„ობამამ-ცურვა-არ-იცის
Author Archives: ბათუმელები
მსახიობი და ფოტოგრაფი დაშორების შემდეგ
„ორი-სახლი-მინდა-მქონდეს
„რადუგა“, „ნაუკა“და რუსული ფული
„რადუგა-„ნაუკადა-რუსუ
რა ზემოქმედებას მოახდენს კლიმატზე აჭარის წყალსაცავები
რა-ზემოქმედებას-მოახდენს
1921 წლის მარტი ბათუმში მაზნიაშვილისა და რუსი გენერლის ჩანაწერების მიხედვით
ავტორი: ფრიდონ ქარდავა, აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა ბათუმში 1921 წლის მარტში. უკვე სრულდებოდა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ბათუმში იყო გადმოხვეწილი და ერთის მხრივ ქემალისტური თურქეთის ემისართა ხრიკებსა და აშკარა აგრესიას უმკლავდებოდა, მეორეს მხრივ კი ცდილობდა საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის ხაზი …
Continue reading “1921 წლის მარტი ბათუმში მაზნიაშვილისა და რუსი გენერლის ჩანაწერების მიხედვით”
„ტიტანიკი“ დახმარებას ითხოვს
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის #107-ში მცხოვრებ 28 ოჯახს, როგორც თვითონ ამბობენ, ქალაქის მერმა და ლევან ვარშალომიძემ ბინების დაცლა მოსთხოვეს. ავარიულ სახლში მცხოვრებ ოჯახებს წასასვლელი არსად აქვთ და პრეზიდენტის დახმარების იმედად არიან. ეგრეთ წოდებულ „სახლ-ტიტანიკში“ რამდენიმე ოჯახი წინა ხელისუფლების დროს შესახლდა. „ტიტანიკს“ ამ სახლს იმიტომ ვეძახით, რომ ჩაძირულია“, – მიხსნის აქ მცხოვრები ჟუჟუნა ლორთქიფანიძე. მისი ოჯახი ამორტიზებულ …
ბიზნესმენების დაკავება
სავაჭრო ცენტრ შპს „ბათუმი“-ის (ე.წ. ხოფის ბაზრობა) დირექტორები, ილია ანანიძე და ჯონი ზოიძე ბათუმის #3 საპყრობილეში ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს. ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, დაკავებულებს მოწილეების მიმართ არსებულ დავალიანებას ედავებიან. არაოფიციალურად კი, მათ ბაზრობის წილის დათმობას სთხოვენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ილია ანანიძე ძმის, თადარიგში მყოფი მოსამართლის, დავით ანანიძის ოპოზიციონერობისთვის ისჯება. ე.წ. ხოფის ბაზრობის 50 პროცენტი …
თბილისის სტუდენტების გამოხმაურება აჭარაში უფლებების დარღვევებზე
ბოლო დროს მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში მოექცა აჭარაში განვითარებული მოვლენები. რეგიონში ადამიანების უფლებების სისტემატურმა დარღვევამ თბილისელ სტუდენტებში გამოხმაურება ჰპოვა. ამასთან დაკავშირებით 18 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ახალშექმნილი “სტუდენტური მოძრაობა თავისუფალი აჭარისთვის” მოითხოვს შეწყდეს თავისუფალი სიტყვის …
Continue reading “თბილისის სტუდენტების გამოხმაურება აჭარაში უფლებების დარღვევებზე”
უფასო უშუქობა ამჯერად ცენტრის ბრალი ყოფილა
„საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ“ სამშაბათიდან 100 მეგავატით გაზარდა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა. როგორც ჟურნალისტებს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში აცნობეს, დღეისათვის რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობა 300 მეგავატს შეადგენს. იმპორტის მოცულობის გაზრდის საფუძველი გახდა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის წერილობითი თხოვნა რუსული მხარისადმი. 300 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მისი მოცულობა 250 მეგავატამდე შემცირდება. …
Continue reading “უფასო უშუქობა ამჯერად ცენტრის ბრალი ყოფილა”
პედაგოგები შიშით დაიღალნენ
ბათუმელ პედაგოგთა სოლიდური ნაწილი, გუშინ ღიად გამოვიდა ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრის მქონე ბათუმის საშუალო სკოლების მასწავლებლები ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ოფისში შეიკრიბნენ და საპროტესტო განცხადება გააკეთეს. „ჩვენ, ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი აჭარას“ მხარდამჭერი პედაგოგები, გამოვხატავთ უდიდეს აღშფოთებასა და პროტესტს იმის გამო, რომ აჭარის ხელისუფლება სისტემატურად ახორციელებს ადგილობრივ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ტერორსა და ძალის დემონსტრაციას. იმ …
სამხედრო პოლიგონზე ჭურვების აფეთქებით მოსახლეობა ისევ ზარალდება
გონიოს სამხედრო პოლიგონზე ვადაგასული ჭურვების აფეთქება კვლავ გრძელდება. რამდენიმე თვის წინ, აფეთქების შედეგად, სოფლის მცხოვრებთა სახლებზე ჩამტვრეული მინების (რომელიც გონიოს საკრებულომ აღრიცხა) სანაცვლოდ – ახალი მხოლოდ მოსახლეობის ნაწილმა მიიღო. დანარჩენები ამბობენ, რომ მათთვის განკუთვნილი მინები საკრებულომ გაყიდა. „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ზურაბ კახიძე ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ სამხედროებისაგან 150 კვ. …
Continue reading “სამხედრო პოლიგონზე ჭურვების აფეთქებით მოსახლეობა ისევ ზარალდება”
რატომ დააპატიმრეს ჯელალ ქიქავა?
ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებების სერია გრძელდება. 20 თებერვალს დემოკრატიული აჭარის ბათუმის ოფისის ლიდერს ჯელალ ქიქავას აკავებენ. მას ბრალად იარაღის უკანონო ტარება და ხულიგნობა ედება. ჯელალ ქიქავას მამა იზეთ ქიქავა „აღორძინების“ მხარდამჭერების გააფთრებულ შეტევას მის საცხოვრებელ სახლზე, ასლან აბაშიძის პერსონას უკავშირებს: „მე და ასლანი ერთად გავიზარდეთ. ბავშვობა და ყრმობა ერთად გვაქვს გატარებული. აბაშიძეების ოჯახთან ყოველთვის კარგი …
ვინ გაიტაცა ავთანდილ დარჩია
პოლიტიკური ანგარიშსწორება გრძელდება. 22 თებერვალს „ჩვენი აჭარას“ ოფისიდან მოტყუებით გაჰყავთ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავთანდილ დარჩია და სასტიკად სცემენ. პარალელურად ხანძარი ჩნდება აღნიშნული პარტიის ოფისში, სადაც, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანი დოკუმენტები განადგურდა. ორი დღით ადრე კი პოლიციამ ჩაამტვრია ჩაკეტილი კარი და აღნიშნული ოფისი გაჩხრიკა. სამართალდამცავები იქ „ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ იარაღს ეძებდნენ, თუმცა …
„კმარა“ ახალი დაუმორჩილებლობით იმუქრება
„პრეზიდენტს ვთხოვთ, ყველა დანაშაულისათვის პასუხი მოსთხოვოს ადგილობრივ ხელისუფლებას. ვთხოვთ ყველას, ვინც უფლებამოსილია, მიმდინარე მოვლენებზე მოახდინონ რეაგირება“, – მოითხოვს „კმარას“ ბათუმელი აქტივისტები და წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის ტოტალური დაუმორჩილებლობის მოწოდებით იმუქრებიან. „გამოდის, რომ ჩვენ ყველაფერს ტყუილად ვეწირებით, პრეზიდენტმაც უნდა მიიღოს რაღაც ზომები“, – ასე ამბობენ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში დამალული იმედგაცრუებული „კმარას“ აქტივისტები. 20 თებერვალს „აღორძინების“ მხარდამჭერები მათ …
საფინანსო ურთიერთობებში კონკრეტული შეთანხმება დღემდე მიუღწეველია
ცენტრსა და რეგიონს შორის ფინანსური ურთიერთობების მოსაგვარებლად შექმნილი სპეციალური მუშა ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე შედეგზე, კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია. ერთადერთ პრობლემატურ საკითხს ჭარბი შემოსავლები წარმოადგენს, რომელიც ადრე მთლიანად ავტონომიის ბიუჯეტში რჩებოდა. ამჯერად კი, როგორც აჭარის არ ფინანსთა მინისტრმა იაშა ჩავლეიშვილმა „გაზეთ ბათუმელებთან“ აღნიშნა, ის ნორმატივები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაშვებული აჭარაზე, …
Continue reading “საფინანსო ურთიერთობებში კონკრეტული შეთანხმება დღემდე მიუღწეველია”
აქცია „ომეგას“ მხარდასაჭერად
აჭარის ტელევიზიასთან „ომეგას“ მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. „აჭარაში აკრედიტებული ტელეკომპანია „იბერიიისა“ და გაზეთ „ახალი ეპოქის“ კორესპოდენტებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ დაგვეცვა მათი ჟურნალისტური უფლებები. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კოლეგების გვერდით დავმდგარიყავით, რადგან შესაძლოა ამ მდგომარეობაში ჩვენც აღმოვჩნდეთ, – ამბობს გაზეთ „აჭარა P.შ“-ის ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი და იქვე დასძენს, – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მასმედიის მიმართ იქონიოს ფაქიზი დამოკიდებულება. …
მიმართვა ბათუმისა და სრულიად აჭარის სტუდენტ-ახალგაზრდობას
2003 წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარმა „ვარდების რევოლუციამ“ მთელს მსოფლიოს დაანახა ახლადჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოების მზაობა შექმნას და იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამავე წლის დეკემბერში ბათუმის უნივერსიტეტში ასლან აბაშიძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუდენტი ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის მიერ გამოხატულმა პოზიციამ დაადასტურა ის აზრი, რომ აჭარის საზოგადოებრიობას სურს აჭარა იხილოს უფრო აქტიურად ჩართული საერთო, ქართულ პროცესებში, კერძოდ, სიტყვისა და …
Continue reading “მიმართვა ბათუმისა და სრულიად აჭარის სტუდენტ-ახალგაზრდობას”
რა საქმეებს დაუდებენ ექსპრეზიდენტის სიძეს პროკურატურაში
გენერალური პროკურორ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიზნესმენს გია ჯოხთაბერიძის [ედუარდ შევარდნაძის სიძე] დაკავება გამოიწვია მისმა საეჭვო საქციელმა, კერძოდ მას აკრძალული ჰქონდა საქართველოს დატოვება. მიუხედავად ამისა, ჯოხთაბერიძემ აეროპორტის სამთავრობო გასასვლელით ისარგებლა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და უპრობლემოდ დაჯდა აირზენას კუთვნილ თვითმფრინავში. სამართალდამცავებმა მისი ქმედება გაქცევის მცდელობად შეაფასეს და ჯოხთაბერიძეს მოსთხოვეს ლაინერის დატოვება. იგი ამ მოთხოვნას არ …
Continue reading “რა საქმეებს დაუდებენ ექსპრეზიდენტის სიძეს პროკურატურაში”
თბილისში აბაშიძის მხარდამჭერები დააკავეს
12-კაციანი ჯგუფი თავისი აზრის დასაფიქსირებლად თბილისში ჩავიდა და იქედან, უფრო კონკრეტულად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, როგორც თავად აცხადებდნენ – გადაწყვეტილი ჰქონდათ „ხმა მიეწვდინათ ფართო საზოგადოებისათვის“ და ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაპირისპირების მოსაგვარებლად გზები ერთობლივად დაესახათ. „ყველა რევოლუციას თითო ავტონომია შეეწირა. აჭარის დაკარგვის საშიშროებასაც ქმნიან. ყოველგვარი მოწოდება „ძირს აბაშიძე“, „ძირს სააკაშვილი“ უკანონოა… რა ჯობს ახალგაზრდების …
ბერძენიშვილსა და ჟვანიას აბაშიძის რეჟიმი აერთიანებს
ზურაბ ჟვანიას მიერ გაკეთებული განცხადებით ის, ვინც მის შესახებ „ამ ბოლო პერიოდში გესლიან განცხადებებს აკეთებდა, საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება“. იგი მათგან ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვს. ჟვანიამ პირველ რიგში მინიშნება დავით ბერძენიშვილზე გააკეთა. არსებობს თუ არა დავით ბერძენიშვილის სიიდან ამოვღების შესაძლებლობა? – „გაზეთი ბათუმელები“ დავით ბერძენიშვილს ესაუბრება: ეს არა მხოლოდ მინიშნება იყო, არამედ პირდაპირ დამასახელა კიდეც. …
Continue reading “ბერძენიშვილსა და ჟვანიას აბაშიძის რეჟიმი აერთიანებს”
ეროსი კიწმარიშვილს დაუფასეს – სავაჭრო პალატაში გადაიყვანეს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარედ პალატის პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომაზე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი აირჩიეს. კიწმარიშვილის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე ერთადერთი იყო, ვინაიდან ორშაბათს ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი გეგეშიძემ მოხსნა. ეროსი კიწმარიშვილი პირადად წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ. მისი თქმით, კიწმარიშვილის წარდგენის საქმეში მთავარი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ იგი არის ენერგიული, თანამედროვე …
Continue reading “ეროსი კიწმარიშვილს დაუფასეს – სავაჭრო პალატაში გადაიყვანეს”
როდის გვექნება შუქი უფასოდ
აჭარის მეთაურის, ასლან აბაშიძის ბოლოდროინდელი მოსკოვური ვიზიტის შესახებ, აბაშიძემ ბათუმის აეროპორტშივე ისაუბრა და აჭარის მოსახლეობას სამი თვით უფასო ელექტროენერგიას დაპჰირდა. ხალხი უფასო შუქს მიმდინარე კვირის ორშაბათიდან ელოდა. თუმცა, მოლოდინი გაცრუვდა. სხვათა შორის, ამ კვირას მოსულმა თოვლმა მნიშვნელოვნად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის ორიოდსაათიან მოწოდებაშიც სერიოზული პრობლემები შეიქმნა. იქნება თუ არა დაპირებული უფასო დენი. როგორც …
„ქოლგიანი დელფინი“ ავტორს აღარ მოსწონს
ბათუმის სანაპიროსთან დელფინები ძალიან იშვიათად ჩნდებიან, მათ არც დელფინარიუმში „სწყალობენ“ და ბათუმის ემბლემად მიჩნეული ქოლგიანი დელფინიც ცოცხლების გზას გაუყენეს. „გაზეთი ბათუმელები“ ემბლემის ავტორს ავთო ლომაძეს ესაუბრა. ბატონო ავთო, როგორ გაჩნდა ბათუმის ემბლემად ქოლგიანი დელფინის იდეა? 80-იან წლებში ჟურნალ „ჭოროხის“ მხატვარ-გამფორმებელი ვიყავი. ჟურნალის ემბლემაზე მუშაობისას, ერთ-ერთ ვარიანტად რედაქტორს დელფინი ჰქონდა. ალი სამსონია წვიმის მოყვარული იყო. წვიმაზე …
მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ „განიარაღდა“
მოძრაობამ „ნათელი მომავლისათვის“ ამ დღეებში ბათუმში ორიგინალური აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა სათამაშო იარაღები სიმბოლურად გაანადგურეს. მათ ამით ერთგვარი განაცხადი გააკეთეს, რომ ისინი უიარაღონი არიან და მშვიდობიანი გზებით შეეცდებიან იმ მიზნების მიღწევას, რაც მოძრაობას აქვს დასახული. მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ რამდენიმე NGO-სა და ფიზიკურ პირს აერთიანებს. როგორც ცნობილია, მათი ინიციატივით აჭარაში დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე მოთხოვნით: …
Continue reading “მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ „განიარაღდა“”
პრესსამსახური დამოუკიდებლობას კარგავს
პრეზიდენტის პრესსამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შევა. აღნიშნული სამსახური სტრუქტურულად გამარტივდება და რაოდენობრივადაც შემცირდება. სახელმწიფო კანცელარიაში აკრედიტებულ ჟურნალისტებს კი მესამე სართულის ზემოთ სპეციალური საშვის გარეშე ასვლა აეკრძალებათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ჩუბინიშვილი ამტკიცებს, რომ ახალი გადაწყვეტილება ჟურნალისტებს მუშაობას გაუადვილებს. მისი თქმით, გაკეთდება სპეციალური პრეს-ოთახი, სადაც ჟურნალისტებს მუდმივად ყოფნის და ნორმალურად მუშაობის საშუალება მიეცემათ. „ჟურნალისტებს აღარ მოუწევთ …
შინაგანი ჯარების უფროსს მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ
მოქალაქეები ნიაზ მიქელაძე და ქაზიმ სურმანიძე შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილი 2060-ს მეთაურს, მიწის ნაკვეთის მიტაცების თაობაზე უჩივიან. მომჩივანთა მტკიცებით, შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილი 2060-ის მეთაურმა მურად ცინცაძემ, მათ ხელვაჩაურის რაიონის მახვილაურის ციტრუსების მეურნეობისაგან იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით წაართვა. პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და დაზარალებულები გამართლდა. ცინცაძე, რა თქმა უნდა, პოზიციას …
Continue reading “შინაგანი ჯარების უფროსს მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ”
ადამიანებით ვაჭრობის გამო აშშ დახმარებას შეგვიწყვეტს
ტრეფიკინგი – ადამიანით ვაჭრობა, თანამედროვე მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით ნარკობიზნესსა და იარაღით ვაჭრობასთან ერთად პირველ სამეულშია. საქართველო, როგორც წესი, იმ ქვეყნების ჯგუფშია მოხვედრილი, როცა სახელმწიფო არ ღებულობს რაიმე კონკრეტულ ზომებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ანუ მესამე ჯგუფში (პირველში ის ქვეყნებია, სადაც მუშაობენ და ტრეფიკინგის კუთხით კარგი შედეგები აქვთ, მეორეში – მუშაობენ, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ). …
Continue reading “ადამიანებით ვაჭრობის გამო აშშ დახმარებას შეგვიწყვეტს”
რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და ჭიაბერაშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ბათუმში შაბათს ჩამოვიდა და ასლან აბაშიძეს შეხვდა. ჭიაბერაშვილის ვიზიტის ოფიციალური მოტივი ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ დაწყებული სემინარი იყო. ეუთოს მიერ დაფინანსებული ორდღიანი ტრენინგი საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისების თავმჯდომარეებს ჩაუტარდათ. ბათუმში ეს სემინარი შემთხვევით არ ჩატარებულა, რაც თავად ჭიაბერაშვილმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ …
მომავალი მინისტრები ჟვანიასთან პროგრამებს ათანხმებენ
მინისტრობის კანდიდატები სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან კონსულტაციებს გამართავენ საკუთარი სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად. მომავალი პრემიერი ზურაბ ჟვანია კი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტს ორშაბათსვე წარუდგენს სააკაშვილს. როგორც კონსულტაციების დაწყების წინ მომავალმა სახელმწიფო მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, ახალი მთავრობის მომავალ სტრატეგიულ ამოცანას, როგორც საგარეო, ასევე საშინაო საქმეებში, ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს. მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს ისეთი უმნიშვნელოვანესი …
Continue reading “მომავალი მინისტრები ჟვანიასთან პროგრამებს ათანხმებენ”
აბაშიძე თბილისში არ ჩამოვა
„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერი თამაზ დიასამიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალგზის მოწოდებების მიუხედავად, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე არ ჩავა თბილისში, რადგან მას დაჭერის ეშინია. როგორც თამაზ დიასამიძემ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობამ ასლან აბაშიძის დანაშაულებების მხოლოდ „ერთი პროცენტი იცის“, როდესაც აბაშიძე ამ პოსტზე აღარ იქნება და საქართველო ამ ადამიანის დანაშაულობებს შეიტყობს მოქალაქეები …
პენსიები იზრდება, ხელფასები საარსებო მინიმუმს უახლოვდება
საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი აპრილში პენსიების გაზრდაზე, ხოლო ივლისში მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან მიახლოების ვადების თაობაზე განაცხადებს. ამის შესახებ თქვა სახელმწიფო მინისტრმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მინისტრთა კაბინეტის საპროგრამო მიმართულებები და მთავრობის ახალი წევრები გააცნო დეპუტატებს. ჟვანიას განცხადებით, წლის ბოლოს შესაძლებელი უნდა იყოს, თუნდაც მინიმალურად „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა“. მას ღირსების საკითხად მიაჩნია, …
Continue reading “პენსიები იზრდება, ხელფასები საარსებო მინიმუმს უახლოვდება”
აჭარაში ამომრჩეველთა ძველი სიები იმოქმედებს
„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ლიდერები ტრაგედიას ვერ ხედავენ იმაში, რომ 28 მარტის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შედგენილი ამომრჩეველთა სიებით ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც ავტონომიაში 288 ათასი ამომრჩეველია. მათი განაცხადებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ის რეალობა, რომ ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე აჭარაში ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის წესს არ დაეთანხმება და ამისთვის „თბილისმა ჭიდაობა …
Continue reading “აჭარაში ამომრჩეველთა ძველი სიები იმოქმედებს”
საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ მიხეილ სააკაშვილს
ბატონო პრეზიდენტო! აჭარის საღად მოაზროვნე ადამიანები, მოგესალმებათ, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. თქვენს მიერ 2004 წლის 25 იანვარს ინაუგურაციაზე, ღვთისა და კონსტიტუციის წინაშე დადებულმა ფიცმა – „ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებასო“, დიდი სიხარული მოგვგვარა და რწმენა შეგვმატა, მაგრამ გული გვატკინა იმან, რომ აჭარის კრიმინალური ხელისუფლება ამ მეტად მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაში, დახმარების ნაცვლად ხელს …
Continue reading “საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ მიხეილ სააკაშვილს”
ინტერვიუ ზურაბ გორგილაძესთან
ხავერდოვანმა რევოლუციამ ბევრი ადამიანის გულში აანთო იმედის სხივი, მაგრამ ამ ეიფორიის ფონზეც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ისევ იმედგაცრუებით შესცქერიან. ასეთ პესიმისტურ განწყობაზე ხვდება „გაზეთ ბათუმელებს“ ცნობილი პოეტი ზურაბ გორგილაძე, რომელიც ამბობს, რომ მისთვის დიდი ხანია არაფერი შეცვლილა და არც ახლა აქვს რაიმეს იმედი. „აღარაფრის მჯერა, ახალი მთავრობისაც კი, ჯერჯერობით მხოლოდ ციხეები ივსება. ისეთი შეგრძნება …
ილია ვერძაძე პარლამენტის დატოვებაზე ალაპარაკდა
აჭარის პარლამენტში მისთვის უჩვეულო მოვლენები ვითარდება – შეიქმნა ოპოზიციური ფრაქცია „ალტერნატივა“, რომელიც ფრაქცია „მრეწველებისა“ და ედპ-ს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ფრაქციის ხელმძღვანელად ედპ-ს აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი ილია ვერძაძე აირჩიეს. გთავაზობთ ინტერვიუს ილია ვერძაძესთან: რადგან ფრაქციის თავჯდომარე ვარ, 16 დეკემბრის პარლამენტის სხდომამ ბიუროს წევრად ამირჩია. ეს რეგლამენტის მიხედვით მოხდა. რა მიზანი აქვს ფრაქციას? ფრაქციის ჩამოყალიბების წინ გვქონდა …
Continue reading “ილია ვერძაძე პარლამენტის დატოვებაზე ალაპარაკდა”
რატომ ინახება აჭარის ოქროს ფონდი კერძო ბანკში?
ვრცელდება ინფორმაცია „გასაქცევად გამზადებული ოჯახის“ მიერ სხვადასხვა სიმდიდრის, მათ შორის ოქროს ფონდის ქალაქიდან გატანის თაობაზე. ამ ხმებს საფუძვლად ის უდევს, რომ განძი „უსაფრთხოების“ მიზნით, კომერციულ დაწესებულებაში – საზღვაო ბანკშია გადატანილი. საუბარია უნიკალურ (კერძოდ გონიოს, ფიჭვნარის, მახოს) ოქროს ნივთებზე. ფაქტია, რომ აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდი, ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოებისთვის დასათავლიერებლად ხელმიუწვდომელია. მუზეუმიდან მისი (ცენტრალურ ბანკში) …
Continue reading “რატომ ინახება აჭარის ოქროს ფონდი კერძო ბანკში?”