ნეტგაზეთი • RU

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ნოემბერში 36 მეწყერი ჩამოწვა

 

ნოემბრის თვეში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში 36 მეწყრული კერა გაჩნდა. განსაკუთრებით მძიმე მდოგმარეობა იყო სოფელ წინსვლაში, საიდანაც ერთი ოჯახის სხვაგან გადაყვანა გახდა საჭირო.  

 

ასევე ჯოჭოსა და თხილნარში 7 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა. ერგეში, კაპრემუშუმში, ორთაბათუმსა და ზედა ჯოჭოში დაზიანდა საავტომობილო გზები.

„სოფელ კაპრეშუმში, მახინჯაურში, ზედა ჯოჭოში, ქედქედში და წინსვლაში 2 კერა დაფიქსირდა, სოფელ თხილნარში 5 კერა და კაპრეშუმში სამი კერაა დაფიქსირებული,“ – ამბობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ანზორ ფეცელიძე.

მისივე თქმით გეოლოგები მეწყრულ უბნებს იკვლევენ, ხოლო ზარალს სამთავრობო კომისია დაითვლის, რის შემდეგაც დაიწყება მოსახლეობისთვის შესაბამის დახმარების გაწევა.

 

მეწყერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაკო ათაბაგი (მოხალისე)