18 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კ.მარჯანიშვილის თეატრი თემურ ჩხეიძის სპექტაკლს „გრონჰოლმის მეთოდს” ითამაშებს.
ბათუმელები
18 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კ.მარჯანიშვილის თეატრი თემურ ჩხეიძის სპექტაკლს „გრონჰოლმის მეთოდს” ითამაშებს.
14 ნოემბრიდან 21 ნოემბერის ჩათვლით აჭარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებო-შემეცნებითი ტური მოეწყობა. ტურის ფარგლებშიც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ დაათვალიერონ ბათუმში არსებული მუზეუმები, კერძოდ: ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი, ძმები ნობელების სახელობის მუზეუმი, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი.
დაბა ჩაქვში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფის მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით პირველადი დახმარების ნივთები დაურიგდათ.
2014 წლის 23 იანვარს, “ბათუმელებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უჩივლა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი თვის ვადაში უნდა გამოეტანა საქმეზე გადაწყვეტილება, გასულ ხუთშაბათს, ანუ 6 ნოემბერს კიდევ ერთხელ გადადო საქმის განხილვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ბათუმში, გიორგი კირთაძე “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, რომ აჭარიდან თბილისში მიმავალ კოლონას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიაცილებენ.
16 წლამდელთა ოთხთა ტურნირი რაგბში ქუთაისის „აიას“ გამარჯვებით დამთავრდა. ტურნირი სამი დღის განმავლობაში ბათუმში, ანგისის სპორტულ მოედანზე მიმდინარეობდა და მასში ოთხი გუნდი მონაწილებდა: თბილისის „წიქარა“, თბილისის „მერანი“ ქუთაისის აია და აჭარის 16 წლამდელთა ნაკრები გუნდი.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდა. არჩევნების პირველადი შედეგები უკვე ცნობილია, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტის გიორგი დიასამიძის თქმით, თუ არჩევნების ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში რომელიმე კანდიდატი ან დამკვირვებელი არ გაასაჩივრებს არჩევნების შედეგს, ეს იქნება უკვე საბოლოო შედეგი.“
საკრუიზო კომპანია Paradise Cruise & Ferry-ის თავის საახალწლო საკრუიზო პროგრამაში ბათუმი შეჰყავს. 2014 წლის 14 დეკემბრიდან საახალწლო საკრუიზო მოგზაურობა განხორციელდება მარშრუტით ბათუმი-სოჭი-სტამბოლი-ლამისოლი-ხაიფა-სტამბოლი-სოჭი-ბათუმი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მეოთხე საერთაშორისო ტექნოლოგიური გამოფენის თანაორგანიზატორია. გამოფებნის ფარგლებში ბათუმის ყინულის სასახლეში ადგილობრივმა და უცხოურმა კომპანიებმა დამთვალიერებელს სამშენებლო პროდუქცია წარუდგინეს. გამოფენაში წელს საქართველოს, თურქეთის,აზერბაიჯანის, ირანის, სომხეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების კომპანიები მონაწილეობენ.
დღეს, 14 ნოემბერს, დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ბათუმში, გ. ტაბიძის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები 2014 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს.
ამ წუთებში, გოგებაშვილისა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში Toyota Prado-ს მარკის ავტომობილი არღვევს პარკირების წესებს.
დღეს, 14 ნოემბერს, 5 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის კვლევების მაგისტრი, ეთუნა ნოღაიდელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „სექსიზმი ქართულ რეკლამებში“. ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
დღეს, 14 ნოემბერს ბათუმში „გამოფენების ფესტივალი“ დასრულდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა კარგა ხანია რაც მომავლის პრობლემა აღარ არის. მათი ცნობით, ეს პროცესი უკვე მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს: „თუ სასწრაფო ზომები და კოორდინირებული ქმედებები არ იქნება მიღებული, სამყარო პოსტანტიბიოტიკური ეპოქისკენ მიექანება, რომელშიც იმ ზოგად ინფექციებსა და უმნიშვნელო ტრავმებს, რომლებიც ათეული წლების მანძილზე განკურნებადი იყო, შესაძლოა ისევ ლეტალური შედეგები მოჰყვეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაციის (NHTSA) ცნობით, მთვლემარედ მანქანის ტარება წელიწადში 100 000-ზე მეტი ავარიის მიზეზი ხდება, რომელთაგან 71,000 შემთხვევა ტრავმით, 1 550 შემთხვევა კი გარდაცვალებით სრულდება. საქართველოში გახშირებული ავტო-კატასტროფების რაოდენობა, რომლებიც საჭესთან მძღოლის ჩაძინებითაა გამოწვეული, კიდევ ერთხელ მოწმობს იმ ფაქტს, რომ უძილობა და საჭე საშიში შეთანხმებაა. უმრავლესობამ იცის, თუ რა საფრთხეს შეიცავს საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართვა, მაგრამ ნაკლებად იაზრებენ იმას, რომ გამოუძინებელი მძღოლი შეიძლება ასეთივე საშიში იყოს.
აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ენერგეტიკული ტყე გააშენა. 4800 ძირი ვერხვი 12 ჰექტარზეა გაშენებული და სამმართველოს გათვლებით რამდენიმე წელიწადში სამერქნე მასალად გამოდგება. ენერგეტიკული ტყის ძირითადი ფუნქციაც ესაა, ჩაანაცვლოს/შეამციროს ბუნებრივი ტყის რესურსებით სარგებლობა.
ნერმინე ქოქოლაძე ექვსი წლის იყო, როცა რეპრესიებმა საყვარელი ადამიანები და სამშობლო წაართვა. საბჭოთა რეჟიმმა ცხოვრება მის ოჯახში რამდენიმე თაობას დაუნგრია. ჯერ დიდი ბაბუა დაიჭირეს, შემდეგ მისი ბაბუა და ახალგაზრდა ბიძები. ბოლშევიკურ რეჟიმს გაქცეული 13 წლის ბიძა, თურქეთის ციხეში გარდაიცვალა, უფროსი ბიძა კი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დახვრიტეს.
15 ნოემბერს, სასტუმრო “ინტურისტ პალასის” საკონფერენციო დარბაზში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის რიგით მეხუთე საერთაშორისო ფორუმი გაიხსნება.
“ეისითი კონსალტინგი” ბათუმის ლოგოს შესარჩევად კონკურსს აცხადებს.
„ეისითი კონსალტინგი“ აცხადებს კონკურსს ბათუმის ლოგოს შემუშავებაზე. კომპანია იწვევს ყველა დაინტერესებულ პროფესიონალს თავისი წვლილი შეიტანოს ბათუმის ახალი ვიზუალური იდენტობის – ლოგოს შექმნაში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დეტალური ინსტრუქციის მიღება შეუძლიათ ვებ-ვერდზე: Vote.act-gr.co” – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
12 ნოემბერს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ფრიდონ ბოლქვაძის, ფსევდონიმით – იჯარეთელის, ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მხატვრის თქმით ის ამ დღისთვის 5 წლის მანძილზე ემზადებოდა. ნამუშევრებიდან სულ 55 ნახატი იყო გამოფენაზე წარმოდგენილი.
8 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოსა და ტონგას ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის ნოემბრის სერიის პირველი ტესტ-მატჩი იყო რომელიც 9-23 დასრულდა ტონგას სასარგებლოდ.
15 ნოემბერს დაგეგმილ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები ბათუმიდან გააპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ „ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეთერ ჯორთმენაძემ დაუდასტურა:
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დღეს ხილის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე ბოტანიკური ბაღის ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის საკვებად ვარგისი 30-ზე მეტი სახეობისა და ფორმის ციტრუსი, ასევე 25 სახეობის ხეხილ-კენკროვანი ხილი იყო წარმოდგენილი.
ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გონიოს მოსახლეობას ხვდებიან. შეხვედრაზე გონიოს მიწების საკითხს განიხილავენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მას ასევე ესწრებიან გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე არსებული სადავო მიწის ნაკეთების შემსწავლელი კომისიის წევრები.
ქობულეთში ტაქსში ბებიას მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.
დღეს, 13 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხაესტატეში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.
ბათუმში, ყინულის სასახლეში, 14-16 ნოემბერს სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების მე-4 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. სამშენებლო მასალების და ტექნოლოგიების გამოფენაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები. ასევე სამშენებლო სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.
ხშირად სამომხმარებლო საქონელზე, იქნება ეს თეთრეული თუ სხვა რამ, აღნიშნული შემადგენლობა ან რეკლამა არ შესაბამება სინამდვილეს. რის გამოც ზოგჯერ გვგონია, რომ შევიძინეთ ხარისხიანი საქონელი, თუმცა ძალიან მალე აღმოჩნდება, რომ შეძენილი საქონელი უხარისხოა.
ბათუმიდან 17 კილომეტრით დაშორებულ ჩაქვის ჩაისუბნის სოფელი ველის მაცხოვრებლები ორი წელია სოფელში მიკროავტობუსის დანიშვნას ითხოვენ. მოსახლეობის განმარტებით, სოფელში მიკროავტობუსის მოძრაობა მას შემდეგ შეწყდა, რაც ბათუმის მერიამ 40 ნომერი მიკროავტობუსი დანიშნა. ქობულეთის გამგეობას კი სოფლის მაცხოვრებლებისთვის პასუხი არ აქვს.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანი „ალდაგი“ ქობულეთსა და ხელვაჩაურში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევას სთავაზობს. ფერმერს შეუძლია თავისი მოსავალი დააზღვიოს სეტყვის, ჭარბი ნალექის, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან. დაზღვევის ვადა 10 დეკემბრამდეა.
რა არის ართროზი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც “მარილების დაგროვება”, დაავადების რა გამომწვევი მიზეზები არსებობს და რა მეთოდებით შეიძლება ართროზის მკურნალობა, ამის შესახებ გვესაუბრა ექიმი რევმატოლოგი იზოლდა აბუსელიძე.
„ერთი შეხედვით მიხვდები, რომ საჭესთან ქალი ზის“, „საჭე ქალის საქმე არ არის“, „ფრთხილად, საჭესთან ქალია“ და მსგავს შეფასებებს ხშრად გაიგონებთ. მიუხედავად იმისა, რომ საგზაო შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ კაც მძღოლებზე მოდის, ისინი ცუდ მძღოლებად მაინც ქალებს მიიჩნევენ. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ პროფესიონალი მძღოლების გენდერული ბალანსი ყოველწლიურად იცვლება.
ბრიტანული საგრანტო კონკურსი „HMC Project“-ი საქართველოსთან მესამე წელია თანამშრომლობს. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული 16 წლის ნიკა აბჟანდაძეა. რეგისტრაციის შემდეგ ნიკამ ონლაინტესტირება გაიარა და მიღებული შედეგით ლონდონში მდებარე „New Hall“-ში ჩაირიცხა, რომელიც ერთ-ერთ უძველეს კათოლიკურ სკოლად მიიჩნევა დიდ ბრიტანეთში.
ბათუმის მერიაში 98 ვაკანსიაზეა კონკურსი გამოცხადებული. კონკურსის წესით შეირჩევიან მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მერის მრჩევლები, ადმინისტრაციის პროტოკოლის განყოფლების უფროსი, მერიის აპარატის და სამსახურების უფროსის მოადგილეები და სპეციალისტები.
პროექტი MEDEA ითვალისწინებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) მობილობა პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.