Batumelebi | პაემნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პაემნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში – Batumelebi
RU | GE  

პაემნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

 

2015 წლის იანვარში ბრალდებულებმა და მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პაემნის უფლებით სულ 3866-ჯერ ისარგებლეს. აქედან 3 390 იყო ხანმოკლე პაემანი, 446 – ხანგრძლივი, ხოლო 30 – ვიდეოპაემანი [საოჯახო პაემანი – 0].

 

განხორციელებული პაემნებიდან ყველაზე მეტი ხანმოკლე პაემანი იყო №8 დაწესებულებაში – 797 პაემანი, №17 დაწესებულებაში – 770 პაემანი, №15 დაწესებულებაში – 618, ხოლო №2 დაწესებულებაში – 512 პაემანი;

 

ყველაზე ხშირად ხანგრძლივი პაემანი განხორციელდა №14, №17  №15 და №2 დაწესებულებებში [შესაბამისად: 131, 125, 93 და 58 პაემანი];

 

რაც შეეხება ვიდეოპაემანს, ის მხოლოდ №15 და №17 დაწესებულებებში განხორციელდა, შესაბამისად – 16 და 14 ვიდეოპაემანი.

 

 2015 წლის იანვარში №3 დაწესებულებაში განხორციელდა 28 ხანმოკლე და 3 ხანგრძლივი პაემანი.

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 525 პირი, მათგან, 10 234 კაცი და 291 ქალი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"