ნეტგაზეთი • RU

რექტორობის კანდიდატი, რომელმაც აბაშიძის დროს აჭარაში კომენდანტის საათი გამოაცხადა

 

16 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დაგეგმილ არჩევნებს შეეხება გაზეთ “ბათუმელების” მთავარი თემა ახალ ნომერში, რომელიც ხვალ, 16 მარტს გამოვა. რა მოხდება თუ კი პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს საჭირო ხუთ ხმას და რა პოლიტიკური წარსული აქვთ რექტორობის კანდიდატებს? – ამის შესახებ წაიკითხეთ “ბათუმელების” ახალ ნომერში. 

 

უნივერსიტეტის რექტორობის შვიდ კანდიდატს შორისაა 60 წლის ანთაზ ქიქავა, ასლან აბაშიძის სენატის თავმჯდომარე.  მას ეკუთვნის სიტყვები, რომელიც 2003 წელს სენატის სხდომაზე წარმოთქვა: „ცენტრალური ხელისუფლება ამზადებს შეიარაღებულ დაჯგუფებას აჭარაში შემოსაყვანად, რიგდება იარაღი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამის გამო ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა“.

 

აჭარის მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა მაშინდელი მეთაურის, ასლან აბაშიძის განკარგულება, რომელშიც ეწერა, მაგალითად, მსგავსი რამ: „რადგან გარკვეული ძალების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ტარდება მიტინგები… ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ზღურბლზე აღმოჩნდა…“ ან კიდევ – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა… აკრძალოს შეიარაღებული ძალებისა და მათი ნაწილების კონცენტრაცია აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე…. შემოღებული იქნას აჭარის ტერიტორიაზე შემოსვლის სპეციალური წესები. შემოსვლისას ყველა პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთები“. 


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი




ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"