უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა დავით ბაციკაძემ აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა, ის დეპუტატ მედეა ვასაძეს საგამოძიებო უწყებაში უჩივის და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშუალებს, კონკრეტულად კი დოკუმენტების მიტაცებასა და პირადი ცხოვრების ხელყოფაში.
განცხადების შეტანის შემდეგ პროკურატურას ჯერ არც მედეა ვასაძე დაუკითხავს და არც დავით ბაციკაძე. დაიწყო თუ არა გამოძიება დავით ბაციკაძის განცხადების საფუძველზე? – ამ კითხვით „ბათუმელებმა” პროკურატურას მიმართა თუმცა, საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ამ კითხვაზე „ბათუმელებს“ ორშაბათს უპასუხებენ.
მედეა ვასაძე კი, დავით ბაციკაძეს [ანონსს, რომ შესაძლოა მას პროკურატურაში უჩივლოს] რამდენიმე დღის წინ წერილობით გამოეხმაურა.