Batumelebi | ბათუმში მამაკაცი მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა ბათუმში მამაკაცი მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში მამაკაცი მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

 

ბათუმში 53 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გორგასლის ქუჩიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, გარდაიცვალა. გვამი ამ დროისთვის პროზექტურაშია მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობიდან გადმოვარდა. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინი დახმარების სამსახურში უთხრეს, მამაკაცი იყო უგონო მდგომარეობაში და მკერდის არეში აღენიშნებოდა შემავალი ღრმა ჭრილობა,  სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"