შპს „სანდასუფთავების“ დირექტორის, დავით ასამბაძის თქმით, დაახლოებით 20 ურნაა მოპარული.
„დეკორატიულ ურნებში ჩაგდმულია უჟანგავი ვედროები. პერიოდულად იპარავენ. პოლიციას რა თქმა უნდა მივმართეთ“ – ამბობს დავით ასამბაძე. მისი თქმით, ერთი ურნის ფასი დაახლოებით 15 ლარია.
შს სამინსიტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ბათუმში ურნების მოპარვის თაობაზე გამოიძება მიმდინარეობს 177-ე მუხლით – ქურდობა (ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ერთიდან სამ წლამდე).