის აქცია ბათუმში საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის აქცია ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის აქცია ბათუმში

 

დღეს, 7 ნოემბერს, რევოლუციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ მთავრობის სახლთან აქცია გამართა. 

 

 

“ჩვენი მოთხოვნაა, ბათუმის პორტის ნაციონალიზაცია და ციტრუსების ჩაბარება,  სახელმწიფო მიღების პუნქტებში  გარანტირებულ ფასში, რომ მოახდინოს სახელმწიფომ,  რადგან 50 თეთრი არის ძალიან დაბალი ფასი.  ვითხოვთ ორჯერ მაინც გაიზარდოს ეს ფასი” – ამბობს საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თმჯდომარე თეიმურაზ ფიფია.

 

 

აქციის მონაწილეები, მთავრობის სახლთან მისვლამდე ბათუმის საბაგიროსთან შეიკრიბნენ, სადაც ადრე გმირთა მემორიალი იდგა. კომუნისტური პარტიის წევრები, ბათუმის მერს “ობელისკის” დაბრუნების შესახებ განცხადებითაც მიმართავენ – “გთხოვთ, რომ აღსდგეს სამართლიანობა და წინა რეჟიმის მიერ უკანონოდ, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით გარეშე, განხორციელებული ვანდალური აქტის შედეგად დემონტაჟებული დიდების მემორიალის აღმართვას, ანალოგიური (ან უკეთესი) არქიტექტურული იერსახით, ბათუმის ცენტრალურ ადგილას” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"